
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა დღეს მომხდარ თავდასხმაზე პირველი განცხადება გააკეთა. როგორც სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება , ამ თემაზე ანქვაბმა დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ისაუბრა. "ყველაზე მეტად იმ ბიჭებზე ვფიქრობ, რომლებიც ვაჟკაცურად იბრძოდნენ დამნაშავეებთან. სამწუხაროდ, ერთი მათგანი დაიღუპა, მეორე მძიმე მდგომარეობაშია. დამნაშავეების მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციაა", - აღნიშნა ანქვაბმა.
მან დე-ფაქტო საბჭოს წევრებს მისი და რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის სატელეფონო საუბრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მედვედევმა ანქვაბს გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის ავტომობილს და მის კორტეჟს დღეს გუდაუთა-სოხუმის გზაზე 08:30 საათზე დაესხნენ თავს. თავდაპირველად გზაზე დადებული ფუგასი აფეთქდა, შემდეგ კი ანქვაბის ავტომობილს ახლომდებარე მთიდან ყუმბარმტყორცნიდან, ტყვიამფრქვევიდან და ავტომატიდან გაუხსნეს ცეცხლი. დაცვის სამსახურმა საპასუხო ცეცხლი გახსნა. თავად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა, დაიჭრა მისი პირადი დაცვის სამი წევრი, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. მთელ აფხაზეთში დამნაშავეების ძებნის ოპერაცია "შეპყრობა" მიმდინარეობს.
ეს ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის უკვე მეექვსე შემთხვევაა და დღემდე არც ერთი მათგანი არ არის გახსნილი. თავდასხმები 2005 წლიდან გრძელდება. ანქვაბი ორჯერ იყო მსუბუქად დაჭრილი.

|
დღის სიახლეები
23-02-2012
23-02-2012
23-02-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|



დავით დარჩიაშვილს რევანშის ეშინია
დავით გამყრელიძე - "ქართული ოცნება" განწირულია
"ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოს ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს
”ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოს ნოდარ ხადური უხელმძღვანელებს













ივანიშვილის პარტიის დამფუძნებელი ყრილობა დაგვიანდება
თბილისის იუსტიციის სახლს ჩინელი პატიმრები აშენებენ
აფხაზური მხარე: ანქვაბზე თავდასხმაში "ქართული კვალი" ჯერ არ ჩანს 

გია გვაზავა - ანქვაბზე თავდასხმის უკან მასზე განაწყენებული ჩინოვნიკები უფრო დგანან, ვიდრე კრემლი
ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმისას დაჭრილი დაცვის წევრის მდგომარეობა მძიმეა
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ალექსანდრე ანქვაბის პირადი დაცვის კიდევ ერთი წევრი გარდაიცვალა
ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის დროს რამდენიმე ბომბი აფეთქდა
ალექსანდრე ანქვაბს ცეცხლი გაუხსნეს
ალა ჯიოევა დაპატიმრებას ელის
ვალერი გელბახიანი სასამართლოდან საჩხერეში დედის სანახავად გაემგზავრა 





































































































