| ქალი და მამაკაცი |

სურვილების ამსრულებელი
რობერტო მანჩინი – სურვილების ამსრულებელი
ამ დღეებში დაბადების 45 წელი შეუსრულდა წარსულში შესანიშნავ ფეხბურთელს, გენუის "სამპდორიას" ლეგენდას, ამჟამად "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის.
რობერტო მანჩინის სამწვრთნელო საქმეებზე სხვადასხვა შეხედულება არსებობს და უმრავლეს შემთხვევაში მას პოზიტიურს ვერ ვუწოდებთ. მან მოღვაწეობა სვენ–გორან ერიქსონის თანაშემწის როლში დაიწყო, შემდეგ იყო "ფიორენტინა" და "ლაციო", რომელიც ფინანსურ პრობლემებს განიცდიდნენ, რასაც მანჩინისთვის ხელი არ შეუშლია ორივე კლუბთან ერთად მოეგო ქვეყნის თასი, თუმცა კლუბების ხელმძღვანელებმა ეს საკმარისად არ მიიჩნიეს და ამიტომ რობერტოს კარიერა, როგორ რომში, ისე ფლორენციაში ხანმოკლე აღმოჩნდა. თუმცა, მან ასე მნიშვნელოვანი გამოცდილებაც მიიღო და სახელიც დაიმკვიდრა. ხოლო კლუბების გულშემატკივრებს უფრო მეტად მისი მოთხოვნები ახსოვთ ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით იმ "ფიორენტინასა" და "ლაციოსთვის" არც თუ სასიამოვნო პერიოდში, როდესაც ამ გუნდებში ხელფასი ყველას უმცირდებოდა, მაგრამ ეს უკვე ნიუანსებია.
შემდგომში ბედმა მანჩინი იქ გადაისროლა, სადაც ფულს განსაკუთრებით არ ითვლიდნენ – მილანის "ინტერში". თავის საყვარელ შვილობილს მასიმო მორატი ასობით მილიონ დოლარს ახმარდა, მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებებს ვერ აღწევდა. იტალიაში იმ დროს "ნერაძურის" ასეც უწოდებდნენ – "მორატების კლანის უძირო უფსკრული". დიდი ხნის ნანატრი სკუდეტო რობერტოსთან ერთად მოვიდა, თუმცა ბევრი ამ მიღწევას სერიოზულად არ მიიჩნევს. "მოჯიგეიტმა" სერია ა–დან სერია ბ–ში მოისროლა "ინტერის" მთავარი კონკურენტი ტურინის "იუვენტუსი", დანაკლისის გარეშე არც "ნერაძურის" დაუძინებელი მოქიშპე და მტერი "მილანი" დარჩენილა, რომელსაც 2005–06 წლების სეზონში სოლიდური რაოდენობის ქულები ჩამოაჭრეს, ასე რომ, "ინტერისთვის" კონკურენციის გამწევი ფაქტიურად აღარავინ აღმოჩნდა.
მანჩინიმ შემდგომი ორი ჩემპიონატიც მოიგო და "ინტერი" იტალიური ფეხბურთის აბსოლუტურ ჰეგემონად აქცია, მაგრამ მწვრთნელისგან სულ სხვა რამეს მოელოდნენ: წარმატებას ჩემპიონთა ლიგაში, თუმცა ევროპის ამ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში "ინტერს" ხან "ვილიარეალი" ამარცხებდა, ხან "ვალენსია" და ხანაც "ლივერპული", რის შემდეგაც მორატის მოთმინების ფიალა აივსო. ნავთობმაგნატი მრავალი წლის მანძილზე ოცნებობდა ჩემპიონის ტიტულზე, ხოლო როგორც კი საოცნებო წარმატებას მიაღწია, მაშინვე უფრო მეტი მოინდომა.
მანჩინი იმ სიტუაციაში თავადაც არცთუ ღირსეულად მოიქცა, ჯერ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, ხოლო 24 საათის შემდეგ განაცხადა, რომ გადაიფიქრა, რამაც იგი ფეხბურთელებთან კონფლიქტამდე მიიყვანა, ხოლო მორატი იძულებული გახდა სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელი გაენთავისუფლებინა. იტალიური პრესა ბევრს წერდა კონფლიქტზე მწვრთნელსა და კლუბის პრეზიდენტს შორის, მაგრამ თუ კონფლიქტი მათ შორის მართლაც ხდებოდა, ის საჯარო განხილვაზე არ გამოჰქონდათ. უფრო მეტიც, მორატიმ საქვეყნოდაც კი გადაუხადა მადლობა მანჩინის კლუბში ჩატარებული სამუშაოსთვის და თანხმობა განაცხადა, მისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა ბოლომდე გადაეხადა, თუმცა ამ შემთხვევაში მანჩინი სხვა კლუბში ვერ იმუშავებდა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.
მანჩინის გადადგომის კიდევ ერთ ვერსიაზე, – მატჩებით ვაჭრობაზე, – არ შევჩერდებით, ამ შემთხვევაში ძნელია სხვის ჭუჭყიან თეთრეულში ქექვა.
"ინტერის" შემდეგ მანჩინის კარიერაში პაუზის დრო დადგა, მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა ხმები, რომლის თანახმადაც მას სხვადასხვა ქვეყნებში ცნობილ კლუბებში განთავისუფლებულ თანამდებობაზე ეპატიჟებოდნენ. მათ შორის საუბარი რუსეთზეც იყო, კერძოდ, მოსკოვის ცსკა–სა და პეტერბურგის "ზენიტზე". არმიელთა კლუბის პრეზიდენტი ევგენი გინერი, რომელიც კარგად იცნობს იტალიელ სპეციალისტს, მოლაპარაკების ფაქტს არ უარყოფდა და მისი თქმით რობერტო მანჩინიმ კატეგორიული უარი განაცხადა რუსეთში მუშაობაზე, ისე, რომ თანხაზე ლაპარაკიც კი არ ყოფილა, რის შემდეგაც იქ ზიკო მიიწვიეს.
მოგვიანებით რობერტომ უარით გაისტუმრა "ზენიტის" წარმომადგენლებიც და პეტერბურგულ კლუბს სათავეში ლუჩანო სპალეტი ჩაუდგა. მას პეტერბურგული კლუბი დიკ ადვოკაატის შემცვლელად მოიაზრებდნენ, მაგრამ საბოლოოდ რობერტომ "მანჩესტერ სიტი" აირჩია და 19 დეკემბერს ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა.
ჯერჯერობით ახალ კლუბში მუშაობის მანძილზე მანჩინის საამაყო არაფერი აქვს. მარკ ჰიუზისგან ჩაბარებულმა მისმა გუნდმა გასულ სეზონში "ტოტონეჰმთან" ჩემპიონატში მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა წააგო და მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზურიც დათმო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ახალ სეზონში მისგან ბევრს მოელიან, რა თქმა უნდა, მიზნები სერიოზულია. იმის გათვალისწინებით, რა თანხა დაიხარჯა მიმდინარე წლის ზაფხულში ტრანსფერებზე, კლუბის მფლობელი არაბი შეიხები ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ პირველ სამეულში მოხვედრაზე იქნებიან თანახმა. ჯერჯერობით კი "მანჩესტერ სიტი" ლიდერებთან საკმაოდ ახლოსაა და ქულათა დეფიციტიც საკმაოდ მცირეა, ასე რომ, მანჩინის იმის შანსი, რომ მორიგ ნავთობმაგნატს ოცნება აუსრულოს, რეალური აქვს.
რობერტოს სათამაშო კარიერა ნაკლებ სკანდალური იყო. თავისი ცხოვრების 15 წელი მან საშუალო დონის კლუბ "სამპდორიას" მიუძღვნა და მის შემადგენლობაში მიაღწია ყველაფერს, რაზეც შეიძლება იოცნებოს ფეხბურთელმა. თავის ისტორიაში გენუური კლუბი მხოლოდ ერთხელ გახდა იტალიის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო ქვეყნის თასი, ერთხელ იტალიის სუპერთასი, სამჯერ ითამაშა ევროთასების ფინალებში, რომელთაგან ერთ–ერთში წარმატებას მიაღწია. ეს ყოველივე კი სწორედ იმ პერიოდზე მოდის, როდესაც ამ კლუბში მანჩინი თამაშობდა. რობერტომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ფინალშიც კი ითამაშა, მაგრამ იქ იტალიური კლუბი "ბარსელონასთან" დამარცხდა.
მანჩინისა და "სამპდორიაზე" საუბრისას უსამართლობა იქნება, თუ ჯანლუკა ვიალის არ ვახსენებთ, რომელთან ერთადაც თითქმის ათი წლის განმავლობაში რობერტო გენუური კლუბის თავდასხმის დუეტს ქმნიდა. ისინი გუნდში თითქმის ერთდროულად მივიდნენ და დიდი ხნის მანძილზე შიშის ზარს სცემდნენ სერია ა–ს კლუბების მცველებს. არადა, იმ წლებში იტალიაში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები იყვნენ თავმოყრილნი. მარადონა "ნაპოლიში" თამაშობდა, ფიოლერი – "რომაში", მათეუსი და კლინსმანი "ინტერში", ვან ბასტენი და გულიტი – "მილანში". გავიხსენოთ რობერტო ბაჯო, რომელიც გენუელი წყვილისთვის ყველაზე დიდ თავისტკივილს წარმოადგენდა "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში და თუ 1988 წელს ევროპის ჩემპიონატზე აქცენტი სწორედ ვიალისა და მანჩინის დუეტზე იყო გაკეთებული, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც იტალიაში გაიმართა, მოულოდნელად მოწინავე პოზიციაზე სალვატორე სკილაჩი აღმოჩნდა და მანჩინი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, ისე, რომ ტურნირზე ერთი წუთიც არ უთამაშია.
შემდგომში ვიალიმ "სამპდორია" "იუვენტუსში" გაცვალა, ხოლო მანჩინი რომის "ლაციოში" გადავიდა. ორივემ საკუთარ კოლექციას კიდევ თითო ჩემპიონის ტიტული შემატა, ხოლო ჯანლუკამ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ახალ კლუბებში ორივე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მათ აფასებდნენ, თუმცა ისინი ისე ვეღარ თამაშობდნენ, როგორც ერთად გამოსვლის დროს.
ხოლო 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, როდესაც არიგო საკიმ განაცხადა, რომ იგი მანჩინის ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ მისცემს, რობერტომ განუმარტა, რომ არასდროს ითამაშებდა "სკუადრა აძურაში". ამის შემდეგ მანჩინის კარიერაში კიდევ იყო გამარჯვება ქვეყნის თასის გათამაშებაში, "ლაციოში" გადასვლა და მის კარიერაში მეორე ჩემპიონის ტიტული.

კავშირი ტეგთან: მარადონა

კავშირი ტეგთან: მარადონა

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა

ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ 

ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 