| ქალი და მამაკაცი |

ვაპირებ ინტერნეტ–ტელევიზიის გახსნას
რატომ ემალებიან მთავრობის წევრები დათო კიკალიშვილს
პოსტ–სკრიპტუმის წამყვან დათო კიკალიშვილს რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, ჯანდაცვის და საკვები პროდუქტების ბაზარზე ჟურნალისტურ გამოძიებას ჩაატარებდა. ის და მისი გუნდი ცდილობს, რომ დაიმკვიდროს ინტერნეტ ბაზარზე ადგილი, რათა მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, ეკონტაქტონ მაყურებელს.
– ჯერჯერობით ის ფორმატი, რაც აქვს "პოსტ–სკრიპტუმს", კმაყოფილი ვართ. გადაცემას რეიტინგი აქვს, ვცდილობთ ახალი ფორმების მოძიებასაც. ახლა მთელი ყურადღება გადატანილი გვაქვს ინტერნეტ ტელევიზიაზე. ეს სივრცე აუთვისებელია. დავიწყეთ მუშაობა და გვინდა შევავსოთ სიცარიელე. ბევრი ჩვენი თანამემამულე გვიყურებს უცხოეთში. სჭირდებათ ინფორმაცია. ჩვენი დაინტერესებაც არის, რომ მათთან კონტაქტი გვქონდეს. გვინდა, რომ ჩვენი მაყურებელი ჩვენი ჟურნალისტი გახდეს. შევძლოთ ტელეფონით, ან კამერით მათი გადაღებულის ათვისება, ეთერში ჩვენება. ამითაც გარკვეული ურთიერთობა დამყარდება ჩვენს შორის. გვინდა გამოკითხვების ჩატარება სხვადასხვა თემაზე. ესეც დაგვეხმარება აზრის ჩამოყალიბებაში. ალბათ უფრო ახალი წლის შემდეგ გადავალთ ახალ ფორმატზე.
– როგორ წარმოგიდგენიათ ინტერნეტ–სივრცის ათვისება, დაწყებულია უკვე ამაზე მუშაობა?
– ნატა ამაღლობელმა, ჩვენმა კორესპონდენტმა ერთთვიანი სტაჟირება გაიარა ჰოლანდიაში ამ მიმართულებით, დიდი გამოცდილება მიიღო. მიხედავს როგორც "პოსტ–სკრიპტუმის" საიტს, ასევე შესაძლოა შეიქმნას განყოფილება ტელევიზიაში ამ მიმართულებით. ინტერნეტ სივრცის ათვისებაზე ფიქრი ბევრმა კომპანიამ დაიწყო. გვინდა პარალელურად ამ საკითხს მივხედოთ, მზად ვიყოთ, როცა საქართველოში ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. გვესმის, რომ ეხლა მომხმარებელი ცოტა არის, მაგრამ იმ დროისთვის როცა დავხვეწავთ, უკვე ფართო მოხმარებადი იქნება.
– ინტერნეტ ტელევიზიას მომავლის ტელევიზიასაც ეძახიან.
– მართალიც არის. თავისუფალი ხარ, შეუზღუდავი. მაგალითს მოგიყვანთ, ირანში არჩევნების შემდეგ გამოსვლები რომ იყო, ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ გაეშვა ტელევიზიით, მაგრამ მსოფლიოს ინფორმაციის წყურვილი არ ჰქონია. ნებისმიერი ტელეფონით გადაღებული მასალა იმ წამსვე გადაიცემოდა ინტერნეტ საშუალებით. რაც უფრო მეტად განვითარდება ეს სფერო, განავითარებს მედიაში სიტყვის თავისუფლებას.
– ინტერნეტ ტელევიზია მეტ გასაქანს იძლევა, ვიდრე კომერციული ტელევიზია?
– რასაკვირველია, ნელ–ნელა ჩნდება ბლოგები, ბლოგერების სტრუქტურა შემოდის, საინტერესო არიან, თვითმყოფადი ინფორმაციის წყარო. საშუალებას იძლევა სავსე, მრავალმხრივი ინფორმაცია მიიღო.
– როგორი იყო დროებასთან კონკურენციის მომენტი?
– ძალიან კარგი და ამავე დროს რთული. ძლიერი გუნდი ჰყავდათ, დიდი რესურსები. მათთან შეჯიბრი ძნელი იყო, მაგრამ იყო საინტერესო. მაყურებელს ჰქონდა არჩევანის საშუალება. ახლა ისევ ჩნდება პროექტები, რომელიც დაახლოებით "პოსტ–სკრიპტუმის" ნაირია. ნელ–ნელა მოძლიერდებიან.
– როგორ დგინდება გადაცემის რეიტინგი?
– არის ორი სხვადახვა კომპანია, რომელიც ტელემეტრების საშუალებით ადგენს რეიტინგებს. შეიძლება იმაზე დავა, რამდენად ზუსტია, მაგრამ დინამიკას რომ ვხედავთ, გამოგვაქვს დასკვნა, რომელი სიუჟეტი მოეწონათ, რომელს უყურეს, გარკვეულ ტენდენციებს ვხედავთ და მერე ამაზე ვმუშაობთ. არის რეპორტაჟების ტიპები, რომელსაც ნაკლებად უყურებენ.
– რა თემას ეხება ნაკლებად ყურებადი სიუჟეტები?
– გვაქვს პრობლემა რეგიონებთან დაკავშირებით. მსხვილ არხებს აქვთ ეს მიმართულება, სნობიზმს არ დავარქმევდი, მაგრამ უფრო მეტად თბილისზე არიან ორიენტირებული. შეიძლება იმითაც არის გამოწვეული, რომ თბილისი მეგაპოლისად იქცა, ყველაფერი აქ ხდება. მაგრამ სხვა დიდი ქალაქებიც ბევრი ინფორმაციის მბადია, ამიტომ ვფიქრობ, რომ იმ ინფორმაციის გაშუქებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. გარკვეულწილად ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც. ამაზე უნდა იმუშაოს მთელმა ტელევიზიამ და კონკრეტულად "პოსტ–სკრიპტუმმაც".
– თქვენ არ ხართ მხოლოდ წამყვანი, აკეთებთ სიუჟეტებსაც, რომელი უფრო საინტერესოა?
– ჩვენს პროფესიაში ყველაფერი გლობალური გახდა. საქართველოში გაჩნდა პრეტენზია, იცოდნენ რა ხდება მსოფლიოში. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო შეერთებულ შტატებში ობამას და კლინტონის პრაიმერზე მუშაობა. ერთი მხრივ მსოფლიო დონის მოვლენა იყო, მეორე მხრივ ის პერიოდი დადგა, როცა ქართველები მიდიან და აშუქებენ მსგავს მოვლენას. ეს ჩვენც გვაწუხებს. ასეთი ტიპის მოვლენები, რომელიც ზემოქმდებს ქვეყნის ბედზე, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ვცდილობ, სიუჟეტები მეტად მნიშვნელოვან ამბებს შეეხებოდეს. ახლა გვინდა გადამღები ჯგუფი მოხვდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი საჯარისო ნაწილებია. სად არიან, რას მსახურებენ, როგორი პირობები აქვთ.
– სხვა ტელეარხის ჟურნალისტები საუბრობენ, რომ "რუსთავი 2"–ში მეტი ექსკლუზივია, რადგან ხელისუფლებისგან აქვს ხელშეწყობა, ეს რამდენად სწორია?
– შეიძლება ამ საკითხზე ბევრი ვიკამათოთ. არხი საით იხრება, ვისი გავლენის ქვეშ არის. სოლანას პრესკონფერენციაზე ვიყავი, ვიქნიე ხელ–ფეხი, მაგრამ არავინ მომცა კითხვის დასმის საშუალება. ნაწყენი კი ვიყავი, მაგრამ მესმოდა, რომ იქ წამყვანი მედია საშუალებები იყვნენ, "სიენენი", "ბიბისი" და სხვა. მედიასაშუალება ბევრია, ცდილობენ მას გასცენ კითხვაზე პასუხი, ვისაც მეტი დაფარვა აქვს. შესაძლოა, ქართულ ტელეარხებზეც ამით არის გამოწვეული ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა, რამდენად ფარავს არხი ტერიტორიას. რამდენად გავლენიანია. თუმცა ვთვლი, ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის გახსნილი უნდა იყოს ხელისუფლება.
– როდესაც მთავრობის წევრებზე აკეთებთ სიუჟეტს და საუბრობთ მათ ფინანსურ დეკლარაციაზე, პირად ცხოვრებაზე, ადვილად ითანხმებთ?
– ძალიან რთულია მათი დათანხმება. არავის სიამოვნებს მის ცხოვრებაში ჩახედვა. თუმცა, ვფიქრობ, საჯარო პირმა ეს უნდა აიტანოს. გავლენას თავის ფასი აქვს. რაც უფრო გახსნილები იქნებიან, უკეთესია მათთვისაც და ქვეყნისთვისაც.
– თუ უთქვამს ვინმეს უარი?
– კი, ძალიან ხშირად. სულ პრობლემებია. მთავრობის წევრებს არც ადრე სიამოვნებდათ ჟურნალისტებთან ურთიერთობა და არც ეხლა, მითუმეტეს, როცა მათ პირადს ეხები. თუმცა მაინც ვთვლი, რომ მათ აქვთ ეს ანგარიშვალდებულება.
– სად გადის ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის მეგობრობის ზღვარი?
– მე ისეთ თაობას ვეკუთვნი, რომ ყველა ვინც პოლიტიკაშია ან ჩემი ტოლია, ან ცოტა დიდი. ვიცნობთ ერთმანეთს. ჯობია, რაღაც დისტანცია იყოს პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს შორის, მაგრამ თუ ეს ინფორმაციის მოპოვებაში მეხმარება, აუცილებლად გამოვიყენებ.
– ჟურნალისტმა უნდა თქვას თუ არა ყველაფერი, თუ ეს არ ეხება სახელმწიფო საიდუმლოს?
– მე ასე არ გავყოფდი, ყველას აქვს უფლება თქვას რაც უნდა, მაგრამ არსებობს კორპორატიული, სარედაქციო ინტერესი, როცა თვლი, რომ ესა თუ ის ინფორმაცია არ არის დაზუსტებული, გადამოწმებული. ვთვლი, სტანდარტებმა უფრო აიწია. თუ ადრე უაპელაციოდ ისმოდა რაღაც ინფორმაცია, ახლა დასაბუთებაა საჭირო. დაუზუსტებელი ინფორმაციის გაშვება არ მინდა. ამიტომ უფრო რთულია ინფორმაციის მოპოვება, მისი დამტკიცება. ვცდილობთ ნელ–ნელა გამოვზარდოთ ისეთი ჟურნალისტები, რომლებსაც შეუძლიათ გამოძიების ჩატარება. ეს დიდ დროს მოითხოვს, კომერციულ არხებს არ აქვთ მოტივაცია დიდი თანხები გაიღონ ჟურნალისტური გამოძიებისთვის, უნდა ითქვას, რომ ძალზე პრობლემატურია. ამას მოყვება სასამართლო პროცესები. დღეს ძალიან რთულია საქართველოში ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება. ცალკე ის რომ რესურსი გჭირდება, ცოდნა, ინფორმაციის წყაროები. ფინანსური ხელშეწყობა. ჯგუფები, რომლებიც ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებენ გრანტით ფინანსდებიან, თანაც ამ დროს არავინ არის დაცული გავლენებისგან.
– რომ გქონდეთ საშუალება, რა თემაზე ჩაატარებდით გამოძიებას?
– ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფერო. საშინელი მდგომარეობაა საკვები პროდუქტების ბაზარზე. ერთი მხრივ შემმოწმებლების გაუქმებით კორუფცია მოისპო, მაგრამ ახლა მეორე პრობლემაა, აღარაფერი კონტროლდება. არ ვიცით რას ვჭამთ. შვილები მეზრდება და სულ ვფიქრობ ამ საკითხზე. წამლებთან დაკავშირებით არის პრობლემა. ეს მიმართულებები ყველაზე პერსპექტიულია. შედარებით ნაკლებია შანსი, რომ პოლიტიკურ ინტრიგებში ჩაერთო. თუმცა ქვეყანა ძალიან რთულ პერიოდში ცხოვრობს და ამ პერიოდში ეს თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია. ყველაფერი პოლიტიზირებულია, საზოგადოებას უჭირს კონსესუსის მიღწევა. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი გამოკითხვა, სტალინის ძეგლის გადატანაზე გამოკითხვაში 15.000–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სამი კითხვა იყო, დავტოვოთ, დემონტაჟი გავუკეთოთ, ან გადავიტანოთ მუზეუმში. ყველაზე მეტი პროცენტები დააგროვა საპირისპირო აზრებმა. არ მოხერხდა კონსესუსის მიღწევა. მუზეუმში გადატანა არავის უნდოდა. ნაწილისთვის ისტორიაა, ნაწილისთვის ჯალათი, მაგრამ ვერ გამოიძებნა ამ ორ ჯგუფს შორის აზრი, აღარც ქალაქის ცენტში იქნებოდა და ყოფილიყო მუზეუმში. მაფიქრებს საზოგადოებაში ეს დამოკიდებულება.
– ყველაზე მეტად რა თემატიკა აინტერესებს საზოგადოებას?
– სოციალური თემა, პოლიტიკა, ჯანდაცვა, უმუშევრობა, რომელიც უშუალოდ მათზე ზემოქმედებს.
ია მერებაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 