asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

2009-11-11 20:50:48




I გვერდი, II გვერდი, III გვერდი
საქართველო–რუსეთის ურთიერთობა
აგვისტოს ომი და რუსეთთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა
მიხეილ სააკაშვილმა და ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ოფციალური შეხვდრა გამართეს. მათ ორ ქვეყანას შორის სამხედრო ავიაციის რეგულაციის საკითხებზე ისაუბრეს. ეს იყო ვლადიმერ პუტინის, როგორც პრეზიდენტის, ბოლო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. პუტინი მალე ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, შეცვალა.
მიუხედავად ამისა, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, რასაც სამხედრო ჯარების ჩართვა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ცხინვალზე თავდასხმის ბრძანების გაცემა მოჰყვა. პასუხად, რუსეთი ჯარებმა სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინეს და საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. საფრანგეთის პრეზიდენტ, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით, ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა და ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შემუშავდა. 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად მან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო. საპასუხოდ 2008 წლის 29 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის, განცხადებით, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
ოპოზიცია აქტიურდება
თბილისი საკნების ქალაქად იქცა
2009 წელს კვლავ განახლდა ოპოზიციის პროტესტი სააკაშვილის წინააღმდეგ. მასობრივი მანიფესტაცია 9 აპრილს დაინშნა. საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღიდან ოცი წლის შემეგ საქართველოს მთავარი ქუჩა კვლავ გადაიკეტა. სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. იმავე მიზნით მოსახლეობა მივიდა იპოდრომსა და ეროვნულ სტადიონზე.


თბილისი საკნების ქალაქად იქცა. სააკაშვილის პოლიტიკით უკმაყოფილო მისახლეობა ღამეს ქალაქის მთავარ ქუჩებზე მდგარ საკნებში ათევდა. პროტესტი რამდენიმე თვე გაგრძელდა. ბოლოს, საკნების აღება თავად ოპოზიციამ გადაწყვიტა.
საგაზაფხულო პროტესტმა აჩვენა, რომ სააკაშვილის რეიტინგი ისეთი მაღალი აღარ იყო, როგორიც “ვარდების რევლუციის“ შემდეგ. აპრილში, ისევე როგორც ხუთი წლის წინ, მოსახლეობა ქუჩაში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა, მაგრამ ამჯერად მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ქვეყანაში რევოლუცია აღარ შედგა. სააკაშვილი კვლავ საქართველოს პრეზიდენტია. საპრეზიდენტო ვადა მას 2013 წელს ეწურება. ომგამოვლილ ქვეყანას ახლა სხვა გამოწვევები აქვს. საქართველო, რამდენიმე ათასი ლტოლვილითა და ოკუპირებული ტერიტორიებით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას.
 კრიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილმა პრეზიდენტი პატარკაციშვილის მკვლელობაში დაადანაშაულა
მას შემდეგ, რაც 2004 წელს სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, გაჩნდა ეჭვები მისი ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილების შესახებ. სააკაშვილი საუბრისას ხშირად აგრესიას გამოხატავდა. ის იუსტიციის მინისტრს პატიმრების აჯანყებებისა და სხვა კრიმინალური შემთხვევების დროს ძალის გამოყენებისა და ცეცხლის გახსნისკენ მოუწოდებდა. (12 იანვარის ახალი ამბების შემაჯამებელი გადაცემა)
2004 წელს საქართველოს ექსპერტებმა პრეზიდენტს სხვადასხვა ნაციონალურ გაზეთში ღია წერილით მიმართეს: „საქართველოს პოლიტიკასა და სოციალური ცხოვრების სხვა სფეროებში ხალხის მიმართ შეუწყნარებლობა ღვივდება.“

 
2006 წლის 27 მარტს ხელისუფლებამ, კრიმინალური ძალების ხელმძღვანელობით პატიმრების საყოველთაო აჯანყების ხელის შეშლის მიზნით, სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელსაც 7 მშვიდობიანი მცხოვრებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. სპეცოპერაციის დროს დაშავდა ასევე 17 ადამიანი. ოპოზიციური პარტიები ოფიციალურად მოწოდებულ ინფორმაციაში დაეჭვდნენ და დამოუკიდებელი გამოძიების უფლება მოითხოვეს, რაზეც მმართველი პარტიისგან უარი მიიღეს.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მსვლელობამ დიდი გაოცება გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ოფიციალური ხელმძღვანელი თანამდებობის პირი მკვლელობის უშუალო თანამონაწილედ მოიაზრებოდა.
საქართველოს ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებდა ქართველი ბიზნესმენი, ბადრი პატარკაციშვილი. 2007 წლის 25 ოქტომბერს კი ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა პრეზიდენტი პატარკაციშვილის მკვლელობაში დაადანაშაულა. განცხადების გაკეთებიდან ორ დღეში ის გამომძალველობის, ფულის გათეთრებისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მოტივით დააპატიმრეს.
2007 წლის 8 ოქტომბერს პროკურატურამ ტელევიზიით ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა, სადაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი თავს დამნაშავედ ცნობდა და დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას აღიარებდა. ოქრუაშვილმა უკან წაიღო პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული ბრალდება და თქვა, რომ მისი განცხადების მიზეზი პოლიტიკური პრივილეგიების მოპოვების სურვილი იყო. ოქრუაშვილის ადვოკატებმა და სხვა ოპოზიციურმა ლიდერებმა ყოფილი მინისტრის მიერ საკუთარი განცხადებების ამ ფორმით უარყოფა იძულებითი მეთოდების გამოყენებას დაუკავშირეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია, „British Helsinki Human Rights Group“, აცხადებდა, რომ ახალმა მთავრობამ სათავეში მოსვლისთანავე შევარდნაძის წრის ოფიციალურ პირებთან გასწორება დაიწყო. მათ შევარდნაძის რეჟიმთან დაკავშირებული მრავალი ყოფილი მინისტრი და ბიზნესმენი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მოტივით დააპატიმრეს.
2007 წლის ნოემბერში დემონსტრაციების ტალღა აგორდა, რასაც პოლიციის მიერ მშვიდობიანი პროტესტანტების დარბევა და სააკაშვილის მხრიდან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.
ნოემბრის მოვლენებს ქართველი მედია მაგნატის, ბადრი პატარკაციშვილის, ოპოზიციური ტელევიზია „იმედიც“ემსხვერპლა. ტელევიზიაში სპეცრაზმი ახალი ამბების მსვლელობისას შეიჭრა. მაუწყებლობა არასრული ფორმით თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში განახლდა, ახალი ამბებისა და თოქ–შოუების ბლოკის აღდგენა ვადამდელი არჩევნბის ჩატარების შემდეგ მოხერხდა. მოგვიანებით მაუწყებლობა სააკაშვილის მხარდამჭერებს მიჰყიდეს და ყოფილი თანამშრომლების ნაწილს ტელევიზიაში დაბრუნება სთხოვეს.
მიუხედავად ამგვარი კრიტიკისა, ზოგიერთი ევროპელი და ამერიკელი კომენტატორი ახალ მთავრობას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისას მიღებული გადამჭრელი ზომების გამო აქებდა. ამასთან ერთად შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავდა, რომ 2005 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გამოასწორა მრავალი კანონი და გაზარდა გამოძიების რიცხვი, რამაც საგრძნობლად შეამცირა შეურაცხყოფისა და ცუდად მოპყრობის ინციდენტები წინასწარი პატიმრობის საკნებში. ასევე გაიზარდა რელიგიური თვისუფლების ხარისხი.
  პირადი ცხოვრება
ოჯახი
მიხეილ სააკაშვილი მომავალ მეუღლეს, სანდრა ელისაბედ რულოვსს 1993 წელს სტრასბურგში შეხვდა.
სანდრა 1968 წლის 23 დეკემბრს ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ტერნეუზენში დაიბადა. 1991 წელს დაამთავრა ბრიუსელის თარჯიმანთა და მთარგმნელთა სახელმწიფო ინსტიტუტი ფრანგული და გერმანული ენების სპეციალობით.
მიშა და სანდრა თავიდან ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ, 1995 წელს კი საქარველოში ჩამოვიდენ. 1995-1997 წლებში სანდრა თბილისში ნიდერლანდების სამეფოს საკონსულოში მუშაობდა. 1997 წელს ჰუმანიტარული ფონდი “სოკო” დააარსა.


საქართველოს პრეზიდენტი თავდაპირველად ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე ცხოვრობდა, ამჟამად ის დიღომში, საპრეზიდენტო რეზიდენციაში, მეუღლესთან და ორ ვაჟთან, ედუარდთან და ნიკოლოზთან, ერთად ცხოვრობს.
აგვისტოს ომის თემა „ჰოლივუდში“
მიხეილ სააკაშვილის როლს ენდი გარსია ითამაშებს

2009 წელს ცნობილმა ფინელმა რეჟისორმა, რენი ჰარლენმა, დაიწყო მუშაობა ფილმზე, სახელწოდებით “საქარველო”. ფილმში აღწერილი იქნება აგვისტოს ომი. მიხეილ სააკაშვილის როლს წარმოშობით კუბელი ჰოლივუდის ვარსკვლავი, ენდი გარსია, ითამაშებს.


I გვერდი , II გვერდი, III გვერდი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მიხეილ სააკაშვილი
კავშირი ტეგთან: ახალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online