asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მარტინესი: მინდა მართლა საუკეთესო ვიყო
მინდა მართლა საუკეთესო ვიყო
მარტინესი: მინდა მართლა საუკეთესო ვიყო

2010-11-30 16:13:13



სერხიო მარტინესმა, რომელმაც ახლახანს დაიცვა თავის ტიტული (ვბც) პოლ უილიამსთან ორთაბრძოლაში, მომავალი წლისთვის მიზნების თაობაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მის უპირველეს მიზანს პ4პ–ს საუკეთესო მებრძოლის ტიტულის მოპოვება წარმოადგენს.

– პოლ უილიმსის ნოკაუტში გაგზავნით კრივის ბევრი გულშემატკივარი შოკში ჩააგდეთ. რას ფიქრობთ ამ ორთაბრძოლაზე, როგორ შეაფასებდით საკუთარ გამოსვლას?

– უპირველეს ყოვლისა მინდა განვაცხადო, რომ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნების გამო. საკუთარი გამოსვლით ბოლომდე კმაყოფილი ვარ. უილიამსთან ორთაბრძოლას სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდე, თუმცა ვერც კი ვივარაუდებდი, მეტოქეს ნოკაუტით რომ დავამარცხებდი.

– ხომ არ გაგაკვირვათ უილიამსის ბრძოლის მანერამ, თქვენი პირველი ორთაბრძოლის დროს იგი უფრო აგრესიულ შეტევაზე იყო ორიენტირებული?

– ორთაბრძოლის დასაწყისი უილიამსმა აქტიურად ჩაატარა და გაჭირვებით ვანეიტრალიზებდი მის შეტევებს. ვიცოდი, მეტოქის აქტიურობა უბრალოდ დროის საკითხი რომ იყო, ამიტომ თავს ვიცავდი და ჩემს დროს ველოდი. უილიამსი თავისი პირველივე შეცდომის გამო დაისაჯა. ვაღიარებ, რომ ამ მომენტს ველოდი და თავიდანვე არ გავიხსენი.

– აშკარა იყო, რომ ეს არ იყო ლაკი–პანჩი, არამედ მიზანმიმართული, გამოზომილი დარტყმა. საგანგებოდ ამუშავებდით ვარჯიშებზე ამ დარტყმას?

– დიახ, ეს საშინაო მომზადება იყო. ამ ელემენტის დამუშავებას უდიდესი დრო დავუთმე. ანალოგიური კომბინაცია ჯერ კიდევ პირველ რაუნდში განვახორციელე და მივხვდი, უილიამსს სუსტი წერტილი ჰქონდა. მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მომენტი დამეჭირა, ჯერ კორპუსით ფინტი გამეკეთებინა და შემდეგ დასწრებაზე მემოქმედა.

– შეხვედრა 158 ფუნტის წონით კატეგორიაში გაიმართა. თავს როგორ გრძნობთ ამ წონით კატეგორიაში?

– წონასთან დაკავშირებით პრობლემები არასდროს მიგრძვნია, ამიტომ უპრობლემოდ ჩავჯექი ლიმიტით განსაზღვრულ პირობებში. ბევრი აღნიშნავს ჩემს მიდრეკილებას წონის მატების მიმართ და წონის სწრაფ მომატებას ორთაბრძოლებს შორის დროში, მაგრამ შემიძლია გულახდილად განვაცხადო, რომ ჩემთვის წონის დარეგულირება პრობლემას არ წარმოადგენს.

– რას იტყოდით საკუთარ მომავალზე. თქვენ ვბც–ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეთ საშუალო წონით კატეგორიაში და წარმატებით დაიცავით. რა იქნება შემდგომში?

– პირველ რიგში, დასვენებას ვაპირებ. მცირე შვებულება არ მაწყენდა. ამის შემდეგ ვაპირებ სამომავლო პერსპექტივებზე ჩემს მენეჯერ და პრომოუტერ ლუ დიბელთან ვიმსჯელო.

– თავის ერთ–ერთ ინტერვიუში ფრედი როაჩმა განაცხადა, რომ ფლოიდ მეივეზერის უარის შემთხვევაში მენი პაკიაოსთან ორთაბრძოლის გამართვაზე, ის აპირებს მარტინეს–უილიამსის გამარჯვებული წყვილის კანდიდატურა განიხილოს. როგორ უყურებთ პაკმენთან ორთაბრძოლის გამართვის პერსპექტივას?

– ეს მართლაც დიდებული ორთაბრძოლა იქნება კრივის ისტორიაში. მე მზად ვარ მივიღო ფილიპინელის გამოწვევა. საქმე ისაა, რომელ წონით კატეგორიაში გაიმართება ორთაბრძოლა, მე ხომ მენიზე ბევრად მძიმე და მსხვილი ვარ. მე უფრო ძლიერი ვარ და ამის დამტკიცება საჭირო იქნება, დავამტკიცებ.

– გავრცელებული ხმების მიხედვით, პაკიაო 160 ფუნტამდე აპირებს წონის მომატებას. დაგვეთანხმებით, ეს თქვენთვის შესაფერისი წონაა.

– შესანიშნავი იქნებოდა. პაკიაო ჩემზე დაბალია, მაგრამ ეს ორთაბრძოლისთვის პრობლემა არ იქნება. დიახ ის ჩემზე დაბალია, მაგრამ წონის მიხედვით თანაბარ პირობებში ვიქნებით.

– თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მოლაპარაკებები პაკიასოთან ან ვთქვათ მეივეზერთან წარმატებით არ დასრულდება, ბედს უფრო მძიმე წონით კატეგორიაში ხომ არ ცდით (168 ფუნტი) თუ საშუალო წონით კატეგორიაში გამოსვლის გაგრძელებას გეგმავთ?

– იმის თქმა შემიძლია, რომ იმ წონით კატეგორიაში ვიქნები, რომელშიც უფრო ღირსეული მეტოქეები მეყოლება. უძლიერეს მოკრივეებთან მსურს შერკინება. თუ უფრო მძიმე წონით კატეგორიაში დავინახავ პერსპექტივებს, იქ გადავალ და ორთაბრძოლას მივიღებ. ასევე შესაძლოა ვიფიქრო საშუალო წონაში საჩემპიონო ქამრების გაერთიანებაზე, მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად რთულია ამ საკითხზე სხვა ვერსიების ჩემპიონებთან შეთანხმების მიღწევა.

– რას იტყოდით პერსპექტიულ რუს მებრძოლ დმიტრი პიროგზე, რომელმაც წელს ვბო–ს ვერსიით მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული?

– დიახ, ეს ჩემთვის საინტერესო ორთაბრძოლა იქნებოდა.

– რა გეგმები გაქვთ მომავალი 2011 წლისთვის?

– მომავალ წელს მსურს უძლიერეს მებრძოლებს შევხვდე. ჩემ საფინალო მიზანს წარმოადგენს მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე გავხდე წონით კატეგორიაზე დამოუკიდებლად.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პირველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online