| ქალი და მამაკაცი |

რუსეთი ყაზბეგს და პანკისს უმიზნებს
კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია პოლიტიკური და შეიარაღებული ბრძოლისთვის ემზადება
ჩრდილო კავკასიაში ვითარება იძაბება. ინგუშეთის შემდეგ ტერაქტების სერია ჩეჩნეთსა და დაღესტანს მოედო. მთიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ვარაუდობს, რომ ეს დესტაბილიზაცია შეიძლება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, საბოლოო ჯამში კი, ამ არეულობით რუსეთი ისარგებლებს და შესაძლოა, ანტიტერორისტული ოპერაციების მოტივით ჩვენს ტერიტორიაზე გადმოვიდეს. ამ საშიშროებაზე უკვე საკმაო ხანია საქართველოში პოლიტიკოსები და ექსპერტებიც საუბრობენ.
ზაალ კასრელიშვილი, მთიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე:
– ჩრდილო კავკასიაში არეულობა ყოველთვის იყო. პატარა პაუზა იყო ამ გაზაფხულზე. როგორც ჩანს, მებრძოლებმა ძალები მოიკრიბეს, გაერთიანდნენ, სამოქმედო ტერიტორიები გაიყვეს და განახლებული ძალით შეუტიეს თავიანთ ხელისუფლებებს. ამას ხელი შეუწყო წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერზე განხორციელებულმა თავდასხმამ და ინგუშეთში წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლებზე და მათი ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორებამ. ამას დაემატა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობა, რომელმაც მათი ბრძოლა დამოუკიდელობისთვის უფრო მიზანმიმართული გახადა. ვფიქრობ, ეს პროცესები გამწვავდება, გაძლიერდება და სამოქალაქო დაპირისპირებაში გადავა. დამოუკიდებლობის მომხრე ჩრდილო კავკასიელები პირისპირ შეებრძოლებიან პრორუსული ორიენტაციის ჩრდილო კავკასიელებს, რაც რუსეთსაც აწყობს, რომ თვითონ არ გამოჩნდეს. შემდეგ რუსეთი ამ დაპირისპირებას სათავისოდ გამოიყენებს, სერიოზული ძალებით შეუტევს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლებს და აიძულებს მათ, საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ.
– სად?
– პანკისის ხეობაში – ჩეჩენი მებრძოლები, ინგუშები – ჯარიახის ხეობით დარიალსა და ყაზბეგისკენ შემოიტყუოს, შემოჰყვეს და ეს ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლე დაიკავოს. ამ ორი სიმაღლის გარდა, კავკასიის ქედის მთელ პერიმეტრზე ყველა სიმაღლე უკვე აღებული აქვს. ეს არის ბზიფი, მამისონი და გლუხური, რაც ხაზარების სამკუთხედის აღებას ნიშნავს. ეს კი იგივეა, კავკასიის ქედს უნაგირი რომ დაადგა. ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, სამხრეთის მიმართულებით აკონტროლოს აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ხოლო ჩრდილოეთის მხრიდან – მთელი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები.
– ანუ ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები ისევ ჩვენს ტერიტორიებს უქმნის საფრთხეს?
– ჩრდილო კავკასიაში დაწყებული დესტაბილიზაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხეს 1994 წლიდან უქმნის. იქიდან დღემდე ეს ვერ შეიგნო ვერც ხელისუფლებამ და ვერც ოპოზიციამ. იმდენად ეგოისტები არიან, იმდენად დიდია თანამდებობის და კეთილდღეობის განცდა, რომ მასშტაბურად ვერ აზროვნებენ. ვერც ერთი პრობლემა ვერ გადაწყვიტეს, ამიტომ კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურდება. საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატურა გვეყოლება, რომელსაც კარგი კავშირები ექნება დასავლეთში და სერიოზული გავლენა კავკასიის რეგიონში.
– თუ საიდუმლო არაა, ვინ იქნება?
– საიდუმლოა.
– ის, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ჩრდილო კავკასია აუფეთქდებოდა რუსეთს, ნათელი იყო. ჩვენი ხელისუფლება სიხარულით და ნიშნისმოგებით მოელოდა მოვლენების ამგვარ განვითარებას. გამოდის, რომ ეს ჩვენთვის მაინცდამაინც სახეირო არ ყოფილა.
– ვერ გეტყვით, რომ ეს გააქტიურება მხოლოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცნობის შედეგია. კოსოვოს ცნობის შემდეგ ყველა კავკასიელ მებრძოლს მიეცა რეალური იმედი იმისა, რომ მათი ბრძოლა გამართლებულია და ამან შეიძლება შედეგი მოიტანოს. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთს პრობლემები აუცილებლად შეექმნება, მაგრამ საქართველოს არსებული ხელისუფლება ამ პრობლემების შედეგს ვერ მოესწრება. არა მგონია, ეს ორ–სამ წელიდწადში დასრულდეს. ლოდინი, რუსეთი როდის დაუშვებს შეცდომებს, რაც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, აბსურდია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ვიაქტიუროთ.
– რა უნდა გავაკეთოთ?
– მარტივად ვიტყვი. რუსეთმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ კავკასიაში რეალურად აქვს გავლენები. როგორც მინიმუმი, შეუძლია, ყველა დალაგებული სიტუაცია არიოს. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ეჩვენებინა ვერც დასავლეთისთვის და ვერც კავკასიელებისთვის, რომ ის რეალურად ფლობს სიტუაციას კავკასიაში. არათუ კავკასიაში, საქართველოში რომ აქვს გავლენა, ისიც კი ვერ აჩვენა დასავლეთს. იმავეს ვიტყვი ოპოზიციაზე. ოპოზიციამ ამ აქციებით დასავლეთს აჩვენა, რომ წარმოდგენა არ აქვს, რა პროცესები მიდის კავკასიასა და მთელ მსოფლიოში.
– რას გულისხმობთ?
– მედვედევისა და ობამას შეხვედრის წინ საპროტესტო აქციები საქართველოში ნიშნავდა მედვედევის პოზიციების გაძლიერებას, ნატო–ს წვრთნების წინ დაწყებული საპროტესტო აქციები კი – ანტი–ნატო–სეულ მოძრაობას.
– ანუ ოპოზცია ამით რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს?
– უნდოდა თუ არა, ასე გამოუვიდათ. ყოველ შემთხვევაში, დასავლური მედია ასე გამოეხმაურა.
– რაც ჩრდილო კავკასიაში ხდება, ამაში ამერიკის ხელიც ხომ არ ურევია, ანუ თავისუფლების ფრონტს ხომ არ უჭერს მალულად მხარს ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ?
– დარწმუნებული ვარ, აშშ არც მაშინ და არც ახლა ამ კონფლიქტით დაინტერესებული არაა. გაგახსენებთ, 1992–95 წლებში, ელცინის დროს, რუსეთი პრაქტიკულად დაშლილი იყო, მაგრამ ეს ამერიკამ იურიდიულად არ გააფორმა. ე.ი. აშშ–ს დაშლილი რუსეთი არ აწყობს. მას აწყობს დემოკრატიული რუსეთი, ცივილიზებულად მოაზროვნე ელიტით, რომელთანაც ითანამშრომლებს. უფრო სხვა ქვეყნები შეიძლება იყვნენ მონაწილენი ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესებში.
– რომელი?
– რომელი – არ ვიცი, მაგრამ აშშ რომ არ არის, ამაში დარწმუნებული ვარ.
– ამ ანტიტერორისტულ ოპერაციებს, რაზეც საუბრობთ, რა შეიძლება მოჰყვეს პანკისსა და ყაზბეგში?
– ვფიქრობ, რუსეთის მიზანია აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" პარალელურად პანკისი და ყაზბეგის რაიონი მიითვისოს. ეს მცოცავი ანექსიაა და ძალით დაქვემდებარების შემდეგ იძულებით დაყოლიებას გულისხმობს. ამ ტერიტორიების აღების შემდეგ ფიქრობს, რომ საქართველოს მოსახლეობას აიძულებს, დაამხოს არსებული ხელისუფლება და მოიყვანოს მისთვის სასურველი, პრორუსული ორიენტაციის ფიგურა, რომელიც აუცილებლად ეროვნულ ნოტზე იჭიკჭიკებს და ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს. თუ რუსეთს ეს არ გამოუვიდა, ალბათ სამეგრელოს რეგიონში დაიწყებს მუშაობას ანტიქართული განწყობის შესაქმნელად. რამდენადაც ვიცი, მოსკოვში უკვე მეგრულ, აფხაზურ და სვანურ ენებზე იბეჭდება წიგნები, პასპორტებიც კი.
– ცხინვალში კოკოითის შეცვლაზე იყო საუბარი. რატომ არ განხორციელდა?
– დარწმუნებული ვარ, უნდათ, კოკოითს კიდევ რაღაც ბინძური საქმე გააკეთებინონ და იმიტომ შემოინახეს. მაინც გასვრილია და ბოლომდე უნდათ გამოიყენონ. როგორც კი ბოლომდე გამოწურავენ, მოიშორებენ და შედარებით ლიბერალ პრეზიდენტს მოიყვანენ.
– ამ დროს რისი მაქნისია ჩვენი დიმიტრი სანაკოევი?
– წარმოდგენა არ არსებობს, საერთოდ ვინ არის, რა სტრუქტურა გააკეთეს. თუ მაინცდამაინც ეგრე უნდოდათ, ცხინვალში მასზე გავლენიანი და სერიოზული კავშირების მქონე ოსები იყვნენ, რომელთაც შეეძლოთ, საკუთარ თავზე აეღოთ და კოკოითის ხელისუფლებას შიგნით აჯანყებოდნენ. ეთქვათ და გავაცნობდი ამ ხალხს. როგორც ჩანს, სანაკოევი მაინც სპეცსამსახურების პროექტია.
– რა მოხდება, თუ რუსი სამხედრო ძალა პანკისსა და ყაზბეგში მართლა შემოვა?
– ვერ გეტყვით, ჩვენი ხელისუფლება რას იზამს. აბსოლუტურად არაადექვატურად მოიქცნენ ცხინვალის ომის დროს, ამიტომ, თუ ასე მოხდება, ჩვენ არ ვაპირებთ გულხელდაკრეფილები შევხდეთ ამ უბედურებას. კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია თავისი ძალებით ორივე მიმართულებით შეებრძოლება მტერს.
– რა ძალებით და როგორ?
– კავკასიაში ყველაზე მეტად პარტიზანული ბრძოლა ამართლებს. ჩვენ გვყავს კავკასიის სამშვიდობო ლეგიონი, ბრძოლისუნარიანი, გამოცდილი, რომელსაც, მინიმუმი, სამი თვე შეუძლია მტერი შეაჩეროს.
– ქართველებისგანაა დაკომპლექტებული?
– არა მხოლოდ, მთელი კავკასიელებისგან.
ნინო მეტრეველი

კავშირი ტეგთან: სანაკოევი

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 