| ქალი და მამაკაცი |

როგორ აფასებენ სააკაშვილს მსოფლიოს პრეზიდენტები
ზესახელმწიფოთა ლიდერების საიდუმლო საუბრები გაშიფრულია
საინფორმაციო ქსელმა "ვიკილიქსმა" ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო მიმოწერის დოკუმენტები ამერიკულ "ნიუ იორკ ტაიმსს", ფრანგულ "ფიგაროს", ინგლისურ "გარდიანს" და გერმანულ "შპიგელს" გადასცა, მაგრამ ყველაზე მეტი ინფორმაცია რუსულმა "რუსკი რეპორტიორმა" გამოაქვეყნა.
ამ მასალებმა, რომლებმაც მსოფლიო შეაზანზარა, აშშ–ის ადმინისტრაცია აიძულა, განმარტებები გაეკეთებინა და ბოდიშიც მოეხადა, ხოლო რუსეთს საფუძველი მისცა განეცხადებინა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები გართულდება. ვნახოთ, რა მოჰყვება ამ ყველაფერს, მანამდე კი "სარკე" საზღვარგარეთის პრესაში გამოქვეყნებული მასალებით და სააგენტო "ინტერპრესნიუსზე" დაყრდნობით, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე საინტერესო დოკუმენტების შინაარსს გთავაზობთ.
ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო მიმოწერის გამოქვეყნება, რომელშიც 250 ათასი წერილი შევიდა, 28 ნოემბერს დაიწყო. მათ შორის არის წერილები საქართველოს შესახებ. "ვიკილიქსი" საქართველოზე კიდევ 1.736 დოკუმენტის, სომხეთზე – 1.569–ის და აზერბაიჯანზე – 1.167–ის გამოქვეყნებას აპირებს და ვნებათაღელვის ახალ აზვირთებას გვპირდება.
საქართველოზე გამოქვეყნებული რამდენიმე ათასი დოკუმენტი ამერიკელი დიპლომატების ანგარიშებს და შეხვედრებს ასახავს რუსეთ–საქართველოს ომის და შემდგომ პერიოდში. "ვიკილიქსის" თანახმად, რუსეთი საქართველოში სეპარატისტებს "გრადის" ჭურვებით და სხვა სახის შეიარაღებით ამარაგებდა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ახორციელებდა საიდუმლო ოპერაციებს, რათა "აეფეთქებინა" საქართველო 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს. რუსეთის მტრული მოქმედებები მოიცავდა სარაკეტო დარტყმებს, მკვლელობებს... რუსეთის საიდუმლო სამსახურები ავრცელებდნენ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციას "პროამერიკელი" სააკაშვილის მიმართ, თითქოს ის პარანოიდული დისფუნქციით იყო დაავადებული. ამ ინფორმაციას 2008 წლის ომის წინა პერიოდში ვაშინგტონს ამერიკის მაშინდელი ელჩი ჯონ ტეფტი აწვდიდა. მის მიერ 2008 წლის 20 აგვისტოს გაგზავნილ დიპლომატიურ ტელეგრამაში ნათქვამია, რომ "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთი საქართველოსთან აგრესიული, დაუშვებელი თამაშის წესებით თამაშობს. კრემლის მიზანია, ჩამოაგდოს სააკაშვილი. რუსეთის მხრიდან ასეთ ქმედებებს უფრო ღრმა მიზანი აქვს – საქართველოს ევროატლანტიკური სივრციდან რუსეთისკენ მიბრუნება". იქვე საუბარია რუსეთის ქმედებებზე, რომლებიც საქართველში დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული – კოდორში სარაკეტო დარტყმა, ქართული პოლიციის მანქანის აფეთქება და ა. შ.
გზავნილში ტეფტი საუბრობს, თუ ვინ დაიწყო ომი და იზიარებს სააკაშვილის შეხედულებას, რომ ის იძულებული იყო რეაგირება მოეხდინა რუსეთის პროვოკაციაზე. 8 აგვისტოს ამერიკის ელჩი საქართველოდან ვაშინგტონში გაგზავნილ ინფორმაციაში წერს: "ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ცეცხლი ქართული მხრიდან არ გახსნილა". ერთ–ერთ დამამტკიცებელ არგუმენტად მოყვანილია ის, რომ ყველა ქართველი ჩინოსანი, ვისაც სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანების გაცემის უფლება ჰქონდა, შვებულებაში იყო. "ქართულმა მხარემ მობილიზაცია მხოლოდ 7 აგვისტოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხრეთ ოსეთის არტილერიამ ქართული სოფლები დაბომბა", – წერს ტეფტი.
დოკუმენტებში საუბარია იმაზეც, რომ ომამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ბუშის ადმინისტრაცია მოუწოდებდა სააკაშვილს, თავშეკავებულად ემოქმედა. 2008 წლის 13 ივნისს, პარიზში შეხვედრისას, რუსეთში ამერიკის ელჩმა უილიამ ბერნსმა სააკაშვილს ურჩია, თავი აერიდებინა რუსეთთან დაპირისპირებისთვის. ვაშინგტონში გაგზავნილ დეპეშაში ბერნსი მოსკოვში მეთიუ ბრაიზას ვიზიტზე წერს, სადაც მოყვანილია ბრაიზას სიტყვები, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა სააკაშვილი, არ ჩართულიყო საომარ მოქმედებებში. "თუ საქართველო გამოიყენებს სამხედრო ძალებს და ჩაერთვება კონფლიქტში, სააკაშვილი მარტო აღმოჩნდება და საერთაშორისო თანამეგობრობა დაუფიქრებლობისთვის გაკიცხავს". ტეფტი ასევე წერს, რომ საქართველოს მაშინდელ საგარეო საქმეთა მინიტრს, ეკა ტყეშელაშვილს, ის არწმუნებდა, "შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და ეცადათ, სიტუაცია განემუხტათ". მოგვიანებით ტეფტი წერს, რომ 30 ავტობუსის კოლონა, რომლებშიც ფორმიანი ადამიანები ისხდნენ, დაიძრა დასავლეთისკენ და, მისი ინფორმაციით, "საქართველოს ხელისუფლება სამხედრო მოქმედებებისკენ მიილტვის".
დოკუმენტებიდან ჩანს, რომ პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტის ჩვენთან დიდი მეგობრობის მიუხედავად, მისი გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ფრანციშეკ გონგორა, რომელიც ცნობილი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა, კრიტიკულად იყო განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ის 13 აგვისტოს ამერიკის სამხედრო ატაშესთან საუბრისას ამბობს, რომ რუსეთთან ომი ნატო–ში საქართველოს შესვლაზე უარყოფითად იმოქმედებს. "სააკაშვილი აჰყვა რუსი აგენტების მანიპულაციებს, რომლებიც შესაძლებელია, მის მრჩევლებს შორისაც იყვნენ", – ეუბნება გენერალი ამერიკელ მაღალჩინოსანს. დოკუმენტებში ასევე წერია, რომ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, საქართველოს სიტუაციის შეფასებისას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთსულოვნება არაა; რომ ზოგიერთი მომხდარზე სააკაშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას და იზიარებს რუსეთის განცხადებას, რომ მოსკოვის რეაქცია იძულებითი იყო.
რამდენიმე დოკუმენტში აღწერილია, რა სიტუაცია იყო ნატო–ში იმ დროს, როცა რუსეთ–საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. დოკუმენტების მიხედვით, ვერაფრით შეძლეს გადაწყვეტა, როგორი რეაგირება მოეხდინათ სამხედრო მოქმედებების დაწყებაზე. ერთ წერილში მოთხრობილია, რომ რამდენიმე წევრი ქვეყანა მოითხოვდა, გადაედოთ 15–16 სექტემბერს დაგეგმილი ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა, რათა რუსეთი არ გაეღიზიანებინათ. ამ მოსაზრებაზე იდგნენ გერმანია და ნორვეგია. პოლონეთი კი ირწმუნებოდა, რომ მომხდარი კრიზისი კიდევ ერთი არგუმენტი იყო საიმისოდ, რათა ეს სხდომა შემდგარიყო.
"ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციით, "ზოგიერთი დიპლომატი" აწარმოებდა ანტიქართულ მუშაობას რუსეთის სასარგებლოდ. ლატვიის საგარეო უწყების მაშინდელი ხელმძღვანელი გაოცებული ამბობს ამერიკის ელჩთან ლატვიაში, ჯუდიტ გარბერთან, რომ საქართველოს ელჩი ლატვიაში ალექსანდრე კორკელია აგვისტოს ომის დროს ირწმუნებოდა, რომ საქართველომ მოახდინა სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. იმეორებდა რუსეთის რიტორიკას ლატვიაში, "რომელსაც შეუძლია ევროპული დახმარების მობილიზაცია საქართველოსთვის".
სარკოზი–მედვედევის დღემდე არშესრულებული დოკუმენტით საფრანგეთის პრეზიდენტი მაშინვე უკმაყოფილო ყოფილა. ის 2008 წლის 23 აგვისტოს ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს სწერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებაში ბევრი უზუსტობაა, რამაც რუსეთს გარკვეული პუნქტების სათავისოდ ინტერპრეტაციის საშუალება მისცა და მან ჯარები არ გაიყვანა. შედეგად, კონდოლიზა რაისი საფრანგეთს ახალი დოკუმენტის მიღების თაობაზე ელაპარაკება, თუმცა ეს დოკუმენტი რუსეთმა არ ცნო.
"ვიკილიქსის" მიხედვით, სარკოზი–მედვედევის სახელით ცნობილი დოკუმენტის მიღების ინიციატივა ბუშის ადმინისტრაციის იდეა იყო, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ კონფლიქტის მოგვარებაში პირველხარისხოვანი როლი ევროკავშირს დააკისრეს. სარკოზის და მედვედევის მოლაპარაკებების დამსწრე ერთ–ერთი ფრანგი დიპლომატი იუწყება, რომ მოლაპარაკება ძალიან დაძაბული იყო: "ერთ მომენტში სარკოზი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს პიჯაკის სახელოში სწვდა და მას ცრუპენტელა უწოდა".
გამოქვეყნებულ დოკუმენტებში აღმოჩნდა რამდენიმე ტელეგრამა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო–სომხეთის გართულებულ ურთიერთობას აღწერს. ტელეგრამის თანახმად, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო სომხეთს "არამეგობრულ დამოკიდებულებაში" ადანაშაულებდა. სააკაშვილი თურმე ერთი კვირის განმავლობაში არ პასუხობდა სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის სატელეფონო ზარს, ხოლო საქართველოს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკა ტყეშელაშვილმა, რომელიც სამშობლოში სომხეთის გავლით ბრუნდებოდა, იქაურ კოლეგას, ედუარდ ნალბანდიანს უარი უთხრა, "თუნდაც რამდენიმე წუთით შეხვედროდა ევროპორტში". ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის საელჩოს რწმუნებულთან დაიჩივლა და აღნიშნა, რომ სომხეთს სურს, დაეხმაროს საქართველოს, მიიღოს 4000–ზე მეტი დევნილი და ტერიტორია შესთავაზოს ჰუმანიტარული ტვირთების მისაღებად.
ტელეგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ "სომხეთს არ გაუკეთებია არც ერთი უარყოფითი განცხადება საქართველოს მისამართით", მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხდება "სომხეთის ეკონომიკური მოთხოვნების იგნორირება". კერძოდ, საქართველოს გავლით არ უშვებენ სომხეთის კუთვნილ ტვირთებს სადახლოს და ფოთის გავლით, მაშინ, როცა "აზერბაიჯანისთვის კუთვნილი ტვირთები უპრობლემოდ გადაადგილდება".
საფრანგეთში ამერიკის ელჩის სტაპლეტონის მიერ ვაშინგტონში მიწვდილი ინფორმაციით, 2008 წლის 9–10 ოქტომბერს მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს უთხრა, რომ საფრანგეთი ეწინააღმდეგება ნატო–ში საქართველოს სრულ გაწევრიანებას. "ერთ–ერთი მაღალი დონის ფრანგმა დიპლომატმა პირად საუბრებში აღნიშნა, რომ საფრანგეთი რჩება პოზიციაზე – რაღაც ნაკლები, ვიდრე ნატო–ს წევრობა საქართველოსთვის. ნატო–ს წევრობამ არ უნდა შექმნას ახალი გამყოფი ხაზები და დაჯგუფებები". სტაპლეტონი ამბობს, რომ წევრობამდე ტერიტორიული კონფლიქტები უნდა მოგვარდეს, მაგრამ საქართველო ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.
საფრანგეთის მოსაზრება იყო, რომ ნატო–ს საქართველოსთვის შეეთავაზებინა განსხვავებული სტატუსი რეგიონული მიდგომის საკითხებში და მათ შორის – ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება. ჩანაწერების მიხედვით, სარკოზი საქართველოს პრეზიდენტს კი ჰპირდება, რომ მაპ–ის მინიჭებას მხარს დაუჭერს, მაგრამ საფრანგეთის მთავრობა ამას ეწინააღმდეგება, რადგან, მათი აზრით, ეს რუსეთთან დაძაბულობის დამატებითი მიზეზი გახდება და სეპარატისტულ რეგიონებთან საქართველოს პრობლემებს შეუქმნის.
ვაშინგტონში მორიგი დიპლომატიური გზავნილი უკვე 2009 წლის 5 ივნისს ასტანაში, ერთ–ერთი ფეშენებელური რესტორნის 23–ე სართულზე, ყაზახეთში ჩინეთის ელჩის, გუოპინგის და ამერიკის ელჩის, რიჩარდ პოკლანდის ვახშმობისას შემდგარ საუბარს ეხება. გუოპინგი, რომელიც საქართველოში ხუთი წელი მუშაობდა, ამერიკის ელჩს უზიარებს თავის მოსაზრებას, რომ "სააკაშვილი არ არის მომწიფებული პოლიტიკური ლიდერი. მან ზედმეტად მწვავე რეაგირება მოახდინა რუსეთის პროვოკაციაზე და მისცა რუსეთს შესაძლებლობა, მიეთვისებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი". გუოპინგის თქმით, 2008 წლის ივლისში, ომამდე, აშშ სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის საქართველოში ვიზიტმა არაპირდაპირ წააქეზა სააკაშვილი საომარი მოქმედებებისკენ. სააკაშვილი რაისს მოუყვა ქართული სამხედრო ძალების მობილიზაციასა და თავისი გეგმების შესახებ. ის, რომ რაისის მხრიდან მის გეგმებს პირდაპირი წინააღმდეგობა არ მოჰყვა, სააკაშვილმა ამერიკის მხარდაჭერად აღიქვა. "ნათელია, რომ რუსეთმა მოატყუა საქართველო", – უთხრა ამერიკელ კოლეგას ჩინეთის ელჩმა და იქვე ივარაუდა, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ბურჯანაძე გახდებოდა: "ბურჯანაძე ბევრად მომწიფებულია, ვიდრე სააკაშვილი, რომელიც დიდხანს არ დარჩება. რუსეთი გამოიყენებს სამხედრო ძალას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსაგდებად. რუსეთმა უკვე შექმნა ბაზები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და იქ დიდიხნით აპირებს დარჩენას".
ამ დოკუმენტაციების გროვაში ათამდე საკითხია, რომლებითაც აქტიურად იყო დაინტერესებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და სწორედ ამ საკითხებზე მიდიოდა დიპლომატებთან ძირითადი მიმოწერა – რუსეთის ხელისუფლების კავშირი ორგანიზებულ დანაშაულობებთან; საშიშროება, რომ პაკისტანის ბირთვული მასალები შეიძლება გამოყენებული იყოს ბირთვული იარაღის შესაქმნელად; საუდის არაბეთის შეთქმულება ირანის წინააღმდეგ და ავღანეთის ვიცეპრეზიდენტის მიერ ქვეყნიდან გატანილი 52 მილიონი დოლარი; ამერიკელი დიპლომატების მოლაპარაკება სამხრეთ კორეელ კოლეგებთან ორი კორეის გაერთიანების შესაძლებლობაზე; ჩინეთის ხელისუფლებისგან კიბერშეტევების ხშირი მცდელობები; ამერიკელების უშედეგო მცდელობები, ხელი შეუშალონ სირიის მიერ "ჰესბოლასათვის" იარაღის მიწოდებას; ამერიკელი დიპლომატები წერენ უცნაურ სიახლოვეზე რუსეთის პრემიერმინისტრ ვლადიმერ პუტინსა და მის იტალიელ კოლეგა სილვიო ბერლუსკონის შორის. საუბარია, რომ ისინი ვიღაც ორენოვანი შუამავლით სარგებლობდნენ და ერთმანეთისთვის ძვირფას საჩუქრებს არ იშურებდნენ.
ერთმა საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნებამ ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. ის თურმე თავის ჩინოსნებს ავალებდა, ეთვალთვალათ გაერო–ს უშიშროების საბჭოს წევრებისთვის. გაეგოთ მათი საკრედიტო ბარათების ნომრები, იმ თანამშრომელთა მივლინების დეტალები, რომლებიც ხშირად მოგზაურობდნენ, მათი მობილურები და ელექტრონული ფოსტის მისამართები. გამოქვეყნებულ დეპეშებს შორის არის აშშ–ის სახელმწფო მდივნის გზავნილი რომსა და მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოების სახელზე, სადაც კლინტონი თავის ხელქვეითებს სთხოვს, გადაამოწმონ ინფორმაცია რუსეთის და იტალიის პრემიერმინისტრებს შორის კერძო ეკონომიკური გარიგებების შესახებ. როგორც "შპიგელი" აღნიშნავს, ეს ინფორმაცია ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს ქართველმა დიპლომატებმა მიაწოდეს.
ასევე აქტუალურია მოლაპარაკებები გუანტანამოს დახურული ციხის პატიმრებზე. ამერიკა მათი მიღების სანაცვლოდ ქვეყნებს ფულად კომპენსაციებს სთავაზობდა. სლოვენიის დიპლომატთან ამგვარი მოლაპარაკება იყო, რომ თუ ისინი ტუსაღებს მიიღებდნენ, სანაცვლოდ მათ ხელისუფლებას პრეზიდენტი ობამა შეხვდებოდა.
ვაშინგტონში გაგზავნილ დოკუმენტებში ამერიკელი დიმპლომატები უცხოელ ლიდერებს მეტსახელებითაც მოიხსენიებენ. მაგალითად, რუსეთის პრემიერმინისტრ ვლადიმირ პუტინს ალფა–მამრს უწოდებენ, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდა კარზაიას პარანოიდად მოიხსენიებენ, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს – პოლიტიკოსად, რომელსაც არ უყვარს რისკები, ირანის პრეზიდენტი მახმუდ ახმადინეჯადი ადოლფ ჰიტლერთანაა შედარებული, რომელსაც ყველგან თან დაჰყვება უკრაინელი ქერა მედდა.
ამერიკის ხელისუფლებამ გამოქვეყნებულ მასალებზე მხოლოდ ის თქვა, რომ საიდუმლო მიმოწერის გამოქვეყნება ნაციონალური უშიშროებისთვის სახიფათოა და თავად დიპლომატებისთვისაც საფრთხეს შეიცავს. ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ "ვიკილიქსის" გამოქვეყნებული დოკუმენტები ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს და ბოდიში მოიხადა იმ ლიდერთა წინაშე, ვინც გამოთქმული მოსაზრებები შეურაცხყოფად მიიღო. სახელმწიფო მდივნის თქმით, ინფორმაციის გაჟონვა პენტაგონსა და სახელწიფო დეპარტამენტს შორის საინფორმაციო გაცვლის სისტემიდან მოხდა. სისტემა უკვე დახურულია და მისი გამოყენება აღარ მოხდება.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით კი, მსგავსი პუბლიკაციები საგარეო ურთიერთობებში სერიოზულ დისონანსს შეიტანს.
ნინო მეტრეველი

კავშირი ტეგთან: სარკოზი

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა

ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ 

ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 