| ქალი და მამაკაცი |

"საერთო კანდიდატის გარეშე მერის არჩევნები წაგებულია!"
ზაქარია ქუცნაშვილი: ქართულ აკადემიას ოპოზიციის ლუსტრაცია გადააფიქრებინეს
ნაციონალურმა მოძრაობამ და ათმა პოლიტიკურმა ძალამ, ბევრი იდავა თუ ცოტა, საარჩევნო კოდექსში შესატანი რამდენიმე ცვლილება დადო. ამ ცვლილებით მერს თბილისელები პირდაპირი წესით აირჩევენ, საკრებულოს 50 კაციანი შემადგენლობიდან 25 მაჟორიტარი იქნება, 25 – პარტიული წესით არჩეული. საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარეები და მოადგილეები კვლავ ხელისუფლების კადრები იქნებიან, მდივნები – ოპოზიციის. ხელისუფლებას დარჩა ხმების დათვლის დროს რიცხობრივი უპირატესობა, ადმინისტრაციებში კვლავ არ იქნება პარტიული პარიტეტი, მანიპულაციის კარგი საშუალება – ბათილი ბიულეტენები, სათვალავში არ ჩაითვლება. საჯილდაო ქვად რჩება თბილისის მერის არჩევის პროცენტული ბარიერი. ალიანსის – "საქართველოსათვის" მოთხოვნა 50 პროცენტიანი ბარიერის შესახებ ხელისუფლებამ არ მიიღო. ამის გამო ჯერ ნაციონალი პალიკო კუბლაშვილი გაიქცა ენდიაი–ს ოფისიდან, მერე ალიანსმა არ მოაწერა ხელი შეთანხმებას, სადაც ჩაიწერა, რომ დედაქალაქის თავკაცი ის გახდება, ვინც ხმათა 30 პროცენტს მიიღებს. პროცესში მონაწილე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ხელი მალევე მოაწერეს მოსაზრებით, ისიც არ დავკარგოთ, რაც ხელისუფლებამ დათმოო.
ირაკლი ალასანიას ალიანსი მარცხს თავიდან მშვიდად შეხვდა, სააკაშვილი ერთი თვე მაინც ვერ გაბედავს ცვლილებების ინიცირებას, ამასობაში პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერთვება და ყველაფერი კარგად იქნებაო. მათი მოლოდინი არ გამართლდა. პრეზიდენტმა მეორე დღესვე ბრძანა, ცვლილებებს სასწრაფოდ კანონის სახე მიეცით და პარლამენტმაც მისი განხილვა დაიწყეთო.
როგორ აფასებენ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ექსპერტები და რაში ხედავენ გამოსავალს? ამ კითხვებით "სარკე" ექსპერტს სამართლებრივ საკითხებში, იურისტ ზაქარია ქუცნაშვილს ეწვია.
– ბატონო ზაქარია, პოლიტიკურმა ძალებმა, ვინც შეთანხმებას ორ დღეში ხელი მოაწერეს, თავი იმით იმართლეს, რომ სხვა შემთხვევაში ხელისუფლება იმასაც აღარ დათმობდა, რაც დათმო. რამდენად მისაღებია ეს არგუმენტი?
– მშიშარა ადამიანს რომ წამოარტყამენ და, რაც იცის და არ იცის, ყველაფერს რომ ლაპარაკობს, დაახლოებით ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სათანადოდ იბრძოლეს, რომ ასეთი დასკვნა გამოეტანათ თუ პირველივე წინააღმდეგობის დროს მოუწერეს ხელი?
– ფიქრობთ, თუ შეთანხმებაზე ოპოზიცია ხელს არ მოაწერდა, ხელისუფლება 50 პროცენტიანი ბარიერის დათმობაზეც წავიდოდა?
– ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. თუ პრინციპული პოზიცია არ დაიკავე და არ იბრძოლე, მაშინ საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. თუ ეს პარტიები თავისუფალი და დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალებია, მაშინ რატომ არ იბრძოლეს და რატომ წავიდნენ ასე მალე, 48 საათში ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე?!
– 50 პროცენტიანი ბარიერი ხომ არ არის ალიანსის აჩემება, რადგან ირაკლი ალასანიამ შეიძლება ამ ბარიერის და მეორე ტურის გარეშე ვერ გაიმარჯვოს?
– აჩემება არაა. გვეუბნებიან, მოდით, პრეზიდენტი – ამომრჩეველთა უმრავლესობით, პარლამენტის და საკრებულოს თავმჯდომარეები წევრების უმრავლესობით ავირჩიოთ, ქალაქის მერი – არაო.
– თუმცა ბევრ ქვეყანაში მხოლოდ ხმათა უმრავლესობით ირჩევენ ქალაქის მერს და რაღაც გადასალახი ბარიერები არაა.
– ზოგან არსებობს ეს ბარიერი, ზოგან – არა, ისე როგორც ზოგი ქვეყანა დემოკრატიულია, ზოგი – არა. ჩვენთან მთავარი პრობლემა არის არა მხოლოდ ის, რომ მედია, სასამართლო, საარჩევნო გარემო არ ვარგა, პოლიცია პოლიტიზებულია, მთავარი პრობლემა ისაა, რომ საარჩევნო სისტემაა უსამართლო და არ ეფუძნება საზოგადოების უმრავლესობის ნებას.
– ალიანსი იმედოვნებდა, რომ ხელისუფლება ასე სწრაფად არ მოისურვებდა ამ ცვლილებების დამტკიცებას და საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო მეტ დათმობას აიძულებდნენ. რა გამოვიდა – დემოკრატიულმა საზოგადოებამ არ დაუჭირა მხარი თბილისის მერის არჩევის დროს 50 პროცენტიან ბარიერს?
– დემოკრატიულ საზოგადოებაში ვის გულისხმობთ?
– ევროპას, ამერიკას, მსგავს სიტუაციებში ვისი იმედიც გვაქვს.
– ეს დამოკიდებულება რამენაირად უნდა დავძლიოთ. დამკვეთი და მთავარი მაკონტროლებელი ქართველი ხალხი უნდა იყოს და არა – ვინმე სხვა. ამერიკის კონგრესმა პრეზიდენტ ობამას ავღანეთში 40 ათასიანი კონტინგენტის გაგზავნის გადაწყვეტილება დაუმტკიცა. აქედან 30 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი უნდა იყოს, 10 ათასი – არაამერიკელი. ახლა მათი ამოცანაა, ეს 10 ათასი ჯარისკაცი მოკავშირე ქვეყნებში შეაგროვონ. გარწმუნებთ, ჩვენი "ჭკვიანი" ხელისუფლება ერთ–ერთი პირველი იტყვის, ჩემს ბიჭებს გავუშვებ ავღანეთში, ოღონდ დემოკრატიას ნუ მოგვთხოვთო. ასე იყო პრეზიდენტ ბუშის დროს. ამას ქართული დემოკრატია შეეწირა. ამიტომ მთავარი ორიენტირი ქართველი საზოგადოება და მისი ინტერესები უნდა იყოს.
– როცა ალიანსი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წავიდა, გვარწმუნებდნენ, რომ ამით რაღაცის მიღწევას შეძლებდნენ. როგორ განვითარდება მოვლენები?
– ბევრი სცენარი შეიძლება იყოს. პოლიტიკური პარტიები ვალდებულები არიან, საზოგადოებას გამოსავალი შესთავაზონ. ჩვენ უნდა მოვისმინოთ მათი მოსაზრება და გავაკეთოთ დასკვნები, რაც უფრო სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ თავად არ გთავაზობენ, ამასთან ბევრ პოლიტიკურ პარტიაში იგრძნობა დაბნეულობა და არმონდომება, ხშირ შემთხვევაში იძულებულები ვართ, თავად შევთავაზოთ გამოსავალი.
– მოდით, ახლაც შესთავაზეთ.
– ის ადამიანები, ვინც ადგილობრივი არჩევნების გზით ცვლილებების მომხრე არიან, პირველ რიგში, უნდა შეთანხმდნენ მერობის და მაჟორიტარების საერთო კანდიდატებით არჩევნებში მონაწილეობაზე. საზოგადოების მონაწილეობით უნდა შემუშავდეს საერთო კანდიდატების გამოვლენის წესი. ეს შეიძლება იყოს როგორც სოციოლოგიური გამოკითხვა, ისე პრაიმერი. უნდა იწარმოოს ორ–სამთვიანი წინასაარჩევნო კამპანია. თუ ოპოზიციური პარტიები ამაზე ვერ შეთანხმდებიან, ჩათვალეთ, რომ ეს არჩევნები წაგებულია და ამის გამო მასში ჩართვა არ შეიძლება. ამით საზოგადოებაში კიდევ უფრო გაიზრდება ნიჰილისტური დამოკიდებულება, რაც, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს.
– საერთო კანდიდატებზე შეთანხმება საეჭვოა. არასაპარლამენტო ოპოზიციამ კიდეც რომ დათმოს, არა მგონია, ქრისტიან–დემოკრატები ამაზე წავიდნენ.
– საპარლამენტო ოპოზიცია არ არის ის მთავარი საზომი, რითაც გაიზომება ადგილობრივი თუ სხვა არჩევნების შედეგები. ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, მაგრამ ამან თვისობრივად არაფერი შეცვალა ქართულ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში. თვისობრიობა გამოიხატა 9 აპრილის, 26 მაისის აქციაში და არა – 7 თუ 10 კაცის პარლამენტში შესვლაში. პირიქით, ამ ნაბიჯმა ბევრ საინტერესო ადამიანს პოლიტიკური თუ მორალური თვალსაზრისით პერსპექტივა დაუკარგა.
– ლეიბორისტები დღემდე მოუწოდებენ ოპოზიციას ადგილობრივი არჩევნების სრული ბოიკოტირებისკენ. რამდენად სწორი იქნება ეს ნაბიჯი და შეიძლება თუ არა ამის შემდეგ წავიდეს ოპოზიცია ბოიკოტისკენ?
– ვფიქრობ, ჯერ უნდა იბრძოლონ იმისათვის, რომ არ მოხდეს იმის დაკანონება, რაც მოხდა. სხვა შემთხვევაში, ალიანსი, რომელიც ადგილობრივი არჩევნებით ცვლილებების მიღწევას უწევდა პროპაგანდას, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მან უნდა დაუმტკიცოს როგორც ქართველ საზოგადოებას, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ბოლომდე იბრძოლებს. თუ არაფერი გამოუვათ, პროცესის წარმატებით დასრულების შანსი არსებობს, მაგრამ, თუ საერთო კანდიდატის გამოვლენაზე ვერ შეჯერდებიან და არჩევნებში ისე მიიღებენ მონაწილეობას, ეს ოპოზიციის მორიგი მარცხი იქნება.
– პროექტს უკვე პარლამენტის კომიტეტები განიხილავენ. რამ შეიძლება აიძულოს ხელისუფლება, რომ ოპოზიციის სასარგებლო კიდევ რაიმე ცვლილებაზე წავიდეს?
– მხოლოდ ხალხის მოთხოვნამ.
– საპროტესტო აქციებმა?
– ფორმა შეიძლება ბევრი იყოს. მოდით, თვითონ შემოგვთავაზონ და ჩვენ არჩევანი გავაკეთოთ.
– საზოგადოების და არასამთავრობოების ბოლო შეხვედრაზე განსახილველი საკითხები თბილისის მერის 50 პროცენტიანი ბარიერი და ოპოზიციის ლუსტრირების საკითხი იყო. რა იგულისხმება ოპოზიციის ლუსტრირებაში?
– ქართულ აკადემიას ჰქონდა წინადადება, მომხდარიყო ოპოზიციური ძალების ლუსტრირება. გამომსვლელთა უმრავლესობამ ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე შეიძლება არ ღირდეს მთავარი რისხვის გადატანა ამ ე.წ. ოპოზიციურ ძალებზე. ვთხოვეთ ქართულ აკადემიას, ამ ეტაპზე თავი შეიკავოს და ამ ძალებსაც მივცეთ შანსი, აღარ გააგრძელონ ხელისუფლების თამაში.
– საინტერესოა, როგორი იქნება ოპოზიციის ლუსტრირების კრიტერიუმები.
– იმის მიხედვით, თუ როგორია საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებში მათი პოზიცია. თუ მათ მოქმედებებში ჩანს, რომ ყველაფრის ცვლილებას ითხოვენ, რეჟიმის გარდა, მაშინ როგორ იქნებიან ეს პარტიები ოპოზიციური?!
– საარჩევნო კოდექსში შეტანილმა და შეუტანელმა პუნქტებმა რაზე მიგანიშნათ?
– იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი იქნება ხელისუფლებაში, საქართველო სამართლიან არჩევნებს ვერ ეღირსება.
– მაშინ რატომ მიდის ოპოზიციის ნაწილი არჩევნებზე?
– თუ საერთო კანდიდატით არ წავლენ, მოხდება ის, რაც უკვე მოხდა. ასეთი პოლიტიკური ძალები იტივტივებენ, მაგრამ ქვეყანას თვისობრივ ცვლილებებს ვერაფერს მოუტანენ. თუ ოლიმპიელების პრინციპით ვმოქმედებთ, რომ მთავარია მონაწილეობა, კი ბატონო, მაგრამ, თუ ვმოქმედებთ პრინციპით, რომ მთავარია გამარჯვება და არა – მონაწილეობა, მაშინ ამ გარემოში და საარჩევნო სისტემაში გამარჯვების მიღწევა საერთო შეთანხმების და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
ნინო მეტრეველი

კავშირი ტეგთან: კუბლაშვილი

კავშირი ტეგთან: კუბლაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 