asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მანუელ პელეგრინი რევანშისთვის ემზადება
მანუელ პელეგრინი რევანშისთვის ემზადება
მანუელ პელეგრინი რევანშისთვის ემზადება

2009-12-18 19:27:37



მადრიდის რეალს სეზონის სტარტი კარგი ნამდვილად არ გამოუვიდა და ცხადია, დაიწყეს საუბარი გუნდიდან მთავარი მწვრთნელის გაშვებაზე.

ბევრი მიიჩნევს, რომ პელეგრინი და მადრიდის რეალი გაიგივებული სახელები არ არის და ეს კაცი არ შეშვენის ამ გუნდს. ბარსელონასთან მარცხმა კიდევ უფრო გაამწვავა მის მიმართ დამოკიდებულება, თუმცა სტუმად, ველოდრომზე მარსელის ოლიმპიკის 3:1 გამარჯვების შემდეგ, სიტუაცია ჩაცხრა და თითქოს ამ კაცს ახლა უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობიან.

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ვრცელი პრესკონფერენცია გამართა და ბევრ საინტერესო თემას შეეხო.

– ბოლო დროს ვან დერ ვაარტი ძირითად შემადგენლობაში ხვდება. რას მატებს ის გუნდს?

– მან ბევრ შეხვედრაში გაგვიწია დახმარება და მეტი სათამაშო დროც მიიღო. ის ყველაფერს კარგად აკეთებს. ალმერიასთან შემტევ ნახევარმცველად ითამაშა და ნამდვილად კარგი ფეხბურთი შემოგვთავაზა.

– ხალხი ამბობს, რომ უსამართლობაა რაულის 45 წუთი გახურება და ბოლოს მოედანზე მაინც არგამოყვანა...

– მე არ ვაპირებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. რაულს ოჯახური საქმეები ჰქონდა მოსაწესრიგებელი. მას გოგონა შეეძინა და კონცენტრირების მოხდენას ფიზიკურად ვერ შეძლებდა.

ის ძალიან დაიღალა. იმიტომ ხურდებოდა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ბოლოს არ დაგვჭირდა და არ ითამაშა. ის, როგორც წესი, ყველა თამაშში იღებს მონაწილეობას, რადგან გუნდს ბევრ ახალ გზას სთავაზობს.

– თქვენ თქვით, რომ თუ მადრიდის რეალი ბარსელონას სტილში დაიწყებს თამაშს, სანტიაგო ბერნაბეუ ამას გააპროტესტებს. რატომ? მართლა დაუსტვენენ გუნდს?

– მე ძალიან მომწონს ბარსელონას თამაშის სტილი, მაგრამ მადრიდელ ფანებს უფრო შემტევი თამაშის ხილვა სურთ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ რეალის მწვრთნელი ვარ, ყოველთვის ასე ხდებოდა.

– როგორ ფიქრობთ, რისკი იყო თუ არა ვალენსიასთან რონალდუს და კაკას გარეშე თამაში? ერთი დისკვალიფიცირებული გახლდათ, ხოლო მეორეს ტრავმა აწუხებს...

– მე არასდროს დამიწუწუნია ფეხბურთელის არყოფნის გამო. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მაგრამ ეს რისკს არ გულისხმობს. წლის განმავლობაში სხვა ბევრი ფეხბურთელიც დაგვაკლდება.

– ეს იყო პირველი ტური, რომელშიც ბარსელონამ და მადრიდის რეალმა უდიდესი ვარსკვლავების გარეშე ითამაშა. რომელ გუნდს აქვს უფრო დიდი დანაკლისი?

– ორივეს. დანაკლისი ფანებსაც აქვთ. ასევე ფეხბურთსაც.

– მადრიდის რეალი დამარცხდა ბარსელონაში, წააგეთ სევილიაში. რატომ? ძნელი ხომ არ არის თქვენთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა?

– არა. ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, პირველ რაუნდში ჩვენ უძლიერეს გუნდებს სტუმრად დავუპირისპირდით. ნამდვილად ძალიან ცუდია, ეს შეხვედრები რომ წავაგეთ.

ვინ იტყვის, რომ ამ თამაშებში ვიმსახურებდით წაგებას? ჩემი აზრით, არავინ. მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. წავაგეთ და შეცდომებიც ვიპოვეთ საკუთარ თამაშში. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ მომავალში, როცა ეს გუნდები შინ გვესტუმრებიან, საკმაოდ გულდაწყვეტილნი წავლენ.

– გული გწყდებათ თუ არა იმის გამო, რომ რაფაელ ვან დერ ვაარტმა, რუუდ ვან ნისტელროიმ და ფერნანდო გაგომ ამ ზამთრის სატრანსფერო სეზონზე შეიძლება გუნდი დატოვონ, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გაიზარდონ?

– ერთია, რასაც მედია ავრცელებს და მეორეა, რაც სინამდვილეში ხდება.

– თქვენ ფიქრობთ, რომ პრესა ჭორებს ავრცელებს?

– ისინი შეიძლება ნაკლებს თამაშობენ, თუმცა შობამდე მეტი დრო მიეცემათ. ამას ჩემპიონატში პაუზა მოჰყვება. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელები არ დაგვტოვებენ.

– როგორ გრძნობენ თავს მეტცელდერი და ნისტელროი?

– ვიმედოვნებ, რომ მალე გამოჯანმრთელდებიან და საშობაო არდადეგების შემდეგ თამაშსაც შეძლებენ.

– როგორ ფიქრობთ, მადრიდის რეალის კაპიტნობა კასილასსა და რაულს შორის გარდამავალია?

– არასწორია იმაზე ფიქრი, თითქოს რაულის ლიდერობა გაქრა, რადგან იგი ძირითად შემადგენლობაში არ იწყებს თამაშს. არავითარი გარდამავლობა არსებობს. კაპიტანი რაულია, მასთან ერთად კი კასილასი, გუტი და რამოსი.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კასილასი
კავშირი ტეგთან: პირველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online