asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნინო ბურჯანაძე ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ბურჯანაძეს განცხადება
ნინო ბურჯანაძე ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა

2011-05-31 14:54:00



"სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა რუსეთის "პირველი არხით" გასულ ფილმს, რომელშიც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩეჩენი მებრძოლების მფარველობაზე საუბრობს.
"სამწუხაროდ ფილმი არ მინახავს, მაგრამ მე არაერთხელ გამიფრთხილებია მიხეილ სააკაშვილი, რომ ფრთხილად ყოფილიყო იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებზეც, როგორც ვიცი ოქრუაშვილმა ამ ფილმში ისაუბრა. კერძოდ იგივე ჩერქეზების გენოციდის აღიარება. ფრთხილად იყოს ხელისუფლება, ქვეყანა ხელში არ შემოგვეშფვნას", - განაცხადა ბურჯანაძემ.
რუსეთის პირველმა არხმა მოამზადა ანტონ ვერნიცკის ფილმი სახელწოდებით "კავკასიური გეგმა – მეტასტაზები", რომლის ერთ–ერთი რესპონდენტია საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ოქრუაშვილი ადასტურებს, რომ აჩიმეზ გოჩიაევს, რომელიც 1999 წელს მოსკოვსა და ვოლგადონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქების ორგანიზატორი იყო, ქართველებმა არაერთხელ მისცეს კორიდორი.
ოქრუაშვილის თქმით, ამის მომსწრე თავად არის, ამ საკითხების გადაწყვეტით დაკავებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქმის კურსში იყო პრეზიდენტი სააკაშვილიც. ფილმში ოქრუაშვილი საუბრობს აშშ–ს როლზეც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნინო ბურჯანაძე
კავშირი ტეგთან: განცხადება
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online