| ქალი და მამაკაცი |

როგორ დაიწყო 1992 წლის მოვლენები
როგორ დაიწყო 1992 წლის მოვლენები
"გუმბათი" აგრძელებს ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრ თენგიზ სიგუასთან
– ბატონო თენგიზ, როგორ დაიწყო 1992 წლის პირველი იანვარი?
– პირველ იანვარს ისევ განახლდა ბრძოლები რუსთაველის პროსპექტზე. დღის პირველ ნახევარში სახელისუფლებო შეიარაღებულმა ძალებმა თითქოს სცადეს შეტევის განხორციელება ოპოზიციური ძალების მოწინავე პოზიციებზე, მაგრამ ადვილად იქნენ უკუგდებულები და ისევ მთავრობის სახლს შეაფარეს თავი. ოპოზიციური ძალების სამხედრო შტაბში განიხილავდნენ საკითხს მთავრობის სახლზე საბოლოო შტურმის თაობაზე. როგორც სამხედროები ამტკიცებდნენ, ძალთა თანაფარდობა იმდენად არის შეცვლილი ოპოზიციის სასარგებლოდ, რომ კარგად მომზადებული სამხედრო ოპერაციის შედეგად მთავრობის სახლის აღება ორ–სამ საათში მოხერხდება. საბოლოოდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შტურმისგან თავი შეეკავებინათ, რადგანაც მას ადამიანების მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვებოდა.
ბუნკერში პანიკის გამოსაწვევად და კაპიტულაციის პროცესის დასაჩქარებლად სამხედრო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება ვერტმფრენით მთავრობის სახლის ეზოში ჩამოეგდოთ ავზი ნავთით.
შტაბში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გამსახურდიას მომხრეები თავს დაესხნენ ტელერადიოკომიტეტის შენობას მისი ხელში ჩაგდების მიზნით. მაგრამ დაახლოებით 15–წუთიანი სროლების შემდეგ ისინი იძულებულნი გახდნენ რომ მიმალულიყვნენ. ასევე თავდასხმა მოხდა რკინიგზის სადგურზე გამაგრებულ ოპოზიციურ გვარდიელებზე. მაგრამ ეს ოპერაციაც მარცხით დამთავრდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ შეტაკებების დროს დაიღუპა ერთი და დაიჭრა ოთხი მებრძოლი. მათ შორის ერთი ოპოზიციის მხრიდან. სამი დაჭრილი შემოიყვანეს იმელის შენობაში განლაგებულ დროებით სამხედრო ჰოსპიტალში.
– რაიმე პოლიტიკური ტიპის აქტივობას თუ ჰქონდა ადგილი?
– დღის მეორე ნახევარში ტელეცენტრის შენობასთან ჩატარდა ოპოზიციური ძალების მიტინგი. გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ზვიად გამსახურდიას გადადგომა, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვებოდა საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ჩეჩნეთიდან ოპოზიციის აგენტურამ გამოაგზავნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირველ იანვარს გროზნოში ჩავიდა ზვიად გამსახურდიას მიერ გაგზავნილი დელეგაცია. იმავე წყარომ შეგვატყობინა, რომ ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შამილ შამო თვლის, რომ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა კონფლიქტის მოლაპარაკების გზით დარეგულირებისა და იგი შეეცდება დაარწმუნოს ზვიად გამსახურდიას მომხრეები ამაში. იგი მზადაა, ისევე როგორც 25 დეკემბერს, შეასრულოს საშუამავლო მისია ამ მოლაპარაკებების ჩატარებისას.
– დასავლური მედია რამდენად ინტერესდებოდა თბილისში მიმდინარე პროცესებით?
– 2 იანვარს ესპანურმა გაზეთმა ელმუნდმა გამოაქვეყნა თავისი ინტერვიუ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ძალებს შეუძლიათ დიდხანს გაუწიონ წინააღმდეგობა ოპოზიციური ძალების შეტევებს და დაადანაშაულა მეამბოხეები საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში. მან აგრეთვე დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი პუტჩის ორგანიზაციაში. ხოლო საბჭოთა არმია მის მხარდაჭერაში. კერძოდ, ზვიად გამსახურდიამ აღნიშნა, რომ კონფლიქტის პირველივე დღეებიდან საბჭოთა არმია ამბოხებულებს აწვდის იარაღს, ტყვია–წამალს და სამხედრო ტექნიკას. პრეზიდენტმა მიუთითა, რომ მის ერთგულ ძალებს შეუძლიათ მოკლე ვადაში გაუსწორდნენ მეამბოხეებს, მაგრამ ამას არ აკეთებენ, რადგან დიდ სისხლისღვრას ერიდებიან. ზვიად გამსახურდიას სიტყვებით, ოპოზიციას, რომელიც მხოლოდ პირადი ძალაუფლების მოსაპოვებლად მიისწრაფვის, მხარს უჭერს ქართული მაფია და ყოფილი კომუნისტები, რომლებმაც თავისი პრივილეგიები დაკარგეს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მის ერთგულებას კონსტიტუციურ–დემოკრატიული პრინციპების განვითარების თაობაზე. ხოლო ოპოზიციას კვლავ უწოდა "ბანდიტები და ტერორისტები".
კომენტარი გაუკეთა რა გამსახურდიას ამ ინტერვიუს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რადიოსადგურმა "ამერიკის ხმამ" მოიყვანა ამერიკის ჰელსინკის ჯგუფის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე. ანგარიშის წინასიტყვაობაში მითითებულია:
– თბილისში შეიარაღებულ ბრძოლაში პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ, ძირითად ბრალდებას მას უყენებენ ადამიანის უფლებების დარღვევას. რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი გამოვიდა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში მიღების წინააღმდეგ და მოტივად საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა მოიყვანა. პოლიტიკური ოპოზიცია აგრეთვე ადანაშაულებს გამსახურდიას, ყოფილ პოლიტპატიმარს, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაში. რომლებიც აკრიტიკებენ როგორც მას პირადად, ასევე მის ხელისუფლებას დიქტატორული მმართველობის ფორმის დამკვიდრებაში.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამერიკის ჰელსინკის ჯგუფმა ორჯერ გააგზავნა თავისი მისია საქართველოში, რათა მასალები შეეგროვებინა ადამიანის უფლებების თაობაზე. ამ მასალებმა დოკუმენტურად დაადასტურა ადამიანის უფლებების მასობრივი უხეში დარღვევა პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ. სიტყვის თავისუფლების, პრესის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების მკაცრი შეზღუდვა.
ორ იანვარს მნიშვნელოვნად გაააქტიურეს მუშაობა უცხოელმა ჟურნალისტებმა. უცხოეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყოველდღიურად გადასცემენ ინფორმაციას თბილისში არსებული სიტუაციის თაობაზე. მე პირადად ყოველდღიურად მინიმუმ 10 უცხოელ ჟურნალისტთან მიწევდა შეხვედრა. მთელი რიგი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები აქტიურად განიხილავენ საკითხს გარდამავალი ხელისუფლების ჩამოყალიბების შესახებ. რესპუბლიკაში ხელისუფლების ვაკუუმია. პრეზიდენტი ფორმალურად არსებობს, მაგრამ უკვე თავისი დამცველების გარდა, რომლებიც ბუნკერში არიან, ვერავის და ვერაფერს განკარგავს. საქართველოს უზენაესი საბჭო და მთავრობა პრაქტიკულად უფუნქციოდ არიან დარჩენილები. რაც შეეხება ოპოზიციას, იგი აგრძელებს ბრძოლას არადემოკრატიული ერთმმართველობის წინააღმდეგ და ცდილობს კონტროლქვეშ აიყვანოს სიტუაცია.
ამრიგად საჭიროა დროებითი ორგანოს არსებობა, რომელიც თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას არამარტო საომარი მოქმედებების დამთავრებაზე, არამედ უზენაესი საბჭოს, ახალი საკანონმდებლო ორგანოს შექმნამდე მთლიანად რესპუბლიკაში არსებულ სტუაციაზე. ასეთი ორგანოს შექმნამ შეიძლება დადებითი როლი ითამაშოს. კონსულტაციები ამის თაობაზე უკვე მეორე დღეა განუწყვეტლივ მიმდინარეობს.
– ძალთა შეფარდება როგორია ამ დროს?
– ოპოზიციის სამხედრო შტაბის მონაცემებით, რომელიც გვარდიის სადაზვერვო სამმართველოს მასალებს ეყრდნობა, ოპოზიციის სამხედრო ძალები უკვე მნიშვნელოვნად აღემატებიან სახელისუფლებო ძალებს. ოპოზიციის სამხედრო ძალები შედგება შემდეგი შენაერთებისგან: პირველი – ოპოზიციური ეროვნული გვარდია, 730 კაცის შემადგენლობით. შტაბი იმყოფება იმელის შენობაში. უფროსი თენგიზ კიტოვანი. შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა – ავტომატები, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები, ყუმბარმტყორცნები, ათ ერთეულამდე ჯავშანტექნიკა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ტანკსაწინააღმდეგო მინები, რადიოფუგასები, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებები. ორი ვერტმფრენი.
საბრძოლო პოზიციები – რუსთაველის გამზირის კვარტალები, რომლებიც განლაგებულია მთავრობის სახლის წინ ჩრდილოეთიდან. ეროვნული გვარდიის მებრძოლები მოხალისე რაზმელებთან ერთად აკონტროლებენ – ტელერადიოკომიტეტის და კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობებს, ცენტრალურ ტელეგრაფს, აეროპორტს, რკინიგზის სადგურებს, ქალაქ თბილისის ძირითად შემოსასვლელებს რუსთავის, მარნეულის, კოჯრის, წყნეთის, მცხეთის გლდანის და დიდი ლილოს მხრიდან.
მეორე – მხედრიონის შეიარაღებული ფორმირება ექვსასი კაცის შემადგენლობით, შტაბი იმყოფება მეცნიერებათა აკადემიის შენობაში, უფროსი ჯაბა იოსელიანი. შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა – ავტომატები, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები, ასაფეთქებელი მასალები, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებები. პოზიციები – მთაწმინდის ჩრდილოეთ კალთები მთავრობის სახლის კომპლექსის თავზე. რუსთაველის გამზირის კვარტალები, რომლებიც დასავლეთიდან ესაზღვრებიან სამთავრობო რეზიდენციას. რკინგზის სადგურები, ქალაქ თბილისის შემოსასვლელები.
მესამე – მერაბ კოსტავას შეიარაღებული რაზმები 150 კაცის შემადგენელობით. ხელმძღვანელი, საზოგადოების თავმჯდომარე და უზენაესი საბჭოს დეპუტატი ვაჟა ადამია. შეიარაღება და ტექნიკა – ავტომატური იარაღი, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები, ყუმბარმტყორცნები, ასაფეთქებელი მასალები, ფეხოსანთა საწინააღმდეგო ნაღმები, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებები. შტაბი თავისუფლების მოედანზე.
მეოთხე – იმელის შეირაღებული დაჯგუფებები, დაახლოებით 75 მებრძოლის შემადგენლობით. შტაბი იმელის შენობაში. მოქმედების ზონა რუსთაველის გამზირი მთავრობის სასახლის წინ, როგორც ოპოზიციური ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფი.
გვარდიის დაზვერვის მონაცემებით, ზვიად გამსახურდიას განკარგულებაში ბუნკერში სულ 350–300 შეიარაღებული პირი არის დარჩენილი. არსებული სიტუაციის ანალიზის შედეგად სამხედრო სპეციალისტები აკეთებენ დაკვნას, რომ უახლოესი 48 საათის განმავლობაში ზვიად გამსახურდია იძულებული გახდება კაპიტულაცია გამოაცხადოს. გამოითქვა ვარაუდი, რომ გამსახურდია კონტაქტზე გამოვა ოპოზიციასთან და მოითხოვს თბილისის უსაფრთხოდ დატოვების პირობებს. გაურკვეველია, სად მოითხოვს ის თავშესაფარს. ადრე იგეგმებოდა მისი გამგზავრება ბათუმში, თუმცა ბოლო ინფორმაციით ასლან აბაშიძე მის მიღებაზე უარს ამბობს. ყველაზე რეალურ ვარიანტად ჩაითვალა მისი ქალაქ ზუგდიდში გამგზავრება.
– საშუამავლო სამშვიდობო მისიები თუ იყო ამ ვითარებაში?
– 2 იანვარს ერევნიდან ჩამოვიდა სამთავრობო დელეგაცია დაპირისპირებულ მხარეთა შერიგების მისიით. დელეგაციის წევრები არიან სომხეთის პრეზიდენტის ლევონ ტერ–პეტროსიანის პირადი წარმომადგენლები. ჩვენგან მათ მიიღეს მანდატი საშუამავლო მისიის შესასრულებლად. როგორც შეგვატყობინეს, გამსახურდიას სომხეთის დელეგაციისთვისაც უარი უთქვამს საშუამავლო მისიის შესრულებაზე. არგუმენტი იყო – ოპოზიცია ორ დღეში განადგურებული იქნება. სომხეთის დელეგაციის გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ამ ფონზე საქართველოს მხარის მოთხოვნით განხილულ ყოფილა საკითხი აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტისთვის დროებითი თავშესაფრის მიცების შესახებ. ეს იყო ბოლო მცდელობა მოლაპარაკების გზით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ისევე, როგორც წინა მცდელობები, უშედეგოდ დამთავრდა.
– როგორ გაგრძელდა პროცესები ამის შემდეგ?
– 1992 წლის ორ იანვარს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო, რომლის შემადგენელობაშიც შევიდნენ თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი. ორ იანვარსვე გამოქვეყნდა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი:
– 1992 წლის 2 იანვრიდან პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ უზურპირებული ხელისუფლება დამხობილია. საქართველოში ძალაუფლებას ხელში იღებს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო. სამხედრო საბჭომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება და დაითხოვა პარლამენტი. სახელმწიფო მართვის ყველა სტრუქტურა ემორჩილება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს. პრემიერ–მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი გადაყენებულია თანამდებობიდან. პრემიერ–მინისტრის მოვალების შესრულება დროებით დაევალა თენგიზ სიგუას. პოლიტიკურ პარტიებს მიეცათ წინადადება შექმნან საკონსულტაციო დარბაზი, რომელიც მოამზადებს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და შეიმუშავებს საქართველოს პოლიტიკური განვითარების პროგრამას. დარბაზში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ორგანიზაციას, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს, აგრეთვე კერძო პირებს, რომელთა მოწვევაც დარბაზში მიზანშეწონილად ჩაითვლება.
1992 წლის 3 იანვარს ღამის 12–საათიდან ქალაქ თბილისში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა. სამხედრო საბჭო იქვემდებარებს რესპუბლიკის სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ ორგანოებს და ავალებს მათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ხელი შეუწყონ მშვიდობის დამყარებას და ვითარების სტაბილიზაციას. მთავრობის კაბინეტის ჩამოყალიბებისთანავე სამხედრო საბჭო მოიხსნის უფლებამოსილებას და ძალაუფლებას მთავრობას გადასცემს.
სამხედრო საბჭოს სახელით: თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი.
როგორც მიმართვაში არის აღნიშნული, 1992 წლის 3 იანვრიდან საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს განკარგულებით ქალაქ თბილისში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აიკრძალა მიტინგები და დემონსტრაციები. აგრეთვე აიკრძალა მოქალაქეთა ქალაქში გამოსვლა 23 საათიდან დილის 6 საათამდე. ქალაქ თბილისის კომენდანტად დაინიშნა გიორგი ყარყარაშვილი, მოადგილე გიორგი არველაძე. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპულია 68 და დაჭრილია 300–ზე მეტი მებრძოლი.
(გაგრძელება იქნება)
გერა მამულაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 