| ქალი და მამაკაცი |

მწვრთნელობას ნამდვილად არ ვაპირებ
თავი შეუცვლელად არასდროს ჩამითვლია
ესპანელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ხავი საუბრობს საკუთარ კარიერაზე. როდესაც ბარსას მე-6 ნომერი ფეხბურთზე ლაპარაკობს, იგი ბედნიერია.
– აცნობიერებთ, თუ რამხელა წარმატებას მიაღწიე?
– დიახ და ვამაყობ, რომ ამდენი მატჩის ჩატარება და ამდენი ტიტულის მოპოვება მოვახერხე. ამჟამად კლუბს შესანიშნავი პერიოდი უდგას და ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც უარი უნდა ვთქვა აწმყოთი ტკბობაზე.
– გრძნობთ, რომ გაფასებენ?
– ამას ყოველთვის ვგრძნობდი, როგორც თანაგუნდელების, ასევე სხვა გუნდების მოთამაშეების მხირდან. საქმე ისაა, რომ ბოლო სამი ოთხი წლის განმავლობაში პრესის აღიარებაც მოვიპოვე. ახლა ჟურნალისტები აღარ სვამენ კითხვას, უნდა ვთამაშობდე თუ არა, დღეს ჩემი პოზიცია ხელშეუხებელია.
რა თქმა უნდა, ეს ფაქტი დაცულობის შეგრძნებას მიქმნის, მაგრამ მე თავმოყვარე ადამიანი ვარ და აუცილებლად განვაგრძობ პროგრესირებაზე ზრუნვას. მეორეს მხრივ, მე ყოველთვის ვგრძნობდი ხელმძღვანელობის, ფეხბურთელების და მწვრთნელების მხარდაჭერას, ეს კი დიდი ფუფუნებაა.
– შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ ითვლებით ისტორიაში საუკეთესო ესპანეთის ნაკრების წევრად?
– ვერ გეტყვით, მაგრამ მქონდა ბედნიერება 20–21 წლიდან მოყოლებული, შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად მეთამაშა.
– როგორ ფიქრობთ, რომ გეთამაშათ რეალში, უკვე იქნებოდით ლეგენდა?
– თავად როგორ თვლით? აქ, ბარსელონაში, უდიდეს პატივისცემას ვგრძნობ. აქ ყოველმხრივ მხარს მიჭერენ, თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ, ამ კლუბში რომ მიწევს თამაში.
– როგორ ახდენთ საკუთარი თავის მოტივირებას?
– ეჭვგარეშეა, რომ ფეხბურთელს, ან რომელიმე სხვა სპორტსმენს, არასდროს მობეზრდება გამარჯვებების მოპოვება. შეხედეთ ფედერერს და ნადალს, მათ ყველაფერი მოიგეს, მაგრამ კვლავ განაგრძობენ უმაღლეს დონეზე თამაშს.
– ესაა წარმატებსი საიდუმლო?
– დიახ. რაც შემეხება მე, ძალიან მინდა კიდევ მოვიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის თასი. დეკემბერში ასევე გვიწევს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამოსვლა, სულ მალე კი მუნდიალიც დაიწყება. ნაკრებში ამჟამად ძალიან კარგი თაობა თამაშობს და მწვრთნელიც კარგი გვყავს. ვფიქრობ, წარმატების მიღწევისთვის ძალიან კარგი დროა.
– შეძლებთ ნაკრებში 100 მატჩის ჩატარებას?
– ამ საკითხზე პუიოლთან მქონდა საუბარი. მშვენიერი იქნებოდა ამ შედეგის მიღწევა, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებულია ორგანიზმზეც. თუ საკუთარ თავში ძალას ვიგრძნობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
– როგორ შეეგუეთ კრიტიკას, რომელიც გამოწვეული იყო ესპანეთის ნაკრებიდან თქვენი ნაადრევი დაბრუნებით?
– ისევე, როგორც რაღაც გარდაუვალს. აქ საქმე ადამიანში კი არა, ბარსელონას და მადრიდს შორის გამოცხადებულ მედია ომშია. საქმე ეხება კატალონიელობას და ესპანელობას. ამ შემთხვევაში მე უძლური ვარ.
– ანუ ფეხბურთელი არის მხოლოდ ზეწოლის ერთ–ერთი ხერხი?
– ზუსტად. მე რომ ვყოფილიყავი წარმოშობით ანდალუსიელი, არაფერი მოხდებოდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში წინა პლანზე იწევს ბარსელონას და მადრიდის რეალის თემა.
არსებობს დაპირისპირება პრესაში, სადაც ერთნი ბარსელონას მხარეს იჭერენ, მეორენი კი პირიქით, უპირისპირდებიან მას. ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი არ არის.
მუხლთან დაკავშირებით მცირე პრობლემა მაწუხებდა და დელ ბოსკემ დასვენების უფლება მომცა. საუბარი მქონდა ასევე ფერნანდო იეროსთან და არანაირი პრობლემა ყოფილა.
– არ გეჩვენებათ, რომ სადაც თამაშობთ, უფრო და უფრო შეუცვლელი ფეხბურთელი ხდებით?
– არა, თავს შეუცვლელად არ მივიჩნევ. ბოსნიასთან გამართულ შეხვედრაში მოედანზე არ გავსულვარ, მაგრამ ესპანეთმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და 5:2 მოიგო.
ასეთივე სიტუაციაა ბარსელონაშიც, რომელიც ჩემს გარეშეც შესანიშნავად თამაშობს. ფეხბურთში შეუცვლელი მოთამაშეები არ არსებობენ. მაგრამ, მეორეს მხრივ, გულშემატკივრებიც, მწვრთნელებიც და ხელმძღვანელი პირებიც გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიმიჩნევენ.
– და სწორედ ამიტომ ცდილობენ მეტოქეები თქვენი თამაშიდან გამოთიშვას?
– ისინი ამის გაკეთებას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს რამდენიმე ალტერნატივა. ბარსელონა შედგება ინიესტასგან, ბუსკეტსისგან, კეიტასგან და სხვა ფეხბურთელებისგან. ჩემის მხრივ, მე ვცდილობ ამ სისტემაში ჩემი დადებითი როლი ვითამაშო.
– ალმერიასთან მატჩში თქვენ პერსონალური მეურვე მოგიჩინეს. ამან ხომ არ გაგანერვიულათ?
– დიახ და როდესაც მას ვუთხარი, რომ ასე მოწყენილობისგან მოვკვდებოდით, მან მიპასუხა: სწორედ ესაა ჩემი მიზანი. საერთო ჯამში ალმერიასთან მატჩში მოხდა ის, რაც ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს. ხალხი მატჩის სანახავად იხდის ფულს და ამგვარი საქციელი ფეხბურთს აუშნოებს. არსებობს მეტოქესთან ბრძოლის არაერთი ხერხი, რომელიც სპორტის ამ სახეობას პირიქით, ალამაზებს.
– კარიერაში ყველაზე ცუდ დროს მიიჩნევთ 2006 წლის ჩემპიონატს, რომლის დაწყებამდეც მუხლის ტრავმა მიიღეთ?
– დიახ, რადგან იმ დროს იდეალურ ფიზიკურ მდგომარეობაში ვიყავი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცირედი პრობლემაც კი არ მაწუხებდა, მაგრამ უცებ ჯვარედინი მყესები გამიწყდა.
– ფიქრობდით, რომ მწყობრში ჩადგომის შემდეგ კვლავ მოახერხებდით ძველებურად ათამაშებას?
– ამ დროს თავში ათასი აზრი მოგდის და ფიქრობ, რომ სადღაც რაღაცას ყურადღება არ მიაქციე. ხვდები, რომ მუხლი ჯერ კიდევ სუსტადაა, არ გემორჩილება და ისევ იწყებ ფიქრს.
მაგრამ მე გამიმართლა, რომ ამ დროს ჩემთან იყვნენ რამონ კუგატი და ემილი რიკარი. 6 თვის განმავლობაში მათ დაუჯერებელი სამუშაო გასწიეს.
– გვარდიოლამ ყველა გააკვირვა. რა არის მისი წარმატების საიდუმლო?
– როგორც მისმა ახლო მეგობარმა, ვიცოდი, რომ პეპი წარმატებას მიაღწევდა. გვარდიოლა რომანტიკოსია და მზადაა მოკვდეს საკუთარი იდეების გამო.
ლუის არაგონესთან ერთად იგი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. რატომ? იმიტომ, რომ მან იცის, რა უნდა. იგი მომთხოვნი ადამიანია და დიდ დროს უთმობს მცირე დეტალებს. საფეხბურთო საკითხებში მას ეშმაკიც კი ვერ აჯობებს.
– კლუბის ვეტერანი ხართ და სხვა შეხედულებების მწვრთნელთანაც გქონიათ ურთიერთობა?
– დიახ. ადრე ყველაფერი უფრო დისტანციურად ხდებოდა. გვარდიოლასთან კი მეტი დიალოგი გვაქვს. პეპი ყოველთვის დაინტერესებულია შენი საქმიანობით, აინტერესებს, გჭირდება თუ არა დასვენება.
გვარდიოლა ძალიან კარგი ადამიანი და ჭკვიანი მწვრთნელია. მან მთელი თავისი არსება ფეხბურთს მიუძღვნა. პეპმა მოახერხა გარშემო შესანიშნავი დამხამრეების შემოკრება.
– თქვენი და რეალის მუშაობის სტილს შორის დიდი სხვაობაა?
– წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცნობ მადრიდელთა მუშაობის მეთოდებს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჩვენ თამაშის ჩვენი სტილი გვაქვს. გვარდიოლამ დისციპლინა მხოლოდ მოედანზე კი არა, მის გარეთაც დაამყარა.
ჩვენ შეიძლება მოვიგოთ ან წავაგოთ, მაგრამ საკუთარი საქმე ყოველთვის ძალიან კარგად ვიცით. გასულ ზაფხულში მადრიდის რეალმა 8 თუ 9 ახალი ფეხურთელი დაიმატა და გუნდს შეკვრა სჭირდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, მადრიდის რეალი კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელიც ნიჭიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და თავისი მატჩების მოგებას ახერხებს. მადრიდელები აუცილებლად გაგვიწევენ კონკურენციას.
– თქვენ და გვარდიოლას თითქოს ერთმანეთის ანარეკლი ხართ. ეს ეხება ფეხბურთელობას და შესაძლოა, მწვრთნელობასაც?
– არა, დიდად არ მიზიდავს მწვრთნელობა.
– ფეხბურთზე ძალიან ხართ შეყვარებული...
– დიახ, სპორტის ეს სახეობა მართლა ძალიან მიყვარს. კიდევ მიყვარს ბავშვები. მიყვარს ფეხბურთის ყურება, მისი ანალიზი, მაგრამ არ მიზიდავს მწვრთნელობა. ხალხი მეუბნება, რომ ჩემგან კარგი მწვრთნელი გამოვიდოდა, მაგრამ საკუთარი თავი ამ ამპლუაში ვერ წარმომიდგენია.
– როგორ ფიქრობთ, თქვენი მემკვიდრე იქნება ფაბრეგასი?
– ღმერთმა ქნას, რომ ჩვენ ერთად თამაში კიდევ მოვასწროთ. ფეხბურთელებს მოედანზე ურთიერთგაგება ყოველთვის უნდა ჰქონდეთ. თუ სესკი ბარსელონაში მოვა, ეს შესანიშნავი იქნება. ეს ტრანსფერი ძალიან გამახარებს, რადგან ფაბრეგასი დიდ დახმარებას გაგვიწევს.
– იგი ამდენად კარგი ფეხბურთელია?
– დიახ, ძალიან კარგი. გარდა ამისა, იგი ბარსელონას სკოლის აღზრდილია და ჩვენი გუნდის თამაშს იოლად აუღებს ალღოს.
– უახლოეს მომავალში ხომ არ აპირებთ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას?
– კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე მაკავშირებს და მისი დასრულების დროს 34 წლის ვიქნები. ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ სეზონში 60 მატჩის ჩატარება ძნელია.
ამას ყოველწლიურად ვხვდები. დროის სვლასთან ერთად მუხლი უფრო და უფრო მეწინააღმდეგება. ვითამაშებ მანამ, სანამ ამის საშუალებას ორგანიზმი მომცემს.
– კარიერის მანძილზე არაერთ უმაღლესი კლასის ფეხბურთელთან ერთად გითამაშიათ. თვლით, რომ იბრაჰიმოვიჩში არის რაღაც განსაკუთრებული?
– ზლატანი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. შესაძლოა მოგეჩვენოს, რომ ასე წარმატებით იგი თავისი ფიზიკური მონაცემების წყალობით თამაშობს, მაგრამ იბრაჰიმოვიჩი მართლა ძალიან ნიჭიერია.
იგი ისე გაგიკეთებს ზუსტ გადაცემას, რომ შენსკენ გამოხედვაც კი არ დასჭირდება. მის შემხედვარეს გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ბარსას სკოლის აღზრდილია. მას უყვარს პასის გაკეთება, კომბინაციური თამაში.
– რა ფასი აქვთ დღეს ხავის, ინიესტას და მესის?
– ვერ გეტყვი. ბარსელონაში დღეს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფია, რომელიც უპირატესობას ჩვენივე კლუბის აღზრდილებს ანიჭებს, წარმატებული გამოდგა.
ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ ისე, რომ ძირითად შემადგენლობაში გვყავდა ბარსელონას 7 თუ 8 სკოლის აღზრდილი. ეს კლუბისთვის დიდი პატივია. ისეთი მწვრთნელები, როგორებიც არიან ორიოლ ტორტი, კარმონა, ბენაიგესი და ჟოან ვილა, კლუბში 10, 12 და 15 წლის განმავლობაში მუშაობენ და მას კარგ ფეხბურთელებს უზრდიან.
– გრძნობთ, რომ დღევანდელ ფეხბურთში შესაშური პოზიცია გიკავიათ?
– ვფიქრობ, პატივს გვცემენ და გვაფასებენ. რაიმე დაჯილდოებაზე თუ სხვა ცერემონიაზე გვილოცავენ და აღნიშნავენ, რომ ჩვენი თამაშის ყურება დიდი სიამოვნებაა. ამ დროს, რა თქმა უნდა, ამაყი ვარ.
– რა არის ბარსას სკოლის აღზრდილების ამჟამინდელი თაობის წარმატების საიდუმლო?
– მწვრთნელების მუშაობა. ეს ადამიანები შენში სწრაფი ფეხბურთის და ერთი შეხებით თამაშის ფილოსოფიას ნერგავენ. ვფიქრობ, კლუბში კრუიფის მიერ მოტანილი ფილოსოფია ჯერ კიდევ მუშაობს და იგი არ დაკარგულა.
– ოდესმე თუ წარმოგიდგენიათ თავი ბარსელონას გარეშე?
– არა. როდესაც ყველაფერი კარგად არ მიდის, პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებო. შეიძლება დაიწყო ფიქრი, რომ დროა კლუბის შეცვლის, მაგრამ არა ჩემს შემთხვევაში. მე ყოველთვის მსურდა ბარსელონაში დარჩენა.
– კიდევ ერთი ტრიპლეტის შესრულება შესაძლებელია?
– ეს ძალიან, ძალიან რთული იქნება. ახლა მთელი მსოფლიო ოცნებობს ჩვენს დამარცხებაზე.
– კიდევ ერთი ასეთი წარმატებული სეზონის შემთხვევაში ბარსელონა ისტორიაში საუკეთესო კლუბი გახდება?
– დეკემბერში იქნება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. თუ მასში გამარჯვებას მოვიპოვებთ, წლის განმავლობაში 6 ტიტული დაგვიგროვდება. ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება. დაველოდოთ და ვნახავთ, იქნება თუ არა მიმდინარე წელი საუკეთესო, მაგრამ უკვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ გუნდი სწორი გზით მიდის.
– არის თქვენი ოცნება სამხრეთ აფრიკის მუნდიალის მოგება?
– ჩვენი მიზანია ჯერ მეოთხედფინალში გასვლა, შემდეგ კი მსოფლიოს საუკეთესო ოთხ გუნდში მოხვედრა. ნახევარფინალში გასვლა შესანიშნავი შედეგი იქნებოდა და ვინ იცის, იქნებ, უფრო შორს წასვლაც მოვახერხოთ.
– თვლით, რომ ესპანელი ფეხბურთელები უფრო კონკურენტუნარიანნი გახდნენ?
– დიახ. ლუის არაგონესმა ესპანური ფეხბურთი შეცვალა. ჩვენი დღევანდელი დონე უფრო მაღალია. ჩვენ შეიძლება ვითამაშოთ ბრაზილიის, არგენტინის და გერმანიის ტაქტიკით, მაგრამ საკუთარი, ორიგინალური სტილით. არაგონესმა ბიძგი მოგვცა და ამის შემდეგ ყველაფერი ინერციით მიდის. ნაკრებში ფაქტიურად იგივე ადამიანები თამაშობენ.
– ვისაუბროთ რეალზე. რა მოხდა ესპანეთის თასზე ალკორკონის წინააღმდეგ?
– ძალიან გაკვირვებული დავრჩი, მაგრამ ასეთი რამ შეიძლება შეემთხვეს ნებისმიერ კლუბს, რომელიც 100 პროცენტით არ იხარჯება. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი გუნდი შეძლებს შენს დამარცხებას.
სწორედ ასე დაგვემართა ხეტაფესთან, როდესაც 0:4 დავმარცხდით. მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ალკორკონი ხეტაფე არ არის. მსოფლიოში ყველას სურს ბარსას და რეალის დამარცხება. ეს ნორმალურია.
– ფიქრობთ, რომ რეალის მთავარი პრობლემა ბარსელონას სიძლიერეა?
– არ ვიცი, მაგრამ მადრიდელები უკვე ძალიან ხშირად აკვირდებიან, რა ხდება ჩვენთან. ჩვენ კი ვიცით, რომ თუ კარგად ვითამაშებთ, სხვა გუნდების ასპარეზობა არ დაგვაინტერესებს.
– უკვე რამდენიმე წელია რეალი საკუთარი თამაშის პოვნას ვერ ახერხებს, რისი წყალობითც მადრიდელებს ფაქტიურად ყოველწლიურად უწევთ მწვრთნელის შეცვლა.
– შესაძლოა ეს იმის ბრალია, რომ ესპანეთში გულშემატკივრები, პრეზიდენტები და ხუნტის წევრები მოუთმენელნი არიან. განსაკუთრებით თვალშისაცემი სწორედ რეალის შემთხვევაშია.

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 

.jpg)