| ქალი და მამაკაცი |

საქართველოში ფოტორეპორტიორების დაკავებას დასავლური მედია აქტიურად ეხმაურება და დაკავების დეტალებთან ერთად, ქვეყანაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს .
რადიო "თავისუფლების" ცნობით, დასავლური პრესა უმრავლეს შემთხვევაში ფოტოგრაფების დაკავებას 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ დაწყებული ჯაშუშური ქსელების გამოვლენის კონტექსტში განიხილავს. თუმცა, როგორც BBC წერს, განსხვავება ისაა, რომ საქმე ამჯერად ეხება ჟურნალისტებს. დასავლურ პრესა ახდენს პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერის განცხადების ციტირებას, რომლის თანახმადაც, ფოტორეპორტიორების დაკავების ფაქტს კავშირი არა აქვს მედიის თავისუფლებასთან და ეხება ქვეყნისთვის ზიანის მომტანი ინფორმაციის გავრცელებას.
ამის მიუხედავად, დასავლური პრესა იმ ფაქტის კონსტატირებას ახდენს, რომ დაკავებული ადამიანები არიან გავლენიანი დასავლური გამოცემებისთვის სხვადასხვა ფორმით მომუშავე ფოტორეპორტიორები. ამავე კონტექსტში დასავლური მედია საუბრობს საქართველოში არსებულ მედიაპრობლემებზე ქვეყანაში და პრეზიდენტ სააკაშვილის ტაქტიკაზე თავისი მოწინააღმდეგეების მიმართ.
"ბატონ სააკაშვილს ხშირად აკრიტიკებენ უკანასკნელ წლებში მისი მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისას მძიმე ტაქტიკის გამოყენებისთვის", - წერს BBC.
დასავლური პრესა ასევე იხსენებს აგვისტოს ომს, როგორც აგენტების თემის აგორების ათვლის წერტილს და ასევე, როგორც დროს, როცა დაიწყო ქვეყნის შიგნით და გარეთ პრეზიდენტ სააკაშვილის გავლენისა და იმიჯის უარყოფითი კონოტაციით განხილვა. იხსენებენ ასევე 2007 წლის შემოდგომას, როცა პრეზიდენტ სააკაშვილის რეფორმატორის იმიჯი პირველად შეიცვალა მსოფლიოს თვალში იმიჯით ქვეყნის მეთაურისა, რომლის მმართველობის დროსაც დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში პოლიცია შეიჭრა, მისი მაუწყებლობა შეწყვიტა და ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელება აკრძალა.
"ამის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოაცხადა 15-დღიანი აკრძალვა საინფორმაციო საშუალებებზე, რადგან, მისი თქმით, მედია ხელს უწყობდა ადამიანთა შეკრებებს ", - წერს "ასოშეითედ პრესი"
პრესა ასევე საუბრობს იმაზე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებაში სწორედ თავისუფალი მედიის დახმარებით მოვიდა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სწორედ თავისუფალ მედიას დაუპირისპირდა.
"მედიის დამცველი ორგანიზაციები სააკაშვილის მთავრობას 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მედიით მანიპულირებასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ", - წერს "როიტერი".
"როიტერი"" აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ სხვა ფოტოგრაფების დაკავების მიზეზი შესაძლოა გახდა პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები:
"ერთ-ერთი დაკავებული ფოტოჟურნალისტის, ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმე, როგორც ჩანს, ეხება ფოტოებს, რომლებიც პრეზიდენტის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ გადაიღო და სხვებმა გაავრცელეს", - აღნიშნავს სააგენტო.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 






































































































