| ქალი და მამაკაცი |

შვიდ–კლასდამთავრებული ნობელიანტი
"მუქთახორა" იოსიფ ბროდსკის ცხოვრება და სიყვარული
"ვინ არის რუს ცოცხალ პოეტთაგან საუკეთესო?" – ჰკითხა აშშ–ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გასული საუკუნის 80–იან წლებში შტატებში ჩასულ ბელა ახმადულინას. "საუკეთესო რუსი პოეტი ჩვენთან კი არა, ამერიკაში ცხოვრობს – ის არის იოსიფ ბროდსკი", – მიუგო პოეტმა ქალმა. საბჭოთა დელეგაციიდან ვიღაც შეშფოთდა: "ეს განცხადება გაზეთებში დაიბეჭდება, უსიამოვნება არ აგცდებათ. ნუთუ არ გეშინიათ?!" "მეშინია, როგორ არ მეშინია, მაგრამ ბროდსკი მაინც საუკეთესოა!" – უპასუხა ახმადულინამ.
მას ახალ პასტერნაკს და პოეზიის აკრობატს უწოდებდნენ. თავის დროზე კი რუსეთის სათაყვანო პოეტმა ანა ახმატოვამ ახალგაზრდა ბროდსკის პოეზია ასე შეაფასა: "ან ამ ბიჭის ლექსები გენიალურია, ან მე პოეზიაში არაფერი გამეგება".
ამ გენიალური პოეტის ცხოვრების გზა საბედისწერო მოვლენებით იყო სავსე. ის არ იყო დისიდენტი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. სურდა, ეცხოვრა ისე, როგორც უნდოდა და ეს თავისუფლების ტრფიალი თავის დროზე ძვირადაც დაუჯდა და დიდებადაც ექცა. მშობლიური ქვეყნიდან გაძევებული, 7 კლასდამთავრებული, თვითნასწავლი პოეტი ნობელის პრემიის ლაურეატი და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სკოლების საპატიო პროფესორი გახდა.
იოსიფ ბროდსკის ცხოვრების საბედისწერო მოვლენებსა და მის პიროვნულ თავისებურებებზე გვესაუბრა ისტორიკოსი და მთარგმნელი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ჯოხაძე. მან თარგმნა ბროდსკის პოეზია და პირველად ქართულ ენაზე გამოსცა მისი კრებული, სათაურით "მშვენიერი ეპოქის დასასრული", რომელსაც საინტერესო გამოკვლევაც წაუმძღვარა.
თავისუფლების ძიებაში
იოსიფ ბროდსკი 1940 წლის 24 მაისს ლენინგრადში დაიბადა, ებრაულ ინტელიგენტურ ოჯახში. სახელი, როგორც ირკვევა, იოსებ სტალინის პატივსაცემად შეურჩიეს და არა – ბიბლიური იოსებისა. ახალგაზრდა პოეტი, რომელიც კაცობრიობის დიდი ბელადის სახელს ატარებდა, მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა იმპერიას და ცხოვრების წესსაც. ის არ ეწეოდა იატაკქვეშა საქმიანობას, არც აქტიურად ამხელდა საბჭოთა პოლიტიკას. ის უბრალოდ გამდგარი იყო იმ რეალობისგან, რომელშიც უწევდა ცხოვრება, თითქოს კუნძულზე იყო დიდ ოკეანეში. წერდა იმას, რაც თავად სურდა. საბჭოთა გარემოცვაში მან შექმნა საკუთარი პოეტური რეალობა, რაც მკვეთრად განსხვავდებოდა იმ სინამდვილისგან, რომელშიც ცხოვრება უწევდა.
15 წლისა სკოლიდან გამოვიდა, რომ ემუშავა და საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა. 13 პროფესიაში სცადა ბედი: იყო მღარავი, ტექნიკოს–ბიოფიზიკოსი, სანიტარი, ცეცხლფარეში, ფოტოგრაფი, თარჯიმანი და პარადოქსია, რომ 1964 წელს გამართულ სასამართლოზე პოეტი მუქთახორობაში დაადანაშაულეს... ბროდსკი უზომოდ ბევრს კითხულობდა. თავისით სწავლობდა ინგლისურ და პოლონურ ენებს, რათა ეთარგმნა. თარგმნიდა იმას, რაშიც დიდ პოეზიას და თავისუფლებას ხედავდა. ფული სჭირდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ ეცხოვრა ისე, როგორც სურდა.
დევნილი პოეტი
საბჭოთა კავშირში იმ დროს ერთგვარი დათბობის ხანა იდგა. ბრეჟნევის პერიოდში ქვეყანას ხელს აღარ აძლევდა საჩვენებელი პროცესების მოწყობა, პოეტების დაპატიმრება... მაგრამ ბროდსკი მაინც აღიზიანებდათ. ის ხელისუფლებას არ აწუხებდა თავისი პერსონით, არც ანტისაბჭოთა ლექსებს წერდა. სამაგიეროდ მეგობრობდა ე.წ. ბორცოვშჩიკებთან (პატარა მებრძოლები. ავტ.), რომლებიც სინამდვილეში "ფარსოვშჩიკები" უფრო იყვნენ. მათი უმრავლესობა გადამყიდველობით იყო დაკავებული და ცდილობდნენ, იმ ცუდ სამყაროში მატერიალურად კარგად ეცხოვრათ. ბროდსკი მათთან თავს უკეთ გრძნობდა, ვინაიდან მხოლოდ იქ შეეძლო ეპოვა მატერიალური გამოხატულება იმ თავისუფალი სამყაროსი, რომელშიც სურდა ცხოვრება. მაგალითად, ჰქონდა ამერიკული ჯინსები, რომელიც ვლადიმირ ნაბოკოვმა გამოუგზავნა. მისთვის ბედნიერება იყო, ეპოვა უცხოელი, რომელიც იქ გამოცემულ წიგნს, ამერიკულ და ევროპულ ლიტერატურას და ფოტოებს აჩუქებდა. ასე შეავსო მთელი პირადი ბიბლიოთეკა.
ბედისწერა იყო, რომ ახალგაზრდა ბროდსკი შეხვდა დიდ პოეტ ანა ახმატოვას, რომელმაც გულითადად მიიღო. იოსიფი "ახმატოვას ობლების" რიცხვში ითვლებოდა, ასე უწოდებდნენ ახალგაზრდა, ჯერ კიდევ უცნობ ლენინგრადელ პოეტებს.
ჩემი აზრით, მისი დაპატიმრების მიზეზი ის იყო, რომ სახელმწიფოსთვის საეჭვო პიროვნებად თვლიდნენ, მის ნიჭიერებას და განსხვავებულობასაც ხედავდნენ. გაზეთ "ვეჩერნი ლენინგრადში" ვინმე ლერნერი წერდა: "აი, ასეთი მუქთახორების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს... რა ხურჯინით სურს, მას დაიპყროს ლიტერატურული პარნასები, როცა ერთი თორმეტფურცლიანი რვეულიც არ გააჩნია"...
როგორც ჩანს, ბროდსკი თავისი პიროვნებით, განსხვავებული პერსონით აშინებდა ხელისუფლებას. ამიტომ გადაწყვიტეს, ლენინგრადი "გაეთავისუფლებინათ" მისგან, პიროვნებისგან, რომელიც, "არავინ იცის, ხვალ რას მოიმოქმედებს". დაავიწყდათ, რომ ის ებრაელი იყო, რომ დემოკრატიული სამყარო ასე იოლად აღარ შეეგუებოდა სრულიად უდანაშაულო პოეტის დაპატიმრებას. დასავლეთში მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ. საბჭოთა კავშირშიც გამოჩნდნენ ადამიანები, მწერლები, რომლებიც არ შეუშინდნენ რეჟიმის რეაქციას და ხელი მოაწერეს პეტიციას ბროდსკის გათავისუფლების თაობაზე. დიდმა ფრანგმა მწერალმა ჟან–პოლ სარტრმა სსრკ–ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ანასტას მიქოიანს მისი შეწყალების თხოვნის წერილი გაუგზავნა, სადაც სწერდა: "ის ან უკვე დიდი პოეტია, ან იქნება დიდი პოეტი". მაშინ ალბათ არც იცოდა ბროდსკის ლექსები.
სარტრის წინასწარმეტყველება ახდა... საბოლოოდ, 1965 წელს, მსოფლიო საზოგადოების ზეგავლენის შედეგად, ბროდსკის 5 წლიანი გადასახლების ვადა წლამდე და 5 თვემდე შეუმცირეს.
წერილი ბრეჟნევს
დააპატიმრეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მოათავსეს, გააციმბირეს კიდეც, დაბოლოს, 1972 წელს, ქვეყნიდან გააძევეს. აეროპორტიდან პოეტმა წერილი მისწერა ლეონიდ ილიას ძეს: "თავს ნებას მივცემ, ვიფიქრო, რომ რასაც ვაკეთებდი, კარგად ვაკეთებდი და ეგებ მომავალშიც შევძლო სარგებლის მოტანა... მე ვეკუთვნი რუსულ კულტურას, თავს მის ნაწილად მივიჩნევ და ადგილმდებარეობის გამოცვლა საბოლოო შედეგზე ვერაფრით იმოქმედებს. ენა უფრო ძველი და აუცილებელი რამაა, ვიდრე სახელმწიფო. მე ვეკუთვნი რუსულ ენას. რაც შეეხება სახელმწიფოს, ჩემი აზრით, მწერლის პატრიოტიზმის საზომი ისაა, თუ როგორ წერს იგი თავისი ხალხის ენაზე და არა ის, როგორ ფიცს წარმოთქვამს ტრიბუნიდან. მე აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ ვცხოვრობდი და, რაც მაქვს, სწორედ რუსეთს ვუმადლი. ყველაფერ ცუდს, რაც წილად მხვდომია, ერთიორად ჭარბობდა კარგი და თავი არასოდეს მიგრძვნია სამშობლოზე გაბრაზებულად. არც ახლა ვგრძნობ, რადგან საბჭოთა მოქალაქეობაზე ხელს ვიღებ, მაგრამ რუს პოეტად ვრჩები. მჯერა, რომ დავბრუნდები, პოეტები ყოველთვის ბრუნდებიან: ხორციელად ან ფურცლის მეშვეობით... ადამიანები გამოვიდნენ იმ ასაკიდან, როცა ძლიერი ყოველთვის მართალი იყო. საამისოდ ქვეყნად ძალზე ბევრია სუსტი ადამიანი. ერთადერთი სიმართლე სიკეთეა. ბოროტებით, რისხვით, სიძულვილით – თუნდაც სამართლიანით – ვერავინ ვერაფერს მოიგებს... გთხოვთ, მომცეთ შესაძლებლობა, ამის შემდეგაც ვიარსებო რუსულ ლიტერატურაში, რუსულ მიწაზე. მგონია, ჩემი ქვეყნისთვის არაფერი დამიშავებია"...
ცხადია, ეს წერილი ბრეჟნევს არ წაუკითხავს, ყოველ შემთხვევაში, მას არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.
ოდენი – ბროდსკის წინამძღვარი
ამერიკაში წასვლა დროებით გადადო და ჯერ ავსტრიაში გაემგზავრა. ვენაში ჩასვლის მიზანი იყო, შეხვედროდა თავის პოეტურ მეტრს, ყველა დროის უდიდეს პოეტს ოდენს. მართლაც მოახერხა შეხვედრა. ბროდსკიმ ინგლისური წესიერად არც იცოდა, ამიტომაც მხოლოდ უსმენდა თავის კერპს. ოდენი მის მიმართ კეთილად განეწყო და შუამდგომლობის წერილიც გაატანა ამერიკაში, ვისთან უნდა ემეგობრა, ვის უნდა მიეხედა განდევნილი პოეტისთვის. ოდენი ბროდსკისთვის რეალურ ცხოვრებაშიც გზამკვლევი გახდა. მან გაუღო კარი იმდროინდელ პოეტურ სამყაროში. ბროდსკი რომ ოდენს არ შეხვედროდა, ალბათ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდებოდა.
იმდროინდელი ამერიკა, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ნადირობდა საბჭოეთიდან გამოქცეულ ადამიანებზე. მას პოეტისგან სწორედ იმის მოსმენა აინტერესებდა, რაც ბროდსკისთვის უინტერესო იყო, მაგალითად, როგორ უჭირდა საბჭოთა კავშირში, როგორ იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ და ა.შ. ბროდსკი კი დუმდა, უარს აცხადებდა პასუხის გაცემაზე. ბოლოს იძულებული გახდა, მოეყოლა, როგორ დააპატიმრეს, გადაასახლეს, ჩასვეს ფსიქიატრიულში...
ბროდსკი უარყოფდა პოლიტიკის და პოეზიის შერწყმას. "იცით კი, რა საშინელების მოსმენა უხდებოდა ხალხს? – ამბობდა იგი, როცა იხსენებდა სსრკ–ის მასობრივ ღონისძიებებზე წარმოთქმულ პოეტთა ლექსებს, – ერთადერთი, რაც პოეზიასა და პოლიტიკას აერთიანებთ, პ და ო ასოებია".
შვიდკლასდამთავრებული
პროფესორი
ბროდსკიმ ამერიკაში თავი დაიმკვიდრა, როგორც ლიტერატურის უპირველესმა პროფესორმა, კარგმა ესსეისტმა და პოეტმა. მან "ამერიკული ოცნების საზოგადოებას" ირიბად მიუთითა არა მატერიალურ კეთილდღეობაზე, არამედ – განათლების პრიმატზე. ამერიკაში გამოჩნდა მისი თვითგანათლების კასკადი – თითქმის ყველაფერი ჰქონდა წაკითხული, რაც კი ღირებული დაწერილა ლიტერატურაში. ამიტომაც უამრავი მიწვევა მიიღო.
ამერიკაში ჩასვლიდან ერთი თვის შემდეგ, 1972 წლის 9 ივლისს, ბროდსკიმ მიჩიგანის უნივერსიტეტში სლავისტიკის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორის თანამდებობა დაიკავა, სადაც 9 წელი იმუშავა ნიუ იორკში გადასვლამდე. 1974 წელს მაუნთ–ჰოლიოქის ხეობაში (მასაჩუსეტსის შტატი) ერთდროულად 5 კოლეჯის საპატიო პროფესორი გახდა.
ბროდსკის ფორმალური განათლების დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ გააჩნდა, ამიტომაც სმით–კოლეჯის ადმინისტრაციის კითხვაზე, თუ სად მიიღო მან დოქტორის ხარისხი, დეკანმა ჯო ელისმა (ვისი სურვილითაც ბროდსკი მიიწვიეს) უპასუხა: "ციმბირის უნივერსიტეტში", ანუ მითური უნივერსიტეტი დაასახელა. თავიდან იქ ბროდსკი მხოლოდ საგაზაფხულო სემესტრში ასწავლიდა და ნახევარი ხელფასის მიღებაზეც თანახმა იყო. უარი თქვა, რომელიმე კათედრისთვის მიეკუთვნებინათ, ამიტომ შემდგომ ელისმა მისთვის საგანგებო შტატი შემოიღო – "ლიტერატურის უკათედრო პროფესორი". ადმინისტრაციის დასარწმუნებლად კი იცრუა, ბროდსკი მალე მიიღებს ნობელის პრემიასო. მას ენამ უყივლა! 1987 წლის შემოდგომაზე ბროდსკიმ ლონდონიდან დაურეკა ელისს და ახარა: "ერთი კვირის შემდეგ გამოაცხადებენ, რომ ნობელის პრემია მე მომენიჭა".
თავიდან ამერიკაში მთარგმნელი აიყვანა – თითქმის უცნობი ბარი რუბინი, რომელმაც სახელი სწორედ მისი თარგმნით მოიხვეჭა. შემდეგ ინგლისურადაც დაიწყო ლექსების წერა, მაგრამ იმდროინდელი მკვლევრები ამ ლექსებს მაღალ შეფასებას არ აძლევდნენ. ბროდსკი ხანდახან უარს ამბობდა თარგმანზე და პირდაპირ რუსულად კითხულობდა ლექსებს აუდიტორიაში. ამერიკელებს აიძულებდა, მისთვის მოესმინათ. ამით ფაქტობრივად რუსულის გაკვეთილებს ატარებდა და ამერიკელებს რუსულ პოეზიასა და რუსულ ენას ლექსიკონზე უკეთ ასწავლიდა. გამორჩეული იყო მისი ხმა, ლექსის კითხვის მანერა – თითქმის მღეროდა. შესაძლოა, აუდიტორიას ამითაც ხიბლავდა. ამერიკელები გრძნობდნენ, რომ ეს იყო დიდი ვნებების მფრქვეველი პოეტი, რომელიც უზარმაზარ პოეტურ ენერგიას ასხივებდა.
მას უწოდებდნენ გამბედაობის და სიმამაცის სიმბოლოს. ამერიკაში ბროდსკიმ სრულად გამოავლინა თავისი პიროვნული თავისებურებები. ის იყო აბსოლუტურად მოუთოკავი პროფესორი, ერთგვარად გამომწვევი და გამაღიზიანებელიც. მისი ლექციები არ იყო აკადემიური, არ კითხულობდა რუსულ ლიტერატურას, ვთქვათ, პუშკინიდან ბროდსკიმდე, "ჩვენ უნდა გავიხედოთ პუშკინის იქითაც", – ამბობდა და შეეძლო, მთელი ლექციების კურსი დაეთმო ევგენი ბარიატინსკის ან სხვა რომელიმე პოეტისთვის, ვინც მას თავად აინტერესებდა. ერთი ლექსის გარჩევას ზოგჯერ ორ საათს ანდომებდა. ხან ვერც ამთავრებდა, მაგრამ მისი ლექციების თუნდაც ოცი წუთი, როგორც ამბობდნენ, "ბაჯაღლო ოქროსი" იყო.
აღაშფოთებდა სტუდენტების გაუნათლებლობის ხარისხი. ბრაზობდა, როგორ შეიძლება, საკუთარი ენა არ იცოდნენო. ამ მიზნით საჭიროდ თვლიდა, სწავლებაში ეტიმოლოგიის კურსი შეეტანა – როცა სტუდენტს ეცოდინება, თუ როგორ წარმოიშვა ესა თუ ის სიტყვა, უკეთ დაიმახსოვრებს და მისი არსიც ეცოდინებაო. ერთხელაც გაბრაზებული გამოვარდნილა ლექციიდან და რაღაცის წერა დაუწყია. კოლეგები გაოცებით აკვირდებოდნენ. მან ჩამოწერა მნიშვნელოვანი ლიტერატურის სია, უძველესი დროიდან მოყოლებული, რაც ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტისათვის იყო საჭირო. ცხადია, ეს სიაც "მიკერძოებითია", ასე ვთქვათ – ბროდსკის ლიტერატურულ გემოვნებას ითვალისწინებს. ამბობენ, რომ ამ სიით მისი ყოფილი სტუდენტები დღემდე ხელმძღვანელობენ.
უნივერსიტეტში ლექციებს საკუთარი სურვილისამებრ ატარებდა, ხშირად შინ იბარებდა სტუდენტებს და აუცილებლად ყავით უმასპინძლდებოდა. ყავის დასხმა მისთვის ერთგვარი რიტუალი იყო, დიდხანს აწონასწორებდა, ყველა ჭიქაში რომ თანაბარი რაოდენობის ყოფილიყო. ლექციებზე გამუდმებით ეწეოდა თამბაქოს. სტუდენტებმა უჩივლეს, მან კი ხუმრობით უპასუხა, მაჩვენეთ ამერიკის კონსტიტუციაში ადგილი, სადაც წერია, რომ პროფესორმა ბროდსკიმ ლექციაზე არ უნდა მოწიოსო.
პოეტის საბედისწერო ქალი
წაბლისფერთმიანი, ალივით მწვანეთვალება, თვითნასწავლი მხატვარი და მუსიკოსი, მშვენიერი მარინა ბასმანოვა, ბროდსკის ცხოვრების საბედისწერო ქალი გახდა. პოეტს ის ახალგაზრდობაში შეუყვარდა. შეიძლება მარინას სურდა, უბრალოდ მამაკაცი ჰყოლოდა გვერდით და არა – ზეცაში მფრენი, პოეზიით დაავადებული, ექსტრაორდინარული ადამიანი. ამიტომაც შეყვარებულებს შორის თავი იჩინა დაუსრულებელმა კონფლიქტებმა. რამდენჯერმე ბროდსკიმ ამის გამო ვენებიც კი გადაიხსნა.
როცა 23 წლის ბროდსკი ლენინგრადის ხელისუფლებას მოსკოვში ემალებოდა, საცოლე თავის უახლოეს მეგობარს, შემდგომში ილინოისის შტატის უნივერსიტეტის პროფესორს, პოეტ დიმიტრი ბობიშევს ჩააბარა. 1963 წლის ახალი წლის ღამეს კი, საერთო მეგობრის აგარაკზე, მარინამ იოსიფს დიმიტრისთან უღალატა. ბროდსკის საცოლისა და მეგობრის ღალატმა თავზარი დასცა.
სწორედ მაშინ მოუხდა ლენინგრადში დაბრუნებულს მილიციელთან ქუჩაში კონფლიქტი. ამბობენ, რომ ესეც ხელისუფლების ხრიკი იყო. მილიციელს უკითხავს პოეტისთვის: "რატომ ვერ ამბობთ რ–ს?". ბროდსკის ამ შეურაცხყოფისთვის პასუხი გაუცია და დააკავეს კიდეც. მალე "მუქთახორობისთვის" ციმბირში გადაასახლეს. საყვარელი ადამიანების ღალატი და ამავე დროს პირადი თავისუფლების აღკვეთა მისი პირველი ინფარქტის მიზეზი გახდა.
ეს სიყვარულის ისტორია ამით არ დასრულებულა. როგორც ჩანს, ქალი ესწრაფოდა, ამ ურთიერთობის ცენტრში დარჩენილიყო და ორივე მამაკაცს მხოლოდ მასზე ეფიქრა. მარინა ესტუმრა ციმბირში გადასახლებაში მყოფ პოეტს და მისგან დაფეხმძიმდა. 9 თვის ორსული კი დიმიტრი ბობიშევს გაჰყვა ცოლად. შეეძინა ვაჟიშვილი ანდრეი, რომელიც ბასმანოვად დაწერეს, ვინაიდან მარინას ანტისემიტი მშობლები იოსიფთან მის შეუღლებას ეწინააღმდეგებოდნენ.
მარინამ ბავშვთან ერთად ცოტა ხანს იცხოვრა ბროდსკისთან. იოსიფს უყვარდა თავისი ცოლ–შვილი და შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებდა კიდეც, მაგრამ თუ მისთვის მატერიალური საკითხი არაფერს ნიშნავდა, პირველხარისხოვანი იყო მისი ოჯახისთვის.
ამერიკაში ცოლ–შვილის წაყვანაც სურდა, მაგრამ მარინამ უარი უთხრა. ბროდსკი იძულებული გახდა, რუსეთში დაეტოვებინა ქალი, რომელმაც დაღი დაასვა არამარტო მის პირად ცხოვრებას, არამედ პოეზიასაც, მაგრამ ეს ქალი პოეტს მაინც უყვარდა. თითქმის ყველა მის ლირიკულ შედევრს ახლავს ინიციალები – "მ. ბ–სადმი"... და მხოლოდ 1989 წელს დაწერა ლექსი, სადაც წერტილი დაუსვა ამ ურთიერთობას: "აღარაფერი გვაკავშირებს, აღარაფერი". თუმცა ეს ტკივილი ახლაც სდევს მის პოეზიას. "სადაც ერთხელ შეურაცხყოფა მოგაყენეს, იქ მეორედ აღარ ჩახვალ", – თქვა და აღასრულა კიდეც.
აღსასრული
როგორც კი "მოკლა" ეს მუზა მარინა ბასმანოვას სახით, იოსიფმა ახალი ცხოვრება დაიწყო. ბედი დაუკავშირა ახალგაზრდა და ლამაზ მარია სოზანის. დედით რუსი და მამით იტალიელი მარია პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში მისი სტუდენტი გახლდათ. შეეძინათ შვილი ანა–მარია, რომელსაც სახელი დედის და ანა ახმატოვას პატივსაცემად შეურჩიეს.
ერთხელ ლენინგრადის მერი, ანატოლი სობჩაკი, ბროდსკის ნიუ იორკში შეხვდა და მშობლიურ ქალაქში სტუმრად ჩასვლა შესთავაზა. პოეტი თითქოს დათანხმდა კიდეც, მაგრამ მოგვიანებით უარი განაცხადა. პოეტს სხვა დიდი ტკივილიც ჰქონდა: საბჭოეთიდან გასახლებული, სამუდამოდ მოსწყვიტეს მშობლებს და ერთადერთ ვაჟს უფლებაც არ მისცეს, რუსეთში თუნდაც დედ–მამის დაკრძალვაზე ჩასულიყო... ალბათ ეს ფონი დაედო საფუძვლად ორ მომდევნო ინფარქტს, რომლებმაც იმსხვერპლეს კიდეც. ერთი ვერსიით, აბაზანაში მყოფს გული გაუსკდა, მეორე ვერსიით კი, ძილში გარდაიცვალა.
55 წლის ბროდსკი 1996 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა. გაითვალისწინეს, რომ იგი სიცოცხლეშივე თავს არიდებდა ორთოდოქსულ იუდაიზმს, სინაგოგაში ლექსებს არ კითხულობდა და ამიტომაც ებრაული წესით ვერ გააპატიოსნეს. რადგან მონათლულიც არ იყო, ვერც ბერძნულ მართლმადიდებლურ სასაფლაოზე დაკრძალავდნენ, ამიტომ დროებით ნიუ იორკის სასაფლაოს საეპისკოპოსო ნაკვეთში დაასაფლავეს. მოგვიანებით კი, ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი სათაყვანებელ ვენეციაში, სან მიქელეს სასაფლაოს პროტესტანტულ ნაწილში გადაასვენეს.
ნანა კობახიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა

ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ 

ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 