asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სუარესი ისტორიაში 2 დიდი კლუბით შევიდა
სუარესი ისტორიაში 2 დიდი კლუბით შევიდა
სუარესი ისტორიაში 2 დიდი კლუბით შევიდა

2010-12-13 16:06:44



ცნობილი გახდა იმ 3 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც 10 იანვარს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელები გახდებიან – ანდრეს ინიესტა, ხავი ერნანდესი და ლეო მესი. სამივე მათგანი ბარსელონელია და ამ კატალონიური კლუბის ფეხბურთელის საუკეთესოობა უკვე აღარავის უკვირს. თუმცა, გაცილებით მეტი შანსია, რომ "ოქროს ბურთი" ესპანელ ფეხბურთელს ერგოს, რადგან ინიესტამაც და ხავიმაც მოახერხეს ის, რაც აქამდე მესის არ გაუკეთებია – მოიგეს მსოფლიოს ჩემპიონატი. აღსანიშნავია, რომ ესპანელი ფეხბურთელი, ვისაც "ოქროს ბურთი" მიუღია, ასევე ბარსელონელი ლუის სუარეს მირამონტესია და ეს ზუსტად 50 წლის წინ მოხდა.



სუარესი ისტორიაში 2 დიდი კლუბით შევიდა – "ბარსელონა" და მილანის "ინტერი". "ოქროს ბურთის" მფლობელი ფეხბურთელი ესპანეთის ქალაქ ლა–კორუნიაში დაიბადა და კატალონიელთა ინტერესებში მოგვიანებით მოექცა. მაშინ მსოფლიოში მადრიდის "რეალი" გრგვინავდა, მაგრამ "ბროწეულისფერებმა" მაინც მოახერხეს 2–ჯერ მოეგოთ ლა ლიგა. ეს ყველაფერი კი სუარესის დამსახურება იყო, რომელიც უნივერსალური სტილის ფეხბურთელად ითვლებოდა და მოედანზე კლასიკური "დისპეტჩერის" როლს ითავსებდა. სუარესს შეეძლო ერთი შეხებით გაეკეთებინა იდეალური პასი და თანაგუნდელი საგოლე პოზიციაში დაეტოვებინა. პარალელურად ფეხბურთელი არც შავ სამუშაოს ერიდებოდა და შესანიშნავად თამაშობდა ართმევაზე.

1960 წელს, სუარესი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა და აჯობა ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც იყვნენ ფერენც პუშკაში, ალფრედო დი სტეფანო, უვე ზეელერი და ლევ იაშინი. თუმცა, ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ იმ წელს სოციალისტურმა ქვეყნებმა შეგნებულად არ მისცეს ხმები უნგრეთიდან გაქცეულ პუშკაშს და ამიტომ მისი შანსები შემცირდა.

4 წლის შემდეგ, უკვე თავად სუარესმა წააგო ბრძოლა დენის ლოუსთან და ეს იყო "ფრანს ფუტბოლის" გამოკითხვაში ყველაზე დიდი მოულოდნელობა – 1964 წელი ნამდვილად სუარესის იყო.

იმ წელს ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო "ინტერმა" ჩემპიონთა თასი. როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში ყველა შეტევას სუარესი იწყებდა. სუარესის "ინტერში" გადაყვანის ინიაციატორი უდიდესი მწვრთნელი, ელენიო ერერა იყო. ერერას "ბარსელონაში" ურთიერთობა არ აეწყო კიდევ ერთ ლიდერ კუბალასთან, რის გამოც გუნდიდან გაუშვეს. "ინტერში" მისულმა ერერამ პირველი განცხადება, რაც გააკეთა, იყო ის, რომ თუ სუარესს მიიწვევდნენ, შეძლებდა მსოფლიოს დონის გუნდის შექმნას. მწვრთნელმა დაარწმუნა პრეზიდენტი ანჯელო მორატი და სუარესი კატალონიური კლუბიდან 142.000 გირვანქა სტერლიგად იყიდეს – ეს იყო იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი.

სუარესი 4–ჯერ მოხვდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში და ეს მაჩვენებელი ძალიან სოლიდურად გამოიყურება მათ ფონზე, რომლებიც მისი კონკურენტები იყვნენ. ტექსტში ნახსენებ ფეხბურთელებს კიდევ ეუსებიოს დავუმატებთ, რომელმაც 1965 წელს მოიგო "ოქროს ბურთი". თუმცა, ისიც უნდა დავამატოთ, რომ მაშინ გამოკითხვაში მხოლოდ ევროპელი ფეხბურთელები მონაწილებოდნენ და ეს სუარესის შანსებს ზრდიდა. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ სუარესი ითვლება ერთადერთ ესპანელ ფეხბურთელად, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო მოიგო. მართალია, შემდეგ "ოქროს ბურთი" 2–ჯერ მოიგო დი სტეფანომ და მისი სახელიც ესპანეთს უკავშირდება, მაგრამ ის წარმოშობით არგენტინელი იყო და რადგან გამოკითხვაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, ესპანეთის მოქალაქე გახდა და შემდეგ ამავე ქვეყნის ნაკრებსაც იცავდა.

საფეხბურთო კარიერის შემდეგ, სუარესმა ხელი მწვრთნელობას მიჰყო. თუ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ეს კარგად გამოსდიოდა, ეროვნულ გუნდში ვერაფერი მოახერხა. ის იყო მთავარი მწვრთნელის თანაშემწე 1982 და 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ესპანეთის ნაკრებმა სრული ფიასკო განიცადა. შემდეგ უკვე თავად გახდა მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ყოველგვარი წარმატების გარეშე.

1996 წლიდან სუარესი "ინტერის" სკაუტად მუშაობს. მისი მცდელობით გადაიბირეს კატალონიური კლუბიდან ბრაზილიელი რონალდო, მანვე აღმოაჩინა სამხრეთ ამერიკაში რობერტო კარლოსი და ხავიერ ძანეტი. საერთოდ, სუარესი "ინტერის" პრეზიდენტის თვალში დიდი პოპულარობით სარგებლობს და სინიორ მორატი კლუბის ერთ–ერთ ლეგენდას ხშირად ესაუბრება სხვადასხვა საკითხებზე.

სუარესს უყვარს საუბარი თანამედროვე ფეხბურთზეც. "ოქროს ბურთის" მთავარ პრეტენდენტად ხავი მიიჩნევა. სუარესის აზრით, ხავი სათამაშო სტილით მოედანზე დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ აღიარებს, რომ უდიდესი ფეხბურთელია.

მიხეილ ჟორჟოლიანი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რონალდო
კავშირი ტეგთან: პირველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online