| ქალი და მამაკაცი |

მსოფლიო შოკოლადის დედაქალაქი
მსოფლიო შოკოლადის დედაქალაქი
ბრიუსელში 200 დღე წვიმიანია
ბრიუსელი დასავლეთევროპული სახელმწიფოს, ბელგიის სამეფოს დედაქალაქია. მისი მოსაზღვრე ქვეყნები გახლავთ ნიდერლანდები, საფრანგეთი, გერმანია და ლუქსემბურგი. ქვეყანას მონარქი განგებს. ეს ულამაზესი ქალაქი ტურისტების ნაკლებობას თითქმის არც ერთ სეზონზე უჩივის. ბრიუსელი უძველესი დროიდან იზიდავდა მათ, მიზიდვის ძირითად წყაროს კი უძველესი არქიტექტურის ძეგლები წარმოადგენს.
კლიმატი
ბრიუსელი ამინდის მხრივ "ცუდი რეპუტაციით" სარგებლობს. წელიწადის ნებისმიერ სეზონზე ხშირია წვიმა და ბურუსი, განსაკუთრებით ბევრია ნალექი ნოემბრიდან მარტის ბოლომდე. საერთო ჯამში, წელიწადში 200 დღე წვიმიანია. ზოგადად დედაქალაქისათვის თბილი ზაფხული და საშინლად ცივი ზამთარია დამახასიათებელი. ზამთრის თვეებში ტემპერატურა –3 გრადუსზე დაბლაც კი ეცემა. ზაფხულში კი 18–ზე დაბლა არასოდეს ჩამოდის. მოგზაურობისათვის საუკეთესო სეზონი გაზაფხულიდან შემოდგომამდეა, კერძოდ, მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრამდე. ეს ის დროა, როცა ყველაზე მეტად თბილა და ქვეყნის დათვალიერება სახალისოა.
ფული
ბრიუსელის, ისევე როგორც მთელი ქვეყნის, ეროვნულ ვალუტას ევრო წარმოადგენს. 2002 წლამდე მიმოქცევაში მხოლოდ ბელგიური ფრანკი იყო. ნებისმიერი სახის მომსახურება არცთუ ისე ძვირია სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით. სასტუმროს ფასები 25 ევროდან იწყება. ბრიუსელში იაფი სასტუმროები ისევე მრავლადაა, როგორც ძვირი. ასე რომ, თუ ფული შემოგაკლდათ, ღია ცის ქვეშ ნამდვილად არ დარჩებით.
ენა
ბრიუსელი სამენოვანი ქალაქია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში სამი სახელმწიფო ენაა – ფრანგული, გერმანული და ნიდერლანდური. ქალაქის გარეუბნებში ძირითადად ფრანგულად საუბრობენ. ბრიუსელის მოსახლეობის 60% – ნიდერლანდულ, 40% – ფრანგულ, ხოლო 1% გერმანულ ენაზე საუბრობს. მედია ნიდერლანდურ და ფრანგულ ენაზეა, ხოლო საგანმანათლებლო სისტემა სამენოვანია. ნებისმიერი ბელგიელი სამზე თუ არა, ორ ენაზე მაინც თავისუფლად საუბრობს, ტურისტულ ადგილებში კი ინგლისურიც პოპულარულია.
გადაადგილება
თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, ბრიუსელში მოხვედრა ადვილია. შეგიძლიათ ჩახვიდეთ თვითმფრინავით, მატარებლით, ავტობუსით ან სულაც მანქანით. საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 12 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ცენტრამდე მატარებლით 20 წუთში მოხვდებით და სულ 5 ევრო ღირს, ავტობუსში ნაკლებს გადაიხდით და გაცილებით სწრაფადაც ჩახვალთ. რაც შეეხება ტაქსს, წინასწარ უნდა დაჯავშნოთ და ფიქსირებული ფასი – 25 ევრო უნდა გადაიხადოთ. ევროპის ქვეყნებიდან თვითმფრინავის ფასი 175 დოლარიდან იწყება. ტურისტების უმრავლესობა იქ ჩასასვლელად უპირატესობას მაინც მატარებელს ან ავტობუსს ანიჭებს, რომელიც გაცილებით იაფი და კომფორტულია, უსაფრთხოების თვალსაზრისით კი მატარებელი პირველ ადგილზეა. ტურისტული სეზონის დროს მგზავრობის ფასი მცირეოდენით მაინც მატულობს. თუ ბრიუსელში სხვა კონტინენტიდან ჩასვლა გსურთ, მაშინ ამის ერთადერთი საშუალება თვითმფრინავია.
ქალაქის ტერიტორიაზე სამოძრაოდ, ავტობუსისა და ტრამვაის გარდა, ძალიან მოთხოვნადია მეტრო. ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება 2 ევროა. ასევე შეგიძლიათ ერთ კვირიანი ბარათის 12 ევროდ შეძენა, რომელიც გაცილებით იაფი ჯდება. ნებისმიერი ადგილის დასათვალიერებლად საინტერესო და ამავდროულად სახალისო საშუალებას წარმოადგენს საჰაერო ბუშტი, რომლის დაქირავება 150 ევრო ღირს. ბრიუსელში, განსაკუთრებით კი ტურისტულ სეზონზე, ტაქსი და მანქანის ერთი დღით დაქირავება ძალინ ძვირია.
სამზარეულო
ბრიუსელი მსოფლიო შოკოლადის დედაქალაქია. ცნობილია, რომ სახელგანთქმული ბელგიური შოკოლადი წლების განმავლობაში ჩემპიონების საჭმელად ითვლებოდა. ყოველწლიურად ქვეყანაში 175.000 ტონა შოკოლადს ამზადებენ.
ეროვნული კერძების ძირითადი რაოდენობა თევზისა და ხორცისაგან მზადდება. ასე რომ, ვეგეტერიანელებს ნაკლებად გაუმართლათ, მათზე გათვლილი რესტორნები თითქმის არ არსებობს. როდესაც ტურისტები ბრიუსელში მოგზაურობაზე ფიქრობენ, მხოლოდ სამი რამ ახსენდებათ – შოკოლადი, ვაფლი და ლუდი. ეს უკანასკნელი ყველაზე პოპულარულ ალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენს. ბელგიელებს ლუდი არა მარტო უყვართ, არამედ კარგი ლუდის კეთებაც იციან, ამიტომ მხოლოდ საკუთარი წარმოებისას გეახლებიან. ამ პატარა ქალაქში 500–600 დასახელების ლუდი ისმევა, ზოგიერთ მათგანს 400–500 და 900 წლის ისტორიაც კი გააჩნია.
ლუდის შემდეგ ყველაზე დიდი პოპულარობით თეთრი ღვინო სარგებლობს. ყველაზე წარმატებით "დე სტამპეს" და "დე კარმელიეტის" ქსელის რესტორნები ფუნქციონირებენ, სადაც სადილი, თავისი დესერტით, სულ მცირე, 100 ევრო მაინც დაგიჯდებათ. არსებობს იაფი რესტორნები, სადაც, რა თქმა უნდა, დაბალი ხარისხის საკვებს თუ გასინჯავთ.
ბელგიელები უპირატესობას შემწვარ და წვნიან საჭმელს ანიჭებენ. ქალაქიდან "ენდივეს" – თეთრი ბოსტნეულის – გასინჯვის გარეშე არ წამოხვიდეთ. ბელგიელებმა ის 1830 წელს აღმოაჩინეს, რომელსაც დღესდღეობით უკვე "თეთრ ოქროს" უწოდებენ. ყავა ჩიპსებთან ერთად ყველაზე მოხმარებადია. ბელგიელები დარწმუნებულები არინ, რომ ბელგიური სამზარეულო მეორე ადგილზეა მთელ მსოფლიოში.
ღირსშესანიშნაობები
ბრიუსელს საკმაოდ მდიდარი და საინტერესო კულტურა აქვს. მისი კულტურა ძირითადად უძველეს არქიტექტურულ ძეგლებსა და სხვადასხვა სახეობის ფესტივალებზე აისახება. არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია ცენტრალური მოედნის გოტიკური არქიტექტურა, მე–16 საუკუნის სამეფო სასახელე, ასევე ქალაქგარეთ მდებარეობს ვატერლოოს ბრძოლის მემორიალი.
ქალაქში ერთ კვადრატულ მეტრზე ყველაზე მეტი რაოდენობის ტკბილეულობის მაღაზიაა, თუმცა იქ მათ არა მაღაზიებს, არამედ "ატელიეს" უწოდებენ, რადგან შოკოლადი იქვე მზადდება, სადაც იყიდება. ფესტივალზე შოკოლადისაგან სკულპტურებს ამზადებენ, ხოლო ნარჩენებს მაყურებლები მიირთმევენ. იქვე შესაძლებელია შოკოლადის ყვავილების ყიდვა. ბრიუსელში ერთ წესს მტკიცედ იცავენ – შოკოლადის ნაწარმს შეიძლება სხვადასხვა ფორმა და არომატი ჰქონდეს, მაგრამ ის აუცილებდად კაკაოსაგან უნდა მზადდებოდეს.
უსაფრთხოების წესები
ბელგიელები გამოირჩევიან საოცარი ზრდილობით. ეს ყველგან და ყველა სფეროში ადვილად შესამჩნევია. კრიმინალური თვალსაზრისით, ბრიუსელი მთელ დასავლეთ ევროპაში ერთ–ერთი უსაფრთხო ქალაქია. ერთადერთი, რასაც ვერაფერს უხერხებენ, ეს ჯიბის ქურდობაა. ასე რომ, დედაქალაქში ჩასვლისას გაუფრთხილდით პირად ნივთებს. ტურისტულ სეზონზე კი არეულობისა და უსიამოვნების მიზეზი თავად ტურისტები არიან, რადგან ისინი დროის უმეტეს ნაწილს ლუდხანებში ატარებენ, საიდანაც ისეთი მთვრალები გამოდიან უამრავი ლუდის სახეობის გასინჯვის შემდეგ, რომ საკუთარ საქციელს თითქმის ვერ აკონტროლებენ. ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისას საკმაოდ დიდი ჯარიმებია დაწესებული.
უბის წიგნაკი
ქვეყანა – ბელგიის სამეფო
დედაქალაქი – ბრიუსელი
ფართობი – 161.4 კვ.კმ
მოსახლეობა – 1.100.000
ოფიციალური ენები – ნიდერლანდური, ფრანგული და გერმანული
ვალუტა – ევრო.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ

|

| ბრიუსელის ერთ–ერთი სიმბოლო გახლავთ მთავარ მოედანზე, "გრანდ ფლეისზე"
აღმართული ატომიუმი. ეს გახლავთ 120 მეტრი სიმაღლის ნაგებობა, რომელიც 1958
წელს მსოფლიო გამოფენისათვის ააშენეს. ეს არის ნახშირბადის მოლეკულის 165
მილიარდჯერ გაზრდილი ალუმინისაგან დამზადებული მოდელი. ტურისტები აგრეთვე
სიამოვნებით ათვალიერებენ სამეფო მუზეუმს, მსოფლიოში საუკეთესო რუბენსის
ნახატების კოლექციით.
ზაფხულობით ბრიუსელში უამრავი ფესტივალი იმართება, მათგან აღსანიშნავია "წვნიანის კვირეული". ცნობილი მზარეულები 500 ლიტრ ბოსტნეულის წვნიანს ამზადებენ, რომლითაც იქ მისულ სტუმრებს უმასპინძლდებიან. მომდევნო დღეებში მისი უფასოდ დაგემოვნება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. |
|
ქალაქში ერთ კვადრატულ მეტრზე ყველაზე მეტი რაოდენობის ტკბილეულობის მაღაზიაა, თუმცა იქ მათ არა მაღაზიებს, არამედ "ატელიეს" უწოდებენ, რადგან შოკოლადი იქვე მზადდება, სადაც იყიდება. ფესტივალზე შოკოლადისაგან სკულპტურებს ამზადებენ, ხოლო ნარჩენებს მაყურებლები მიირთმევენ. იქვე შესაძლებელია შოკოლადის ყვავილების ყიდვა. ბრიუსელში ერთ წესს მტკიცედ იცავენ – შოკოლადის ნაწარმს შეიძლება სხვადასხვა ფორმა და არომატი ჰქონდეს, მაგრამ ის აუცილებდად კაკაოსაგან უნდა მზადდებოდეს.
|
|
უსაფრთხოების წესები
ბელგიელები გამოირჩევიან საოცარი ზრდილობით. ეს ყველგან და ყველა სფეროში ადვილად შესამჩნევია. კრიმინალური თვალსაზრისით, ბრიუსელი მთელ დასავლეთ ევროპაში ერთ–ერთი უსაფრთხო ქალაქია. ერთადერთი, რასაც ვერაფერს უხერხებენ, ეს ჯიბის ქურდობაა. ასე რომ, დედაქალაქში ჩასვლისას გაუფრთხილდით პირად ნივთებს. ტურისტულ სეზონზე კი არეულობისა და უსიამოვნების მიზეზი თავად ტურისტები არიან, რადგან ისინი დროის უმეტეს ნაწილს ლუდხანებში ატარებენ, საიდანაც ისეთი მთვრალები გამოდიან უამრავი ლუდის სახეობის გასინჯვის შემდეგ, რომ საკუთარ საქციელს თითქმის ვერ აკონტროლებენ. ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისას საკმაოდ დიდი ჯარიმებია დაწესებული.
უბის წიგნაკი
ქვეყანა – ბელგიის სამეფო
დედაქალაქი – ბრიუსელი
ფართობი – 161.4 კვ.კმ
მოსახლეობა – 1.100.000
ოფიციალური ენები – ნიდერლანდური, ფრანგული და გერმანული
ვალუტა – ევრო.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ
|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 