asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებიდან ვერავინ გამოიყვანს
დავით ბაქრაძის განცხადება
საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებიდან ვერავინ გამოიყვანს

2011-05-23 16:30:00




საქართველო აღარ არის ის სახელმწიფო, რომ ვინმემ შეძლოს მისი კონსტიტუციის ფარგლებიდან გამოყვანა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბარქაძემ ბიუროს სხდომაზე ლაშაYთორდიასა და პაატა დავითაიას განცხადების გამოხმაურებისას აღნიშნა.

მისი თქმით, აქციებზე დაფიქსირებული ყველა დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და დაისაჯოს დამნაშავე.

"ეს ეხება ორივე მხარეს. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რადგან ეს არის დემოკრატიის ელემენტარული წესი", - აღნიშნავს ბაქრაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და შესაბამისად კანონის ფარგლებში აზრის თავისუფლად გამოხატვა აქციებზე ყველას შეუძლია.

"საქართველოში აქციები იყო, არის და იქნება მომავალშიც, თუმცა დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტებია კანონის და წესრიგის დაცვა და ბუნებრივია ქართული სახელმწიფო ამას უზრუნველყოფს'", - აღნიშნა ბაქრაძემ.

ამასთან, ბაქრაძემ ყველა მხარეს მოუწოდა განსხვავებულ აზრს პატივი სცენ, თუნდაც ის მისაღები არ იყოს რომელიმე მხარისთვის.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დავით ბაქრაძე
კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online