asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საპატრიარქომ მესტიის საგანძურთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
განცხადება
საპატრიარქომ მესტიის საგანძურთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

2011-12-14 09:36:00



საქართველოს საპატრიარქომ მესტიაში დაცულ საგანძურთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში საუბარია კულტურის სამინისტროს მხრიდან ,საპატრიარქოს მიერ შეთავაზებული წინადადების უგულვებელყოფაზე, რომელიც სიწმინდეების, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დროებით მოთავსებას შეეხებოდა. "როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მესტიის მუზეუმის დანგრევის გამო აქ დაცული ექსპონატების შენახვასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა. აღვნიშნავთ, რომ საზოგადოების წარმომადგენლების, საპატრიარქოსა და ეროვნული მუზეუმის მიერ გაგზავნილი კომისიის ძალისხმევით კონტეინერებში ყოვლად მიუღებელ პირობებში მყოფი საგანძური გადატანილ იქნა ლანჩვალის უბანში მთავარ მაგისტრალთან მდებარე ორსართულიან სამუსიკო სკოლის შენობაში, რომელიც მიუხედავად გარემონტებისა, სპეციალისტების აზრით, მაინც არის პრობლემატური, განსაკუთრებით სეისმომედეგობის და სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, უგულვებელყოფილ იქნა საპატრიარქოს წინადადება სიწმიდეების დროებით შესანახად საეპისკოპოსო რეზიდენციის შენობის ნაწილისა და წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის გამოყენების შესახებ", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოში ასევე მიიჩნევენ, რომ გაზაფხულზე სიწმინდეების გადატანა ახლად გარემონტებულ მუზეუმში საფრთხის შემცველია. "როგორც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, 2012 წლის გაზაფხულზე სამუსიკო სკოლის შენობაში განთავსებული წმიდა ხატები და სხვა ექსპონატები ბინას უკვე ახლად აშენებულ მესტიის მუზეუმში დაიდებენ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გაზაფხულზე სვანეთში სწრაფი ტემპით აგებულ შენობაში ასეთი სიძველეების შენახვა, სპეციალისტების აზრით, კიდევ ახალ პრობლემებს შეუქმნის ამ განძს. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც იქნება მეცნიერების რჩევა გათვალისწინებული - სიწმინდეებს ნესტიან გარემოში გადატანის საფრთხე არ დაემუქრება და ახალი მუზეუმის მშენებლობის პროექტი, შეთანხმებული იქნება საქართველოს საპატრიარქოსთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: განცხადება
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online