asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ალა ჯიოევა დაპატიმრებას ელის
საავადმყოფოდან გასვლის შემდეგ
ალა ჯიოევა დაპატიმრებას ელის

2012-02-21 21:50:00



ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა არ გამორიცხავს, რომ საავადმყოფოდან გასვლის შემდეგ დააპატიმრონ, - ამის შესახებ მან სააგენტო "ინტერფაქსს" განუცხადა .
"კარგად ვიცი, როგორ ხდება ჩვენთან სისხლის სამართლის საქმის ფალსიფიცირება. ყველაფერი შეუძლიათ შეთხზან, თანაც, ასეთი გამოცდილება უკვე მაქვს", – აღნიშნა ჯიოევამ.
ამასთან, ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ სამართალდამცველი ორგანოს მხრიდან მასზე ზეწოლა არ წყდება. "საავადმყოფოში შეიარაღებული ადამიანები დამყვებიან. ისინი პალატასთანაც მორიგეობენ და ჩემთან არავის უშვებენ. მოვითხოვ, რომ გამწერონ, მაგრამ ჩემს გაშვებას ჯერ არ აპირებენ. აი, ასეთი "საავადმყოფო პატიმრობა" მოიგონეს ჩვენ რესპუბლიკაში", – აღნიშნა ჯიოევამ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ალა ჯიოევა
კავშირი ტეგთან: საავადმყოფო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online