asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"მედიაპლიტრის" შემოწმების შესახებ შემოსავლების სამსახურში განცხადება გაკეთდა
განცხადება
"მედიაპლიტრის" შემოწმების შესახებ შემოსავლების სამსახურში განცხადება გაკეთდა

2011-06-08 12:06:00



შემოსავლების სამსახური პოლიტიკურ პარტიებს "მედიაპალიტრის" საწარმოებში მიმდინარე შემოწმების პოლიტიზირებისგან თავის შეკავებას სთხოვს და მოუწოდებს , შემოსავლების სამსახურს კანონით განსაზღვრული პროცედურის განხორციელების საშუალება მისცენ.
როგორც შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ანა გოგიჩაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე, რამდენიმე ათეულ ორგანიზაციასთან ერთად, ინვენტარიზაცია მიმდინარეობს "მედიაპალიტრის" ოთხ საწარმოში. ესენია: შპს "ჯეპ", შპს გამომცემლობა "კოლორი", შპს "პოლიგრაფიული მასალები" და შპს გამომცემლობა "პალიტრა L".
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ არც ერთი საწარმო დაფუძნების დღიდან არ შემოწმებულა, ხოლო გეგმური სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციის პროცესი კი, ხანმოკლე და მარტივი პროცედურაა.
"ეს პროცესი ხელს არ შეუშლის საწარმოების მუშაობას. შემოწმება "მედიაპალიტრის" დასახელებულ ორგანიზაციებში მიმდინარეობს კანონის ნორმების სრული დაცვით. შესაბამისად, არ ფერხდება სამუშაო რეჟიმი. ინვენტარიზაციით ხელი არ ეშლება "მედია პალიტრის" მუშაობას და არ ფერხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, გაზეთ "კვირის პალიტრის", რადიოს და სხვა მედიასაშუალებების მუშაობა და ინფორმაციის გავრცელება", - განაცხადა გოგიჩაძემ.
მისივე თქმით, ინვენტარიზაციის პროცესი მალე დასრულდება და შედეგებზე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელს ჟურნალისტების არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: განცხადება
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online