asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას მალე "ქართულ პარტია" აიღებს
ლევან გაჩეჩილაძის განცხადება
ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას მალე "ქართულ პარტია" აიღებს

2011-04-13 17:04:00



"ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე დარწმუნებულია, რომ ხალხის და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი თავისი გუნდით "გაიქცევა" და ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას "ქართულ პარტია" აიღებს.
ამის შესახებ გაჩეჩილაძემ დღეს, ყვარელში, პარტიის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე განაცხადა.
"დღეს კახეთი და მთელი საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია. კახელების დაცინვაა ის, რომ ყურძენს 15 თეთრად იბარებენ. ამით კახელ გლეხს სულს ხდიან და მატერიალურად აჩანაგებენ. მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. განა შეიძლება, რომ ღვინო ლუდზე უფრო იაფი ღირდეს? ამას მალე დაესმება წერტილი", - თქვა ოპოზიციონერმა ლიდერმა.
თავის გამოსვლაში გაჩეჩილაძემ მის წინააღმდეგ შეთითხნილ ბრალდებებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ხელისუფლების მიერ მართული ტელევიზიებით გავრცელებული ჭორები და ტყუილები უკუ შედეგს გამოიღებს და "ხალხი კომბლებით გამოყრის მათ კაბინეტებიდან".
"თუ ხელისუფლებას პოლიტიკურად ვერ დავამარცხებთ, მაშინ ხელისუფლება დაღუპავს ქვეყანას", - აღნიშნა მან.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ლევან გაჩეჩილაძე
კავშირი ტეგთან: განცხადება
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online