asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი აბდალაძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარის გარეშე
საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი აბდალაძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

2011-07-07 17:26:00



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გიორგი აბდალაძე არ ირიცხება საგარეო საქმეთა სამინისტროს შტატიან თანამშრომლად და ის სამინისტროში მოკლევადიანი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს.
გამოძიების დასრულებამდე საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიისთვის კომენტარის გაკეთებას არ გეგმავს.
შსს-ს ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან: ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი). დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.
საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: აბდალაძე
კავშირი ტეგთან: განცხადება
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online