| ქალი და მამაკაცი |

ნოღაიდელი სააკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ელის

პარტიის "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა, მოსკოვთან ურთიერთობაში ტაიმაუტი გამოაცხადა. რუსეთის მმართველ პარტია "ედინაია რასიასთან" მომავალი სამი თვე გარკვეულ საკითხებზე აღარ ისაუბრებს. ეს განცხადება ისეთი შინაარსით იქნა გაგებულ–გავრცელებული, თითქოს ნოღაიდელი მოსკოვთან ურთიერთობას წყვეტს და მიხეილ სააკაშვილს ეუბნება, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანიო.
ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის დღეებში ნოღაიდელი პუტინთან გახლდათ. რუსეთის პრემიერმა ორი წლის წინანდელ მოვლენებზე საინტერესო განცხადება რომ გააკეთა, ვისთვის ოკუპაცია იყო და ვისთვის განთავისუფლებაო, ამ დროს გვერდით საქართველოს ყოფილი პრემიერი ედგა.
"სარკე" ზურაბ ნოღაიდელს ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა.
– ბატონო ზურაბ, კარგად ამიხსენით, მოსკოვში აღარ აპირებთ წასვლას?
– სააკაშვილის მთელი სამთავრობო მასმედია ჩემი სიტყვების ინტერპრეტაციებითაა დაკავებული.
– ანუ მე სამთავრობო მედია ვარ?!
– თქვენზე არ ვამბობ. ვიცი, რასაც გეტყვით, იმას დაწერთ, მაგრამ, რასაც მეკითხებით, ხომ სხვისგან გაიგეთ? მოსკოვშიც წავალ და "ედინაია რასიასთან" ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური მექნება, მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ, რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე საკითხზე, მაგალითად, რეისების აღდგენასა და ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაზე საუბარი არ გვექნება.
– ეს პაუზა რას ნიშნავს?
– დღის წესრიგში ასე გვაქვს ჩამოყალიბებული. ეს ამბავი სამთავრობო მასმედიას საოცრად გაუხარდა. წარმოიდგინეს, რომ რაღაც პრობლემები გვაქვს და დილიდან საღამომდე ამაზე იყო საუბარი. განმარტებების მიცემაც დამჭირდა. კოსაჩოვმა დამირეკა და რა ხდება, რას გვერჩიო, მკითხა.
– ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ რუსეთის პრემიერის განცხადებაზე რას იტყვით, რომელიც მან თქვენ გვერდით გააკეთა?
– მნიშვნელოვანი განცხადება იყო და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჩემი თანდასწრებით. პირველი ნაწილი, რომ ვისთვის ეს ოკუპაციაა, ვისთვის – განთავისუფლება, მნიშვნელოვანი ფრაზაა, რითაც კიდევ ერთხელ გვითხრა, რაც უკვე ნათელია ყველასთვის, პირველ რიგში, სააკაშვილისთვის, რომ, თუ კიდევ ერთხელ ეცდებით ამ კონფლიქტის ომით მოგარებას, იმავე პასუხს მიიღებთო. მნიშვნელოვანია ამ განცხადების მეორე ნაწილიც, რასაც მე ყოველდღე ვამბობ. თუ ტერიტორიული მთლიანობა გვინდა, პირდაპირ უნდა ვილაპარაკოთ აფხაზებთან და ოსებთან. რუსეთი ამ პროცესში გარანტი იქნება. ამ გზაზე მთავარი წინააღმდეგობა სწორედ სააკაშვილის რეჟიმია. არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია.
– არჩევანი რასა და რას შორის?
– ან გვეყოლება მუხლებზე მფორთხავი სააკაშვილის რეჟიმი და ქვეყანა ვერ გაერთიანდება, ან ამ რეჟიმის თავიდან მოცილება მოგვიწევს.
– მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს.
– ეს განცხადება ალბათ ყველასთვის მოულოდნელი იყო, თუმცა მე არ გამკვირვებია. ჩემთვის ცნობილია, რომ სააკაშვილი ემისრების მეშვეობით კარგახანია ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას, მაგრამ ამ განცხადებებს უნდა მოჰყვეს ქმედება, რომელიც ღია უნდა იყოს საზოგადოებისთვის. უნდა ვიცოდეთ, რა საკითხები განიხილება, ვინ მონაწილეობს მოლაპარაკებებში, ამ წინადადებით სააკაშვილი ხელისუფლების შესანარჩუნებლად გამოვიდა თუ საქართველოს ინტერესებისთვის. ამიტომ ვთქვი – ვნახოთ, სააკაშვილი რის გაკეთებას შეძლებს.
– ამ ნათქვამით ისეთი აზრი გამოიკვეთა, თითქოს რაღაც პლაცდარმი შეუქმენით ხელისუფლებას რუსეთში და ახლა არენას მათ უთმობთ.
– ასე ნამდვილად არაა. ინტენსიურ ურთიერთობას ვაგრძელებ რუსეთთან. უბრალოდ ყველასთვის საინტერესოა, რისი გაკეთება შეუძლია სააკაშვილს საქართველოსთვის. ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფრის გამკეთებელი რომაა, ეს არაერთხელ ვნახეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია დავინახოთ, რისი უნარი აქვს საქართველოს გასაერთიანებლად.
– როგორ მოხდება მათი ურთიერთობა, ცოტა გაუგებარია. მედვედევიც და პუტინიც პერმანენტულად იმეორებენ, რომ სააკაშვილს არ დაელაპარაკებიან. რამე ხომ არ შეიცვალა და ჩვენ არ ვიცით?
– ვერ გეტყვით, რამდენად შესაძლებელია ეს შეხვედრები, მაგრამ მინდა, რომ ეს მოლაპარაკებები დაიწყოს. საქართველოს გასაერთიანებლად ეს აუცილებელია. როცა სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა, მას თავში ჰქონდა ქალბატონ კლინტონის ვიზიტი, მაგრამ ამაზე მეტად აინტერესებდა საქართველოს მოსახლეობის იმ 80 პროცენტის აზრი, რომლიც რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას მოითხოვს.
მას შემდეგ, რაც შარშან, დეკემბერში, პრემიერ პუტინს შევხვდი, ჩემ წინააღმდეგ მთავრობამ დაიწყო ორკესტრირებული კამპანია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბევრმა თქვენმა კოლეგამ, ე.წ. ექსპერტებმა, საზოგადოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, ვითომდა ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მაინტერესებს, ის მედიასაშუალებები ახლა რა შეფასებებს აძლევენ სააკაშვილის ამ წინადადებას? იმედია, სააკაშვილიც ბოდიშს მოიხდის ჩემ წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანიისთვის, იმიტომ რომ მან იგივე თქვა ახლა, რასაც მე ორი წელია ვაცხადებ. რუსეთთან მოლაპარაკებები წინაპირობებისა და ულტიმატუმების გარეშე უნდა დაიწყოს.
– ექსპერტები თქვენდამი მართლაც კრიტიკულად არიან განწყობილი, ამბობენ, სხვებმა ასე თუ ისე ბოდიში მაინც მოიხადეს და ნოღაიდელი პირიქით, თავისი პრემიერობის პერიოდით ამაყობსო.
– არ ვაპირებ ბოდიშების მოხდას და თვითგვემას. იმისთვის კი არ მოვსულვარ პოლიტიკაში, რომ სააკაშვილის რეჟიმი ჩამოვარდეს და ქვეყანაში გაურკვეველი ვითარება შეიქმნას. საჯარო პოლიტიკაში იმიტომ დავბრუნდი, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და გავატარო ის პოლიტიკა, რაც წარმატებული იყო 2004–2007 წლებში. ყველაზე წარმატებული იმ პერიოდში იყო საქართველოს ეკონომიკა, რომელზეც მე ვიყავი პასუხისმგებელი და, ცხადია, ამით ვამაყობ. ბოდიშის მოხდას არავისთან ვაპირებ. ვისაც ჰგონია, რომ საკუთარი მოქმედებების გამო ბოდიში აქვს მოსახდელი, იმას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება.
– ამ პერიოდზეც გამიგია განსხვავებული მოსაზრებები.
– შეუძლებელია მთავრობაში ყოფნა და საზოგადოების ყველა ფენისგან მუდმივად პოზიტიური შეფასებების მიღება. ხვალ და ზეგ, როცა ქვეყანაში ეკონომიკური სამართლიანობა დამყარდება, სადაც ბიზნესს გააკეთებს არა მხოლოდ სააკაშვილთან დაახლოებული რამდენიმე ჯიბის ბიზნესმენი, არამედ სხვებიც, ამითაც უკმაყოფილო დარჩება ვიღაც, იმიტომ რომ ხალხი უკვე მიეჩვია, განსაკუთრებით ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, არათანაბარ რეჟიმში მუშაობას, ფულის კეთებას სხვებისთვის წართმეული ბიზნესის ხარჯზე.
– თქვენი პრემიერობის პერიოდშიც ხომ იყვნენ სასათბურე ბიზნესმენები და ბიზნესის და კერძო საკუთრების დაწიოკება?
– ასე – არა.
– დაგავიწყდათ, ირაკლი ოქრუაშვილი ავტომატებით რომ უვარდებოდა?
– ეს მოსაწონი არაა. ასეთი მოქმედება, კანონიერიც კი, საბოლოო ჯამში, საინვესტიციო გარემოს აზიანებს. მაგალითად, თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლის დანგრევამ, იმის მიუხედავად, რომ უკანონოდ იყო აშენებული, საინვესტიციო გარემო დააზიანა. მაშინ ეს იყო ძალის დემონსტრირება საზოგადოების დასაშინებლად.
– თქვენ მიერ ნახსენებ ემისრებზე უნდა გკითხოთ. რატომ აგზავნის მათ სააკაშვილი რუსეთში და ვინ არიან ისინი?
– მათზე საუბრის დრო ჯერ არ მოსულა. რატომ დადიან, არ ვიცი. ამიტომაც მინდა, რომ ეს ხალხი, ვინც საქართველოს მთავრობის სახელით რუსეთში დადის, ღიად აწარმოებდეს მოლაპარაკებებს. უნდა ვიცოდეთ, ხელისუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ რის დათმობას აპირებს სააკაშვილი.
– დღეს მთელი ყურადღება გაზსადენის შესაძლო გაყიდვაზეა მიმართული. მის გაყიდვაზე საუბარი თქვენი პრემიერობის დროსაც იყო. რა არგუმენტები გქონდათ მაშინ და დღეს როგორ უყურებთ მის შესაძლო გასხვისებას?
– მას შემდეგ, რაც ამერიკის მთავრობისგან მივიღეთ ათასწლეულის დახმარების პროგრამით გაზსადენის რეაბილიტაციის თანხები, მისი გაყიდვის საჭიროება დღის წესრიგიდან მოიხსნა. ამ მაგისტრალური გაზსადენით გაზი მოგვეწოდება ჩვენ და სომხეთს. ამ ტრანზიტში ვიღებდით სომხეთში გატარებული გაზის 10 პროცენტს. გაზსადენი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ეს 10 პროცენტი გზაში იკარგებოდა და გაზსადენის მომსახურების ხარჯები ბიუჯეტიდან იყო გასაწევი. მაშინ ჩვენი გადაწყვეტილება პრაგმატული და სწორი იყო. თუ გაზსადენის სახელმწიფო საკუთრებაში შენარჩუნებას უნდა მოჰყოლოდა ტარიფის ზრდა მოსახლეობისთვის, ეს უაზრო გადაწყვეტილება იქნებოდა. როგორც კი გაზსადენის რეაბილიტაციის თანხები მოგვარდა, ეს იყო დაახლოებით 60–80 მლნ დოლარი, მისი გაყიდვის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, დანაკარგები ნულამდე შემცირდა, გაზსადენის ექსპლუატაცია მომგებიანი ბიზნესი გახდა, გატარებული გაზის 10 პროცენტი უფასო იყო, რომელსაც გაზის ტარიფის დაბალანსებისთვის ვიყენებდით. ეს ჩემ მიერ მიღებული გადაწყევტილებებია, რაზეც პასუხს ვაგებ. სხვა საქმეა, დღეს რა ხდება.
– რა ხდება?
– საქართველომ გაზსადენი სახელმწიფო საკუთრებაში უნდა შეინარჩუნოს. გაზსადენი არ მიმაჩნია მნიშვნელოვან პოლიტიკურ იარაღად რუსეთის ან დასავლეთის წინააღმდეგ. მას ენერგეტიკული ინტერესების შესაბამისად უნდა მივუდგეთ. თუ გაზსადენის პრივატიზაცია ხდება რაღაც შეთანხმებისთვის რუსეთთან, ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ. ამ გადაწყვეტილებას იღებს სააკაშვილის რეზიდენციაში შეკრებილი სულ რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ, ღამით.
– ბატონო ზურაბ, მოდით, კარგად მომიყევით, რა ხდებოდა ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით?
– ამ საქმის ყველა დეტალი ჩემთვის უცნობია. ვიცი, რომ არჩევნების შემდეგ პირველივე კვირაში ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი აძალებდნენ ვანო ჩხარტიშვილს, მიეცა ჩვენება, თითქოს ქრთამი მომცა პრემიერმინისტრობის დროს. ვანო ჩხარტიშვილი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო და სამი კვირის განმავლობაში მის მეუღლეს, ქალიშვილს და შვილიშვილს უფლებას არ აძლევდნენ წასულიყვნენ ქვეყნიდან. ამის შესახებ თვის დასაწყისში გავიგე, მაგრამ სანამ ისინი სამშვიდობოს არ გავიდნენ, არაფერი ვთქვი.
– რაში სჭირდებოდათ ეს, თან არჩევნების შემდეგ, როცა ძალაუფლება განიმტკიცეს?
– საქმე ისაა, რომ ვერ განიმტკიცეს. ამ არჩევნებში 200 მილიონი დოლარი დახარჯეს. ახლა ამ ფულის ამოღებით არიან დაკავებული. ზოგს იჭერენ, ზოგს უბრალოდ ფულს ართმევენ. ვინც ფულის გადახდას თანხმდება, ციხეში არ ჯდება, ვინც არ თანხმდება, ან გადასახდელი ფული არ აქვს, ჭკუაზე მოსასვლელად ცოტახანს ჩაჯდომა უწევს. არ ვიცი, ეს იყო ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა თუ დაჭერის.
– რატომ მაინცდამაინც ჩხარტიშვილი?
– ამ მიმართულებით უკვე ბევრი გზა მოსინჯეს. ბევრმა გამაგებინა, სხვებმა – არა. მოსკოვში ყოფნა გამიგრძელდა და აქედან მირეკავდნენ, აღარ ჩამოდიხარო? ვერ მოგართვით!
– ხშირად გამიგია, ზურაბ ნოღაიდელი სააკაშვილის თამაშს რომ არ თამაშობდეს, აუცილებლად დაიჭერდნენ და საფუძველსაც ნახავდნენო.
– როგორც ხედავთ, ბევრი მცდელობა იყო და ვერ დამიჭირეს და არც ისე ადვილი დასაჭერი ვარ. მიზეზს ვერ ნახავენ, უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ თუ გააკეთებენ, საზოგადოებისგან პასუხს მიიღებენ.
– არ გაშინებთ, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილს გაგახსენებთ.
– ოქრუაშვილიც მალე ჩამოვა საქართველოში. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ამ ხელისუფლებას შევცვლით და საქართველოს გაერთიანების და განვითარების შანსს დავუბრუნებთ.
ნინო მეტრეველი

კავშირი ტეგთან: ზურაბ ნოღაიდელი

კავშირი ტეგთან: ზურაბ ნოღაიდელი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 