| ქალი და მამაკაცი |

რა ეჭვები ღრღნის ფიქრია ჩიხრაძეს
რა ეჭვები ღრღნის ფიქრია ჩიხრაძეს
ამ დღეები მთელი ქართული ჟურნალისტიკა იმის გარკვევით იყო დაკავებული, არის თუ არა განხეთქილება "ალიანსში საქართველოსთვის". ჭორები ამის შესახებ კარგა ხანია დადის, მაგრამ პრესკონფერენციაზე, სადაც ალიანსის ორმა ლიდერმა – დავით უსუფაშვილმა და დავით გამყრელიძემ – ერთობის ლოზუნგი "ყველა მინუს ნოღაიდელი" გააჟღერა, არც ირაკლი ალასანია იყო და არც სოზარ სუბარი. იმ საღამოსვე ალასანიას თანაგუნდელმა ზურაბ აბაშიძემ გვამცნო, ჩვენ ყველასთან სათანამშრომლოდ ვართ მზადო. მართალია, მეორე დღეს ალასანიამაც და სუბარმაც განგვიმარტეს, ალიანსი გადაწყვეტილებაში ერთიანია, მათ შორის ფორმულაში "ყველა მინუს ნოღაიდელიო", მაგრამ აფუთფუთებული ეჭვის ჩაცხრომა არც ისე იოლია. ამიტომ საკითხის გასარკვევად "სარკე" ახალი მემარჯვენეების ერთ–ერთ ლიდერს, ფიქრია ჩიხრაძეს ესაუბრა.
ფიქრია ჩიხრაძე:
– ალიანსის შექმნიდან ერთი წელი გადის და უთანხმოებაზე ჭორები მუდმივად თან გვდევს. ამ დღეებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გვქონდა, სადაც ჩვენი ალიანსის ოთხივე ლიდერი ესწრებოდა. ამ ხანგრძლივი შეხვედრის დროს ხან ერთი გადიოდა რაღაც საქმეზე, ხან მეორე. თითოეულის გასვლა მედიის აჟიოტაჟის საგანი იყო. ბოლოს ხუმრობდნენ, ეტყობა, საპირფარეშოშიც გუნდურად უნდა ვიაროთო. როცა პოლიტიკური მოთამაშე ხარ, უნდა შეეჩვიო, რომ ასეთი რამ ითქმება. მთავარია, რომ ჩვენში კვლავ ძველებური განწყობაა, ანუ ვიბრძოლოთ კონსტიტუციური, მშვიდობიანი გზით. ადგილობრივი არჩევნები ერთ–ერთ ამ გზად მიგვაჩნია, რომ მოვახერხოთ საქართველოში პოლიტიკური ბალანსის გაჩენა. სხვანაირად ქვეყანას დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა არ აქვს. შემაშფოთებელი იქნება, თუ ამ შანსს არ გამოვიყენებთ და ავტორიტარულ რეჟიმს განმტკიცების საშუალებას მივცემთ.
– ეს ჭორი გაამყარა იმ პრესკონფერენციამ, სადაც მხოლოდ გამყრელიძე და უსუფაშვილი გამოვიდნენ, დააფიქსირეს ერთიანობის პოზიცია "მინუს ნოღაიდელი" და შემდეგ ზურაბ აბაშიძემ გააკეთა კომენტარი, რომ ისინი ყველასთან სათანამშრომლოდ მზად არიან.
– სახელისუფლებო მედია იმ დღეს გახარებული იყო იმით, რომ ალიანსში გაუგებრობაა და მომდევნო დღეს ჩამოსტიროდათ სახეები, როცა ალასანიას და სუბარის განცხადებების შემდეგ ეს ეჭვი გაიფანტა. რა ვქნათ? 15 თებერვალს, როცა ალასანიას ჰქონდა საზოგადოებასთან შეხვედრა, არც ერთ კადრში მოგვახვედრეს მემარჯვენეები და რესპუბლიკელები, მერე მიდიოდა აზრის ტირაჟირება, რომ იქ არ ვიყავით. სახელისუფლებო პროპაგანდაა და ამას შეიძლება საზოგადოებრივ აზრზე გარკვეული ზეგავლენა აქვს.
– თუმცა ალასანიას თანაპარტიელმა აბაშიძემ ასეთი განცხადება მართლა გააკეთა. ეს რა იყო, გაუგებრობა?
– იმ დღეს ისეთი აჟიოტაჟი იყო ამ თემაზე, აბაშიძე ცდილობდა, დიპლომატიურად გამოსულიყო სიტუაციიდან. ხშირად მე ვერ მიცვნია საკუთარი განცხადება. მთავარია, რომ შემდეგ ყველამ ერთად დავადასტურეთ ალიანსის პოზიცია და ეჭვი გაქარწყლდა.
– როგორც ვიცი, რამდენიმე კვირის წინ ალასანია ნოღაიდელს შეხვდა.
– შეხვედრა არავისთანაა პრობლემა, მტერთანაც უნდა შეგეძლოს ლაპარაკი. საერთაშორისო ფორმატებია, სადაც ნოღაიდელის პარტიასაც იწვევენ და ხომ არ ვიტყვით ამ მიზეზით მისვლაზე უარს? დათო გამყრელიძეც შეხვდა ნოღაიდელს და იყო ერთი ამბავი, "ახლები" ნოღაიდელთან ერთიანდებიანო. დათომ ნოღაიდელს უთხრა, კი ბატონო, აზრები გავცვალოთ, მაგრამ არც ერთ საერთო პროექტში მონაწილეობას არ მივიღებთ, ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია კი საქვეყნოდ გაცხადებულიაო. როცა რაიმე ტიპის ერთობაზე ლაპარაკობ, კომპრომისებზე მიდიხარ, მაგრამ არის რაღაცეები, რაც კომპრომისების ძიებისთვის შეუძლებელია. ვინ რა არგუმენტაციაც არ უნდა მომიყვანოს, მე და ზურაბ ნოღაიდელი ერთ პროექტში ვერასოდეს აღმოვჩნდებით.
– თუ ოქრუაშვილი, ბურჯანაძე მიიღო ოპოზიციამ, რატომაა თქვენთვის ნოღაიდელი მიუღებელი?
– 9 აპრილის აქციებზე ოპოზიციამ თქვა უარი, აქციაზე ნოღაიდელი მისულიყო. ბურჯანაძესთან საერთო არც ბლოკი შეგვიქმნია და არც მომავალში ვაპირებთ, მაგრამ აქციაში ვმონაწილეობდით. ერთი წლის შემდეგ რა შეიცვალა ნოღაიდელთან მიმართებაში? ის, რომ მან პუტინს, როგორც ლამის საკუთარ თანაგუნდელს, ხელი ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა. გოგა ხაინდრავასთან, ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ, როცა ხელისუფლებაში იყო, ვჩხუბობდით. როცა ხაინდრავა ცხინვალის რეგიონში ომის საშიშროებაზე ალაპარაკდა, მასთან ვთანამშრომლობდით.
– ირაკლი ალასანიაც იმ კანტორიდან არაა, რასაც ხელისუფლება ჰქვია?
– ირაკლი ალასანია ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც ჩვენთვის პოზიტიური ფიგურა იყო. ნოღაიდელთან არც ერთი პოზიტიური დღე არ მახსოვს. იყო ერთი გამონაკლისი, როცა გულის პრობლემები ჰქონდა, მისი კრიტიკა გავაჩერეთ.
– მახსოვს ირაკლი ოქრუაშვილთან თქვენი პრეტენზიები მისი მინისტრობის დროს, პირდაპირ გაშიფრული სქემები ცხინვალიდან შემოსულ კონტრაბანდაზე, რასაც ოქრუაშვილი, ქარელი და მისი თანაგუნდელები ლობირებდნენ. ოქრუაშვილის პარტიაც იმ აქციებზე იყო.
– ჩვენ ვთქვით, რომ სანამ ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილია, მზად ვართ, დავიცვათ მისი უფლებები, მაგრამ მასთან პოლიტიკურ ბლოკში ვერავინ გვნახავს. ეკა ბესელიასთან საუკეთესო ურთიერთობები გვქონდა და გვაქვს, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილის ლიდერობა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. იცით ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება ნინო ბურჯანაძის მიმართ, მაგრამ არასოდეს შემპარვია ეჭვი, ბურჯანაძე ხელისუფლების პროექტი ხომ არ არის და მათთან უნისონში ხომ არ თამაშობს–მეთქი. ნოღაიდელზე ეს ეჭვები მაქვს. ვერ დავიჯერებ იმასაც, რომ ისე გამამაცდა პეტრე მამრაძე, უცებ ხელისუფლებასთან ყველაზე აგრესიულად დაპირისპირებული გახდა. თუ ვინმეს უნდა, ხელ–ფეხი შემიბორკოს და აუცილებლად ნოღაიდელის დროშის ქვეშ გამაერთიანოს, ეს ამბავი არ გამოვა! საზოგადოება აქეთ უნდა მოუწოდებდეს პოლიტიკოსებს, რომ რაღაც ზღვარი არ გადალახონ. რას ჰქვია, ერთობისთვის ყველაფერს არ აკეთებთო?! მაშინ იგორ გიორგაძესაც გავუერთიანდეთ!
– ეჭვი, რომ ნოღაიდელი სააკაშვილის თამაშს თამაშობდა, ბევრს ჰქონდა, სანამ მოღალატის ძახილით ჯვარზე არ გააკრა ხელისუფლებამ. რა იყო ეს ნოღაიდელისთვის – პიარი თუ ანტიპიარი?
– პიარი. პიარტექნოლოგია იცნობს ასეთ მეთოდს – ხელისუფლებამ გამოკვეთოს მისთვის სასურველი მოწინააღმდეგე. ნოღაიდელის ყველა ნაბიჯი მედიაში პირველ და მეორე სიუჟეტებად გადის. ამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ, მედიასთან პროფესიული შეხებაც მქონია და ვიცნობ პიარტექნოლოგიებს. კლასიკური მეთოდია, როცა ხელისუფლება ალასანიას კი არ კვეთს მთავარ სამიზნედ, რომელიც სერიოზული პრობლემაა მათთვის, ან ვინმე სხვას, არამედ ნოღაიდელს, რომელიც, იცის, რომ არ არის რეიტინგული, რომ წამგებიანი ნაბიჯების გადამდგმელია და ალბათ ხელისუფლების დიდი ინტერესია, რომ მთელ ოპოზიციას ნოღაიდელის ირალიყის ქვეშ მოუყაროს თავი. ერთობის რანაირი ფორმულაც უნდა შემომთავაზონ, ეს წარმოუდგენელია!
კახა კუკავა, ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი ჩვენი თანამებრძოლები არიან და რა უნდა მოხდეს, რომ მათზე აუგი ვთქვა, მაგრამ გული მწყდება, როცა ამბობენ, პარტნიორს არ მივატოვებთ შუა გზაშიო და ნოღაიდელს გულისხმობენ. ამდენი ხნის პარტნიორები ვიყავით და შარშანდელი აგვისტოდან მოყოლებული ვეხვეწებოდით, ერთად ვყოფილიყავით არჩევნებში. ისინი სოზარს ეხვეწებოდნენ, რომ მათი მერობის კანდიდატი ყოფილიყო. სოზარმა ირაკლი ალასანიას კონკურენცია კი არ აირჩია, ღირსეული ნაბიჯი გადადგა და თქვა, ძალები გავერთიანდითო. მერე ყველა ერთად ვთხოვდით კონსერვატორებს და ხალხის პარტიას ერთად ვყოფილიყავით. კობა და ზვიადი ერთ პარტიაში იყვნენ, ერთად ვერ გაძლეს, მერე ორივემ კანდიდატურა დააყენა ერთმანეთის საკონკურენციოდ და ახლა მე მეჩხუბებიან, ერთობა რატომ არ გინდაო. ერთობა ვისაც უნდა, ახერხებს და ჩვენ ეს მოვახერხეთ. ახლა თუ ნოღაიდელის დროშის ქვეშ უნდა ვირბინოთ ერთობის ლოზუნგით, ასეთი ერთობა არ გამოვა.
– პრაიმერი გამყრელიძის ინიციატივა იყო. ითქვა, რომ შემოდგომაზე ეს ნოღაიდელსაც შესთავაზა.
– პრაიმერი, ისე როგორც ბევრი სხვა მეთოდი, ჩვენგან ნაფიქრი იყო, როცა დავიწყეთ არჩევნებისკენ სვლა. ბუნებრივია, ამ მოსაზრებებს ვუზიარებთ ყველა იმ ძალას, რომელიც წარსულში ან ახლა ჩვენს პარტნიორებად მიგვაჩნია. შალვა ნათელაშვილი არასოდეს არავისთან ყოფილა ბლოკში, მაგრამ მასთან კოლეგიალური დამოკიდებულება გვაქვს. როცა რაღაც მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ, დათო გამყრელიძე შალვა ნათელაშვილს ყოველთვის აყენებს საქმის კურსში. ასევეა ფორუმთან დაკავშირებით. დათო გამყრელიძეს ნინო ბურჯანაძესთანაც აქვს ამ ყველაფერზე ნალაპარაკევი, ლევან გაჩეჩილაძესთანაც. ლევანს მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც ალიანსის წევრს, ისე ვესაუბრებოდით და ყველა საქმის კურსში ვაყენებდით. ისიც დიდი ტყუილი იყო, რომ თითქოს ალიანსმა, სუბარმა და ალასანიამ ფაქტის წინაშე დააყენეს ვინმე და კანდიდატურები მოულოდნელად დააყენეს. თვენახევრის განმავლობაში მიდიოდა კონსულტაციები ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ ან რაიმე ურთიერთობები გვქონდა. გულიც მწყებოდა, არც ერთმა რომ არ თქვა, წინასწარ ვიცოდიო.
– ეს მეც პირველად მესმის.
– საწყენი იყო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. მაშინ არაპოპულარული ნაბიჯი გადავდგით. ბევრი პოლიტიკური ძალა ფიქრობდა არჩევნებში მონაწილეობაზე, მაგრამ ყველა უხერხულობდა ამის ხმამაღლა გაცხადებას. ეს არაპოპულარული მისია თავზე ავიღეთ. მაშინ ბევრი დაგვესხა თავს, დღეს კი კანდიდატურების დოღი გაჩნდა.
– ანუ ზურაბ ნოღაიდელს გამყრელიძემ მაინც შესთვაზა პრაიმერში მონაწილეობა?
– ნოღაიდელისგან კვირაში ერთხელ მაინც მოგვდიოდა მოსაწვევი ბარათი სხვადასხვა ტიპის კონფერენციებზე. დათო შეხვდა და აუხსნა, თუ არის რაიმე მოსაზრებები საარჩევნო კანონმდებლობასთნ დაკავშირებთი, კი, ბატონო, გავცვალოთ, მაგრამ არც ერთ საჯარო ღონისძიებაში შენთან მონაწილეობას არ მივიღებთო. რაც შეეხება პრაიმერის იდეას. მას აზრი ექნებოდა, თუ ყველა ძალა მიიღებდა მონაწილეობას და არა ისე, ტელევიზორში ერთი ან ორი პოლიტიკური ძალა დამდგარიყო და სხვა ძალების პოლიტიკური დაშანტაჟება დაეწყო. კობა და ზვიადი თუ ერთმანეთში ვერ მოილაპარაკებენ, ეს საზოგადოების პრობლემა რატომაა?!
– უცებ წამოიწია ლევან გაჩეჩილაძის თემამ, რომელიც კარგა ხანს მიჩუმათებული იყო. ითქვა, რომ ირაკლი ალასანიას ჩაანაცვლებს ან ცალკე იყრის კენჭს მერის თანამდებობაზე. თქვენ როგორ იცით, გაჩეჩილაძე თბილისის მერობაზე ფიქრობს?
– აქამდე ლევანი ნამდვილად არ ფიქრობდა არჩევნებში მონაწილოებაზე და ყველამ ვიცით, რომ ის მოწადინებული იყო ირაკლი ალასანიას გაძლიერებით. აქამდე სულ ამაზე მიდიოდა ლაპარაკი. უბრალოდ ითხოვდა გარკვეულ დროს, თვლიდა, რომ გვიან პერიოდში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი ამ კუთხით გამოჩენა. რა აჟიოტაჟიცაა ამაზე მედიაში, მას ვერაფრით გავაქარწყლებ, სანამ თავად ლევანი არ იტყვის ღიად. არ ვიცი, შეიძლება გაუჩნდა კენჭისყრის სურვილი.
– ირაკლი ალასანიას გაჩეჩილაძით ჩანაცვლება გამორიცხულია?
– წარმოუდგენელია. ეს იქნებოდა არასერიოზული სვლა. თუ ლევანს კანდიდატურის დაყენება უნდა ან ვინმე სხვაც გამოჩნდება ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე, ჩვენ გახსნილები ვართ კონსულტაციებისთვის. გამოცხადებული გვყავს ჩვენი კანდიდატებიც და სტრატეგიაც, მაგრამ თუ ალასანიასა და სუბარზე უკეთეს კონფიგურაციას ვინმე შემოგვთავაზებს, მზად ვართ, განვიხილოთ.
– ყური მოვკარი, ქრისტიან–დემოკრატებს და ალიანსს შორის დათბაო. მართლა ასეა?
– ეს გაზეთში წავიკითხე. მიმართვაში "ყველას მინუს ნოღაიდელი" იყო ასეთი ფრაზა – "ვინც თავს რეალურ ოპოზიციად თვლის". ჯერ გია ჭანტურიასგან არ მომისმენია არც ერთი ოპოზიციური ფრაზა, პირიქით, ამბობს, რომ არის ხელისუფლების გულდათუთქული მომხრე; რომ მას არასოდეს არანაირი პრობლემა ხელისუფლებასთან არ ჰქონია; რომ 7 ნოემბრის თაობაზე არაფერი სმენია. ასეთი უპოზიციო ადამიანი, რაც უნდა კარგი დაპირებებით გამოდიოდეს, არ ვიცი, რას შეიძლება ემსახურებოდეს. ძნელად წარმომიდგენია, გია ჭანტურიამ ოპოზიციური განცხადებები აკეთოს. თვითონ მის ფიგურას ცუდად არ ვუყურებ და ვთვლი, რომ ხელისუფლებამ ის დაჩაგრა, როცა დაჭერას უპირებდა და საქართველოდან გააპარეს. მანქანაც ვიცით, ფერიც, ნომერიც, როგორ გააპარეს და მაშინ მას თანავუგრძნობდი. ვთვლიდი, რომ უსამართლოდ იჩაგრებოდა, როგორც ბევრი სხვა. ამის შემდეგ, როცა მიხეილ მაჭავარიანის გადაწყვეტილებით მიიღეს ისევ პოლიტიკაში, ბევრი რამ ცხადი გახდა.
– რამაზ კლიმიაშვილი ირწმუნება, თბილისის მერის პოსტზე ხელისუფლება უგულავას ჭანტურიათი ჩაანაცვლებსო.
– თუ მიხეილ მაჭავარიანი მონაწილეობს გიგი უგულავას გია ჭანტურიათი ჩანაცვლების სქემაში, კარგია. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში დიდი არეულობაა და ეს მხოლოდ ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს.
ნინო მეტრეველი

კავშირი ტეგთან: ლევანი გაჩეჩილაძე

კავშირი ტეგთან: ლევანი გაჩეჩილაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 