| ქალი და მამაკაცი |

ჯონ ტერის მეგობრის ცოლი არ შერჩა
ჯონ ტერის მეგობრის ცოლი არ შერჩა
ინგლისი და ფეხბურთი თითქმის განუყოფელია ერთმანეთისგან, ხოლო ინგლისის ნაკრების კაპიტანი თითქმის პირველი კაცია ქვეყანაში. კაპიტანი ყველასთვის მისაბაძი უნდა იყოს, კონსერვატორულ ინგლისში ერთ შეცდომას არავინ გაპატიებს. სულ ცოტა ხნის წინ ინგლისელთა კაპიტანი ჯონ ტერი იყო, მაგრამ...
ჯონ ტერი 1980 წლის 7 დეკემბერს დაიბადა ლონდონში. საფეხბურთო კარიერა სამოყვარულო კლუბში დაიწყო, ხოლო 14 წლის ასაკში "ჩელსიში" აღმოჩნდა. ტერი მალე პროგრესირებდა, 21 წლის ასაკიდან რეგულარულად ხვდება გუნდის შემადგენლობაში, იმავე წელს ლონდონურ კლუბში დებიუტი ჰქონდა კაპიტნის რანგში, ხოლო 2004 წლიდან ოფიციალურად ჩააბარეს სამკლავური. 2006 წლიდან ეს მისია ინგლისის ნაკრებში ერგო, რომელსაც საპატიოდ ატარებდა.
ფეხბურთის პარალელურად, ტერი რამდენჯერმე მოხვდა სამართალდამცავთა ყურადღების არეში. 2001 წელს ფეხბურთელი დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარებასა და ამერიკელი ტურისტის დაცინვაში დაადანაშაულეს და დიდი რაოდენობის თანხითაც დააჯარიმეს. 2004 წელს კი მეგობრებთან ერთად ღამის ბარში გასართობად მისულმა მცველებთან იჩხუბა და ბინძურად შეურაცხყო ისინი. ამის გამო ტერი დროებით საერთაშორისო მატჩებიდან მოკვეთეს.
ორიოდე კვირის წინ კი, ტერი ისეთ სკანდალში გაეხვა, რომ ინგლისში საამაყოდ საქმე ნამდვილად არ აქვს. ინგლისურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერი ცოლს ღალატობდა, თანაც ვისთან... ყოფილი თანაგუნდელისა და უახლოესი მეგობრის, უეინ ბრიჯის ცოლთან, ფრანგ მოდელ ვანესა პერონსელთან.
ის, რომ პერონსელი ტერის საყვარელი იყო, "ჩელსიში" ბევრს სცოდნია, მაგრამ მისი გამომზეურება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, როდესაც ბრიჯმა გუნდი დატოვა, "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა და ცოლს დაშორდა. საქმე ის არის, რომ აქამდე ინფორმაციის გაჟონვას ტაბუ ედო სასამართლოს მიერ, მაგრამ მოსამართლე მაიკლ ტუგენჰეტმა, მას შემდეგ, რაც ბრიჯი ცოლს დაშორდა, საზოგადოებრივი მორალის დარღვევა ვერაფერში დაინახა და ტაბუც მოხსნა. ჰოდა, მაშინ აიშვა მედიამ და გაზეთებიც ამ თემით აჭრელდა.
არადა, ტყუპების მამა აქამდე ოჯახის კაცად ითვლებოდა და ორიოდე თვის წინ "წლის მამის" ტიტულიც მიანიჭეს. ტერი შეეცადა საქმე ჩუმად მოეკვარახჭინებინა და ვანესას დიდი თანხა შესთავაზა სიჩუმის სანაცვლოდ. პერონსელიც დათანხმდა, მაგრამ პრესას მაინც ვერ დაემალა.
უეინ ბრიჯმა, რომელიც მოტყუებული და გაბრიყვებული მეგობრის როლში აღმოჩნდა, თავისივე ადვოკატის მხრივ განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მეტად მისი 4 წლის ბიჭის ბედი აღელვებს, რომელიც პერონსელმა უნდა გაზარდოს და პრესას სთხოვა ამ საქმეში აღარ ჩაერიოს. ტერის ცოლი ტონი კი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. მომხდარის შემდეგ მან ტყუპ და–ძმას ხელი მოხვია, მშობლებთან ერთად დუბაიში გაემგზავრა და ბიკინებში გამოწყობილი მშვიდად დასეირნობს არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავარი ქალაქის სანაპიროზე. მნახველთა აზრით, ტონი შესანიშნავად გამოიყურება და დღითიდღე მშვენდება. თავად ტერი კი, ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, აპირებდა ცოლთან ჩასულიყო.
სანამ ტერი მეუღლესთან ურთიერთობას გაარკვევს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ და ეროვნული გუნდის იტალიელმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ მისი კაპიტნობის საკითხი გაარკვიეს. უახლოეს ამხანაგურ მატჩში მოედანზე გუნდს რიო ფერდინანდი გაიყვანს, ხოლო ვიცე–კაპიტანი სტივენ ჯერარდი გახდება.
ასე დაემშვიდობა მეგობრის ცოლის საწოლში მოკოტრიალე ტერი ინგლისის ნაკრების კაპიტნობას, მაგრამ ამით ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა.
როგორც ინგლისური მედია გვამცნობს, სექსსკანდალი ტერის ფინანსურ მხარეს ძლიერ დაეტყობა. მართალია, მის ხელფასს პატარა ნამდვილად არ ეთქმის და ის კვირაში 170.000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, მაგრამ მისი ძირითადი შემოსავალი სარეკლამო კონტრაქტები იყო. ტერის მრავალმილიონიანი კონტრაქტები ჰქონდა "სამსუნგთან", "უმბროსთან" და "ნეშელვიდთან", რომლებმაც შესაძლოა, კონტრაქტები გაუწყვიტონ ფეხბურთელს. ალბათ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ მსგავს სკანდალში ანალოგიური სიტუაციის დროს სპონსორებმა უდიდეს გოლფისტ ტაიგერ ვუდსს უგანეს.
თანაც ინგლისელმა ჟურნალისტებმა ტერის ისეთი საქმეები ამოუქექეს, რომლებიც აქამდე არსად ფიგურირებდა. თურმე ტერი საკმაოდ მაღალ ფასებში ექსკურსიებს აწყობდა "ჩელსის" ბაზაზე და ექსკურსანტებს ფეხბურთელებსაც კი აცნობდა. ამოქექეს ისიც, რომ მამამისი დაკავებული ყოფილა ნარკოტიკების გასაღებისთვის, ხოლო ერთხელაც მისი სიდედრი მაშინ დააკავეს, როდესაც საქონელი გაჰქონდა და თანხის გადახდას არ აპირებდა.
და ასეთი ადამიანი ითვლება ინგლისელ გულშემატკივართა კერპად? – კითხულობს ინგლისური პრესა.
მიხეილ ჟორჟოლიანი

კავშირი ტეგთან: ტერი

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 