asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გია აბდალაძემ ეკა ბესელიას აცილება მისცა
გლდანის ციხის თანამშრომლების ინფორმაციით
გია აბდალაძემ ეკა ბესელიას აცილება მისცა

2011-07-15 14:10:00



გლდანის ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა გია აბდალაძემ ადვოკატ ეკა ბესელიას აცილება მისცა.
ამის შესახებ ბესელიას გლდანის ციხის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უშვებენ.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ბესელიამ განუცხადა, მას ციხის თანამშრომლების არ სჯერა, რადგან შესაბამისი დოკუმენტი არ უჩვენებიათ რომელიც აბდალაძის ამ გადაწყვეტილებას დაადასტურებდა. ბესელია აბდალაძესთან შეხვედრას და აცილებაზე გადაწყვეტილების მოსმენას უშუალოდ მისგან ითხოვს. ბესელია ამ წუთებში მისი საადვოკატო ბიუროს იურისტთან, ლადო მაჭარაშვილთან ერთად გლდანის ციხესთან საშვის დაშვებას ელოდება.
ბესელიას თქმით, თავად აბდალაძის სურვილი იყო დღეს შეხვედრა შემდგარიყო.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ეკა ბესელია
კავშირი ტეგთან: აცილება
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online