asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დავით დარჩიაშვილს რევანშის ეშინია
კომენტარი
დავით დარჩიაშვილს რევანშის ეშინია

2012-02-21 16:09:00



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი ახალი პოლიტიკური კოალიციის "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის ჰიპოთეტური დაშვების შემთხვევაში, ძლივს დამარცხებული კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის რევანშს ელის.
როგორც ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პრეზენტაციაზე ახალი არაფერი მომხდარა, რადგან უკვე თვეებია, ცნობილია თუ ვინ და რა მოტივით არის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ დარაზმული.
დარჩიაშვილი ივანიშვილი გუნდისგან სიურპრიზებს ნაკლებად ელის და დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური პროცესი ისე გაგრძელდება როგორც ახლა მიმდინარეობს. კერძოდ, საარჩევნო კაპანიაში შესვლით, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ "ეკლექტურ კოალიციაზე" ძლიერია.
დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის გუნდს სუსტ კონკურენტად მიიჩნევს და ამბობს, რომ ის ქართულ პოლიტიკურ ამინდზე სერიოზულ გავლენას ვერ ახდენს.
მისივე თქმით, კონკურენცია მისასალმებელია და სასურველი იყო უფრო რაციონალური და მკაფიო და რეალიზებადი ალტერნატივებით გამორჩეული კონკურენტი გამოჩენილიყო.
დავით დარჩიაშვილის შეფასებითვე, ახალ კოალიციაში არიან ადამიანები წინააღმდეგობრივი წარსულითა და ურთიერთდამოკიდებულებებით, რომელთაც პოლიტიკის წარმართვის პოზიტიური გამოცდილება არ გააჩნიათ და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რევანშისტებად იქცევიან,
"თუკი ჰიპოტეტურად დავუშვებთ მათ ხელისუფლებაში მოსვლას, მივიღებთ არა ზოგადი ოცნებების ასრულებას, რაც ჩამოუწერიათ, არამედ მივიღებთ ძლივს დამარცხებული კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის რევანშს" – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ახალ გაერთიანებაში შეკრებილი ხალხის ნაწილის შესაძლოა, არც სურვილი ჰქონდეს და არც უნარი, რომ საქართველოს გამოწვევებს და შეებრძოლონ - რუსულ აგრესიას, კორუფციას და ორგანიზებულ დანაშულს.
"ეს სამი ვეშაპი შთანთქავდა საქართველოს სულ, ამ ვეშაპების მოთოკვა მოხერხდა, მაგრამ მცირე დრო არის გასული იმისათვის რომ ვისაუბროთ ამ ვეშაპების სიკვდილზე. ვეშაპები ისევ ისევე დააფჩენენ პირს, როგორც კი საქართველოს ხელისუფლებაში ასეთ კალეიდოსკოპს წარმომოვიდიენთ. კარგი ამბავი ის არის, რომ ეს კალეიდოსკოპი ხელისუფლებაში ვერ მოვა" – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
დღეს ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "რედისონში" პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" წარადგინა. პოლიტიკურ კოალიციაში შედიან "თავისუფალი დემოკრატები", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "ეროვნული ფორუმი", "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", აგრეთვე ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დავით დარჩიაშვილი
კავშირი ტეგთან: ”ქართული ოცნება”
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online