| ქალი და მამაკაცი |

"ევროპაში ისე დაგვცინიან…"
პაატა ზაქარეიშვილი: "ევროპაში ისე დაგვცინიან, მეც კი იძულებული ვარ, სააკაშვილი დავიცვა"
ლისაბონში საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს წინაშე დადო პირობა, რომ არასდროს გამოიყენებს ძალას დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ჯერ ისაა კარგად გასარკვევი, რას ემსახურება ეს განცხადება, მერე ის, რაც სააკაშვილის ამ ნათქვამს მოჰყვა. ოფიციალური თბილისი მოელოდა, რომ პასუხი ამ განცხადებაზე რუსეთიდან უნდა წამოსულიყო და წერილობითი ხელშეკრულების მხარეები თბილისი და მოსკოვი უნდა ყოფილიყვნენ. კრემლმა ისევ იეშმაკა, თქვა, მე რა შუაში ვარო. სამაგიეროდ ცხინვალის და აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებებმა გამოიდეს თავი, სააკაშვილს არ ვენდობით, მაგრამ თუ დაგვიწერს იმას, რასაც ამბობთ, ჩვენც პირობას დავდებთ, რომ საქართველოს არც ჩვენ დავესხმებით თავსო. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ თქვა, თუ ასეა, ჟენევაში ეს საკითხი აღარ გავაო. ვნახოთ, რა მოხდება 16 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკების მეთოთხმეტე რაუნდზე. მანამდე კი პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან შევეცადეთ გარკვეული საკითხების გარკვევას.
პაატა ზაქარეიშვილი:
– ჯერ შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებას მუდმივად მოვუწოდებდი, საქართველოს პარლამენტის დონეზე მაინც ეთქვა, რომ არ აპირებს ძალის გამოყენებას აფხაზეთის და ოსეთის წინააღმდეგ. ძალის გამოუყენებლობაზე პირობა ძალაში უნდა შესულიყო მას შემდეგ, რაც საქართველოს დატოვებდა უცხო ქვეყნის ძალები. მაშინ რუსეთის სამშვიდობო ძალებზე იყო საუბარი და ეს იქნებოდა ეფექტური საშუალება, თამამად გველაპარაკა აფხაზებთან და ოსებთან. კარგია, რომ დღეს გაკეთდა ეს განცხადება, მაგრამ ძალიან გვიანია. რუსეთმა უკვე განახორციელა ოკუპაცია.
– აბა, რას ემსახურებოდა სააკაშვილის ეს განცხადება?
– ეს იყო პიარკამპანია, დასავლეთის ზეწოლა, მაგრამ ეს მეთოდები დღეს უკვე უვარგისია. ჩვენ ველაპარაკოთ ოკუპანტებს, რაც გინდათ, გააკეთეთ ჩვენს ტერიტორიაზე და სიტყვასაც არ შემოგბედავთო, ცინიკურიცაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ვამბობდით, რომ ჩვენი არმიით ნებისმიერ გამოწვევას ვუპასუხებდით. გაიხსენეთ, ომის წინ როგორ ბაქიბუქობდნენ ჩვენი პოლიტიკოსები. დღეს ეს განცხადება ჩვენი უსუსურობის აღიარებაა, რომ ომით არ შეგვწევს ძალა რუსეთის ჟანგიან ტანკებს აღვუდგეთ წინ. ეს განცხადება გაკეთებული უნდა ყოფილიყო არა რუსეთის გულის საამებლად, არამედ აფხაზი და ოსი ხალხების მისამართით. მათთან მოლაპარაკების შანსი ხელიდან გავუშვით, დაგვაგვიანდა. უნდა გვეთქვა, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ არ გამოვიყენებთ ძალას–თქო, მაგრამ აფხაზებს და ოსებს ვერც ვხედავთ და მარტო რუსეთს გვინდა ველაპარაკოთ.
– აფხაზებთან და ოსებთან ლაპარაკს რა აზრი აქვს, როცა გადაწყვეტილებებს რუსეთი იღებს?
– დღეს მართლაც არ შეუძლიათ მათ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ 2002 წლამდე ხომ შეეძლოთ? მაშინ ამ დოკუმენტზე უარის თქმის მიზეზი დევნილების დაბრუნება იყო. დღეს ესეც დაგვავიწყდა და ყურადღება რუსეთზეა გამახვილებული. ეს ნიშნავს, რომ დევნილების დაბრუნებაც აღარ გვადარდებს. არც მაშინ გვადარდებდა. ვსპეკულირებდით, ხელისმოწერა არ გვინდოდა და საბაბს ვეძებდით. დღეს ამ თემის აწევა დასავლეთისთვის გაგორებული კოჭია. სააკაშვილმა, იმის გარდა, რომ გამოაცხადა, თავს არ დაესხმება რუსეთის საოკუპაციო ჯარებს, თქვა, რომ მზადაა, რუსებს ელაპარაკოს. ერთი მხრივ, ელაპარაკო რუსეთს და, მეორე მხრივ, რუსებთან შეთანხმების გარეშე მათ ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმი შემოიღო ან ილაპარაკო ჩერქეზების და ჩეჩნების გენოციდზე, როცა ამაზე არავინ ლაპარაკობს, აბსურდი არაა?! ერთს ვლაპარაკობთ და მეორეს ვაკეთებთ.
– სააკაშვილის ამ განცხადებას რუსეთმა უპასუხა, ჩვენ რა შუაში ვართო, სამაგიეროდ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია ხელისუფლებებმა თქვეს, არც ჩვენ დავესხმებით თავს საქართველოს, ოღონდ სიტყვაზე არ ვენდობით სააკაშვილს, წერილობით გაგვიფორმოსო.
– სააკაშვილის თამაშებია ასეთი პასუხის მიზეზი. პრიმიტიულად რომ ვთქვათ, ვწუწაობთ. ჩვენთან შპიონების და ამფეთქებლების აღმოჩენაზე დასავლეთში უკვე გული ერევათ. ათი დღე ვიყავი ევროპაში და ისე დაგვცინიან, მეც კი იძულებული ვარ, სააკაშვილი დავიცვა.
– არ სჯერათ, რომ რუსების დავალებით გვაფეთქებენ?
– ყველა ამბობს, რომ დადგმული სპექტაკლია. ახლა იმით ამაყობენ, რომ ომის დროს თურმე ყველა მფრინავი რუსეთის აგენტი ყოფილა. ამის გამო მედლები ჩამოჰკიდა ადამიანებს, ვინც უნდა დაეჭირა, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ქსელი არსებობდა. რუსმა გადააგდო ის ქსელი, იმიტომ რომ აღარ სჭირდება, ომი მოიგო და ტერიტორიების აღიარებაც მიიღო. მათი გადაგდებული ავიღეთ და ვთქვით, რომ გამოვააშკარავეთ ის, რაც რუსეთს აღარ სჭირდებოდა.
– დასავლეთში რას ამბობენ, რაში სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერიო?
– ისინიც ხედავენ, რომ სააკაშვილის ერთადერთი გამოსავალი ხმაურია, რითაც ცდილობს, ყურადღება მიიპყროს და დაანახოს, რომ არსებობს. მუდმივად შეახსენოს თავი მსოფლიოს ისეთ ქვეყანასთან მეტოქეობაში, როგორიც რუსეთია. მსოფლიოც იძულებულია, ანგარიში გაუწიოს, მაგრამ უკვე ყელში ამოუვიდათ.
– თუ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ბრძოლით არ ვაპირებთ, ამხელა ჯარი რად გვინდა?
– მართლა არ გვჭირდება ამხელა ჯარი, მაგრამ სხვანაირად ფულს როგორ გააკეთებდნენ? როგორ გააფორმებენ ვითომ შესყიდვებს, მკვდარ სულებს და ჩაიდებენ ჯიბეში დიდ ფულს? ჯარი დახურული სტრუქტურაა და უდიდესი ფული კეთდება. შეიცვლება ხელისუფლება და ხალხი გაოგნდება, როცა გაიგებს, რა კორუფციაა ჯარში, როგორ ხდებოდა იარაღის შესყიდვა და ომის შემდეგ როგორ ჩამოიწერა.
– სულ ცინცხალი კვლევების მიხედვით, ქართულ ჯარსა და პოლიციაში კორუფცია საერთოდ არაა.
– ნაციონალური არხებით მართლა ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩება. ეს საქართველოს 500 მოქალაქის განწყობაა, რომლებიც ადგილზე "გორბმა" გამოკითხა. ერთი გამოკითხონ 500 ბიზნესმენი, არის თუ არა კორუფცია. ჰკითხეთ, როგორც ჟურნალისტმა, რაიმე ინფორმაციის შესახებ მთავრობის რომელიმე წევრს, ყველა კანონს დაარღვევენ და არ გიპასუხებენ. დღემდე არ გაცემულა პასუხი, რა ხელშეკრულება დაიდო რუსეთსა და საქართველოს შორის ენგურჰესის ექსპლუატაციაზე. მთავრობა გამჭვირვალე არაა და ესეც კორუფციის ნაწილია.
– რა იგულისხმეთ, როცა იარაღის შესყიდვაზე თქვით?
– გაიხსენეთ ოქრუაშვილის ნათქვამი, სააკაშვილის ბიძაშვილის მონაწილეობაზე იარაღის შესყიდვაში. ასეთი ხმა უამრავია, რითაც მტკიცდება, რომ აგვისტოს ომის დროს უამრავი იარაღი ჩამოიწერა. როცა ხელისუფლება შეიცვლება, გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველა ნახავს, რომ ამხელა ჯარი სააკაშვილს ფულის საკეთებლად სჭირდებოდა.
– ამ დროს მომავალი წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი მილიონნახევრით გაიზარდა.
– ეს მოსალოდნელი იყო. გაიხსენეთ ამერიკაში იარაღის ვაჭრობაზე საქართველოსთან მიმართებაში რამხელა ქსელი გაიხსნა, რომელზეც არ ლაპარაკობენ.
– რაზე საუბრობთ?
– ამერიკელებმა ისრაელთან იარაღის ვაჭრობაში ქართული კვალი რომ აღმოაჩინეს. ამაზე ამერიკაში ბევრი სტატია დაიწერა.
– ამერიკის სენატმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სადაც ითქმება, რომ რუსეთიოკუპანტია. რაში წაგვადგება ეს დოკუმენტი?
– კარგია, მაგრამ რას გვინდა, ამით მივაღწიოთ? თუ აფხაზებს უნდათ რუსებთან ცხოვრება, რაც უნდა ელაპარაკო, რომ ოკუპირებული ხარ, არ ანაღვლებთ. შენ რას სთავაზობ?
– რუსეთს რომ ოკუპანტს ვეძახით, ვითომ, რა, შერცხვებათ?
– რუსეთი არც აპროტესტებს, ოკუპანტი არ ვარო. იფერებს, მოსწონს, რომ მსოფლიოს ატერორებს თავისი ოკუპანტობით. რაც მეტს ვლაპარაკობთ რუსეთის ოკუპანტობაზე, მეტად ვაძლიერებთ რუსეთის მითს, როგორც აგრესიული სახელმწიფოსი, რომელსაც, ჩვენ გარდა, ყველა უწევს ანგარიშს.

კავშირი ტეგთან: ზაქარეიშვილი

კავშირი ტეგთან: ზაქარეიშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა

ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ 

ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 