| ქალი და მამაკაცი |

ჰოლივუდური ფილმით…
"სააკაშვილი იმიჯს რუსული ფულით და ჰოლივუდური ფილმით ისუფთავებს"
2008 წლის 10 აგვისტო პარლამენტის შენობის წინ ისევ განმეორდა. უამრავი ხალხი, "მიშა, მიშა!"–ს ძახილი და მიკროფონთან მდგარი ოთხი ქვეყნის ლიდერი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად. ოღონდ ამჯერად ამ ყველაფერს კინო ჰქვია და მას ჰოლივუდელი რეჟისორი იღებს. მსახიობი ენდი გარსია გვარიანად დაამსგავსეს საქართველოს პრეზიდენტს. მასავით ტირის და იცინის. რეჟისორის შეფასებით, გარსია თურმე ამქვეყნად იმისთვის მოვლენილა, რომ მიხეილ სააკაშვილის როლი შეესრულებინა.
რუსეთ–საქართველოს ომზე ფილმის გადაღება გრძელდება. რას ემსახურება ძვირადღირებული ფილმის გადაღება, ვინ აფინანსებს მას და შეძლებს თუ არა აღნიშნული ფილმი საერთაშორისო არენაზე ტალიავინის კომისიის დასკვნის გადაფარვას? "სარკემ" ამ კითხვებით ომის პერიოდში საქართველოს ელჩს რუსეთში, ეროსი კიწმარიშვილს მიმართა. პიარტექნოლოგიებში კარგად გამოწრთობილი კიწმარიშვილის აზრით, ამ ფილმით სააკაშვილი საკუთარი იმიჯის გამოსწორებას ცდილობს.
– ბატონო ეროსი, რა ინფორმაცია გაქვთ, ვინ აფინანსებს ჰოლივუდურ ფილმს?
– ამ ფილმის მიზანი სააკაშვილის და მისი გარემოცვის პროპაგანდაა. ფილმი საქართველოს ხელისუფლების ფულით კეთდება.
– ბიუჯეტის?
– სააკაშვილის ე.წ. მხარდამჭერი ბიზნესმენების ფულით. რა თანხაზეა საუბარი, არ ვიცი, მაგრამ რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის "მადნეულის" მფლობელი კომპანიის ფული. რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ამაზე ქართველ ხალხს, გასაგებია. ხალხის ფულით სააკაშვილი ფილმს იღებს. მათივე ფულით ქირაობენ ენდი გარსიას და ცნობილ რეჟისორებს. ხალხმა უნდა იკითხოს ამ ფულის წარმომავლობა და, თუ გავითვალისწინებთ, რომ "მადნეულის" მფლობელი კომპანია რუსულია, კიდევ უფრო მეტ კითხვას დავსვამდი. რა, რუსული ფულით ხდება სააკაშვილის პრომოუშენი?! ეს არის საქართველოს ხელისუფლების პიარკამპანია საქართველოს იმიჯის გასაწმენდად იმ ფულით, რომელიც ფაქტობრივად ჩვენ მოგვპარეს.
– თქვენ, როგორც პიარის ოსტატი, რას ფიქრობთ, როგორ წაადგება ეს ფილმი ხელისუფლებას?
– მიზანი მისი იმიჯის გასუფთავებაა. ეს არის მცდელობა, გადაფაროს ყველაფერი, რაც ამ პერიოდში ჩაიდინა. საკუთარ იმიჯს იკეთებს, მათ შორის, საერთაშორისო კომისიის მიერ აღიარებულ საერთაშორისო დანაშაულზეც ამბობს, რომ ასე არ ყოფილა. ხომ მეთანხმებით, რომ ეს იქნება სააკაშვილის მიმართ პოზიტიური ფილმი? მიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. თუ სააკაშვილის ხელისუფლება ხალხისთვის სასარგებლოა და ხალხი ამაზე თანხმდება, ეს ნიშნავს, რომ რეალობის შეგრძნება დაგვიკარგავს. თუ ხალხი ფიქრობს, რომ ეს ხელისუფლება საზიანოა და ამის ფაქტები გვაქვს, კი არ უნდა გვიხაროდეს ენდი გარსიას ჩამოსვლა, რაც ხდება, ის უნდა გავაპროტესტოთ.
– საინტერესოა, როგორი იქნება ფილმის ბედი. გაიყიდება თუ ჩვენი ხელისუფლება სხვაგვარად მოახერხებს მსოფლიოსთვის მის ჩვენებას?
– მარკეტინგულად როგორ განვითარდება, ჩემთვის უცნობია. ასევე უცნობია, რომელი დისტრიბუტორი კომპანია მუშაობს ფილმზე, მაგრამ რაკი ცნობილი სახეები მონაწილეობენ, ფილმს გარკვეული საკასო პერსპექტივა აქვს. რამდენად ამოიღებს ამ ფულს კონკრეტული ინვესტორი – სააკაშვილი, საინტერესო არაა, იმიტომ, რომ მთელი ფული სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას და გადაეცეს ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის.
– ამ საინფორმაციო ომში, როცა რუსების დაკვეთით ცნობილმა რეჟისორმა აგვისტოს ომზე გადაიღო ფილმი, საქართველოსაც სჭირდებოდა პროპაგანდისთვის კარგი ფილმი, თუნდაც ის სააკაშვილის იმიჯის გამოსწორებას ემსახურებოდეს.
– ასეთი ფორმის კონკურენცია, რომ საქართველო რუსეთს ეჭიდავოს ფინანსებით, ლობისტური ინსტიტუტების ქირაობით, აპრიორი წაგებული თამაშია. ამის მაგალითია ის, რომ აფხაზეთის პრეზიდენტის ინტერვიუების კასკადი მიდის ვაშინგტონურ პრესაში. აფხაზეთის და ოსეთის ხელისუფლებებმა იქირავეს ლობისტური წარმომადგენლობები ვაშინგტონში. ეს შედეგს გამოიღებს და დაიწყება სერიოზული წინააღმდეგობები ვაშინგტონში ჩვენი ოფიციალური პოზირების მიმართ. ეს ხაფანგია, რომელშიც სახელმწიფო არ უნდა შევიდეს.
– ტალიავინის კომისიის დასკვნა ყველამ ისე წაიკითხა, როგორც თვითონ უნდოდა. რას ფიქრობთ, ეს ფილმი მოახერხებს საერთაშორისო მასშტაბით იმის გადაფარვას, რაც კომისიის დასკვნაში ეწერა?
– ვერ გადაფარავს, რადგან ამ კომისიის დასკვნის შედეგები საერთაშორისოდაა აღიარებული და ის ინსტიტუტების დონეზე მოქმედებს და არა – მაყურებლების. რაც შეეხება ორმაგ წაკითხვას, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება წაკითხვის სიზუსტეში, ამ ტექსტის გამოქვეყნების დღეს ტალიავინმა თავისი პოზიცია დააფიქსირა "ნიუ იორკ ტაიმსში", სადაც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, გაეხსნა საარტილერიო ცეცხლი ცხინვალის მიმართულებით, გამოიწვია ეს ომი. მეორეა, რომ პროპაგანდისთვის როგორც რუსეთი, ისე საქართველო, იღებს ამ დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც მისთვისაა სასარგებლო. დასკვნაში წერია, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის მოქმედებები უფრო დიდი დანაშაულობებია, ვიდრე ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა, მაგრამ იმაზე, როგორ დაიწყო ომი საქართველოს ხელისუფლებამ, პირდაპირ წერია დიპლომატიური ენით – საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. ამას დანაშაული ჰქვია და ამისთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობის მექანიზმები არსებობს, მაგრამ ქართველებმა ამ მექანიზმების დადგომა არ უნდა დავუშვათ. ჩვენს პრობლემას თავად უნდა მივხედოთ. ჩვენ უნდა გავასამართლოთ სააკაშვილი და მისი გარემოცვა იმისთვის, რაც 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს. შეიძლება საამართლომ გაამართლოს ან კონკრეტული ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დააყენოს, მაგრამ სასამართლო უნდა შედგეს. ქვეყანა, სადაც ნებისმიერ შემდგომ ხელისუფლებას ექნება უფლება, ჩაიდინოს, რაც უნდა, როგორც უნდა, ყველაფერი შერჩება და მერე 50 და 60 მილიონი ხარჯოს თავისივე სასარგებლო კინოებში ისევ ერის ხარჯზე ნაშოვნი ფულით, ასეთ ქვეყნებს ბანანის ქვეყნებს ეძახიან. თუ ცივილიზებული ერი ვართ, პასუხი უნდა მოვთხოვოთ სამართლებრივად და არა – სარზე გასმით.
– პრეზიდენტმა ამ დასკვნის შემდეგაც გაიმეორა, ჩემი ქვეყანა შემოსული მტრისგან დავიცავი და ამას კიდევ გავაკეთებო. თქვენ ომის პერიოდში იყავით საქართველოს ელჩი რუსეთში. რას ფიქრობთ, ჰქონდა თუ არა დიდი მნიშვნელობა, ქართული მხარე პირველად გაისროდა თუ არა, თუკი რუსები ყველა შემთხვევაში შემოვიდოდნენ?
– 7 და 8 აგვისტოს ერთი ფრაზა მაინც გახსოვთ სააკაშვილის ან მისი გარემოცვის, სადაც ამბობენ, რომ რუსეთი თავს დაგვესხა? სააკაშვილი მიმართავდა რუსეთს, იმედი მაქვს, რუსეთი არ ჩაერევა ამ პროცესებში და ხელს არ შეუწყობსო, გახსოვთ? თუ რუსეთი თავზე დაგვესხა და ეს ყველაფერი ომამდე 4 დღით ადრე ხდება, როგორ ტოვებ მძევლების რეჟიმში მთელ შენს მოსახლეობას და ერთი სიტყვითაც არ მიმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას დასახმარებლად?! ასეთი მოთხოვნა სააკაშვილმა 9 აგვისტოს დაიწყო. საქმე მატყუარა ადამიანთან გვაქვს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ომი იყო თავიდან აცილებადი. რა თქმა უნდა, რუსეთის სამხედრო და აგრესიულ ძალებს აინტერესებდათ ამ ომში საქართველოს ჩართვა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ ნაბიჯი სააკაშვილმა გადადგა. ამ კითხვაზე პასუხი ტალიავინის კომისიის დასკვნამდე ერთი წლით ადრე გავეცი. ვიღაცას უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, რომ ხვალ გვქონდეს უფლება, ველაპარაკოთ აფხაზებს და ოსებს.
ჩემი აზრით, ქართული ოპოზიციური სპექტრის უზარმაზარი შეცდომა იყო, ჩემს ამ პოზიციას ზურგი რომ შეაქციეს, ეს საქართველოსთვის ზიანის მომტანიაო. რატომ, ეროსი კიწმარიშვილის ნათქვამით გაიგო მსოფლიომ ეს ამბავი?! ვერ გამოიძიეს?! ამით მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მიაღწია იმას, რომ ქართველი ხალხი დავაჯერეთ ტყუილში, რომ ეს თავდაცვითი ომი იყო და მივიღეთ უამრავი პრობლემა. ვინ ლაპარაკობს იმაზე, რომ თავს იცავდა?! ადამიანი, რომელსაც ჩალაგებული ჰქონდა ჩემოდნები, ჩამოხსნილი ჰქონდა ყველაფერი სახლიდან და გასაქცევად იყო გამზადებული თუ ადამიანი, რომელიც, ერთი მხრივ, აბღავლებული ელოდებოდა, როდის შემოვიდოდა ამერიკის ჯარი, როდის დაიწყებოდა მესამე მსოფლიო ომი და, მეორე მხრივ, თვითონ გასაქცევად მომზადებული, საქართველოს მოუწოდებდა, ფიწლებით და კოვზებით დავიცვათ თავიო?! ამათ თუ ოდესმე პასუხი არ მოვთხოვეთ, უღირსი ერი ვიქნებით.
– საქართველოს პარლამენტში აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ კომისიაზე თქვენს გამოსვლას დიდი სკანდალი მოჰყვა. იმ პერიოდში მსგავსი რამის თქმა ქვეყნის ღალატად ითვლებოდა.
– დიდი სიამოვნება მივიღე იმ კომისიის სხდომაზე–მეთქი, რომ ვთქვა, დამიჯერებთ? ჩემთვის მძიმე იყო იმაზე ლაპარაკი, რაც ვთქვი, მაგრამ ვალდებულება იყო. მძიმე იყო იმ ადამიანების აგრესიის დანახვა, რომლებიც მანამდე ჩემზე დიდ სანთლებს ანთებდნენ, იმიტომ, რომ მათი დღევანდელი კეთილდღეობა ჩემს სახელთანაა დაკავშირებული. ჩვენ რომ მაშინ პოზიციაში ერთიანი ვყოფილიყავით, სააკაშვილი რეჟიმს ამ ფორმით ვერ შეინარჩუნებდა. დღეს არ ვილაპარაკებდით იმაზე, სააკაშვილი 2013 წლამდე იქნება თუ 2033 წლამდეო. სააკაშვილმა ამ ომით დაამთავრა საქართველოში მმართველობა. ახლა ამოცანა ისაა, რამდენ ხანს გაგრძელდება დამთავრებული მმართველობა.
– ამ ომის შემდეგ იყო გაზაფხული–ზაფხულის პერმანენტული და უშედეგო აქციები. ამაზე როგორია თქვენი აზრი?
– სააკაშვილი და ძირითადი ოპოზიციური სპექტრი ამ ომზე ერთი და იმავე სიტყვებით საუბრობდნენ. მაშინ რა პრეტენზიები აქვს ამ ოპოზიციას სააკაშვილთან – "იმედი" რომ წაართვა მეპატრონეს და თავები რომ გაუტეხა ოპოზიციის ლიდერებს, მარტო ამიტომ უნდა გადადგეს? ამის გამო არ გადადგება. ვიღაც პოლიციელმა რომ ადამიანი მოკლა, ამისთვის გინდა სააკაშვილის გადადგომა? ამის გამო პრეზიდენტების გადადგომას არ ითხოვენ. ზუსტად იმის გამო, რომ სააკაშვილის აზროვნებით იაზროვნეს – ჩვენი ჭუჭყი არ გამოვფინოთო, მიიღო ოპოზიციამ ეს შედეგი.
როცა ომის თემა ვერ გავხადეთ მთავარ ლოზუნგად, ის მეორე პლანზე გადავიდა და წინა პლანზე წამოვიდა სააკაშვილის გადადგომა ზოგადი მოთხოვნებით. არ ჩანდა ღიად, რა იქნებოდა შემდგომი ნაბიჯები და ყველა შეშინდა, როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში, მაგრამ ამ პროცესმა აჩვენა, რამხელა უნდობლობაა რეჟიმის მიმართ საზოგადოებაში. შედეგი არ დადგა, მაგრამ საერთოდ რომ არაფერი მომხდარიყო, კიდევ უარესი არ იქნებოდა ჩვენი აზროვნებისა და თვითმყოფადობისთვის? არაფერზე რეაქცია თუ არ გვაქვს, მკვდრები ვყოფილვართ. ამ აქციებით ვაჩვენეთ, რომ ცოცხლები ვართ.
– არ ვიცი, მაგ თვალსაზრისით მკვდრები ვართ თუ ცოცხლები, მაგრამ ის ვიცი, რომ ჰოლივუდის ფილმის კადრების გადაღებისას, 10 აგვისტოს, რუსთაველზე რამდენიმე ათასი კაცი სულ რამდენიმე დღის წინ ისევ "მიშა, მიშა!"–ს ყვიროდა.
– ეს ერის ის ნაწილია, რომელსაც სჯერა, რომ სააკაშვილი მსხვერპლია, რომ რუსეთი დაესხა თავს და იძულებული იყო, თავი დაეცვა. ზოგს გულწრფელად სჯერა, რომ სააკაშვილი მესია და გადამრჩენია, ზოგს ენდი გარსიას ნახვა უნდოდა, ზოგს – ფილმში მოხვედრა. დროა, ქართველებმა გააანალიზონ, რა მოხდა. გაიხსნას მედიასივრცე და მერე ვილაპარაკოთ, როგორი იქნება ხალხის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ.
– ანუ ვისაც ტელემედია აქვს, ისაა პოლიტიკურად გამარჯვებული?
– დემოკრატიულ ქვეყანაში მედია დაცული უნდა იყოს მისი მფლობელის ამბიციისგან, თავისი მიზნების სარეალიზაციოდ მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია. ამას კანონი იცავს. რაც ახლა მოგიყევით, ეს რომ ცენტრალურ არხებზე გავიდეს – ამ ფილმში ვინ გადაიხადა, საიდან გადაიხადა, თქვენ, როგორც მომხმარებელს, პროტესტის გრძნობა გექნებათ. ამ შემთხვევაში "რუსთავი 2" და ბევრი არხი საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებას წამლავს.
– ამაზე აუცილებლად გაგახსენებენ ვარდების რევოლუციას, რომელიც ალბათ არ მოხდებოდა "რუსთავი 2"–ის გარეშე.
– რევოლუცია გააკეთა ხალხმა. "რუსთავი 2" არ მანიპულირებდა საზოგადოებრივი აზრით. იყო თავისუფალი საინფორმაციო პოლიტიკა. "რუსთავი 2"–ს რომ პოლიტიკური მანიპულაცია სდომებოდა, 300 ათას კაცს, რომელიც გიორგი სანაიას გარდაცვალების დღეს გამოვიდა ქუჩაში, სასაფლაოზე სანაპიროთი არ წაიყვანდა. 2001 წელს, როცა თავს უშიშროება დაგვესხა, ერთი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია.
– სამაგიეროდ, ზურაბ ჟვანიამ გააკეთა, გადადგა და კახა თარგამაძეც თან გაიყოლა.
– თუ ვინმეს ხელისუფლებაში უნდოდა მოსვლა და ეს შეთქმულება იყო, როგორც კახა თარგამაძე ლაპარაკობდა, მაშინ შედეგით დასრულდებოდა. კრიზისის გაწოვაში დიდი როლი შევიტანე. ჰკითხეთ შევარდნაძეს, ვინ აძლევდა რჩევებს, როგორ უნდა გამოსულიყო იმ კრიზისიდან. მე ვაძლევდი.
– როცა "რუსთავი 2" თქვენი მფლობელობიდან ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა, ითქვა, რომ ოქრუაშვილმა წაგართვათ ტელეკომპანია. ასე იყო?
– ამ ისტორიაში ქიბარ ხალვაში იყო ადამიანი, რომელსაც შესთავაზეს, გამხდარიყო ამ არხის მფლობელი, მას შემდეგ, რაც ჩემგან თანხმობა მიიღეს. ხალვაში მაშინ ვნახე, როცა ჩემს აქტივებს ვაფორმებდი.
– ანუ, კი არ წაგართვეს, გაყიდეთ?
– როცა იძულებული გავხდი, ქვეყნიდან წავსულიყავი და მივიღე გადაწყვეტილება, არ მებრძოლა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს ყველაფერი გაფორმდა ამ ფორმით. დღესაც სასამართლო დავა მაქვს. პირველ ინსტანციაში წავაგე. ტექნიკურად სარჩელი შეტანილი მაქვს არა სააკაშვილის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ სამართლებრივად ვერ მიდიხარ ამ ხაზთან, არამედ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ. მე და ქიბარს გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია და ერთად მოვნახავთ გამოსავალს, მაგრამ ეს კარგი მესიჯია იმისთვის, თუ რომელ სფეროში ვისი ეშინია ხელისუფლებას.
– ამ ხელისუფლების შეცვლა და გასამართლება როგორ წარმოგიდგენიათ?
– სააკაშვილმა ვადამდე უნდა შეწყვიტოს მმართველობა. აქტიური ურთიერთობა მაქვს ოპოზიციურ და სამოქალაქო სპექტრთან. უნდა დავუბრუნოთ საქართველოს რწმენა, რომ ოდესმე ვიქნებით წარმატებულები და მივცეთ ზუსტი ხედვა, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ამაზე მუშაობა მიდის. ეს პროცესი გარედან არ ჩანს. ორი ამოცანა დგას. ერთი – შეცვლა და მეორე – რა იქნება მის შემდეგ. ყველაფერი ერთ დღეში არ კეთდება. იმიტომ ვიყავი და ვარ წინააღმდეგი ნებისმიერი რევოლუციური პროცესის. ერთმა რევოლუციამ დაგვანახა, რომ შეცვლის მიუხედავად, ჩიხი მივიღეთ.
– თქვენ იმ ადამიანის შეცვლაზე საუბრობთ, რომელიც საკუთარ თავზე ჰოლივუდურ ფილმს იღებს.
– ზუსტად ეს ნიშნები ახასიათებთ ავტორიტარულ ადამიანებს – საკუთარი სახელის უკვდავყოფაზე ზრუნვით ამთავრებენ და ამთავრებენ ძალიან ცუდად. ამიტომ ვამბობ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ამ სისტემის დემონტაჟი და გარწმუნებთ, ძალიან მალე გაჩვენებთ ვანო მერაბიშვილს ან სასამართლოს სკამზე, ან სადღაც გაქცეულს.
– ამას იმ ხალხზე ამბობთ, ვინც არც ისე დიდი ხნის წინ თქვენი თანამოაზრეები იყვნენ.
– ეს ის ხალხია, ვინც საქართველოს ინტერესები გაყიდა და თავიანთი ინტერესები დააყენა წინ. ამიტომ ისინი წარსულში ვინ იყვნენ და სად იყვნენ, ჩემთვის საინტერესო არაა. სიძულვილის გარდა, მათთან არაფერი მაკავშირებს. 2003 წელს ეს იყო ხალხის მიერ მოყვანილი ხელისუფლება და მათ უღალატეს ხალხის ინტერესებს. მე ხელისუფლებაში სულ ორი თვე გავატარე. 2004 წელს ვიყავი პირველი, ვინც ამათ გაემიჯნა, მაგრამ ჩუმად წავედი, რადგან მაინც ვფიქრობდი, შეიძლება მე მეშლებოდეს რამე–მეთქი. დრომ აჩვენა, რომ მე ვყოფილვარ მართალი.
ნინო მეტრეველი

კავშირი ტეგთან: კახა თარგამაძე

კავშირი ტეგთან: კახა თარგამაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 