| ქალი და მამაკაცი |

"ნარკომანები ხელისუფლების პოლიტიკური დასაყრდენია"
ჰეროინის მოხმარებით საქართველო მსოფლიოში პირველია
საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ორი თვის წინანდელი დაპირება შეასრულა და კავკასიაზე, პირველ რიგში კი, საქართველოზე, როგორც ნარკოტრანზიტულ ქვეყანაზე, განცხადება გააკეთა. თქვა, რომ ჩვენთან ნარკობიზნესი ყვავის და ამაზე რატომღაც ყველა ხუჭავს თვალს. ამიტომ მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან – ინტერპოლიდან და ევროპოლიდან – მოითხოვს პასუხს რამდენიმე კითხვაზე. ამ კითხვების საფუძველი კი ჰეროინია, რომელიც, გაჩეჩილაძის ხელთ არსებული მონაცემებით, მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ყველაზე გავრცელებული და მავნე ნარკოტიკია.
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებით, მსოფლიოში 11,3 მლნ ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს, რომლის 90 პროცენტი ავღანური წარმოშობისაა. ჰეროინის მსოფლიო ბაზარი 56 მილიარდ დოლარს აღწევს. ეს თანხა ძირითადად ტერორისტებს, კრიმინალებს და კორუმპირებულ რეჟიმებს კვებავს. იგი ავღანელი თალიბების შემოსავლის ძირითადი წყაროა.
ავღანეთიდან ჰეროინი ევროპაში ორი გზით შედის – ავღანეთი–ირანი–აზერბაიჯანისა და ავღანეთი–შუა აზია–კასპიის ზღვა–აზერბაიჯანის გავლით. პირველიდან წელიწადში ევროპაში 9 ტონა ჰერიონი ხვდება, მეორედან – 2. ამერიკის ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში წელიწადში 9–10 ტონა ჰეროინი მოძრაობს. აქედან 7 ტონა ევროპაში ჩვენი საზღვაო პორტებიდან, ძირითადად ფოთის პორტიდან გადის. რეგიონში 2 ტონაზე მეტი რჩება. სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპაში ერთი ნარკომანი წელიწადში მინიმუმ 30 გრ ჰეროინს მოიხმარს. ამის გათვალისწინებით, გაჩეჩილაძე თამამად ამბობს, რომ საქართველოში ჰეროინის მომხმარებელთა რაოდენობა, სულ ცოტა, 80 ათასია, რაც ექსპერტთა შეფასებებს ემთხვევა.
ჰეროინის მოხმარებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვყოფილვართ. ჩვენთან ყოველი 1000 მცხოვრებიდან ჰეროინს 17 მოიხმარს. ამ მონაცემებით, გაცილებით ვუსწრებთ რუსეთს, სადაც 1000 მოსახლიდან 11 ჰეროინის მომხმარებელია, ესტონეთში – 10, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში – 5, უკრაინაში – მხოლოდ 3, გერმანიაში – 1,4 და თურქეთში, რომელიც ნარკოტიკის ყველაზე დიდი ტრანზიტორი ქვეყანაა, მხოლოდ 0,3.
გაერო–ს მონაცემებით, ავღანეთიდან ევროპაში შეტანილ ჰეროინში საქართველოს წილიცაა. იქ ყოველწლიურად შეტანილი ამ ნარკოტიკიდან ყველაზე მეტი, 85 პროცენტი თურქეთზე მოდის. ჩვენ მეორე ადგილზე ვართ. ევროპას ყოველ წელს ჩვენი პორტებიდან 7 ტონა ჰეროინს ვუგზავნით – საქართველო–ბულგარეთის მეშვეობით 6 ტონას და საქართველო–უკრაინის გავლით – 1–ს.
ჩვენთან ჰეროინის უხვად შემოდინება სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად სოციალური კატასტროფაცაა. ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს მონაცემებით, საქართველოში 295 ათასამდე ნარკოტიკის მომხმარებელია, იმ დროს, როცა აზერბაიჯანში 180 ათასი, ხოლო სომხეთში – მხოლოდ 30 ათასი. აღრიცხულ ნარკომანთა 78 პროცენტი, ე.წ. პრობლემური ნარკომანები, სწორედ ჰეროინის მომხმარებლები არიან.
საქართველოში ნარკოტიკებთან ბრძოლას შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებენ. გაერო–ს კონვენციით, ნარკოტიკის მომხმარებელი თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს. ჩვენთან ძირითადად სწორედ მომხმარებლები ისჯებიან და არა – რეალიზატორები. ამაზე ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. 2008 წელს რეგისტრირებული 4.989 ნარკოტიკული დანაშაულიდან მხოლოდ 4–ია კონტრაბანდის მუხლით დაკვალიფიცირებული, რეალიზაციის ფაქტი – მხოლოდ 9. უფრო დიდ გაოცებას იწვევს ჰეროინის ამოღების დონე. 2008 წელს ამოღებული და განადგურებული იყო 8,3 კგ, 2007 წელს – 6,8 კგ ანუ მთლიანი ბრუნვის 0,09 პროცენტი.
მწვანეთა ლიდერი ქართული ნარკოკარტელის შემოსავლების დათვლასაც ცდილობს. გაერო–ს მონაცემებით, საქართველოში ერთი გრამი სუფთა ჰეროინის ქუჩის ფასი საშუალოდ 350 დოლარია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპაში ჰეროინის რეალიზაცია 240 პროცენტიან მოგებას იძლევა, მაშინ ქართველი ნაკოკარტელის წლიური მოგება ნახევარი მილიარდი დოლარი მაინცაა. საინტერესოა ისიც, რომ ჰეროინის ქუჩის ფასით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რაც, გაჩეჩილაძის მოსაზრებით, პირდაპირ მიანიშნებს ამ კრიმინალური ბიზნესის მონოპოლიაზე.
რა შემოსავალი მისდით ნარკობარონებს, რომლებიც წელიწადში საქართველოს პორტებიდან 7 ტონა ჰეროინის ტრანზიტს უზრუნველყოფენ ევროპაში? ამას მწვანეთა პარტიის ლიდერი ვერ აზუსტებს, თუმცა დიდი ეჭვი აქვს, რომ ტრანზიტის საფასურად გადამზიდველები საქართველოში ფულს კი არა, ჰეროინს ტოვებენ.
– ასე რომ, ქართული ნარკოკარტელის შემოსავალი შეიძლება არა მარტო ჰეროინის გაყიდვით მიღებული მოგება იყოს, არამედ მისი მთლიანი ღირებულება – 840 მლნ დოლარი წელიწადში. ნარკომანები საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური დასაყრდენია, – ამბობს გაჩეჩილაძე და 2008 წლის არჩევნებს იხსენებს, რომელზეც ითქვა, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებული ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ კრიმინალური წარმოშობის იყო.
– ნაციონალური მოძრაობის დამხმარე ერთ–ერთ კატეგორიას წარმოადგენდნენ კრიმინალური ელემენტები, რომლებისგანაც პოლიცია მოითხოვდა მათი ავტორიტეტის და გავლენის გამოყენებას ამომრჩეველზე. სამაგიეროდ სთავაზობდა სხვადასხვა შეღავათებს – მათ მიერ ნარკოტიკების მოხმარებაზე ან სხვა დანაშაულზე თვალის დახუჭვის ან მათი მეგობარი ავტორიტეტების ციხიდან გათავისუფლების სახით. მათ მუშაობას აკონტროლებდა სოდ–ი, განსაკუთრებით ნარკომანების, რომლებსაც ამ სამსახურის სანაცვლოდ ნარკოტიკებსაც ურიგებდნენ, – ამბობს მწვანეთა პარტიის ლიდერი.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველოს მწვანეთა პარტია მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროპოლსა და ინტერპოლს შემდეგი კითხვებით:
იმ ქვეყანაში, სადაც ავტორიტარულ–პოლიციური რეჟიმის ქვეშაა სასამართლო, მედია, ბიზნესი, სადაც ძალადობა, დაშინება და ელიტური კორუფცია მართვის ძირითადი მეთოდებია, შესაძლებელია თუ არა:
1. ხელისუფლების უშუალო მონაწილეობის გარეშე ასეთი რაოდენობის ნარკოტიკების უკონტროლო ბრუნვა პატარა ქვეყნის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ისეთი მძიმე ნარკოტიკის, როგორიც ჰეროინია?
2. არსებობდეს ნარკომანების ასეთი რაოდენობა ქვეყანაში, კარგად ორგანიზებული ნარკოტიკების გასაღების ქსელისა და დამფასოებელი ცენტრების გარეშე?
3. შესაძლებელია თუ არა ქვეყნიდან ტონობით ჰეროინის შეუმჩნევლად გატანა, როცა საყოველთაოდაა ცნობილი გატანის ერთადერთი ადგილი?
4. შესაძლებლია თუ არა ქვეყანაში ასეთი რაოდენობის ჰეროინის იმპორტ–ექსპორტი ავღანურ ან სხვა ნარკოკარტელებთან ურთიერთობის გარეშე?
5. ექვემდებარება თუ არა ეს საქმიანობა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კონვენციას?
ნინო მეტრეველი

კავშირი ტეგთან: ლევანი გაჩეჩილაძე

კავშირი ტეგთან: ლევანი გაჩეჩილაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 