asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ანქვაბს აფხაზურად მიესალმა
ჯუდით გოფი სოხუმს ეწვია
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ანქვაბს აფხაზურად მიესალმა

2012-02-21 10:56:00



სოხუმს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯუდით გოფი ეწვია. ამის შესახებ სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.
გოფი დე-ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდა. ელჩი ანქვაბს აფხაზურ ენაზე მიესალმა და აღნიშნა, რომ ეს აფხაზეთში მისი პირველი ვიზიტია. მისი განცხადებით სურს, ევროპის ქვეყნებსა და აფხაზეთს შორის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია პირველი პირებისგან მიიღოს.
დე-ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან აფხაზეთის ურთიერთობა საუკეთესო არ არის, მაგრამ იგი იმედოვნებს, რომ მომავალში ეს ურთიერთობა შეიცვლება. ამასთან, ანქვაბი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთი მეგობრების მხარდაჭერით, ევროპის ქვეყნების დახმარების გარეშეც გაძლებს, რომლებიც საქართველოს პროექტს "ჩართულობა აღიარების გარეშე" უჭერენ მხარს.
ანქვაბმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. თავის მხრივ, ელჩს მიაჩნია, რომ ამგვარი შეხვედრები აუცილებელია საკუთარი პოზიციის მსოფლიო თანამეგობრობამდე მისატანად.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ალექსანდრე ანქვაბი
კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online