| ქალი და მამაკაცი |

დავით კიკალიშვილი მედია ჩვენთან ნახევრად თავისუფალია

დავით კიკალიშვილს ახალგაზრდა ჟურნალისტების გაკრიტიკება აღიზიანებს. პირადად კი უამრავი ამბის შემსწრეა, რაზეც შემდეგ ბევრს ფიქრობს.
– პირველი თქვენი ტელეწამყვანობის მცდელობა კრახით დამთავრდა, რამ განაპირობა ეს?
– !993–94 წელი იქნებოდა, მეორე არხზე ვიყავი. მაშინ საინფორმაციო ახალი შექმნილი იყო. მქონდა მცდელობა, მაგრამ კამერას აქვს თვისება – "ჭამს" რაღაცეებს. ის ჩემი თავმოყვარეობისთვის მძიმე მარცხი, მაგრამ გაკვეთილი იყო.
– დღესაც ბევრს საუბრობენ თქვენი საუბრის მანერაზე.
– ვცდილობ ვიყო ნაკლებად გამაღიზიანებელი. თუმცა ვაღიარებ, რომ შესაძლოა ხანდახან ზედმეტი მომდის. მაგრამ ასეთი ხასიათის ვარ. იმედი მაქვს, რომ ეს არ ქმნის უარყოფით განწყობას.
– ჭორებზე რა რეაქცია გაქვთ?
– როცა ხარ ცნობადი სახე, ყოველთვის ჭორაობენ. ამას ვერ გავექცევით. თუ გინდა იყო ცნობადი და ხარ, ეს თანმდევია. გამაღიზიანებელი ისეთი არაფერი მომისმენია, მაგრამ გამიგია, რომ სხვადასხვა ადამიანების ხან ნახევარძმა, ხან მამა, ქმარი, ან შვილი ვარ.
– ყველაზე დასამახსოვრებელი სიუჟეტი შეგიძლიათ გაიხსენოთ?
– ბოლო ამბებს გავიხსენებ, რაც აგვისტოში რუსეთის ინტერვენციას ეხება. გორში მომიწია ყოფნა ზუსტად იმ დროს, როცა ქართული ჯარი უკვე გამოსული იყო, რუსული კი არ იყო შესული. იქ ძალიან მძიმე სანახაობა იყო ჩემთვის. მახსოვს აფხაზეთის პერიოდი, მაგრამ მაშინ სხვა ემოცია იყო. აფხაზეთში კონკრეტულად არ ვყოფილვარ, მაგრამ ვმუშაობდი მეორე არხზე და გვიწევდა ამ თემაზე მუშაობა. მაგრამ მაშინ სხვანაირი დამოკიდებულება გვქონდა. ვნახე ადამიანი, რომელსაც მთელი ოჯახი ნანგრევებში ჰყავდა მოყოლილი. ნაწილ–ნაწილ ამოჰქონდა და სხვადასხვა პარკებში დებდა, რომ მერე გაერჩია. ეს ძალიან მძიმე იყო – ომის სიმბოლო. ამის შემხედვარე ადამიანებმა, სანამ რამე ნაბიჯს გადადგამენ, ბევრი უნდა იფიქრონ.
– რთულია, ომის დროს ჟურნალისტმა ობიექტურად იმუშაოს?
– რთულია, ჯერ იმიტომ, რომ ექცევი პროპაგანდისტულ ველში, როცა გიპირისპირდება უზომოდ დიდი ქვეყანა დიდი რესურსებით. მერე, სამწუხაროდ, იხლიჩები სახელმწიფო ინტერესებსა და ფაქტებს შორის. არსებობს კანონი, რომელიც შენგან ითხოვს, რომ არ გაქვს რაღაც ინფორმაციის გადაცემის უფლება. ზოგჯერ ვერ ამოწმებ ინფორმაციას, იმიტომ, რომ სიტუაცია კრიტიკულია და სწრაფად იცვლება. ავრცელებ რაღაც ინფორმაციას, მაგრამ მერე გამოდის, რომ მთლად ასე არ არის. რთულია მუშაობა და თან ჩვენთვის ეს ახალი ხილია, ბევრი ჩვენგანი ასეთ სიტუაციაში არ ყოფილა, არ გვქონდა გამოცდილება. მოგვდიოდა შეცდომებიც. მაგრამ იყო მნიშვნელოვანი გამოცდილება. ბევრი რამე გვასწავლა.
– დღეს თვლით, რომ შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო სიუჟეტები, მეტი ინფორმაცია მიგეწოდებინათ საზოგადოებისთვის?
– რასაკვირველია, ეს მარტო ომის მოვლენებს არ ეხება. როცა ყოველდღიურად სამსახურში მოდიხარ, ფიქრობ, რომ წინა დღეს რაც გააკეთე, იმის გაკეთება უკეთ შეიძლებოდა. ჩვენ მერე ბევრი რამ გავაანალიზეთ. შეიძლებოდა ბევრი რამის უკეთ გაკეთება, უკეთ კოორდინირება, მაგრამ გვიჭირდა ამის გაკეთება, ჩვენი რესურსი იმ სიტუაციაში შეზღუდული იყო.
– ჟურნალისტმა არ უნდა გასცეს სახელმწიფო საიდუმლო. თუ არის კონკრეტულად განსაზღვრული, რის თქმის უფლება აქვს მას და რის არა?
– კონკრეტული კანონმდებლობა არსებობს, მაგრამ ჩვენ ერთ–ერთი პრობლემა, რომელიც დავაყენეთ აგვისტოს ინტერვენციის შემდეგ, იყო სპეციალური ტრენინგები. მათი ჩატარება ახლახანს დაიწყო. როგორც ჩვენ, ისე სახელმწიფო სტრუქტურები, გარკვეულწილად შევთანხმდებით რაღაც ნორმებზე და მერე ცხოვრებაში განვახორციელებთ. როცა ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობ, არ გაქვს ინფორმაციის გადამოწმების საშუალება, ხანდახან მოგდის შეცდომები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. აგვისტოს პერიოდში ბევრი პრეტენზია იყო მედიის მისამართით. ხალხმა არ იცოდა, რომ ჯარი გამოდიოდა, ამიტომ ვერ მოასწრეს გამოსვლა. ჩვენც არ ვიცოდით, იმ დროს გვქონდა თუ არა უფლება, იმ გადაადგილებებზე გვესაუბრა.
– იგოეთთან მომდგარ ჯარზეც არ ვრცელდებოდა ინფორმაცია, იგივე მიზეზი იყო მაშინაც?
– ერთია ამ დროს ემოცია და მეორეა წესი და სახელმწიფოს ინტერესები. მესმის პრეტენზიები და ვიზიარებ ზოგიერთს, მეც რომ მქონოდა ეს ინფორმაცია, სწრაფად გადავცემდი, მაგრამ რამდენად შეიძლებოდა ამის თქმა, უკვე სხვა საკითხია.
– დღეს ხშირად მოდის დარტყმა "რუსთავი 2"–ზე, რომ ობიექტურად არ აშუქებს აქციებს. რას იტყვით ამაზე?
– გავლენების ქონა ზოგადად ქართული მედიის პრობლემაა. ეს უკვე საზოგადო პრობლემაა და ეხება მედიასაც, როცა კერძო მედიაზე ვსაუბრობთ. როცა ასეთი კრიზისია, მედია უკეთ მუშაობს, თუნდაც "რუსთავი 2". უფრო დაბალანსებულია, ვიდრე სხვა დღეებში, როცა ასეთი ამბები არ ხდება. როგორც კი პოლიტიკური კონკურენცია მაღლა იწევს და საზოგადოებაში არის მოთხოვნა, იცოდეს ფაქტები, ამას მაშინვემოჰყვება გამოძახილი. იმასაც აღვნიშნავ, რომ პრობლემა არის, მაგრამ ასე მყისიერად არ მოგვარდება, არც მხოლოდ მედიის წიაღში. ნელ–ნელა საერთო საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა იყოს. ყველა სფეროში.
– არის დღეს მედია დამოუკიდებელი?
– მოვიშველიებ საერთაშორისო განსაზღვრებას, რომელიც კარგად შეესაბამება ჩვენს დღევანდელ მედიას – ნახევრად თავისუფალი. გამომდინარე იქიდან, რა გარემოცვაში ვართ, ჩვენს მეზობლებს რომ გადახედო, ვთვლი, რომ საქართველო შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, თუმცა ბევრი პრობლემაა, რომლებიც სწრაფად ვერ მოგვარდება.
– ამბობენ ხოლმე, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს ნეიტრალური და არ აფიქსირებდეს თავის პოზიციას.
– ერთის მხრივ, ეს არის მიზანი, რომ ასე იყოს, მაგრამ რთულად მისაღწევი. გააჩნია, რა გადაცემაზეა საუბარი. როცა საუბარია ხელოვნებაზე, ამბობენ, კამათი არ შეიძლება გემოვნებაზეო, მაგრამ ამ დროს ზუსტად ჟურნალისტისგან ითხოვენ ცოდნას და გემოვნებას, გარკვეულ შეფასებას. მაგალითად, პოლიტიკური მოვლენის დროს, სადაც ნეიტრალობაა საჭირო, გეთანხმებით, რომ ასეც უნდა იყოს. არის საავტორო გადაცემები, სადაც გარკვეულ ადამიანთა ჯგუფი თავს უფლებას აძლევს აზრი გამოთქვას. საინფორმაციო უნდა იყოს დამოუკიდებელი.
– თუ რესპოდენტი არ მოგწონთ პიროვნულად, როგორია ამ დროს თქვენი განწყობა?
– ჩემდა სამწუხაროდ, მქონია შემთხვევა, როცა გამომივლენია ჩემი დამოკიდებულება. ერთი–ორჯერ, საუბარში ზედმეტად ემოციური ვყოფილვარ და მერე მინანია.
– ვის მიმართ?
– მაგალითად, თინა ხიდაშელის ჩართვა იყო და კამათში ჩავები, რაც არ უნდა გამეკეთებინა, ჩემი ტონი იყო ცოტა მაღალი. თუმცა არ ვთვლი, რომ მე იმ წუთში მართალი არ ვიყავი, მაგრამ მაინც არ უნდა გამეკეთებინა.
– ერაყში ყოფნა რას ნიშნავდა თქვენთვის?
– ეს იყო როგორც ექსტრემალური, ისე დიდი გამოცდილება. სამწუხაროდ, მერე ბევრი ის ჯარისკაცი, რომელიც იქ გავიცანი, დაიღუპა.
– ქვეყანა, სადაც სიამოვნებით იცხოვრებდი?
– უი, საქართველო, სადაც ვცხოვრობ. კარგია სხვა ქვეყნები, მოგზაურობა, ცოტა ხნით გახვალ, მაგრამ სიამოვნებით აქ ვიცხოვრებდი.
– რომელ ქვეყანას შეადარებდით საქართველოს?
– ვერც ერთს. ჩვენ ისეთი ინდივიდუალობა გვაქვს, როგორ შეიძლება სხვას შეადარო?
– ქართული ტრადიციებიდან რას გამოარჩევდით?
– სტუმართმასპინძლობას, სტუმართმოყვარეობას.
– როგორი მასპინძელი ხართ?
– ძალიან ცუდი, სულ სამსახურში ვარ. ჩემი მეუღლეც მუშაობს და სახლში არ ვართ.
– როგორი მამა ხართ?
– ვერ დავიკვეხნი, დროის პრობლემა აქაც მაქვს. უფრო მეტად უნდა ვინტერესდებოდე, როგორ არიან, როგორ სწავლობენ. ხანდახან პაუზის შემდეგ ვცდილობ ყველაფერი ერთად გავიგო და ეს ცოტა აღიზიანებთ ხოლმე.
– ტელევიზიის გარდა, სად წარმოგიდგენია თავი?
– ძნელია ეს წარმოვიდგინო, მთელი ცხოვრება ტელევიზიაში ვარ. მაგრამ ალბათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში – პიარს რომ ეძახიან. არ მინდა მოვცილდე ამ სფეროს.
– რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვიტა ჟურნალისტიკაზე ჩაბარება?
– ახლა ძალიან ბევრი მოთხოვნაა, ენების ცოდნა, გამოცდილება, მეტს და მეტს ითხოვს ეს სფერო. გართულდა შენი თავის პოვნა ამ სფეროში. ჩემს თაობას გაუმართლა იმ მხრივ, რომ მოხდა წყვეტა – არავის უნდოდა საბჭოთა და უნდოდათ ახალგაზრდები. ამიტომ ზოგჯერ დაუმსახურებლად ხდებოდა მათი ჟურნალისტად მუშაობა. ჩემს თავს ასეთებს მივაწერ. საჭირო იყო ახალგაზრდა სახეები. ამიტომ დაუმსახურებლად აღმოჩნდა ბევრი ჟურნალისტიკაში. თითქოს ხდება განახლება, მაგრამ ძალიან რთულად. დამწყებს ასმაგად მეტი ენერგია სჭირდება, რომ აქ დაიმკვიდროს თავი. მაღიზიანებს ინტელიგენტების თუ ინტელექტუალების შენიშვნები, რომ ჩემთან მოვიდა პატარა გოგო და სისულელე მკითხა. ეს მათი პრობლემაცაა, რომ ვერ გაზარდეს ეს თაობა.
სხვისი კრიტიკა ძალიან ადვილია, როცა შენს თავზე არ იღებ პასუხისმგებლობას. საჭიროა, რომ მათ მეტად გააკრიტიკონ თავისი თავი.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 