| ქალი და მამაკაცი |

ოპრა უინფრი
ოპრა უინფრი
ოპრა უინფრი
ოპრა გეილ უინფრი (ინგლ. Oprah Gail Winfrey, დაბადებული 1954 წლის 29 იანვარს.) ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, მსახიობი, ტელეპროდუსერი, კრიტიკოსი, ჟურნალის დამფუძნებელი და საკუთარი სახელობის, მრავალი ჯილდოს მფლობელი, ისტორიის მანძილზე მსგავს პროგრამებში ყველაზე რეიტინგული, თოქ–შოუს წამყვანია. ის 20–ე საუკუნის უმდიდრეს და ყველა დროის ყველაზე ფილანთროპ აფრიკელ–ამერიკელად არის მიჩნეული. იყო დრო, როდესაც ოპრა მსოფლიოში ერთადერთ მილიარდელ შავკანიანად მოიაზრებოდა. ჟურნალ “Forbes”–მა 2005/07 წლებში ის ყველაზე გავლენიან ცნობილ ქალბატონად და ნომერ მეცხრე გავლენიან ქალად დაასახელა. 2009 წელს ოპრამ შოუ–ბიზნესში ყველაზე გავლენიანი ადამიანის ტიტულიც მოიპოვა. უინფრის ქონება 2,7 მილიარდი დოლარით შეფასდა. ის შოუ–ბიზნესის წარმომადგენელ ქალბატონებს შორის ყველაზე მდიდარი ქალის სტატუსით სარგებლობს.
| ბიოგრაფია
ბავშვობა 9 წლის უინფრი გააუპატიურეს, რასაც 14 წლის ასაკში მისი დაფეხმძიმება მოჰყვა ოპრა უინფრი 1954 წლის 29 იანვარს მისისიპიში დაიბადა. ის არასრულწლოვანმა მარტოხელა დედამ, ვერნიტამ, გაზარდა. უინფრიმ ბავშვობა დედის მამრობითი სქესის ნათესავებისა და მეგობრების მხრიდან სექსუალურ დამცირებაში გაატარა. 9 წლის ასაკში გოგონა გააუპატიურეს, რასაც 14 წლის ასაკში მისი დაფეხმძიმებაც მოჰყვა. ოპრამ ვაჟი გააჩინა. ახალშობილი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა. მოგვიანებით ოპრა საცხოვრებლად ნეშვილში, დალაქ და ბიზნესმენ მამასთან, ვერნონთან, გადასახლდა. 1971 წელს უინფრი ტენესის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რასაც ნეშვილში რადიო და ტელემაუწყებლობაში მუშაობის დაწყებაც დაერთო. |
|
კარიერა
უინფრის თოქ–შოუმ ყველაზე რეიტინგულ გადაცემებს შორის პირველობა მოიპოვა
1976 წელს უინფრი ბალტიმორში გადავიდა, სადაც ტელეგადაცემა “People Are Talking”–ს უძღვებოდა. შოუ მალე ჰიტად იქცა. რვაწლიანმა გამოცდილებამ ოპრა ჩიკაგოს ტელევიზიის ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანი გახადა. ჟურნალისტის ჩიკაგოს ტელევიზიაში გადასვლას უკავშირდება ახალი პროექტის, საკუთარი დილის გადაცემა „A.M Chicago“-ს, განხორციელება.
|
გადაცემამ,
წამყვანის უშუალო და გულწრფელი საუბრის მანერის წყალობით, რამდენიმე თვეში
ცნობილი ჟურნალისტის, ფილ დონაჰიუს, პროექტი დაჩრდილა და ყველაზე
რეიტინგულ გადაცემებს შორის პირველობა მოიპოვა.
უინფრი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგინეს უინფრი ცნობილი სახე გახდა. 1985 წელს ის სტივენ სპილბერგის ფილმ ”The Color Purple”–ში გადაიღეს და მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგინეს. |
| უინფრი მილიონერია
1986 წელს პირველად მაყურებელმა უინფრის ახალი შოუ, “Oprah Winfrey Show”, ნახა. შოუ 120 არხზე გადაიცემოდა და მალე 10 მილიონიანი აუდიტორიაც მოიპოვა. წლის ბოლოს გადაცემიდან მიღებულმა შემოსავალმა 125 მილიონი შეადგინა. უინფრის 30 მილიონი ხვდა წილად. ოპრამ კომპანია “Harpo production” (Harpo შებრუნებით Oprah) დააფუძნა და "ABC"-ის პროგრამა შეისყიდა. ოპრას თოქ-შოუ უფრო და უფრო ხმაურიანი და სენსაციური ხდებოდა. 1994 წელს უინფრის გადაწყვეტილებამ, თავი აერიდებინა ბულვარული თემებისთვის, გადაცემის რეიტინგის ზრდა საგრძნობლად შეაფერხა, თუმცა მალე მაყურებლის პატივისცემა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. |
|
1989 წელს “Hapro production”–ის პროექტებს შორის ეკრანზე ოპრას მონაწილეობით გადაღებული მაღალრეიტინგული მინი ტელესერიალი, “The Women of Brewster Place”, გამოჩნდა.
|
ოპრა უინფრი 108 კილოგრამს აღარ იწონის
მალე უინფრი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. 1995 წელს ოპრამ წონაში 40 კილოგრამი დაიკლო და 68 კილოგრამი წონით ვაშინგტონში მერინ კორბსის მარათონში მიიღო მონაწილეობა. ამ ხმაურიან წარმატებას ყველაზე გაყიდვადი წიგნების გამოცემაც მოჰყვა, უინფრის პირადი უფროსი როსი დეილისა და ტრენერი ბობ გრინის ავტორობით. მსოფლიო გამოცემების მხარდაჭერა მალე მედიაგიგანტის ინტერესის ცენტრში მოექცა. საკუთარ თოქ-შოუს ოპრამ ახალი განყოფილება, “Oprah’s Book Club”, დაამატა. ახალი პროექტის ფარგლებში საზოგადოებამ მრავალი უცნობი ავტორი გაიცნო, რომელთაც საკუთარი წიგნების რეკორდული მაჩვენებლით გაყიდვის შესაძლებლობა მიეცათ. |
ოპრა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და გავლენიანი აფრო-ამერიკელი ქალია
| 1999
კომპანია “Oxygen Media”-ს დებიუტი შედგა. უინფრის კომპანიის ერთ-ერთი
თანადამაარსებელის მონაწილეობით, შეიქმნა კაბელური და ინტერნეტ
მაუწყებლობა ქალებისთვის.
უინფრიმ მედია ინდუსტრიაში მოწინავე ადგილი დაიკავა. ის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანი გახდა შოუ–ბიზნესში. 2002 წელს უინფრიმ ხელშეკრულება გააფორმა და საკუთარ შოუში, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, პრაიმ–ტაიმის დამატება ჩართო. |
|
2000 წელს პირველად გამოიცა უინფრის საკმაოდ მაღალრეიტინგული ჟურნალი: “O: The Oprah Magazine”. 2004 წელს ჟურნალისტმა ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს, რომელიც პროექტ “Oprah Winfrey Shou”–ს 2010-2011 წლებში გაგრძელებას ითვალისწინებდა. შოუ აშშ-ში 212 ტელეარხით გადაიცემა და 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება.
2005 წელს ჟურნალ „Forbes“-ის გამოკითხვის შედეგებით, უინფრი 20-ე საუკუნის ყველაზე მდიდარ აფრო-ამერიკელ და მსოფლიოში ყველაზე მდიდარ შავკანიან ქალად დასახელდა. ჟურნალ “Life”–ის მონაცემებით, მან საკუთარი თაობის ყველაზე გავლენიანი ქალის ტიტული მოიპოვა.
|
ქველმოქმედება
ყველაზე ფილანთროპი აფრო–ამერიკელი ქალი 2005 წელს ოპრას საქველმოქმედო ფონდ “Oprah’s Angel Network”-მა სამხრეთ აფრიკაში გოგონების განათლებისა და ქარიშხალ „კატრინას“ დროს დაზარალებულთა დასახმარებლად 51,000,000 დოლარი გამოყო, რასაც “Business Week”-ში ოპრას ყველაზე ფილანთროპ შავკანიანად დაასახელება მოჰყვა. უინფრი აქტიურად იყო ჩაბმული ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებშიც. 1994 წელს, მის მიერ კონგრესზე გატანილი წინადადებით, პრეზიდენტ კლინტონმა ხელი მოაწერა იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც ბავშვებზე განხორციელებული ძალადობის მოტივით მსჯავრდებული პირების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებდა. |
ოპრამ დააარსა საქველმოქმედო ფონდი “Family for Better Lives” და აქტიურად თანამშრომლობდა ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმა-მატერთან. 2002 წელს უინფრი პირველი იყო, ვინც ჰუმანისტობის მოტივით “ The Academy of Television Arts & Sciences’ Bob Hope Humanitarian Award ”-ის ჯილდოთი დაასაჩუქრეს.
| უინფრი ბარაკ ობამას მხარდასაჭერ საარჩევნო კამპანიას ახორციელებს
2007 წლის დეკემბერში უინფრი, პირველად თავისი არსებობის მანძილზე, აქტიურად ჩაება პოლიტიკურ არჩევნებში. მან პრეზიდენტობის კანდიდატ, დემოკრატ, ბარაკ ობამას მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო და წინასაარჩევნო პერიოდში ამ საკითხისადმი დიდი მასების ყურადღების მიპყრობაც შეძლო. ის წინასაარჩევნო მარათონში სამხრეთ კაროლინის შტატ ნიუ ჰემფშირსა და აიოვაში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთ შეხვედრაზე, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის საფეხბურთო სტადიონზე, სადაც 29 000 მხარდამჭერი შეიკრიბა, უინფრი სიტყვით გამოვიდა: |
|
“ბატონი (მარტინ ლუთერ) კინგი ოცნებობდა არარეალურზე. ჩვენ აღარ უნდა ვიოცნებოთ მიუღწეველზე. ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა ჩვენს რეალურ ცხოვრებაში ხმა მივცეთ ამ ოცნებას იმ კაცის მხარდაჭერით, რომელმაც მხოლოდ ის კი არ იცის, ვინ ვართ ჩვენ, არამედ იცის, ვინ შეიძლება გავხდეთ”.
უინფრის პოლიტიკური წარმატება არც ისეთი დამაჯერებელი გამოდგა. ობამას კამპანია სამხრეთ კაროლინის შტატსა და აიოვაში გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ნიუ ჰემფშირში მათ მარცხი განიცადეს.
|
სკანდალი
მალე ოპრა 1989 წლის 19 აპრილს „სენტრალ პარკში“ მომხდარი სექსუალური შეტაკების მსხვერპთა კრიტიკის საგანი გახდა. აღნიშნულ შეტაკებაზე თრიშა მეილმა, 28 წლის ბანკირმა, ტვინის სერიოზული დაზიანება მიიღო და 5 თვე რეაბილიტაციურ ჰოსპიტალში გაატარა. მეილმა 13 წლის მდუმარება დაარღვია და წიგნი ”I Am The Central Park Jogger: a Story of Hope and Possibility”, გამოსცა. 2002 წელს უინფრის ჟურნალ „O“–ში ოპრას მიერ მეილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მან მეილს ღამის 10 საათზე პარკში მისვლის მიზეზი ჰკითხა. მეილმა უპასუხა, რომ მისი მხრიდან ეს არ იყო გონივრული საქციელი, მაგრამ ეს არ ამართლებდა შეტაკებას, სადაც მასზე ძალადობა განხორციელდა. 5 წლის შემდეგ, 2007 წლის 1-ლი ნოემბრის მე-14 ნომერში, მეილმა „New-York“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უინფრიმ კითხვის ამგვარი ფორმულირებით მსხვერპლი დაადანაშაულა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. |
უინფრის წარმომადგენელმა მწუხარება გამოხატა ჟურნალში გამოქვეყნებული მეილის განცხადების გამო და აღნიშნა, რომ უინფრი ყოველთვის იცავდა და იცავს ნებიმიერი სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ.
მეილის კრიტიკა დამანგრეველი აღმოჩნდა ოპრა უინფრისთვის.
| „Africa’s Oprah Winfrey Leadership Academy for Girls“
2007 წლის 5 ნოემბერს უინფრიმ რეპორტიორებთან საკუთარი სასწავლებლის, „Africa’s Oprah Winfrey Leadership Academy for Girls“–ის, გახმაურებული ამბავი გაიხსენა. სამხრეთ აფრიკაში, ოპრა უინფრის გოგონების აკადემიაში, სტუდენტური საცხოვრებლის ზედამხედველი, 27 წლის ვირჯინია მაკოპო, ძალადობას ახორციელებდა სტუდენტების მიმართ. უინფრიმ განაცხადა, რომ ვირჯინიასთან კონტრაქტს აღარ განაახლებდა და აკადემიის გამჭვირვალობის სისტემის დახვეწაზე იზრუნებდა. სამხრეთ-აფრიკული საინფორმაციო გადაცემებით უინფრიმ ბოდიში მოუხადა ადგილობრივ საზოგადოებას: “მე თქვენ იმედები გაგიცრუეთ. ძალიან ვწუხვარ! ძალიან ვწუხვარ!” |
|
უინფრიმ პირველ კლასში 152 მოსწავლე მიიღო, ძირითადად შავკანიანი ბავშვები, რომელთაც სახელმძღვანელოები და უნიფორმები უფასოდ დაურიგდათ. აკადემიაში მათთვის უფასოა ასევე სწავლა და კვება.
|
პირადი ცხოვრება
ოპრა უინფრი და მისი პარტნიორი, სტედმან გრეჰემი, თითქმის 20 წელია ერთად ცხოვრობენ. ისინი 1992 წელს დაინიშნენ და ამჟამად სოფისა და სოლომონთან, ოპრას ორი კოკერ–სპანიელთან, ერთად ჩიკაგოში ცხოვრობენ. პირველი ბავშვის სიკვდილის შემდეგ ოპრას შვილი აღარ ჰყოლია. ის საკუთარი აკადემიის, „Africa’s Oprah Winfrey Leadership Academy for Girls“–ის, გოგონებს საკუთარ შვილებად მიიჩნევს. „მე არასდროს მყოლია ბავშვები და არც ვფიქრობდი ყოლას. ახლა 152 გოგონა მყავს, რომელთაც მომავალი წლიდან კიდევ 75 დაემატება. მე მათ ბებიებს, დედებს და ოჯახის წევრებს (ზოგიერთმა გოგონამ ოჯახი დაკარგა) ვუთხარი: თქვენი გოგონები ახლა ჩემი გოგონები არიან და მე გპირდებით, რომ ვიზრუნებ მათზე!“ |
„როდესაც ოპრას და გოგონებს ვაკვირდებოდი“,– ამბობს უინფრის საუკეთესო მეგობარი, გეილ კინგი, “ვიფიქრე, რომ ოპრა დედად დაიბადა და ასე თუ ისე მისი დედობა განხორციელებულია.“
| საუკეთესო მეგობრები
ოპრა საუკეთესო მეგობართან გეილ კინგთან 20 წლის ასაკიდან მეგობრობს. კინგს „The Gayle King Show“ მიჰყავდა, ამჟამად კი „O: the Oprah Magazine“–ის რედაქტორია. 1997 წლიდან, როდესაც ოპრა და გეილი ფილმში გადაიღეს, აგორდა ჭორები მათი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ. „მე არ მესმის, რატომ ფიქრობს ხალხი, რომ ჩვენ ჰომოსექსუალები ვართ. ჩვენს კულტურაში არ არსებობს ქალებს შორის ამგვარი მეგობრობის განსაზღვრება. ამგვარად მე მესმის, რატომ გვაკრავენ იარლიყებს – როგორ შეიძლება იყო ასე ახლოს (ვინმესთან) და არ გქონდეს სექსუალური კავშირი? ... ხალხი ფიქრობს, რომ მე უნდა მრცხვენოდეს ჰომოსექსუალობის და არ უშვებენ ამას. ო, ძალიან გთხოვთ... “,_ განაცხადა ოპრამ 2006 წლის აგვისტოში საკუთარი ჟურნალის გამოშვების დღეს. |
|
1989 წელს შიდსის პრობლემა, რომელსაც ასე ხშირად უთმობდა საკუთარ გადაცემებს, უშუალოდ ოპრასაც შეეხო. მაშინ შიდსით მისი ასისტენტი, ბილი რიზო, დაავადდა. „მე ბილი საკუთარი ძმასავით მიყვარს“,_ თქვა ოპრამ. „ის არაჩევულებრივი ადამიანია და ძალიან მტკივნეულია მისი ამ მდგომარეობაში ნახვა.“ უინფრი ბილი რიზოს სიცოცხლის ბოლომდე ყოველდღე ნახულობდა.
კავშირი ტეგთან: ოპრა უინფრი

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 











.jpg)



































































































