asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ფორდის ახალი კუგი
ფორდის ახალი კუგი
ფორდის ახალი კუგი

2010-12-14 15:27:21



მომავალი წლის იანვარში დეტროიტის ავტოშოუზე კომპანია ფორდი წარმოადგენს სერიულ ავტომობილთან მიახლოებულ პროტოტიპს, რომელიც მომავალი თაობის კროსოვერი კუგი გახდება. ამის თაობაზე განცხადება ფორდის წარმომადგენელმა გააკეთა.

წინასწარი ინფორმაციით, ახალ კუგს სერიულ წარმოებაში 2012 წლის მეორე ნახევარში ჩაუშვებენ, ხოლო მისი გაყიდვა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე 2013 წელს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის განვითარების პროგრამით, რომელიც მოდელების უნიფიკაციას გულისხმობს, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მწარმოებელი აპირებს ყველა ბაზარზე ერთნაირი სახელები გამოიყენოს თავის მანქანებზე (მაგალითად, ფოკუსი და ფიესტა). თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ სახელს აირჩევენ ფორდის ახალი კროსოვერისთვის, კუგას თუ ესქაპეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კროსოვერს, გერმანული ქარხნის მაგივრად, რომელიც საარულში მდებარეობს, ერთ–ერთ ამერიკულ ქარხანაში ააწყობენ, ხოლო გერმანული ქარხნის სიმძლავრეები მთლიანად ფოკუსის წარმოებისთვის იქნება მიმართული, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ბაზრისთვის იქნება გათვალისწინებული. სწორედ აქ იგეგმება მომავალში ამ მანქანის ყველა მოდიფიკაციის აწყობა – სედანის, ჰეჩბეკის და უნივერსალის. სავარაუდოდ, კუგის აწყობა მისურის შტატში მდებარე ქარხანაში, სადაც მოდელ ესქაპეს აწყობენ და კენტუკიში დაიწყება, სადაც ყველგანმავალ ექსპლორერს უშვებენ.

თავისი დებიუტიდან დაწყებული, რომელიც 2008 წლის მარტში ჟენევის ავტოშოუზე შედგა, კროსოვერი ფორდ კუგი სტაბილური მოთხოვნით სარგებლობს ევროპის ბაზარზე. გასულ წელს ამ ავტომობილმა გაყიდვების რაოდენობით მეორე ადგილი დაიკავა კროსოვერებს შორის შედეგით 64.546 ეგზემპლარი და მხოლოდ ფოლკსვაგენ ტიგუანს ჩამორჩა. მიმდინარე წლის 10 თვეში კუგიზე მოთხოვნა ევროპაში 16,6 პროცენტით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online