| ქალი და მამაკაცი |

წლის გადასახადის გადაუხდელობის გამო…
წლის გადასახადის გადაუხდელობის გამო, დენის გათიშვა, უსამართლობაა
ახალი წლიდან თბილისის მოსახლეობას კომუნალური გადასახადების პრობლემა დაუმძიმდება. "თბილისის წყლისა" და "თელასის" ერთობლივი ადმინისტრირების საფუძველზე, მათ ერთ–ერთი დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ორივე მომსახურება შეუწყდებათ. პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ცვლილების შედეგად, სემეკს გადასახადების ამოღების ამგვარი უფლება მიეცა. როგორც უკვე ითქვა, წყლის დავალიანების გამო, მომხმარებლის სადამსჯელო ოპერაციას "თელასი" და "ენერგო პრო" შეასრულებს, რადგან ამ კომპანიებს მონაცემთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ბაზა აქვთ. ამ ცვლილების ინიციატორი სემეკი არ ყოფილა, თუმცა მისი ავტორის დადგენა, არც პარლამენტში მოხერხდა. ცნობილია, რომ "თბილისი წყალს" მოსახლეობისგან ძველი დავალიანებების ამოღების პრობლემა აქვს და მრიცხველების არქონის გამო, მომხმარებლისთვის წყლის გადაკეტვა არ ხერხდება.
კომპანიამ დავალიანების მქონე პირებს რამდენიმე თვის წინ გადასახადის შეღავათიანი გრაფიკით გადახდა შესთავაზა, მაგრამ სოციალური პრობლემების გამო, თანხების მობილიზება ვერც ამ მეთოდით მოხერხდა. რამდენად შესაძლებელია, ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებით კომუნალურ სფეროში არსებული სუბიექტური და ობიექტური პრობლემების მოგვარება, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.
– პარლამენტი კომუნალური გადასახადების გადახდის წესის შეცვლასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს, რადგან მისი განხორციელება სემეკის საქმეა. რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილებაა ორ სხვადასხვა კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმება?
– გადაწყვეტილება ძალიან გაუგებარია და მისი ანალოგის მოძებნა ძალიან ძნელია. სხვა საქმე იქნებოდა, ორი კერძო კომპანია ერთმანეთთან რომ თანხმდებოდეს და სახელისუფლებო ორგანოსგან დამოუკიდებლად გადასახადების ერთობლივი ადმინისტრირების შესახებ რაღაც გადაწყვეტილებებს იღებდეს, მაგრამ სემეკი აღიარებს, რომ მან, ფაქტობრივად, საქართველოს პარლამენტის დავალება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სემეკი დამოუკიდებელ სტრუქტურად ითვლება, რაც ჩვენში მეტად პირობითია, ბუნებრივია, ის ზემდგომი ინსტანციის დავალებას აუცილებლად შეასრულებს. ცხადი ხდება, რომ პარლამენტი იმ საკითხით დაინტერესდა, რომელიც პრინციპში აღმასრულებელი სტრუქტურების საქმეა. თუ საკანონმდებლო დონეზე არ იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული, სხვანაირად პარლამენტიდან დავალების გაცემა გაუგებარი იქნებოდა.
– ეს გადაწყვეტილება მომხმარებლიდან თანხების მობილიზებაზეა გათვლილი. ხომ არ ფიქრობთ, რომ სემეკი თავის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ინტერესებსა და უფლებებს ხელყოფს?
– მოდით, ამ ფორმით ნუ ვიტყვით, მაგრამ მთავარი ის არის, ორი სხვადასხვა კომპანიის ერთობლივი ადმინისტრირება გაუგებარია. თუკი ადამიანმა რომელიმე გადასახადი არ გადაიხადა, ამ გადასახადის გადაუხდელობისთვის მან ჯარიმა უნდა მიიღოს. წყალი არ გაქვს გადახდილი და ამიტომ სინათლეც უნდა გაგითიშო, ეს იმ დონის აბსურდული გადაწყვეტილებაა და იმდენად გასაოცარია თავისი ქვეტექსტებით, რომ კომენტარიც ჭირს. ერთი რამ ცხადია, "თელასს" წლების განმავლობაში პრობლემები ჰქონდა, ახლა მან მოაგვარა გადასახადების აკრეფის საკითხი და კარგი ინფრასტრუქტურა აქვს. როგორც ჩანს, "წყალმა" ეს ვერ მოახერხა და ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ მოსახლეობისგან გასახადები ერთობლივად ამოიღოს. ეს ყველაფერი, არც სახელისუფლებო და არც სხვა დონეზე, არანაირი ფორმით გამართლებული არ არის. ამას კერძო სრტუქტურები რომ აკეთებდნენ, რომლებიც ერთობლივად თანამშრომლობენ, ვთქვათ, გადასახადების ამოღების საკითხში და კანონის ფარგლებში მოქმედებენ, არავის საწინააღმდეგო არ ექნებოდა. რასაც სემეკი გვთავაზობს, რომ მომხმარებელს, წყლის გადასახადის გამო სინათლეც გამოურთოს, ძნელი წარმოსადგენია, რომ მსგავსი რამ სადმე არსებობდეს.
– რა მექანიზმი არსებობს, რომლითაც შეიძლება მოსახლეობამ თავი დაიცვას სემეკის გადაწყვეტილებისგან, მითუმეტეს, რომ ის ხელისუფლებისგან არის მხარდაჭერილი?
– მოსახლეობას, როგორც წესი, ნორმალურ და განვითარებულ ქვეყნებში, აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება და რაც მთავარია, არსებობს საზოგადოებრივი აზრის მთავარი რუპორი – მედია, რომელიც "ბუკს და ნაღარას" დასცემს, ვიდრე ხელისუფლება თავის არასწორ გადაწყვეტილებას უკან არ წაიღებს. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. მოქალაქეები შეგუებულნი არიან ყოფით პრობლემებს და უმოქმედოდ არიან. ცხადია, ის მძიმე სოცალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იმყოფება, არ აძლევს მათ ხელგაშლილად ცხოვრების საშუალებას. გადასახადი რომ უნდა გადაიხადონ, ეს არ ექვემდებარება განხილვას, მაგრამ შემოსავლები რომ არა აქვს და არც ეკონომიურობისკენ არის მიდრეკილი, ამაზე ხელისუფლება რას იტყვის? როცა ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ თბილისში უმუშევრობის კატასრტოფული მდგომარეობაა, ბუნებრივია, ასეთი ოჯახების მატერიალური მდგომარეობა ძალიან ცუდია და მათ ელემენტარული კომფორტის დონეზე მოხმარებული წყლის და დენის საფასურის დაფარვა უჭირთ. თუკი, ასეთ მოსახლეობას კისერში მოვუჭერთ ხელს და საღამოობით შუქს გამოვურთავთ, ბუნებრივია, ვფიქრობ, ეს ნელ–ნელა დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს, რაც ხელისუფლებისთვის სასურველი ნამდვილად ვერ იქნება.
– ერთობლივი ადმინისტრირების შემთხვევაში წყლის დავალიანების ამოღებაში დახმარების სანაცვლოდ "თელასს" ფინანსურ წახალისებას ჰპირდებიან. ასეთი შეთანხმების უკან რა სახის ინტერესი შეიძლება იდგეს?
– ეს უკვე იმ სახის გაუგებრობაა, რომ ამაზე კომენტარი ძალიან ჭირს. ფაქტობრივად, იმის გამო რომ, იგივე გადასახადებში მოქალაქეს ბანკში მომსახურების 50 თეთრს ახდევინებდნენ, სრული უსამართლობა იყო. თუ კომპანია ბანკს ხელშეკრულებას უდებს, მომსახურების გაწევაზე, მაშინ კომპანიამ კეთილი უნდა ინებოს და საკუთარი ხარჯებით დაფაროს ის, რასაც მოქალაქეს აკისრებდნენ. ასეთი ცინიკური და უსამართლო დამოკიდებულება მოქალაქისადამი სხვაგან ძნელი წარმოსადგენია. თუ წყლის კომპანია, იმისთვის, რომ "თელასი" მას რაღაც მომსახურეობას გაუწევს, მას ფულს გადაუხდის, ეს მათი შემოსავლების ფარგლებში უნდა მოხდეს, თორემ ამის გამო, რომ მან სახელმწიფოდან რაიმე ბონუსი მიიღოს, აბსურდი მგონია. ალბათ, ასეთ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ჯობია, რაღაც გადასახადი ისევ მოქალაქეებს დააწვეთ კისერზე, რაც დაუშვებელია. ვისაც კი რამეზე ხელი მიუწვდება, ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს. მოსახლეობა, რომელიც გადასახადს იხდის, მას არ შეიძლება ბანკმა, ან თავად კომპანიამ ზედმეტად, თუნდაც ერთი თეთრი გადაახდევინოს. კომპანიებმა კეთილი უნდა ინებონ და საკუთარი მომსახურების ხარჯები საკუთარი შემოსავლებიდან გაწირონ. ეს მოქალაქეების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
– საზოგადოებაში ამ სახის ცვლილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება უკვე არსებობს. ფიქრობთ, რომ მისი განხორციელება მოხერხდება?
– თუ ეს ნორმა ამოქმედდება, რომელიც წყლის გადაუხდელობის გამო, ელექტროენერგიის გათიშვასაც ითვალისწინებს, ვფიქრობ, რომ ასეთი ოჯახი თბილისში ათასობით იქნება, რაც საბოლოო ჯამში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ბოლოს და ბოლოს ადამიანები, მიხვდებიან, რომ ისინი დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრობენ და როცა რაიმე არ მოსწონთ, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლებები, გამოხატონ უკმაყოფილება და აგრძნობინონ ხელისუფლებას, რომ მისი გადაწყვეტილებები არასწორია. ამის პრეცენდენტი ჩვენს სინამდვილეში დღემდე პრაქტიკულად არ არსებობს.
ხათუნა ხატიაშვილი

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 