asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლუისი კრიტიკას პასუხობს
ლუისი კრიტიკას პასუხობს
ლუისი კრიტიკას პასუხობს

2010-12-08 14:05:09



მსოფლიოს ექს ჩემპიონმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ, ბრიტანელმა ლენოქს ლუისმა ტელეარხ სკაი სპორტისთვის მიცემულ ინტერვიუში ახსნა, რატომ შეიკავა თავი მსოფლიოს ამჟამინდელ ჩემპიონთან, უკრაინელ ვიტალი კლიჩკოსთან სარევანშო ბრძოლის ჩატარებისგან.

ამ მოკრივეების პირველი დაპირისპირება 2003 წლის ივლისში შედგა და მეშვიდე რაუნდის დასაწყისში მსაჯებმა შეხვედრა ვიტალი კლიჩკოს თვალზე გაჩენილი დიდი სისხლჩაქცევის გამო შეწყვიტეს. უკრაინელს ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩაეთვალა, არადა, იგი ქულებით სამივე მსაჯის ოქმში წინ იყო.

იმ ბრძოლის შემდეგ ლენოქს ლუისი კანადელ კირილ ჯონსონს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბრძოლამდე ორიოდ კვირით ადრე ტრავმა მიიღო და მისი ადგილის დაკავება ისევ ვიტალი კლიჩკოს შესთავაზეს. დასთანხმდა კიდეც, მაგრამ... ლუისმა მოულოდნელად კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ბევრმა მოკრივის ეს ნაბიჯი კლიჩკოს პირისპირ მეორედ დადგომისთვის თავის არიდებად ჩათვალა.

– ხშირად უკითხავთ, რატომ შევიკავე თავი კლიჩკოსთან მეორედ ჩხუბისგან. მიზეზი მარტივია – "მშიერი" არ ვიყავი. მონდომება მაკლდა, რადგან ვიტალისგან მსგავსი გამოწვევა ვერ მივიღე, როგორიც თუნდაც მისი წინამორბედებისგან.

ზოგი რითი მემუქრებოდა, ზოგი რითი. მაიკ ტაისონმა სულაც, შვილების შეჭმა დამიპირა. როდესაც კლიჩკოსთან მეორედ დაპირისპირების დრო დადგა, დავფიქრდი, ღირდა თუ არა ეს. ოღონდ არა იმიტომ, რომ შეიძლებოდა ტიტული დამეკარგა. პირიქით, ვიფიქრე, თუ პირველად ცუდ ფორმაში მყოფმა მოვუგე, სათანადოდ მომზადებული რას ვუზამ–მეთქი. არანაირი ინტერესი არსებობდა. ეს იყო და ეს, – განაცხადა ლუისმა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პირველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online