asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დავით გამყრელიძე - "ქართული ოცნება" განწირულია
ისეთი დასასრულისთვის, როგორც ეს "ალიანსის" შემთხვევაში მოხდა
დავით გამყრელიძე - "ქართული ოცნება" განწირულია

2012-02-21 13:55:00



"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის, დავით გამყრელიძის შეფასებით, კოალიცია "ქართული ოცნება" საკმაოდ ეკლეკტურია და განწირულია ისეთი დასასრულისთვის , როგორც ეს მოხდა გაერთიანებული ოპოზიციისა და "ალიანსი საქართველოსთვის" შემთხვევაში.
ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს იტვ-ის მედიაკლუბში ჟურნალისტების შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ის ძალიან სკეპტიკურად უყურებს კოალიციებს და ალიანსებს პარტიული გამოცდილებიდან გამომდინარე.
"ასეთი გაერთიანებები მოკლებულია რაიმე მსოფლმხედველობრივ ერთობას და სწორედ ეს არის დღესდღეობით ივანიშვილის კოალიციის პრობლემაც. ამიტომ ახალი "მემარჯვენეები" არანაირ კოალიციას და ალიანსში გაწევრიანებას არ აპირებენ", - აღნიშნა გამყრელიძემ.
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერისთვის კოალიციის არსებობა მისაღებია არჩევნების შემდეგ. მისივე განმარტებით, ეს კოალიცია მიზნად უნდა ისახავდეს მთავრობის ჩამოყალიბებას და ამ მიმართულებით რიგ თანამშრომლობას და ისინი მზად არიან მსგავსი ტიპის კოალიციისთვის მხოლოდ არჩევნების შემდეგ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დავით გამყრელიძე
კავშირი ტეგთან: ქართული ოცნება
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online