ცნობილი ადამიანები

| ქალი და მამაკაცი |

მიცუბიშის პირველი ჰიბრიდი
მიცუბიშის პირველი ჰიბრიდი
კომპანია მიცუბიში მოტორსი პირველ ჰიბრიდულ მოდელს 2013 წლისთვის გამოუშვებს. ამის თაობაზე განცხადება იოშიკაზუ ნაკამურამ გააკეთა, იაპონური კომპანიის ელექტრომობილების შემქმნელ განყოფილებას ხელმძღვანელობს.
ამჟამად ჰიბრიდული ავტომობილი ტესტების ფინალურ სტადიაზე იმყოფება. სავარაუდოდ, თავისი კონსტრუქციით სერიული მოდელი პროტოტიპ მიცუბიში პიქს–მიევას მსგავსი იქნება, რომელიც პირველად 2009 წელს ტოკიოს ავტოსალონზე წარმოადგინეს. ექსპერიმენტალური ავტომობილი აღჭურვილი იყო ორი 82 ცხენისძალიანი ელექტროძრავით, რომელთაგან ერთი წინა ხიდს ამუშავებს, ხოლო მეორე უკანას და ასევე 1,6 ლიტრი მოცულობის ბენზინის ძრავით, რომელსაც შეუძლია იმუშაოს როგორც გენერატორმა ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, აკუმულატორების დასატენად, ასევე, როგორც გამწევმა ძრავმა. ამასთან, ხიდებს შორის ბრუნვათა მომენტს ახალი ხიდთაშორისი დიფერენციალი ანაწილებს.
მხოლოდ ელექტროძრავით ავტომობილს 45 კილომეტრის გავლა შეუძლია, რის შემდეგაც მუშაობაში ერთვება ტრადიციული ძრავი. თავიდან ბენზინის ძრავი მხოლოდ აკუმულატორებს მუხტავს, ხოლო დატვირთვის გაზრდის შემთხვევაში მანქანის მოძრაობასაც უზრუნველყოფს. ჰიბრიდული ავტომობილის აკუმულატორების დამუხტვა შეიძლება როგორც ჩვეულებრივი ქსელიდან, ასევე სპეციალური სწრაფი დამუხტვის სადგურებში. გარდა ამისა, თავად ავტომობილს შეუძლია გენერატორის მოვალეობა შეასრულოს, ქალაქგარეთ გასვლის დროს ელექტრომოწყობილობებისთვის ენერგიის გამოსამუშავებლად.
მიცუბიშის ექსპერიმენტალური ავტომობილი ასევე აღჭურვილი იყო გარემოს თვალთვალის სისტემით, გზის მდგომარეობის განმსაზღვრელი სისტემით, რომელსაც შეუძლია მონაცემების სხვა მანქანებსაც გაუცვალოს და ელექტრომართული პნევმოსაკიდარით.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა

ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 