asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კონტროლის პალატა ნაციონალებს 95.888 ლარს ედავება
გადარიცხეთ ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტში
კონტროლის პალატა ნაციონალებს 95.888 ლარს ედავება

2012-02-20 14:05:00



საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია მოგელაძემ განაცხადა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა წარმოდგენილი წლიური საფინანსო დეკლარაცია, აუდიტის დასკვნასთან ერთად.
ამასთან, მოგელაძის თქმით, ფიზიკური პირთა მიერ განხორციელებული შემოწირულობის შესწავლის შედეგად კონტროლის პალატას აქვს ვარაუდი, რომ შემოწირულობა განხორციელებულია ერთი შემომწირველის ორგანიზებით, რამდენიმე პირის გამოყენების გზით; კერძოდ, რეალურად შემოწირულობის წყარო არის ერთი პირი, თუმცა შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვადასხვა პირებზე.
მოგელაძის განმარტებით, "საქართველოს კონტორლის პალატა ფიზიკური პირების მიმართ ამგვარ ქმედებაზე პასუხიმგებლობის ზომებს ვერ გამოიყენებს, სამართალდაღრვევის ფორმალური ნიშნის არარსებობისა და კანონის უკუქცევითი ძალის პრინციპების გათვალისწინებით"; შესაბამისად, კონტორლის პალატა "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს წინადადებას, "კანონის სულისკვეთებისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე", მათ მიერ პრობლემურად მიჩნეული შემოწირულობა 95.888 ლარის ოდენობით გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნათია მოგელაძე
კავშირი ტეგთან: კონტროლის პალატა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online