asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მანჩესტერელთა ბებერი მგელი
მანჩესტერელთა ბებერი მგელი
მანჩესტერელთა ბებერი მგელი

2010-07-02 17:21:29



არსებობენ ფეხბურთელები, რომლებზე საუბრისთვისაც არ არის აუცილებელი ძალიან გამოიჩინონ თავი, ან რომელიმე სკანდალში გაეხვიონ, ისინი ლეგენდები არიან და მით უმეტეს, თუ ეს ლეგენდა ისევ მოედანზეა, მის დიდებაზე დაფიქრება და კარიერის, როგორც ფეხბურთის ისტორიაში დატოვებული წარუშლელი კვალის დაფასება ყოველთვის შეიძლება. მაშ ასე, თქვენს წინაშეა ბრიტანეთის 2009 წლის და ვინ იცის, იქნებ მთელი ბოლო ორი ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენი რაიან გიგზი!

ინგლისელი კომენტატორი ჯონათან პირსი ლეგენდარული უელსელის შეუპოვრობაზე, ხასიათზე და უდიდეს მოტივაციაზე გვიამბობს:

ირლანდიური რაგბის ლეგენდა, კეიტ ვუდი და მე სიხარულისგან კინაღამ სკამებიდან გადმოვვარდით, როცა მოვისმინეთ, რომ რაიან გიგზი ბრიტანეთის 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

ამას ალბათ, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მართლა გულით მინდოდა, რომ ეს ჯილდო გიგზს მოეგო, თავად ვუდი კი "იუნაიტედის" დიდი ხნის გულშემატკივარია.

რატომ მინდოდა? მე მუდამ პატივს ვცემდი "მანჩესტერის" დიდ ტრადიციებს, რომლებიც რაღაც სასწაულის წყალობით მის წიაღში გაზრდილ ნებისმიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს დაჰყვება ხოლმე თან, რაიან გიგზი კი ამ 19 წლის მანძილზე მთელ იმ ისტორიას ასხივებს, რომელიც მის "მანჩესტერში" მოსვლამდე თაობებმა დაწერეს, აი, ამიტომ...

არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა პირველად ვნახე რაიანის თამაში, 1991 წლის 28 სექტემბერი. მას შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა, იმ სეზონის შემდეგ კი "ახალი ჯორჯ ბესტი" შეარქვეს.

რაიანი არასდროს ცდილობდა ამ მეტსახელის გამართლებას, თუმცა მედია საშუალებები მუდმივად ამ ფაქტზე საუბრობდნენ, რომ ისტორია მეორდება, რომ ბესტი დაბრუნდა და ისევ "მანჩესტერის" მაისური მოირგო, ეს წარმოუდგენელი იყო...

დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე "ოლდ ტრაფორდზე" გაიელვებს ბიჭი, რომელსაც "ახალ რაიან გიგზს" უწოდებენ და ეს უელსელის სახელის უკვდავყოფა იქნება.

თავიდანვე მივხვდი, რომ მისი კრედო ნებისმიერი მეტოქის მოტყუება იყო, რაიანი მუდამ კარისკენ მიიწევდა და სულერთი იყო, წინ რამდენი მცველი აღუდგებოდა. უამრავი ტექნიკური ფეხბურთელი მინახავს, მასზე ბევრად ტექნიკურებიც კი, მაგრამ ის ელეგანტურობა, რომელიც გიგზის ყოველ მოძრაობას ახლავს თან, შეუძლებელია ვინმემ გაიმეოროს, მისი თითოელი გარბენი, ფინტი, ნაბიჯიც კი გამორჩეულია და ასეა უკვე ლეგენდარული 19 წლიანი კარიერის მანძილზე.

გიგზის თავდაჯერებულობა ზოგჯერ თავხედობამდე მიდიოდა, მაგრამ ამისთვის არასდროს გაუკიცხავთ, ამის საიდუმლოც ალბათ, ისევ ელეგანტურობაში უნდა ვეძიოთ...

მოედანზე ყველაფერს აკეთებდა, თავად იღებდა გადაწყვეტილებას და თავადვე ასრულებდა, იცოდა, რომ მის გვერდით მსოფლიო ფეხბურთის ავტორიტეტები თამაშობდნენ, მაგრამ მუდამ პასს ითხოვდა და მუდამ ცდილობდა ენახებინა ყველასთვის, რომ შეეძლოთ მისი იმედი ჰქონოდათ და ეს ყველაფერი 17 წლის ასაკში...

მას შეეძლო გაეკიცხა ჟურნალისტები, ანაც არბიტრი მიკერძოებულობაში დაედანაშაულებინა, მაგრამ მოედანზე მის ჯენტლმენობაზე ლეგენდები იმ წუთიდან დადის, როცა პირველად გამოჩნდა მწვანე მინდორზე.

გიგზი ფეხბურთს სცემდა პატივს და ყველას, ვინც მის გვერდით თამაშობდა. განზრახ არასდროს უხეშობდა, არასდროს მიმართავდა უშვერ სიტყვებს და ბრძოლისას ხელსაც კი იშვიათად იშველიებდა, საკუთარი ტექნიკის, აზროვნების და უმაღლესი კლასის იმედი ჰქონდა თავიდანვე და 35 წლის ასაკშიც ასე იქცევა...

მის კარიერაში უამრავი გამორჩეული მომენტია, რომლებზეც ტომები შეიძლება დაიწეროს. მე ორ მათგანს მოვიყვანდი, გამარჯვებას "ქუინზ პარკ რეინჯერსზე", რომელმაც სერ ალექსის გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში დააბრუნა და რა თქმა უნდა, 1999 წლის თასის ნახევარფინალს ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ.

ეს მხოლოდ მინიმუმია იმ მატჩებისა, როცა ფეხბურთი ცეკვად, ისტორია და ხელოვნება კი ერთ მთლიანობად იქცა იმ სანახაობისა, რომელსაც გიგზის მორიგი შედევრი დაერქვა.

გარდა იმისა, რომ ჩემი აზრით ის მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვედრას იმსახურებს, გიგზი შესანიშნავი ადამიანია.

ჩემდა საბედნიეროდ, მქონია პატივი რამდენიმე დღე მის გვერდით გამეტარებინა და შთაბეჭდილება, რომელიც მისმა ჰუმანურობამ დამიტოვა, უბრალოდ წარუშლელია.

ყოველთვის, როცა მას ვუყურებ, ერთ რამეზე ვფიქრობ, ჩემს წინაშე ბრიტანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დგას, რა ბედნიერებაა, რომ ჯერ ისევ გადის მოედანზე და ყოველ კვირას მისი შემოქმედებით ტკბობის ნებას გვაძლევს უბრალო მოკვდავებს.

ვინ იცის, იქნებ რაიანმა სულაც ხვალ დაასრულოს კარიერა, მაგრამ დარწმუნებით ვაცხადებ, ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც ჩემი საფეხბურთო გემოვნება შეცვალა".

2010 წლის სეზონიც მიილია და რაიან გიგზი ისევ "მანჩესტერის" ღირსებას იცავს და როგორც ამბობენ, კიდევ ორი სეზონი აპირებს გუნდში დარჩენას. მართალია, ვეღარ ახერხებს ყველა შეხვედრის მთელი 90 წუთის მანძილზე თამაშს, მაგრამ...

ის დღეს ისევ "მანჩესტერის" ცოცხალი ლეგენდაა...

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: გიგზი
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online