| ქალი და მამაკაცი |

ბადრი პატარკაციშვილი ტარიელ ონიანმა გაყიდა?!
რა ამბები ჩამოიტანა თემურ შაშიაშვილმა ვალერი გელბახიანისგან
2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ ტელეკომანია "იმედი" რომ დაარბია, შემდეგ არაერთი ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, მათ შორის, ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის და ერეკლე კოდუას საუბარი. ამ საქმეში ყველაზე დილეტანტებსაც გაუჩნდათ კითხვა, როგორ მოახერხა კოდუამ ლონდონში, პატარკაციშვილის ოფისში, სადაც უნებართვოდ ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა, ჩამწერის შეტანა. ბევრი ვარაუდი გამოითქვა. მერე ეს თემაც, ისევე როგორც ბევრი სხვა, დავიწყებას მიეცა.
ჩანაწერის თემა მოძრაობა "თეთრების" ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა გაააქტიურა ევროპიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც პატარკაციშვილის ყოფილ თანამებრძოლს და იმავე თემაზე ფარული ჩანაწერების მთავარ გმირს, ვალერი გელბახიანს შეხვდა. გელბახიანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაშია დადანაშაულებული და დაჭერის შიშით სამშობლოში ვერ ბრუნდება.
კოდუასა და პატარკაციშვილის საუბრის ფარული ჩანაწერის შესახებ შაშიაშვილმა სერიოზული ვარაუდები გამოთქვა, რაც, როგორც თვითონ ამბობს, უტყუარ ინფორმაციებზეა დაყრდნობილი.
თემურ შაშიაშვილი:
– ჩვენ ვუერთდებით 30 მაისის პოლიტპატიმრებისადმი მხარდამჭერ აქციას. ეს უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტპატიმრების, არამედ პოლიტემიგრანტების, იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოში ვერ ჩამოდიან. მათ ხელისუფლებამ გზა გადაუკეტა, ასეთი დაახლოებით ასი ადამიანი ვიცი, ვისაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში შევხვდი. ერთ–ერთი ასეთი ვალერი გელბახიანიც გახლავთ. ბევრნი არიან, ვისაც ხელისუფლებამ დაურეკა და გააფრთხილა, არ ჩამოსულიყვნენ.
მე ვარ ის პიროვნება, რომელსაც სიკვდილამდე ორი დღით ადრე ესაუბრა ბადრი პატარკაციშვილი. მან მითხრა ხუთი პიროვნების გვარი, რომლებმაც მისგან 5 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს და მის ტელეფონსაც აღარ პასუხობდნენ. ამაზე მაშინაც ვწერდი. თუ პატარკაციშვილზე რაიმე ჩანაწერები კეთდებოდა და ეს გამოძიება მიმდინარეობს, მაშინ ჩვენი საუბარიც უნდა ჩაწერილიყო და გამოძიებას მეც უნდა დავეკითხე, მაგრამ ასეთი რამ არ ყოფილა. ან ჩემთან შეხვედრა არ აწყობდათ, ან არავინ არაფერს იწერდა და სხვა პროცესი იყო.
გამოძიება წარმოუდგენლად ცუდად წავიდა. საქმე ისე დევს, რომ არავის აწუხებს, რა მოხდა. მათ შორის, პოლიტიკოსებსაც.
გავრცელებულია აზრი, რომ ბადრი პატარკაციშვილის და ერეკლე კოდუას საუბრის ჩანაწერი კოდუამ გააკეთა. ეს ხელისუფლების და კოდუას ტყუილია. მახსოვს პატარკაციშვილის მაშინდელი ნათქვამი და ეს დაადასტურა ვალერი გელაბახიანმაც, რომელსაც ევროპაში შევხვდი. მან თქვა, რომ, ყველა ინფორმაციით, ეს ჩანაწერი კოდუას არ გაუკეთებია.
– მაშინ ვინ გააკეთა?
– ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ვადასტურებთ, რომ ჩანაწერი გააკეთა ბადრი პატარკაციშვილმა. გამოძიების პირველ ტომში არის ოპერატიულ–ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების ოქმები, რაც იმის დამადასტურებელია, რომ გელბახიანის საუბრის ფარული ჩანაწერი კანონიერად, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაკეთდა. ოქმში მითითებულია, როგორ აპარატურაზე იწერება, სად მონატაჟდება, შემდეგ ფირის სტენოგრამა კეთდება და დედანი ილუქება.
პატარკაციშვილის და კოდუას საუბრის ჩანაწერზე ყველა ეს პროცედურა დარღვეულია. არ არსებობს არავითარი დოკუმენტი, რომ უნდა მომხდარიყო ჩაწერა და საქმეში არ არსებობს დედანი. დედნის არარსებობა ნიშნავს, რომ ეს ჩანაწერი კოდუას არ გაუკეთებია. გამოიძიების მეორე ტომში, 400–405–ე გვერდებზე არის კოდუას ჩვენება, სადაც ამბობს, რომ მას ჰქონდა ვიდეოჩამწერი, რომელიც პატარკაციშვილის დაცვამ ჩხრეკის დროს ვერ აღმოაჩინა, მაგრამ არ ამბობს, რა ფორმის იყო ჩამწერი და სად ჰქონდა დამონტაჟებული. კოდუა ამბობს, რომ, როცა ოთახში დამთავრდა საუბარი, შემდეგ პატარკაციშვილმა გაიყვანა აივანზე და იქ შესთავაზა რამდენიმე კაცის ლიკვიდაციის გეგმა. ეს საუბარი ფირზე არ არსებობს. თუ კოდუას ჩამწერი ჰქონდა, მაშინ აივანზე საუბარი ფირზე რატომ არაა დაფიქსირებული? მაშინ დაიწერა, რომ ჩამწერი კბილში ჰქონდა თუ ფეხში. თუ ასე იყო, აივანზე გასვლამდე ოთახში კბილი დატოვა თუ ფეხი?
– თუ ჩანაწერი პატარკაციშვილმა გააკეთა და არა – კოდუამ, მაშინ გაუგებარია, როგორ მოხვდა ფირი ხელისუფლების ხელში.
– დრო დაადასტურებს, რომ პატარკაციშვილის "დიდმა მეგობრებმა" "იმედში" ლონდონიდან პატარკაციშვილის მიერ გადმოგზავნილი ვიდეომასალა გაუშვეს არა ტელევიზიით, როგორც ამას პატარკაციშვილი ითხოვდა, არამედ ხელისუფლებას ჩააბარეს. ეს იყო დიდი მზაკვრობა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ფეხზე დააყენა პატარკაციშვილმა, სახელიც შეუქმნა და მილიონებიც მისცა. ხელისუფლებამ დაჩეხა ლონდონის ჩანაწერი და პატარკაციშვილის წინააღმდეგ გამოიყენა. ბადრი პატარკაციშვილი ამ ღალატის მსხვერპლი გახდა. მოღალატეები კი ისევ მზეობენ, დემოკრატობენ და ჭკუას გვასწავლიან.
ვახტანგ კომახიძის გამოძიება და ფილმი "მედია კონტროლი ვარდისფრად" ადასტურებს, რომ იმ ჟურნალისტებმა ხელისუფლებასთან გარიგებით და არა თავისუფალი სიტყვის გამო, როგორც ეს ხმამაღლა განაცხადეს, დატოვეს ტელეკომპანია. ეს იყო გარიგება და დღეს პოლიტიკაში თუ ჟურნალისტიკაში მყოფები სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებიან.
– იქნებ უფრო დავაკონკრეტოთ, ვინ გადასცა ხელისუფლებას ეს ჩანაწერი?
– "იმედის" მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, რამდენიმე კაცია.
– გიორგი თარგამაძეს გულისხმობთ?
– არა მხოლოდ მას. დადასტურებულად გეუბნებით, რომ ჩანაწერი ბადრი პატარკაციშვილმა გააკეთა. მან გადაუგზავნა "იმედს". იქიდან როგორ მოხვდა ხელისუფლების ხელში, ეს თქვენთან ერთად უნდა გამოვიძიოთ. ბევრ საინტერესო მასალას ველოდებით და მას ჟურნალისტებს უთუოდ გაგაცნობთ.
– პატარკაციშვილის ინტერესი ამ ჩანაწერის გაშვებაში რა იყო?
– ბევრი მასალაა იქ ისეთი, ჩანაწერი ეთერში რომ გასულიყო, პატარკაციშვილის სასარგებლოდ იმუშავებდა. პატარკაციშვილმა ეს მასალა მას შემდეგ გადმოაგზავნა, როცა ხელისუფლებამ თქვა, რომ რაღაც სერიოზული მზადდებოდა. პატარკაციშვილი მიხვდა, რომ გაყიდული იყო და გადმოსცა მთელი ჩანაწერი, რომელიც ხელისუფლების ხელში მოხვდა.
– კოდუა რა მიზნით წავიდა, თუ ჩამწერი არ ჰქონდა?
– სწორედ ეს იყო ბადრი პატარკაციშვილის ყველაზე დიდი შეცდომა. მან მითხრა, იმ ქურდმა გამყიდაო. ეს ქურდი დღეს ხელისუფლებასთან ვითომ დაპირისპირებულია, მაგრამ მაშინ ძალიან კარგად იყვნენ. დრომ შეიძლება ისიც დაადასტუროს, რომ კოდუას ეს გადაწყვეტილება არცთუ შემთხვევით ჰქონდა მიღებული. ალბათ გამოჩნდება იმ კანონიერი ქურდის გვარი, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილს დაურეკა და უთხრა, ჩათვალე, რომ მე მოვდივარ და კოდუა ისე მიიღეთო. ეს მითხრა გელბახიანმაც და პატარკაციშვილმაც.
– ვინ არის ეს კანონიერი ქურდი, ტარიელ ონიანი?
– ჩავთვალოთ, რომ ის იყო, მაგრამ ეს თქვენი ნათქვამია.
– გამოდის, ბადრი პატარკაციშვილს კანონიერ ქურდებთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონია და მათ სიტყვას პატივს სცემდა.
– როცა საქართველოში ბერეზოვსკი და ონიანი ჩამოვიდნენ, ორივეს სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილის ოფისში შეხვდა. ქურდს პატარკაციშვილი შეხვდება თუ სხვა ვინმე, ჩემთვის მიუღებელია. ის ქურდი რა ქურდია, ვინც ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება?! ძლიერი ქურდი არ არსებობს. არსებობს ხელისუფალი, რომელიც ქურდზე დაყრდნობით მიდის წინ და ასეთია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება.
დღევანდელ პარლამენტში ტარიელ ონიანის სიით გასული ხალხიცაა. ეს ხელისუფლება ეყრდნობოდა ტარიელ ონიანს და მისი ახლობლები და ნათესავები დაწინაურებულები არიან. არც ბაზრები აკლიათ, არც უნივერსიტეტები, არც მაღალი თანამდებობები. საქართველოში ბევრი რამის უკან კანონიერი ქურდების ოჯახებთან დაკავშირებული პირები დგანან. ვიცი, ასეთი განცხადებებით რა მდგომარეობაში ვიყენებ თავს, მაგრამ ჯობია, შევეწირო ამ ხელისუფლებასთან ბრძოლას, ვიდრე შევეგუო.
– მოდით, ჩანაწერის თემას დავუბრუნდეთ. რის სანაცვლოდ შეიძლებოდა გადაეცა "იმედის" ხელმძღვანელობას ხელისუფლებისთვის ის ჩანაწერი, რაიმე კომპრომატის თუ დაპირების?
– ძალიან ბევრი სესხია დადებული, დიდი თანხებია მიცემული. ამ ხალხმა ის მიიღო, რაც არ ეკუთვნოდა და ეს მიიღეს "ტელეიმედის" დარბევით და პატარკაციშვილის სიკვდილით. ბევრი მასალაა და გამოჩნდება. როცა "იმედს" შეესივნენ, პოლიციელებს გამოჰქონდათ ზოგიერთის ტანსაცმელი, რომლებიც გვეუბნებოდნენ, ლამის დაგვაქციესო. დღეს ეს ხალხი ხელისუფლების სამსახურშია. თუ მაშინ მართლა ასეთი დარბევა და დაქცევა იყო, დღეს ხელისუფლების სამსახურში არ უნდა იყო. ეს არის მიყიდვა–გაყიდვა და საქართველოს ღალატი.
– კონკრეტულად ვის ბრალს ხედავთ?
– მე ვხედავ ბევრი ადამიანის უზნეობას. "იბერვიზია" შეიქმნა, იქ იყვნენ, აჭარის ტელევიზია შეიქმნა, იქ იყვნენ, მაგრამ მე კონკრეტულ პიროვნებებს არ ვებრძვი. მინდა, სიტყვის თავისუფლება იყოს და ამ ხელისუფლებას როგორმე გამოვგლიჯოთ თავისუფალი სივრცე.
– ვინ იყო ის ხუთი კაცი, ვისაც ბადრი პატარკაციშვილმა მილიონები მისცა?
– ეს ხალხი პირდაპირ არის დაკავშირებული ამ ჩანაწერთან. ხელფასები აქვთ მიღებული მილიონი დოლარის ფარგლებში. ყველაფერს ჩემგან ნუ ითხოვთ. ესენი ჟურნალისტები და "იმედში" მომუშავე ხალხია.
– თქვენ და ბადრი პატარკაციშვილს კიდევ გქონდათ საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე საუბარი?
– იმ დღეებში ლონდონში მიწვევით მივემგზავრებოდი. ჩვენი საუბარი შეეხებოდა ჩემს პროგრამას. მას ვუთხარი, რომ მისი პროგრამა იყო სოციალური დემაგოგიის პროგრამა და რომ ასეთი რამის განხორციელებას საქართველოში არასოდეს ვისურვებდი. ქართველ კაცს უფასო არაფერი სჭირდება. მას ჯიბეში უნდა ჰქონდეს ფული და ყველაფერს თვითონ გადაიხდის. მითხრა, რომ დაინტერესდა ჩემი პროგრამით და მის განსახორციელებლად ბოლო ცენტს გაიღებდა.
– რა პროგრამაზეა საუბარი?
– მაისის ბოლოს წარმოგიდგენთ ჩვენს ყრილობაზე და ნახავთ.
– ბატონო თემურ, როდის იხილავს საზოგადოება თქვენ მიერ დაპირებულ სენსაციურ კასეტებს?
– 5 მაისს იწყება სასამართლო "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას". სასამართლოში ჩვენი ყველა დაპირებული კასეტა იქნება წარდგენილი. ამის ხელისუფლებას ძალიან ეშინია და ცდილობენ, შემაშინონ. ადრე ტელეფონის ნომერიც ვთქვი, საიდანაც ესემეს–ი მივიღე, მაგრამ არავინ დაინტერესებულა. ამ დილითაც (ჩვენი საუბარი 23 აპრილს შედგა. ავტ.), 8 საათსა და 15 წუთზე, ჩემს ტელეფონზე დაფარული ნომრიდან დამირეკეს მუქარით. თუ ვინმეს სურს გარკვევა, რა ნომრიდან დაირეკა, რთული არაა, მაგრამ ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ – პოლიტიკოსი ამბობს, დამირეკეს, დაგკლავთო და ამას ყურადღებას არავინ აქცევს.
ნინო მეტრეველი

კავშირი ტეგთან: ბერეზოვსკი

კავშირი ტეგთან: ბერეზოვსკი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 