| ქალი და მამაკაცი |

ნანა დევდარიანი ამბოხების შესაძლებლობას ხედავს
"ცესკოს თავმჯდომარეს თუ გამჭვირვალობა უნდა, პირველ რიგში, ამომრჩეველთა ელექტრონული სია გამოჰკიდოს"
უკრაინული არჩევნები ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური თემაა. საქართველოდან წარგზავნილი 2 ათასკაციანი დამკვირვებელთა მისია მოძმე უკრაინამ არ მიიღო. უკრაინაში ისეთი შედეგები დადგა, როგორიც მოსალოდნელი იყო. საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ნანა დევდარიანისთვის უკრაინაში ჩვენი თავგამოდება უფრო იმის ილუსტრაცია იყო, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში მომავალ არჩევნებზე. "სარკე" საარჩევნო თემებზე წარმოშობილ კითხვებზე სასაუბროდ ნანა დევდარიანს შეხვდა.
– ქალბატონო ნანა, წესი როგორაა, სხვა ქვეყანაში არჩევნებზე დამკვირვებლებს იმ რაოდენობით უშვებენ, რამდენიც თვითონ უნდათ?
– როცა რომელიმე ქვეყნიდან მიდიან დამკვირვებლები, უფრო ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიდიან, ვისი მუშაობის პროფილიცაა არჩევნები. სახელმწიფო სტრუქტურებიდან რომ 2 ათასი კაცი წავიდეს, ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. უფრო იმ ტიპის დამკვირვებლები არიან მიღებული, როგორიცაა ეუთო–ს მისია. ჩვენთან ამერიკელი სენატორებიც კი ეუთო–ს დამკვირვებელთა მისიის ფარგლებში იყვნენ ჩამოსული. ეს, ერთი მხრივ, იმის გარანტიაცაა, რომ რომელიმე ერთი ქვეყნის მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესი არ იყოს დამკვირვებელთა ჯგუფში.
– ქართველ დამკვირვებლებს დეკლარაციაში არც სამუშაო ადგილები ეწერათ, არც – მისამართები და არც – საარჩევნო გამოცდილება.
– ეს ქართული ზერელე დამოკიდებულებაა დოკუმენტების მიმართ. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ნაჩქარევად იყო მიღებული.
– მერაბიშვილის და თარგამაძის, სააკაშვილის და ტიმოშენკოს საუბრიდან რა დასკვნა გამოიტანეთ, რისთვის მიდიოდნენ ეს ჩვენი დამკვირვებლები მოძმე უკრაინაში?
– რასაც თავისი პირით ამბობენ, იმას რაღა კომენტარი უნდა?! ძირითადი ამოცანა იყო, ყოფილიყო არეულობა, სკანდალები, ჩაშლილიყო უბნები იქ, სადაც იანუკოვიჩი იგებდა, ანუ ამოცანა სხვა ქვეყანაში არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენა იყო.
– როგორ კვალიფიცირდება ასეთი ქმედებები?
– ეს უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე სისხლის სამართლებრივი. ჩაიყენეთ თავი უკრაინელების მდგომარეობაში – რუსეთიდან არჩევნებზე ჩამოდის 2 ათასი "დამკვირვებელი" და ცდილობს, ხელი შეუწყოს იმ კანდიდატს, რომელიც თვითონ აწყობს და ხელი შეუშალოს მას, ვისაც რეალური შანსი აქვს მოიგოს არჩევნები. როგორ მოგეწონებოდათ ეს, თქვენ, როგორც ქართველს?
– ძალიან არ მომეწონებოდა. ჩემი აზრით, ჩვენ ტიმოშეკნოს უფრო შევუშალეთ ხელი, ვიდრე შევუწყვეთ.
– რა თქმა უნდა. ტიმოშენკოს იმის შანსიც არ დარჩა, თქვას, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ და სპეციალურად გამიკეთესო.
– როგორ უყურებთ ირაკლი ალასანიას განცხადებებს, რომ ამ ქმედებისთვის მერაბიშვილი და თარგამაძე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცნენ?
– შინაგან საქმეთა მინისტრის და პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობაში მიცემა უფრო აბსურდის სფეროდანაა და ვფიქრობ, ეს ალასანიასაც ესმის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ ქვეყანაში დგება თანამდებობის პირის გადადგომის საკითხი. ცალსახად უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
– ვფიქრობ, ესეც ოცნებების სფეროდანაა. ამერიკამ და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ უკრაინის არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად შეფასა. მარტო ჩვენ ვლაპარაკობდით რაღაც დარღვევებსა და ცემის ფაქტებზე.
– საერთოდ არ ვარ მომხრე, იმას ვუყუროთ, რას იტყვიან ამერიკელები და ევროპელები. არის სიტუაცია, რომ ის, რაც ამერიკას აწყობს, შენი ქვეყნისთვის სასარგებლო არაა, რასაც ევროპელები ამბობენ, ის არ ეხმიანება შენი ქვეყნის ინტერესებს. ფერადი რევოლუციების ანალიზმა ცხადყო, რომ ხშირად დასავლეთი იმიტომ კი არ ცნობს არჩევნებს, რომ ის სამართლიანი ან უსამართლო იყო, არამედ იმიტომ, რომ მათ პოლიტიკურ ინტერსებშია ქვეყანაში რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა. მათაც უნდათ პროდასავლური რეჟიმები ისე, როგორც რუსეთს უნდა პრორუსული რეჟიმები. ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლებისთვის წამალი მხოლოდ ერთია – ისე უნდა იმოქმედო, როგორც შენი ქვეყნის ინტერესები მოითხოვს. როცა რუსეთი არ გელაპარაკება, დასავლეთიდანაც ცივი დამოკიდებულება იგრძნობა, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ, შენი მეგობრის, უკრაინის დაკარგვა ქვეყნის ინტერესებს ემთხვევა?!
– არ ემთხვევა, მაგრამ აქაც ხომაა რაღაც ჩვენი ხელისუფლების ინტერესი?
– ამას ელემენტარული მოტივით აკეთებდნენ. საქართველოს გარდა, უკრაინაღა დარჩა ამ ფერადი რევოლუციების ნაშიერი, სადაც ჯერ კიდევაა რევოლუციური ხელისუფლება. დიდი შანსია, რომ ახლო მომავალში აღარ იყოს, იმიტომ რომ იანუკოვიჩი გამსვლელი ფიგურაა. ასეთ შემთხვევაში ჩვენი, ვარდისფერი რეჟიმიღა რჩება ფერადი რევოლუციების პროდუქტი. ამათაც არ უნდათ ხელისუფლებიდან წასვლა და ესაა, მეტი არაფერი.
– ვარდების რევოლუცია არჩევნების გაყალბების საბაბით მოხდა. მაშინ თქვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყავით. მას შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებზე იგივე პრეტენზიები გამოითქვა, განსაკუთრებით ბოლო ორზე, მაგრამ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.
– ახლა გაცილებთი მეტი პრეტენზიებია. მაშინ ნაციონალური მოძრაობა იმაზე დავობდა, 3 პროცენტით მეტი დაგვიწერეთო. ყველა შემდეგ არჩევნებზე დავა ბევრად სერიოზულია.
– მაშინ ის პრეტენზია გახდა რევოლუციის საბაბი, შემდეგ ოპოზიციამ მსგავსი ვეღარ ააგორა. როგორ ფიქრობთ, რატომ?
– იმიტომ, რომ ვარდების რევოლუცია არ იყო საქართველოში მომზადებული, ორგანიზებული და დაფინანსებული. საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდა. იქიდან აღარაა მხარდაჭერა და იმიტომ ვერ ხორციელდება რევოლუცია და არა იმიტომ, როგორც დღევანდელი ზოგიერთი ოპოზიციონერი, მაშინ რომ რევოლუციონერთა რიგებში იყვნენ, ამბობს, ჩვენ არ გვინდა და ამ გზას არ გავყვებითო.
– ის ხალხი, ვისზედაც თქვენ საუბრობთ, ამბობს, რომ, თუ ადგილობრივი არჩევნების დროს იქნება გაყალბება, აუცილებლად მოხდება რევოლუცია თუ აჯანყება. როგორ ფიქრობთ, ახლა უკვე აწყობს დასავლეთს ასეთი ცვლილება და ამ იმედით არის ოპოზიცია?
– დასავლეთში ამ ხელისუფლების ამგვარ გამოხდომებს მხოლოდ იმიტომ იტანენ, რომ გამოკვეთილად ვერ დაინახეს, ვინ შეიძლება ამათ შემდეგ ჩაიბაროს ქვეყანა. რევოლუცია გამოცხადებით არ ხდება. იმისთვის, რომ 2003 წლის რევოლუცია მომხდარიყო, 1995 წლიდან 2003 წლამდე მილიონობით დოლარი დაიხარჯა, როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე მედიასაშუალებების მხარდასაჭერად. პოლიტიკურ ძალებსაც სერიოზულ მეურვეობას უწევდნენ. ახლა ასეთ ხარჯს არავინ ეწევა. შიდა რესურსით იმ ვითარების შექმნა, რაც მოხდა, შეუძლებელია. მთავარი გასაღები, რატომაა ელექტრონული მედია ხელისუფლების მიერ პრივატიზებული, ამაშიცაა – არ დაუშვან ისეთივე გავლენის საშუალების არსებობა, როგორიც "რუსთავი 2" იყო. რაც ჩამოვთვალე, ეს ფაქტორები დღეს არ ჩანს. ამდენად, არ მესმის, როცა ამბობენ, რომ რევოლუცია იქნება. უფრო მესმის, როცა ამბობენ, რომ იქნება ამბოხება, იმიტომ რომ ამბოხება ამ ფაქტორების გარეშე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ქვეყანაში ყველაზე მძიმე სიტუაციაა.
– ცესკოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, რომელიც ლამის ხატზე იფიცება, არჩევნებს სამართლიანად ჩავატარებო. როგორ ფიქრობთ, ჩაატარებს?
– მივმართავ ცესკოს თავმჯდომარეს: თუ მას გამჭვირვალობა უნდა, პირველ რიგში, ამომრჩეველთა ელექტრონული სია გამოჰკიდოს, როგორც 2003 წელს გვქონდა. ახლა მხოლოდ საკუთარი თავის შემოწმება შეგიძლიათ. ისეთი ვარიანტი გამოფინონ, როცა ნებისმიერს შეეძლება საიტზე ნახოს, მაგალითად, გარდაბნის რაიონში რომელ მისამართზე რომელი ამომრჩეველია რეგისტირირებული. რატომ არ მოითხოვს ამას კატეგორიულად ოპოზიცია, არ ვიცი. იქ მაშინვე გამოჩნდება, სადაა სიყალბე და მიწერილი ხალხი.
– საჯილდაო ქვა ყოველ არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობაა. თქვენ თუ იცოდით 2003 წელს, ზუსტად რამდენი ამომრჩეველი იყო?
– მაშინ 3 მილიონ 200 ათასი ამომრჩევლი გვყავდა დაფიქსირებული, დღეს, მგონი, ამაზე ცოტა მეტია. თუ ქართველები გავმრავლდით, ამაზე უკეთესი რა არის! გეტყვით, რატომ იყო მაშინ ამომრჩევლის ეს რაოდენობა. არ არსებობდა მექანიზმი, რომ საზღვარგარეთ წასული ადამიანი სიიდან ამოგვეღო. ხომ ამბობენ, რომ დღეს საზღვარს უკეთესად უვლიან, მაშინ მიუთითონ გრაფაში, რომ საზღვარგარეთაა გასული.
– ოპოზიციის ერთ–ერთი ძირითადი მოთხოვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეცვლა იყო. რამდენადაა განმსაზღვრელი არჩევნების სამართლიანობისთვის ცესკოს თავმჯდომარის ვინაობა?
– მნიშვნელოვანია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას ცესკოში ერთი ხმა აქვს, რომლითაც შეუძლია კენჭისყრაზე ზემოქმედება. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, უბნებში ვინაა, იმიტომ რომ ძირითადი პროცესი უბანზე მიდის.
– ცესკოს თავმჯდომარე რამდენად ემორჩილება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას? სატელეფონო ბრძანებებს ვგულისხმობ.
– გადახედეთ, ვინაა ცესკოს ახალი თავმჯდომარე, რამდენად წარმოადგენდა ის ნაცმოძრაობის ახლო წრეს.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანად ჩატარდება მომავალი არჩევნები?
– არ ვფიქრობ, რომ სამართლიანად ჩატარდება, თუ პოლიტიკური სპექტრი ამ მიმართულებთი აქტიურად არ იმუშავებს და ეს რატომღაც არ იგრძნობა. ამიტომ მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ იგივე შინაარსის და შეიძლება უფრო მძიმე იყოს, როგორიც 2003 წლამდე ტარდებოდა. უკრაინის მაგალითი მშვენივრად მოწმობს, რა მეთოდებითაც აპირებენ მოქმედებას, მაგრამ უკრაინაში უკვე დაამსხვრიეს მითი საკუთარი უძლეველობის შესახებ, ამიტომ ის აღარ გამოუვათ, რაც ადრე გამოსდიოდათ.
ნინო მეტრეველი

კავშირი ტეგთან: კახა თარგამაძე

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 

.jpg)