asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოს ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს
ნოდარ ხადური აღმასრულებელი მდივანი იქნება
"ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოს ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს

2012-02-21 13:54:00



პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოს ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრი ნოდარ ხადური კი პოლიტიკური საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იქნება. ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც სასტუმრო "რედისონში" დღეს ბიძინა ივანიშვილმა გამართა.
საბჭოს შემადგენლობაში ბიძინა ივანიშვილთან და ნოდარ ხადურთან ერთად, ასევე იქნებიან - დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, კახა შარტავა, ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, საბჭოში "ვაკანტური ადგილები ჯერ ისევ არსებობს".
პოლიტიკური კოალიციაში კი გაწევრიანდნენ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი".
ამასთან, როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, "კონსერვატორებიდან" და "ხალხის პარტიიდან" ახალ პოლიტიკურ კოალიციას მხოლოდ ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი შეუერთდებიან.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეს იმას არ ნიშნავს, "კონსერვატორებისა" და "ხალხის პარტიის" აქტივი კოალიციის სასარგებლოდ არ იმუშავებს.
"ისინი თავიანთი რესურსით შეეცდებიან, დაეხმარონ კოალიციას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, კოალიციაში შემავალი სუბიექტები დღეიდან ერთ გუნდად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა თხოვნით მიმართა საზოგადოებას და ჟურნალისტებს, ისინი ამიერიდან ერთ გუნდად განიხილონ.
"თუ იქნება კრიტიკა ან ქება კოალიციის რომელიმე სუბიექტის მიმართ, გთხოვთ, ეს იყოს ერთიან კონტექსტში. დღეიდან ჩვენ ერთი გუნდი ვართ. გავაერთიანებთ და ერთ მუშტად შევკრავთ მთელს საზოგადოებას იმისთვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში და ერთად ავასრულოთ ქართველი ხალხის ქართული ოცნება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", მისი სადამფუძნებლო ყრილობა, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბიძინა ივანიშვილი
კავშირი ტეგთან: ”ქართული ოცნება”
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online