| ქალი და მამაკაცი |

ანეკდოტები
ანეკდოტები
– ერთი კილო ხელით სათრევი თევზი ამიწონეთ!
– ასეთი ჯიშის თევზი არ არსებობს, ქალბატონო.
– როგორ არა, აგერ, ვიტრინაში უთავო და მსუქანი თევზი რომაა ჩემი ქმარივით, იმაზე გეუბნებით.
* * *
აბანოში:
– გამომიწერეთ ბილეთი ერთ პირზე.
– ორ ყურს, ორ ხელს და ორ ფეხს არ დაიბანთ, ბატონო?
* * *
სალონში კლიენტი კითხულობს:
– თმის ამოყვანის თქვენეული მეთოდი ეფექტურია?
– დიახ, ეფექტურია, აბა რა!
– ნიმუში გაქვთ?
– როგორ არა, აგერ, კაცი რომ ზის მოსაცდელში, ხედავთ?
– ვხედავ, მაგრამ ის ხომ მთლად მელოტია.
– მელოტი ჩვენთან მკურნალობამდე იყო, მერე ჯეჯილივით თმა ამოუვიდა, მაგრამ ანგარიშის ქვითარი რომ მივეცით, თავისი ხელით დაიგლიჯა.
* * *
განცხადება
"ვარ ენერგიული მამაკაცი. მაქვს კარგი მადა და ულევი მამაკაცური პოტენციალი. ცოლად შევირთავ ქალს, რომელმაც იცის გემრიელი სადილების მომზადება და ღამღამობით წელს და თავს არ იტკიებს".
* * *
– ბრალდებულო, ზუსტად ისე ჩაიდინეთ ქურდობა, როგორც ბატონმა პროკურორმა აღწერა თავის გამოსვლაში?
– მთლად ეგრე არა, ბატონო მოსამართლევ, მაგრამ არც ეგ მეთოდია ცუდი.
* * *
ქურდის ცოლი მესამეკლასელ შვილს:
– თუ კარგად ისწავლი, მამას ვეტყვი და შენთვის ველოსიპედს მოვაპარვინებ.
* * *
– წუხელ სიზმარში ნაზიკოს ქმარი ვნახე, გაუხმეს იმას თავი! – ეჭორავება ქალი მეზობლის ქალს.
– ლოგინში შემომიწევიო, ხომ არ გითხრა?
– შენ რა იცი?!
– წუხელ მეც დამესიზმრა ეგ გათახსირებული, ეგა!
* * *
დილაა. ღია ფანჯარაში ხმა შემოდის:
– ნაგავიიი! ნაგავიიი!
– ადე, ზაქროვ, – აღვიძებს ცოლი ქმარს, – გაიკატავე ცოტა, ძმაკაცები გეძახიან.
* * *
სიდედრმა სიძეს სოკო შეუწვა. სიძე არ ენდო, არ მომწამლოსო და სოკო ჯერ კატას აჭამა. კატა გაგორდა და ფეხები აპლაკა.
– ოხ, შენი!.. მწამლავდი, არა? – იყვირა სიძემ, სტაცა ხელი სიდედრს და მერვე სართულიდან გადააგდო.
– ესეც ასე! – წამოხტა გახარებული კატა.
* * *
პატარა რვაფეხა ტირის.
– რა გატირებს, შვილო? – ეკითხება დედა.
– ფეხი მტკივა.
– მერამდენე?
– რა ვიცი, მე ხომ მხოლოდ ხუთამდე ვიცი თვლა!

კავშირი ტეგთან: თავი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა

ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ 

ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 