| ქალი და მამაკაცი |

აგვისტოს ომის წაგებაც ოპოზიციის ბრალი ყოფილა

იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ ხალხს დიდი სანახაობა მოუწყო – ყველა ქართული ტელეკომპანია ოთხი საათის განმავლობაში გადასცემდა პირდაპირ ეთერში გადმოქართულებულ პუტინისეულ პროექტს "ხალხის კითხვებს პასუხობს პრეზიდენტი". იყო ჩართვები რამდენიმე დარბაზიდან, მოსახლეობის წინასწარ ჩაწერილი შეკითხვები.
სააკაშვილი ოთხი საათის მაძილზე ამ ყველაფერს ოსტატურად ატრიალებდა და, როგორც სჩვევია, საკუთარი პიარისთვის იყენებდა. უფრო მხნე და ბედნიერი იყო ქვეყანაში უკვე აშენებულსა და დაგეგმილ აღმშენებლობაზე საუბრისას, უკმაყოფილო ხდებოდა პრესის შეკითხვების მოსმენისას, ცინიკური კი – ოპოზიციის ხსენებისას. სიყვარულით წაიკითხა თავისი ვაჟის კბილა, სამაჩაბლოდან დევნილი მეექვსე კლასელი ბავშვის წერილი, რომელიც ბევრ მადლიერებასა და გამოთქმულ იმედებთან ერთად პრეზიდენტს სწერდა, ოპოზიციას მინდა ვუთხრა, ახლა მიტინგების და აქციების დრო არ არისო.
ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილმა ხალხთან ურთიერთობა და შეხვედრები განაახლა. ოპოზიციას რომ ჰკითხო – წინასაარჩევნო კამპანიას ატარებსო. რა გითხრათ, სააკაშვილმა ამ შეხვედრაზე გარკვევით თქვა, როცა გადავდექი, მაშინაც დავაშავე, ამით ქვეყანამ ინვესტიციები დაკარგა და ჯარის აღმშენებლობაც შეჩერდა, ამიტომ არც იოცნებოთ, გინდათ, არ გინდათ, 2013 წლამდე საქართველოს პრეზიდენტი მე ვიქნებიო.
სხვათა შორის, აგვისტოს ომის წაგებაც ოპოზიციას დააბრალა, ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით მოწყობილი ნოემბრის აქციები რომ არ ყოფილიყო და მაშინ საკუთარი პოზიციები არ დაგვეთმო, იქამდე არ მივიდოდით, რაც აგვისტოში მივიღეთო: "ახლა ისინი ამტკიცებენ, გაზაფხულზე პრეზიდენტი უნდა გადადგესო და ინვესტიციები კვლავ ჩავარდება. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი გადადგომა შეცდომა იყო. ამ ხალხს იმედი მოეცა, როგორც კი მათ ვინმე დააფინანსებს და მოუწოდებს, მთავრობის შეცვლა შეიძლება".
არ შეიცვლება თუნდაც იმიტომ, რომ გუნდი ერთიანი და ძლიერია, რომ ადეიშვილი და მერაბიშვილი, "სოფლიდან ჩამოსული ბიჭები" და ვაკელი მინისტრი–დეპუტატი ბვინ იგულისხმა პრეზიდენტმა, გაუგებარია0 ერთ გუნდში არიან. "ეს არ არის სააკაშვილის კლანი, როგორ ზოგიერთ პარტიაში ნახავთ, ძმა–ძმა, ცოლი–ქმარი, ბიძაშვილები", – "კომპრომატი" მოუძებნა სააკაშვილმა ოპოზიციას. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პატარ–პატარა შეცდომების გარდა, ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებას ცოდვები არ ჩაუდენია. მმართველ ელიტაში კორუფცია არ არის და ვერავინ იტყვის, საქართველოში ხელისუფლება ხალხს არ უსმენს და არ ემსახურება, არ იცავს თავისუფლებას და საქართველოს დამოუკიდებლობას და მზად არ არის, ამისთვის თავიც გაწიროსო.
მერე სააკაშვილმა სხვათა შორის დასძინა, ვიღაცეები კი ამბობენ, კორუფცია შვიდი თუ რვა პროცენტია, მაგრამ მე ეს არ მინახავს და საერთოდ მაგარი დემოკრატები ვართ, თორემ ყველაფერი უფრო კარგად იქნებოდა. გუგავა ღამით რაღაც შავ სიზმარს ნახავს და მერე ამ სიზმარს მთელი დღის განმავლობაში ტელევიზიით ქვეყანას უყვება, დემოკრატები რომ არ ვიყოთ, გუგავა და კუკავა ამას გააკეთებენო?! თან დემოკრატიის ამ საზომს გუგავას ტესტი უწოდა. მოკლედ, გიორგი გუგავას ისეთი რეკლამა გაუკეთა, ლეიბორისტების გენერალური მდივანი თავის ბნელ კი არა, ფერად სიზმარშიც რომ ვერ ნახავდა. სიზმრების გარდა, ქვეყანაში ყოფილა ჭორების მომგონებელი და გამავრცელებელი ჯგუფი, რომლის წევრებიც "დღედაღამ ჭორებს იგონებენ და თავადვე განცხრომით იჯერებენ". ამ "ჯგუფს" მიაწერა პრემიერმინისტრ გეგა მგალობლიშვილის გალახვაზე გავრცელებული ხმები. "კინაღამ დათო ბაქრაძეც ჩამოგვეშალა, მაგრამ საქართველოს მთავრობას მასშტაბური დაცემა არ ემუქრება. ქათმის ჭირი და ჯილეხი გავრცელებული არ არის", – განაცხადა მან, მერე კი მოაყოლა, ნორმალური სამუშაო დღე არ გვაქვს, გეგას ღამის სამ საათზე რომ ვურეკავდი, ისევ კანცელარიაში იყოო. მე სამუშაოზე თეთრმეტზე, ჰა, ჰა, თორმეტის თხუთმეტ წუთზე მივდივარ, ის კი რვა საათზე უკვე იქ იყო და გადაიღლებოდა, აბა, რა იქნებოდაო.
ამ ლაპარაკში იყო პრეზიდენტი, რომ, სად იყო და სად არა, მის ხელში მობილური ტელეფონიც გაჩნდა. სანამ ვივარაუდებდით, რა ჰქონდა ჩაფიქრებული, გაშალა და მგალობლიშვილის და ბაქრაძის ავადმყოფობის პერიოდში მისთვის მიწერილი ესემესები წაიკითხა თვალსაჩინოებისათვის, რომ არავითარი გალახვა არ ყოფილა. "დამჩხვლიტეს, გამპარსეს, რაღაცეები დამკიდეს. მოკლედ ისეა, როგორც პარლამენტში", – წერს საავადმყოფოდან პარლამენტის სპიკერი ბაქრაძე პრეზიდენტს. ეს ესემესი სახალისოდ პრეზიდენტმა მგალობლიშვილს გადაუგზავნა. ეტყობა, პრემიერი მაინცდამაინც ვერ იყო ხუმრობის ხასიათზე. "დათო, როგორც ჩანს, ძალიან შემოქმედებითად უდგება თავის ავადმყოფობას და მაზოხისტურად – თავის საპარლამენტო მოღვაწეობას", – მოსულა პასუხი. სოციალურ პროგრამებთან ერთად რომელთა მოსმენითაც ხალხი აღტაცებული უნდა დარჩენილიყო და არც უნდა გახსენებოდა, სახელმწიფომ მათ ჯანდაცვაზე თითქმის მთლიანად რომ მოხსნა დაფინანსება და პენსიაც დაპირებული ასი დოლარისგან ძალიან შორსაა, მთავარი თემა რუსეთი იყო, რომელიც ჩვენი ცოდვით ძალიან მალე ჩამოიშლება და ამის შემდეგ დასავლეთის დახმარებით ფსოუდან და როკამდე გავჭიმავთ ისევ საზღვრებს. რუსეთის პრეზიდენტის მატყუარობა იქიდანაც ჩანს, რომ თქვა, საქართველოს გაზს ვაძლევთო. "გაზს კი არა, შავ ქვას გვაძლევენ", – მიაწყევლა სააკაშვილმა. აქამდე ვიცოდით, რომ ომი წავაგეთ, მაგრამ გავიმარჯვეთ, ახლა კი პრეზიდენტმა სულ დაგვაბნია. თურმე ომი არც მოგვიგია და არც წაგვიგია: "არ დაიჯეროთ, რომ ომი მოვიგეთ, სანამ არ აღდგება საზღვრები როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუსთან, ჩვენი გამარჯვება არ იქნება. არ დაიჯეროთ, რომ ომი წავაგეთ, სხვანაირად საქართველო მთავრობის გარეშე დარჩებოდა და ახლა სიბნელესა და სიცივეში ვიქნებოდით".
სააკაშვილმა რუსული კომპანიის მართვაში ენგურჰესის გადაცემაც პრაგმატულ და გონივრულ გადაწყვეტილებად შეაფასა. სხვანაირად თურმე სიბნელეში ვიქნებოდით. ჩვენს პრეზიდენტს თუ დავუჯერებთ, საქართველოს ეს გამარჯვება "ინტერ რაოსთან" ხელშეკრულების დადება ბაღაფშს ისე სწყენია, სულ ცხარე ცრემლით უტირია.
• ოთხსაათიანმა შეხვედრამ განსხვავებულ ემოციებში ჩაიარა. ჟურნალისტების დარბაზში ხალისიანი განწყობა იყო, მხოლოდ მიკროფონის მოპოვებაზე იმართებოდა ჭიდაობა. ხელისუფლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კითხვების წინასწარ შეთანხმება ჟურნალისტებისათვის არავის მოუთხოვია. უფლება გვქონდა, გვეკითხა ყველაფერი და ყველაფერზე. როგორ შემოატრიალებდა კითხვას რესპონდენტი და უპასუხებდა თუ არა საერთოდ, მის მოხერხებაზე იყო დამოკიდებული და მიხეილ სააკაშვილმაც მშვენივრად მოახერხა.
მიკროფონი დიდი წვალებით კი ჩავიგდეთ ხელში, მაგრამ პრეზიდენტმა "სარკის" ორივე შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. პირველი კითხვა რუსეთში საქართველოს სათვისტომოს ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ ხუბუტიას განცხადებას ეხებოდა, რომლის მიხედვით, აგვისტოს ომის შემდეგ მას ევროპაში შეხვდა მიხეილ სააკაშვილი და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც რთული იყო და არც სამარცხვინო. რა არის ცუდი იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტი თუნდაც მტერთან ეძებს საერთო ენას?! მასზე პასუხის გაცემით ის ყველა კითხვის ნიშანს და ბუნდოვან ეჭვს გააქარწყლებდა და არც ინტრიგისათვის დარჩებოდა ადგილი, მეტი არაფერი. რატომ აარიდა თავი?
მეორე კითხვა ბოლო არჩევნებს ეხებოდა და მართლაც სპონტანური იყო. სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, ლევან გაჩეჩილაძე გაპრეზიდენტების შემთხვევაში პატიმრებს გამოშვების პირობას აძლევდა და ამით ხმების მოპოვებას ცდილობდა, რასაც მე არანაირი ხმის სანაცვლოდ არ ვიკადრებდიო. ამაზე "სარკემ" მას გაახსენა, რომ ნაცმოძრაობაც იმავე პირობით აგროვებინებდა პატიმრების ახლობლებს მათ მხარდასაჭერ ხელმოწერებს და, როგორც ოპოზიცია ამბობს, არჩევნები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა. კომენტარი არც ამაზე მოგვისმენია. დროის უკმარისობას რა ვუთხარი, თორემ კითხვები პრეზიდენტთან ამოუწურავია. დაგეგმილი გვქონდა, გვეკითხა: ბატონო პრეზიდენტო, დღეს ყველაფერს მსოფლიო კრიზისს აბრალებთ, ეკონომისტების გათვლებით კი, ჩვენს სიდუხჭირეში მსოფლიო კრიზისის წილი მაქსიმუმი ოც პროცენტამდეა, დანარჩენი – არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის და ბიჯუტიდან ნაცმოძრაობის სასარგებლოდ არჩევნებში დახარჯული ფულია. ამიტომ ამ კრიზისს ექსპერტები ზაფხულის დასაწყისიდან ვარაუდობდნენ და მსოფლიო კრიზისი რომც არ ყოფილიყო, დალხენილი ცხოვრება მაინც არ გვექნებოდა.
და კიდევ. საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დღემდე ვერ პატიობს ხელისუფლებას 7 ნოემბერს ოპოზიციის ლიდერებზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებს. რა უფლებით უსმენდნენ და თუ დამნაშავეები არ იყვნენ, მხოლოდ მათი მორალური სახის საჩვენებლად, როგორც ეს შემდეგ პრეზიდენტმა თქვა, ჩანაწერები რატომ გამოქვეყნდა? ამ ამბის გაგრძელებაც საინტერესო იყო. ჯაშუშობაში "მხილებული" იმ ოთხი ლიდერიდან მხოლოდ შალვა ნათელაშვილზე აღძრეს საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით, გენერალური პროკურორის მაშინდელმა მოადგილე ნიკა გვარამიამ ოცწლიანი მუხლი წაუყენა და ძებნა გამოაცხადა. ამ ამბიდან მეორე დღეს კი გამობრძანდა პრეზიდენტი და თქვა, გამოძვრეს ნათელაშვილი სოროდან, არ დავიჭერო. ესე იგი პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება მართლმსაჯულებაზე მაღლა დააყენა. თუ დამნაშავე იყო ნათელაშვილი, რატომ არ აგებინეს პასუხი და თუ არ იყო, რატომ იჭერდნენ ოცი წლით? ამბობენ, მაშინ სააკაშვილს ამერიკიდან სულ ფეხები უბაკუნეს, აზრზე მოდიო. რა თქმა უნდა, საინტერესო იყო, თვითონ რას იტყოდა ამ ყველაფერზე.
არც დაუსმელ კითხვებზე დამწყვეტია დიდად გული და არც პასუხის გაუცემლობით დავრჩენილვარ ნაწყენი და გეტყვით, რატომ. ასეთი ფორმატი თავად პრეზიდენტისთვის წამგებიანი რომ იყოს, ამას პუტინი წლების მანძილზე არ გამოიყენებდა და ახლა სააკაშვილი არ გადმოაქართულებდა. დაუსვამენ კითხვას, მერე ამას პრეზიდენტი საიდანაც უნდა, იქიდან მოაბამს ყურს, ვეღარც შეედავები, ვერც ჩაეძიები და საბოლოოდ არაადეკვატურიც რომ იყოს პასუხი, მოგებული მაინც ის რჩება. ხალხს მისი პასუხი ამახსოვრდება, კითხვები კი, როგორც წესი, არა. ვისაც ეს პასუხგაუცემელი კითხვები ახსოვს, ამ ხალხზე მაინც არაა ეს გადაცემა გათვლილი.
იმ დიდი პატივის მიუხედავად, როგორიც შეხვედრაზე ბეჭდური მედიის მიწვევა იყო, პრეზიდენტმა მაინც გვითხრა გარკვევით, პრესას არც ვკითხულობთ და არც წავიკითხავთ, მაგის დრო სად გვაქვს, შევარდნაძის დროს იმიტომ ვკითხულობდით, გვაინტერესებდა, ჩვენივე ხელისუფლების წევრები, მაგალითად, თარგამაძე ჩემზე რას იტყოდაო. ისიც გვისაყვედურა, ეტყობა, მარტო თქვენს გამოცემებს კითხულობთ და ტელევიზიას არ უყურებთო. რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი! თუ არ კითხულობს, საიდან იცის ბატონმა პრეზიდენტმა, რომ ჭურში ვსხედვართ და საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ვხედავთ?!
•
"ჩვენ შეცდომა დავუშვით, რადგან მეტად უნდა გვესაუბრა მოსახლეობის სხვადასხვა ფენებთან, მეტად მოგვესმინა მათთვის", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა იმ ოთხსაათიან გადაცემაში, რომელსაც ზოგმა "მიშას შოუ" უწოდა, ზოგმა – "მიშას იუმორინა". არც ეს შეფასებები იქნება ხელისუფლებისთვის საინტერესო. თუ არ კითხულობენ, ვერც გაიგებენ.
მიხეილ სააკაშვილმა ბოლო დროს ხალხთან შეხვედრები გაააქტიურა. ახალი წლის წინა დღეებში ლამის მთელი საქართველო მოიარა. საახალწლოდ ინტელიგენციის ცნობილ წარმომადგენლებს ნობათად ინდაურები გაუგზავნა. მოწმეების გარეშე შეხვდა ინტელიგენციის ოპოზიციურად განწყობილ რამდენიმე სახეს და მერე ექსპერტებს რამდენიმე საათი ასევე პირისპირ ესაუბრა. ახლა ბეჭდური მედიაც მიიწვია და შეკითხვების დასმის უფლებაც მოგვცა, როგორც თვითონ იტყოდა, ვარდოსანი საქართველოს ისტორიაში პირველად.
რა ხდება? რამ შეცვალა პრეზიდენტი? რატომ ხვდება ინტელიგენციის ჩარეცხილებად წოდებულ ნაწილს, ექსპერტებს და ბეჭდურ მედიას, რომელთა აზრიც არასდროს აინტერესებდა? ნუთუ განსხვავებული აზრის და მწვავე კითხვების მოსმენის ხასიათზე დადგა?! სავარაუდოდ, ორი მიზეზია. მას დასავლეთი დიდი ხანია აკრიტიკებს, რომ საქართველოში დემოკრატია სერიოზულად მოიკოჭლებს. ამაზე ამერიკულ–ქართულ ქარტიაშიც ჩაიდო მუხლი. ამდენად, პრეზიდენტი დასავლურ სამყაროს ეუბნება, ნახეთ, რა დემოკრატი ვარო.
ამის გარდა, არის სუფთა პრაგმატული მოსაზრებაც. გაზაფხულისთვის ქვეყანაში სოციალურ–ეკონომიკური ფონი ბევრად დამძიმდება. ოპოზიცია კი ამ მომენტს ხელიდან არ გაუშვებს. ისინი უკვე ემზადებიან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებისთვის. ოპოზიცია, რომელმაც შარშანდელ საპროტესტო აქციებზე ხალხთან თავი მოიჭრა, ამას მარტო ვერ შეძლებს, მას ინტელიგენციის გვერდში დგომა სჭირდება. მათი აზრი საზოგადოებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურებიან მედია და ექსპერტებიც. ხალხს კი პოლიტიკოსებზე უფრო მათი სჯერა. თუ ისინიც ვარდისფერი სათვალეებით შეხედავენ ყველაფერს, ხალხის რეაქციაც მოდუნდება. ამიტომ, რბილად რომ ვთქვათ, პრეზიდენტი სწორედ ამ ხალხისთვის ცდილობს თავის მოქონვას. ბეჭდურ მედიასთან რომ ვერ შეძლო, ფაქტია. სხვა – ვნახოთ.
•
დაბოლოს: ვანო მერაბიშვილის გაჭირვებული სტუდენტობის ამბის მოყოლა რომ დაამთავრა, მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ადეიშვილზე თქვა, ჩვიდმეტ წლამდე ყვარლის რაიონში ცხოვრობდა და მიკვირს, ჩემზე განათლებულიც კია, რომელსაც მსოფლიოს რამდენიმე საუკუთესო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებულიო. რა ისწავლა ერთი ამ კაცმა, სულ რომ თავს გვამეტებს, მოდით, რა, ხალხს უთხარითო, სთხოვა მედიას ოპოზიციამ.
ჩვენც კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი, რა განათლება აქვს მიღებული საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
მიხეილ სააკაშვილმა 1992 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, 1994 წელს – კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1995–96 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურაში. დანარჩენი – ყველამ ვიცით.

კავშირი ტეგთან: ვლადიმერ პუტინი

კავშირი ტეგთან: ვლადიმერ პუტინი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 