| ქალი და მამაკაცი |

"ჩემი 87 წლის დედისთვის მე ისევ პატარა ვარ"
რომა რცხილაძე: "ჩემი 87 წლის დედისთვის მე ისევ პატარა ვარ"
მუსიკოსი რომა რცხილაძე როცა ტრადიციებზე საუბრობს, პირველ რიგში, ხაზს უსვამს იმას, რომ არც ევროპელია და არც აზიელი, არამედ კავკასიელია. საქართველო მისთვის ცალკე კონტინენტია, რომელსაც თავისი უნიკალური, არავის მსგავსი ტრადიციები აქვს და მათი გადარჩენა უმთავრესია. მაგალითად, რომას ეცოდებიან ის ქართველები, ვისაც ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიცია დავიწყებული აქვთ. თავად მის სახლში კარი ყოველთვის ღიაა და ხანდახან სახლში იმდენი სტუმარი ქალბატონი ხვდება, რომ მორიდებით კითხულობს, თუ შეიძლება, ჩემს საძინებელში შევიდეო. ზოგადად ქალისადმი მისი დამოკიდებულება კიდევ ცალკე თემაა. რომას ანუ სპილოს, როგორც მას სიყვარულით უწოდებენ ნაცნობები თუ უცნობები, კაცისა და ქალის თემაზე და სქესთა შორის ბალანსზე თავისი შეხედულება აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული, ისევ და ისევ ქართულ–კავკასიური გენებიდან გამომდინარე. ამ ყველაფერსა და სხვაზეც იხილეთ ქვემოთ, მასთან ინტერვიუში.
– ბატონო რომა, საახალწლო თემით დავიწყოთ. რა ტრადიციით ხვდებით ოჯახში ამ დღესასწაულს?
– ჩვენც ისეთი ტრადიციები გვაქვს, როგორც ყველა ოჯახს, მაგრამ, რადგან მე მაწანწალა მუსიკოსებს მივეკუთვნები, თითქმის ყველა ახალ წელს გარეთ ვხვდები. მაგალითად, 2010 წლის შემოსვლას ქუთაისში შევხვდი. გადასარევი ახალი წელი მქონდა, ძალიან მაგარი დრო ვატარე. მგონია, რომ ჩვენ არც ევროპელები ვართ, არც – აზიელები, უფრო კავკასიელები ვართ და ნამდვილად ჯობია, ახალ წელს სახლებში შევხვდეთ. სახლს სხვა ხიბლი აქვს. ახალ წელს ჩემი გარეთ შეხვედრები კი უკვე ტრადიციად იქცა. ხშირად სხვა ქვეყნებშიც ვხვდები ხოლმე. ტრადიცია კი არის ის, როცა მოგწონს მისი დაცვა.
– ცხონებულ ზურაბ ჟვანიას სიტყვებით, ქართველობა უკვე ევროპელობას ნიშნავს. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებით?
– ბატონი ზურაბი ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ ვერასოდეს ჩავიცვამ სხვის პერანგს. მე სულით არც აზიელი ვარ, არც – ევროპელი, კავკასიელი ვარ და მიხარია, რომ ასეთი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი ვარ და არ გამაჩნია საზღვარი და ჩარჩო, მაინც ვგრძნობ, რომ კავკასიური სული მაქვს და ეს არის ჩემი "კოზირი". ჩემმა თაობამ გადასცა ეს ტრადიცია შემდეგ თაობას, მაგრამ გადაცემის პროცესი გაჭირდა. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ცუდი რამ ხდება, ჩვენი ძველი ტრადიციები მივიწყებას ეძლევა. მაგალითად, დიდი სიამოვნებით ჩამოვაყალიბებდი ჯგუფს, რომელიც ამ ტრადიციებს მიხედავს. ქალის ქალობა, კაცის კაცობა და ბავშვის ბავშვობა იმის საფუძველია, რომ ჩვენი ტრადიციები დავიცვათ. ამაში თქვენ უნდა დაგვიდგეთ მხარში, მთელი მედია. სხვანაირად დავივიწყებთ. ჩვენი ტრადიციები ჩვენი სავიზიტო ბარათია მთელ მსოფლიოში.
– რა არის ის, რაც თანამედროვე ცხოვრებაში გაღიზიანებთ?
– ქალი აუცილებლად უნდა იყოს კაცთან და კაცი – ქალთან. როცა ქალი ქალთან მიდის და კაცი – კაცთან, ეს წარღვნაც არის და ჩვენი ტრადიციების წალეკვაც. ქალი იმ შემთხვევაში იგრძნობს თავს ქალად, როცა მას გვერდით მამაკაცი ჰყავს. ამ შემთხვევაში კი, ჩვენ – კაცები და თქვენ – ქალები, უმცირესობაში აღმოვჩნდით. ჩვენ არ მივეკუთვნებით არც ერთ კონტინენტს, სულ სხვა კონტინენტი ვართ! ყველანაირი საქმე უნდა გადავდოთ და ტრადიციების შენარჩუნებაზე ვიფიქროთ ჩვენი საქმით, ჩვენი პროფესიონალიზმით, ჩვენი ურთიერთპატივისცემით, ჩვენი ღირსებით, ჩვენი ძარღვით. ერთმა კაცმა თქვა, ძარღვს თუ დაკარგავ, მერე ადვილად აკეთებ ყველაფერსო. არ მინდა, ადვილად გავაკეთო რამე.
თქვენი სპეციალობის ადამიანები ხშირად საშინელი ქართულით საუბრობენ – რბილი და მაგარი ლ–თი. ეს უნდა მოისპოს! ხანდახან ეჭვი მეპარება, იქნებ მე არ ვლაპარაკობ გამართული ქართულით–მეთქი. მეტყველებაც თავმოყვარეობა და თვითკონტროლია, საკუთარი თავის პატივისცემაა. არ ვიცით, რამდენ ხანს ვიარსებებთ კიდევ და სანამ უფალი ცხოვრების შანსს მაძლევს, არ ჯობია, თქვენნაირ ადამიანთან მქონდეს ურთიერთობა?
– გმადლობთ.
– დიდი მადლობა თქვენ, რომ ხართ და მაქვს შანსი, ჩემი აზრები გაგიზიაროთ. ვხვდები, თქვენ ამ ყველაფერს სწორად აღიქვამთ. ვცდილობ, ჩემი საქმით თქვენ არ მოგატყუოთ. თუ რამე გამიკეთებია, არაფერი მომიტყუებია. ვქმნი მუსიკას, რომელსაც თქვენი შვილები მოუსმენენ და იმღერებენ. კარგი იქნებოდა, ის ტრადიცია გვქონდეს, რასაც საავტორო უფლებები ჰქვია. კომუნისტების დროს ნებისმიერ საკონცერტო დადგმაში, სადაც კი ჩემი სიმღერა გაჟღერდებოდა, ანაზღაურება მეძლეოდა. ახლა ეს ტრადიცია დარღვეულია. ამ საუბრით კი ვასკვნით, რომ ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა ურთიერთობა გაქვს პროფესიონალთან. ამიტომაც თავადაც ცდილობ, რომ ურთიერთობაში, ჩხუბში, მეგობრობაში, სიყვარულში ხარისხი იყოს მაღალი. ეს კარგი გრძნობაა.
– ბატონო რომა, უფროსი თაობა ახალ თაობას ზრდილობას, კულტურას უწუნებს. თქვენ რას ფიქრობთ?
– ეს არავინ თქვას. არაჩვეულებრივი თაობა მოდის! აი, თქვენ მომავალი თაობა ხართ. ყოველთვის იყო, არის და იქნება ცუდიც. კი, დღევანდელ თაობაში ბევრი ცუდიც არის, მაგრამ კარგიც ბევრია და მოდით, კარგი დავინახოთ და ის გავამრავლოთ. ისეთი პატარა მეგობრები მყავს, რომლებთან ურთიერთობაც ძალიან სასიამოვნოა. წიგნის კითხვა, ღამის თევები დაბრუნდა, წიგნზე ჩაძინებულები რომ იღვიძებდნენ. ეს კარგია. მე ყოველთვის ვამბობ, თქვენზე ერთი თვით პატარა ვარ–მეთქი. ჩემი "კოზირიც" ის არის, რომ ვცდილობ, ბავშვობიდან შორს არ წავიდე.
– მოდით, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობასაც შევეხოთ. მაგალითად, ოჯახში ცოლ–ქმარს შორის როგორი ურთიერთდამოკიდებულება მიგაჩნიათ ჯანსაღად?
– მთავარია, ქალსა და მამაკაცს შორის სპეტაკი გრძნობა იყოს. ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს, კაცმა – თავისი. თქვენ მაშინ იგრძნობთ თავს ქალად, როცა კაცი გეყოლებათ გვერდით. კაცისთვისაც იგივეა. დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, ბევრი რამ შეიცვალა. ნამდვილად არ მესმის, კაცმა რატომ უნდა შეუშალოს ქალს ხელი ან სწავლა–განათლებაში, ან მუშაობაში და ა.შ. ამიტომ ვამბობ, მე აზიატი არ ვარ, მე კავკასიელი ვარ. არის ქალების კატეგორია, რომლებსაც სახლში ყოფნა, შვილების გაზრდა და ოჯახის მოვლა ურჩევნიათ. არიან სხვა კატეგორიის ქალებიც. ადამი ეკითხება ღმერთს, რატომ შექმენი ევა ასეთი ულამაზესიო. იმიტომ, რომ შეგყვარებოდაო. რატომ შექმენი ასეთი შტერი და აბდალიო. იმიტომ, რომ შენ შეუყვარდეო. აი, ეს არის. ურთიერთსიყვარული და პატივისცემა უნდა გაკავშირებდეს. ხანდახან, სახლში რომ შევდივარ, ათი–თხუთმეტი ქალი მხვდება და ფრთხილად ვკითხულობ, თუ შეიძლება, ჩემს საძინებელში შევიდე–მეთქი. იქ თავს კარგად გრძნობენ და იმიტომ მოდიან. ის მამაკაცი, რომელიც ქალს რაღაცას აუკრძალავს, თავის თავს უტეხავს ხიდს. ძალიან ბევრი წარჩინებული ქალია, რომელიც ბევრ მამაკაცს სჯობია, თუმცაღა აქვე დავძენ იმასაც, რომ ისტორიაში არ არსებობენ გენიოსი ქალები, სულ კაცები არიან, მაგრამ მათი გენიოსობის მიზეზები სწორედ ქალები გახლავთ.
– ქართველი კაცისთვის სტუმარი ღვთისაა, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებამ გარკვეული კორექტირება ამ ტრადიციაშიც შეიტანა – თუნდაც ის, რომ მასპინძელი მისვლამდე გააფრთხილო და თავზე მოულოდნელად არ დაეცე.
– ეს სხვისი პრობლემაა. ჩემთან და ჩემს სამეგობროში სტუმარმასპინძლობის ტრადიცია შემორჩენილია. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა და სულ ხალხია ჩემთან. მე რომ მივდივარ, ჩემთვისაც სულ ღიაა კარი. წინასწარ არ ვაფრთხილებ ვინმეს. დიდი სიხარულია, როცა მიდიხარ და იცი, შენი დანახვა უხარიათ. ძალიან დიდი შრომა გვიწევს იმისთვის, რომ შენი თავი და ოჯახი აცხოვრო, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ჯობია, სტუმრისთვის კარი ღია იყოს. მეცოდებიან ის ადამიანები, ვისაც ეს ტრადიცია აღარ გააჩნიათ.
– საქართველოში მშობლისთვის 20 კი არა, 40 წელს გადაცილებული შვილიც ბავშვია. როდის უნდა მიეჩვიოს ახალგაზრდა დამოუკიდებელ ცხოვრებას?
– მშობელი ყოველთვის თვლის, რომ შვილი მასზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასე არც იყოს. თქვენც იმავეს იფიქრებთ, როცა შვილი გეყოლებათ. ეს შეიძლება ცუდია, მაგრამ თითს მოიჭრი?! ხომ ვერ შეძლებ?! ასევეა მშობლისთვის შვილი. დედა მყავს 87 წლის და მისთვის მე ისევ პატარა ვარ. ამის გამო ხომ არ დავიწყებ მასთან ხმალაობას?! ვიცი, რომ ეს სიყვარულია. თვითონ ადამიანი უნდა იყოს დამოუკიდებელი. მაგალითად, მე 15 წლის ასაკიდან მქონდა ჩემი შემოსავალი, მაგრამ ამით განა რამე დაიკარგა. რა თქმა უნდა, მშობელმა ბავშვობიდან უნდა შეაჩვიოს შვილი დამოუკიდებლობას და სწორად უნდა დაანახოს, ეს როგორი პასუხისმგებლობაა.
ანა ნოდია

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 

.jpg)