ცნობილი ადამიანები

| ქალი და მამაკაცი |

მესუთ იოზილს არაფრის რცხვენია
მესუთ იოზილს არაფრის რცხვენია
მესუთ იოზილის წინაპრები თურქეთიდან გერმანულ გელზენკირხენში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გადასახლდნენ, სადაც მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი წევრი დაიბადა. მესუთი ოჯახის წევრებს თურქულად ესაუბრება, ოსმალთა შთამომავლებს მისი მცირეაზიელთა ეროვნულ გუნდში მიწვევა სურდათ, მაგრამ იოზილმა არჩევანი ბუნდესნაკრების სასარგებლოდ გააკეთა. 2009 წლის 11 თებერვალს მესუთი პირველად გამოიძახეს გერმანიის ნაკრებში, პირველი მატჩი ბუნდესგუნდში კი 2009 წლის 12 აგვისტოს აზერბაიჯანთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ჩაატარა. ასე და ამგვარად, დორტმუნდელი შახინისა და ძმებ ალტინტოპებისგან განსხვავებით, მესუთ იოზილმა გერმანელთა საფეხბურთო ღირსების დაცვა არჩია და იოაჰიმ ლიოვმა იგი სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე საასპარეზოდაც იახლა.
გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იოზილმა თანანაკრებელებთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა, სოლიდურადაც ითამაშა, რაც მისი მადრიდის "რეალში" გადასვლის წინაპირობა გახდა. მესუთს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ მოუწია გამოსვლა და ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" შეკრებილი ისტორიული სამშობლოს ნაკრების გულშემატკივრები გააწბილა. იოზილმა ანატოლიელებს გოლი გაუტანა, თუმცა, მეტოქის კარის დალაშქვრა ემოციურად არ აღნიშნა, რითიც, საკუთარი განცხადებით, წინაპართა ხსოვნას მიაგო პატივი.
– ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" 30 ათასმა თურქმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი, რომლებიც თქვენი ბურთთან ნებისმიერი შეხებისას უსტვენდნენ და უკმაყოფილოდ გუგუნებდნენ. ეს თამაშში ხელს არ გიშლიდათ?
– იმდენად ვიყავი ჩართული ასპარეზობაში, მაყურებლების რეაქცია არც კი მესმოდა. ცხადია, 8 ოქტომბერს განსაკუთრებული მატჩი ჩავატარე, რადგანაც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ მიხდებოდა გამოსვლა. ამის მიუხედავად, ბუნდესნაკრების გამარჯვებისთვის არაფერი დამიშურებია და მოხარული ვარ, საწადელს რომ მივაღწიეთ, სოლიდურადაც ვითამაშეთ და 3 ქულაც მოვიპოვეთ.
– ვოლკან დემირელის კარში გატანილი გოლი ემოციურად არ აღნიშნეთ. როგორც თურქული მედია ამტკიცებს, ამ ბურთის გატანის შემდეგ სირცხვილის გრძნობა დაგეუფლათ...
– ასე არ არის. გოლმა ძალიანაც გამახარა, მისი ხმაურიანად არაღნიშვნის გადაწყვეტილება კი სპონტანურად მივიღე, ასე პატივი ვეცი ჩემს ნათესავებსა და წინაპრებს.
– თურქი ჟურნალისტები იმასაც ამბობენ, ნამატჩევს მასმედიელებთან ურთიერთობას თავი რომ აარიდეთ და "ოლიმპიაშტადიონს" უჩუმრად გაერიდეთ...
– ეს არასწორია. დასამალი არაფერი მჭირდა, უბრალოდ, ასპარეზობის მსვლელობისას კოჭის ტრავმა მივიღე და სასწრაფოდ ექიმებისკენ გავეშურე. ტკივილი ჯერ კიდევ მაწუხებს.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს
მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 