asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ტუბერკულოზი განკურნებადია!
ტუბერკულოზი განკურნებადია!
ტუბერკულოზი განკურნებადია!

2009-06-10 00:00:00



ტუბერკულოზი ის დაავადებაა, რომლის მკურნალობა არცთუ მარტივია. ეს პრობლემა საუკუნეების განმავლობაში იყო მედიკოსთა ინტერესის საგანი და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. ტუბერკულოზის შესახებ ვესაუბრებით ტუბერკულოზისა და ფილტვის სნეულებათა ეროვნული ცენტრის ამბულატორიული განყოფილების გამგეს, ლეილა გოგინაშვილს.

– ქალბატონო ლეილა, რა არის ტუბერკულოზი?

– ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელიც აირწვეთოვანი გზით გადადის. ადამიანთა დიდი ნაწილი დაინფიცირებულია, განსაკუთრებით მოზრდილ ასაკში, მაგრამ არ არის სავალდებულო, ყველა დაინფიცირებული დაავადდეს ტუბერკულოზით. მათგან ავად მხოლოდ 4–5% პროცენტი ხდება. ტუბერკულოზი განკურნებადია, თუკი მოხდება მისი დროული აღმოჩენა და სწორი მკურნალობა.

– რა იწვევს ტუბერკულოზს?

– ტუბერკულოზის მიკობაქტერია, რომელიც მე–!9 საუკუნეში აღმოაჩინა რობერტ კოხმა. მაშინ თვლიდნენ, რომ აღნიშნული ბაქტერიის აღმოჩენით მნიშვნელოვნად გაიოლდებოდა ამ დაავადების მკურნალობა, თუმცა ასე არ მოხდა და ტუბერკულოზი დღემდე სერიოზულ დაავადებად რჩება.

– არსებობს ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმები.

– არსებობს სენსიტიური და რეზისტენტული ფორმები. ამ უკანასკნელის მკურნალობა დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ. ეს არის საკმაოდ მძიმე ფორმა ტუბერკულოზისა, როდესაც პირველი რიგის პრეპარატების მიმართ ტუბერკულოზის გამომწვევ მიკობაქტერიას გააჩნია გამძლეობა. ამიტომ მკურნალობა ხდება მეორე რიგის პრეპარატებით, რომლებიც შედარებით ნაკლებ აქტიურნი არიან მიკობაქტერიის მიმართ, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. სამწუხაროდ, ამ პრეპარატებს აქვთ გვერდითი მოვლენები და პაციენტები რთულად იტანენ მკურნალობის პროცესს. სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში შეინიშნება რეზისტენტული ტუბერკულოზის მაჩვენებლების მკვეთრი ზრდა. ასეთი პაციენტების მკურნალობის პროცესი შეადგენს დაახლოებით !8–24 თვეს.

ტუბერკულოზის სენსიტიური ანუ მგრძნობიარე ფორმების მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ არის 6–7 თვე და ეს პროცესი განკურნებით მთავრდება.

– ვინ განეკუთვნება რისკ–ჯგუფს?

– რისკ–ჯგუფს განეკუთვნებიან ბავშვები, მოხუცები, ორსულები და მეძუძურები, ვინაიდან მათ დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. ასევე შაქრიანი დიაბეტით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით, ბრონქული ასთმით დაავადებულები. არის შემთხვევები, როდესაც ავადმყოფი გვიან მოგვმართავს, ან გადატანილი აქვს ტუბერკულოზი და მალავს. ტუბერკულოზი განკურნებადია, თუკი მოხდება მისი დროული აღმოჩენა და მკურნალობა. ამიტომ ყველამ, ვისაც გაუგრძელდება ნახველიანი ხველა 3 და მეტი კვირის განმავლობაში, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს გამოკვლევა.

– ტუბერკულოზის მკურნალობა უფასოა?

– ჩვენს ქვეყანაში ტუბერკულოზის მკურნალობა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. !995 წლიდან არსებობს ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა, რომლის მიხედვით, პაციენტის გამოკვლევა და მკურნალობა არის უფასო როგორც ამბულატორიაში, ისე სტაციონარში.

– რამდენად ხშირია ბავშვთა ტუბერკულოზის შემთხვევები?

– ბავშვთა ტუბერკულოზი შედარებით იშვიათად გვხვდება, მაგრამ თუ ბავშვს ან ოჯახის ნებისმიერ წევრს უხდება კონტაქტი დაავადებულთან, რომელიც არის ბაქტერიაგამომყოფი, პროგრამული დაფინანსებით ხდება მათი გამოკვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობაც.

– რა პრობლემებს აწყდებით პაციენტებთან ურთიერთობისას?

– ძირითადი პრობლემა არის ის, რომ პაციენტები ხშირად არ არიან დამყოლნი. ხშირად არ ამხელენ, რომ დაავადებულნი არიან, რადგან ეშინიათ საზოგადოებისგან გარიყვის. არ უნდა არსებობდეს სტიგმა ამ დაავადების მიმართ. ამისთვის ჩვენ ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევთ როგორც ავადმყოფს, ისე მისი ოჯახის წევრებს.

– როგორია ტუბერკულოზის სტატისტიკა უკანასკნელ წლებში?

– ბოლო წლებში შეინიშნება ტენდენცია ახალი შემთხვევების კლებისა, რასაც მნიშვნელოვნად განაპირიობებს მოსახლეობის ინფორმირებულობა. ყოველ 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და მედია აშუქებს ამას.

– და ბოლოს, პრევენციის რა საშუალებები არსებობს?

– უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. ამასთან, ყველა პაციენტი, რომელიც არის ბაქტერიაგამომყოფი, უნდა იყოს იზოლირებული გარკვეული დროის განმავლობაში, სანამ არ მოხდება ნახველში მიკობაქტერიის გამოყოფის შეჩერება. ამისთვის ისინი მოთავსებულნი უნდა იყვნენ სტაციონარში. აუცილებელია დაავადების კონტროლი ქვეყნის შიგნით. სუფთა ჰაერზე ხშირად ყოფნა, მზის სხივები და სრულფასოვანი კვება ასევე პრევენციის საშუალებებია. მინდა ყველას მოვუწოდო – დროულად მიმართეთ ექიმს. ტუბერკულოზი განკურნებადია. დროული და სწორი მკურნალობის შედეგად ხდება პაციენტის აბსოლუტური გამოჯანმრთელება!

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online