| ქალი და მამაკაცი |

"ასეთ ფორმაში არ გამოვჩნდები და არც ვჩანვარ"
რატომ ემალება მიშიკო ზაქარეიშვილი მაყურებლებს
გასული საუკუნის 90–იან წლებში მთელ საქართველოში, ქალაქსა თუ სოფელში, სად არ გაიგონებდით ასეთ წაღიღინებას: "წავიდა, ჰეეე, ის ცხოვრება აღარ არიიის...". ეს ფრაზა ავტორ–შემსრულებელ მიშიკო ზაქარეიშვილის მაშინდელი უპოპულარულესი ჰიტიდან გახლავთ. სიმღერა ზუსტად გამოხატავდა იმდროინდელი ქართველი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განწყობას, მდგომარეობას და დეპრესიის პერიოდის "ჰიმნადაც" კი შეიძლება ჩაითვალოს. იგი განსაკუთრებით უყვარდათ მათ, ვინც ალკოჰოლში კლავდა დარდს. გავიდა დრო, "დავლევ" აბა, რას ვიზამ" დღეს აქტუალური აღარ არის, მიშიკომ მას შემდეგ უამრავი პოპულარული სიმღერა დაწერა, თუმცა დიდი პაუზებით.
დღეს სად არის და რას აკეთებს კომპოზიტორი? "სარკე" მას დაუკავშირდა და აღმოაჩინა, რომ მუსიკოსს ახლახან უკვე 43 წელი შესრულებია და ორი ბიჭის მამაა – 14 წლის ნიკუშა პირველი ქორწინებიდან ჰყავს, 2 წლინახევრის ოთო – მეორედან. ისე დაემთხვა, რომ მის პირველ ცოლსაც ნინო ჰქვია და მეორესაც. მიშიკო აგრძელებს სიმღერების წერას, თუმცა მღერის სურვილი თავად აღარ აქვს. აქტიურად მუშაობს რადიოში სხვადასხვა პროექტზე და მის ცხოვრებაში სხვა სიახლეებიცაა. ასე რომ, მან სცენის მიღმა გადაინაცვლა და მისი შემოქმედებითი წვა გარეშე თვალისგან უჩინრად გრძელდება.
– მიშიკო, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში და შემოქმედებაში ახალი?
– ახალი ის არის, რომ გამოვიდა ანსამბლ "ალილოს" სიდი, სადაც შევიდა ჩემი სიმღერა. დუეტია, "ალილო" და მამუკა ონაშვილი მღერიან. ამ სიმღერის ტექსტი თემურ ჩალაღაშვილს ეკუთვნის.
– თავად როდის წარდგებით ახალი სიმღერით?
– სიმღერის სურვილი არ მაქვს, ძალიან დაკავებული ვარ. "პირველ სტერეოში" ჩამოვაყალიბეთ სტუდია "კლას მედია" და მედიასივრცეში პროექტებს ვაკეთებთ. პირველი არის "სმს სკოლა", ბავშვებთან დაკავშირებული პროექტი.
– ახლა ცხოვრების რა ეტაპზე ხართ?
– მყავს პატარა ოთოთო, რომელიც 3 წლის ხდება 20 ნოემბერს, შევიძინე ავტომანქანა "მიცუბიში პაჯერო". აი, ეს სიახლეებია ჩემთან.
– გარდა ამ სამსახურისა, გაქვთ სხვა შემოსავლის წყარო?
– სიმღერებს ვწერ, მაგრამ, პრინციპში, არ ვყიდი. არის ბევრი დაკვეთა, იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა მომღერლის კარიერაში ტაიმ აუტია.
– სიმღერებს რატომ არ ყიდით, თქვენ ხომ კომპოზიტორი ხართ?
– არ ვიცი, მგონია, რომ სიმღერა არ უნდა გაიყიდოს. ვის უნდა მივყიდო? ჩემი მეგობრები მოდიან და მათ ხომ არ მივყიდი?! "ნიკალა პაპას" რომ ვწერდი, ხატვა დავიწყე და ვერც ერთი სურათი ვერ გავყიდე. ვერ გავიმეტე. არ ვიცი, რატომ. მას შემდეგ არც დამიხატავს.
– ანუ, რაღაცას რომ ქმნით, მისი გაცემა გენანებათ?
– სიმღერა შემიძლია ვაჩუქო იმას, ვინც მართლა მღერის. არ დარჩენილა მომღერალი, ჩემი სიმღერა არ ემღეროს. სიმღერის გაყიდვით არ მაქვს შემოსავალი. მაგალითად, კონცერტი მაქვს ქობულეთში და იქ ავიღებ ჰონორარს. ასეთი შემოთავაზებები ადრე უფრო მქონდა, ვიდრე ახლა.
– ზაფხული როგორ გაატარეთ?
– ძალიან ცუდად, გადავყევი საავტორო გადაცემას. ახლა თითქმის მოვრჩი და სექტემბრიდან გავა პირდაპირ ეთერში.
გეტყვით იმ სიახლის შესახებაც, რომ სულ მალე გამოვა ჩემი ნოტების წიგნი, სადაც 20 სიმღერა შევა. მინდა, დისკებიც თან დაერთოს ამ წიგნს და ამასთან დაკავშირებით პრეზენტაციაც მოვაწყო. რატომღაც ხალხს ჰგონია, რომ ერთი–ორი სიმღერა მაქვს – "ნიკალა პაპა", "იასამანი", "დავლევ". მეტი არ იციან, ალბათ იმიტომ, რომ დანარჩენებს ვიდეორგოლი არ აქვთ.
ასევე წონაში ძალიან მოვიმატე და უძლიერეს დიეტაზე ვარ. გამოდის, რომ ვშიმშილობ. როცა წონაში ვარ მომატებული, არ მიყვარს სცენაზე გამოსვლა.
– რატომ მოიმატეთ?
– კარგმა ცხოვრებამ იცის ჭარბი წონა. გეტყვით, რატომ მოვიმატე: სულ რაღაცას მიკეთებენ. მეც მინდა, პატივი ვცე მათ. ფულს არ მართმევენ, ამიტომ რესტორანში მიწევს მათი წაყვანა. ქართულ ვარიანტში ეს მეტიც მიჯდება და ფიზიკურადაც აღარ შემიძლია ამდენი ქეიფი. ქეიფი მიყვარს მხოლოდ ჩემი წრის ხალხთან, ხელოვან ადამიანებთან. თუ არ იცის მუსიკა, ხელოვნება, ასეთებთან ვერ ვქეიფობ. ხშირად თამადობაც მიწევს.
– დაგითვლიათ, სულ რამდენი სიმღერის ავტორი ხართ?
– ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი, მაგრამ იმ კომპოზიტორთა რიცხვს არ მივეკუთვნები, რომლებიც დღეში შვიდ სიმღერას წერენ. შეიძლება წელიწადში ერთი სიმღერა გავაკეთო. თვითკრიტიკული ვარ, თუ ასეთი არ ხარ, გამოდის, რომ ხელოვნებასთან არ გაქვს კავშირი. ძალიან დიდი სკოლა გავიარე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მე ვწერ და სხვა არავინ. სამწუხაროდ, ასეთები არსებობენ ჩვენს რეალობაში.
– რამდენი წლის ხართ, ხომ არ დაგვიმალავთ?
– 26 ივლისს გავხდი 43 წლის. სხვათა შორის, კარგად აღვნიშნეთ. სხვისი დაბადების დღეები უფრო მიყვარს, ვიდრე ჩემი. ყოველ 26 ივლისს სევდა მიპყრობს. არანაირ ასაკს არ ვგრძნობ, პირიქით. ერთ–ერთ დაბადების დღეზე დავლიე ძალიან ბევრი და ასევე ძალიან ბევრი მოვწიე. მეორე დღეს სარკეში რომ ჩავიხედე, ვთქვი, აღარ მოვწევ–მეთქი და ხუთი წელია, სიტყვა არ გამიტეხია. ჯანსაღად ვცხოვრობ, ეკლესიაში დავდივარ, ჯვრის მამის მონასტრის მრევლი ვარ, სტიქაროსანი.
– სოლო კონცერტის გამართვას არ აპირებთ?
– ჯერ მინდა, ფორმაში ჩავდგე, დავიკლო. სიყვარულზე რომ მღერი, თაყვანისმცემლები რომ გყავს და ამ დროს ფორმაში არ ხარ, ძალიან მოქმედებს ჩემზე. ასეთ ფორმაში არ გამოვჩნდები და არც ვჩანვარ. ახლა ეს ნოტები რომ გამოვა და წონაში რომ დავიკლებ, მინდა, ერთი კონცერტიც გავაკეთო, ამაზე ვმუშაობ.
იცით, როგორი ვარ? დავწერ რაღაც სიმღერას, ვხდები ძალიან პოპულარული, შემდეგ ვანებებ თავს და ვუჩინარდები. "დავლევ, აბა რას ვიზამ" ძალიან ბევრი წელი იყო პოპულარული, შემდეგ დავანებე თავი, შევეშვი. შემდეგ "ნიკალა" ვიმღერე, მერე "იასამანი". ახლაც გავჩერდი. ხელოვანისთვის აუცილებელია გაჩერება. მოსაწყენია 5–6 წლის განმავლობაში ერთი და იმავე სიმღერის მოსმენა, ერთი და იმავე ხალხის ყურება, უნდა გაუშვა ახალგაზრდები ასპარეზზე.
უძლიერესი თაობა მოდის, მაგრამ სიმღერები არ აქვთ. ეს იმიტომ, რომ კომპოზიტორთან არ მიდიან. ამათ ჰგონიათ, რადგან ღვინოზე ვწერ სიმღერას, არ შემიძლია თინეიჯერულიც გავაკეთო. დღეს ყველა სიმღერას წერს და ყველა მღერის, ამიტომ კომპოზიტორებს ფასი არ აქვთ. ცუდია, როცა ბიძინა კვერნაძე გვყავს და ვიღაცას აწერინებ სიმღერას. მაცაცო სეფისკვერაძეა და ბევრი სხვა, მათთან არ მიდიან, რადგან ესენი თანხას მოითხოვენ. მაგრამ არ ჯობია, გადაიხადო და წესიერი სიმღერა იმღერო? "არ დაიდარდოზე" ზოგი ისეთი საშინელი სიმღერაა, ვერ გაიგებ, რა არის.
ქართველების მენტალიტეტი ასეთია – სკანდალი უნდა გააკეთო, რომ ხალხი ააგდო. ჟურნალისტებს უნდა ეფერო, ესენი კი პირიქით აკეთებენ. ჟურნალისტს შეუძლია, დიდი რეკლამა გაგიკეთოს, ესენი პირიქით, აგინებენ – ეს რატომ დამიწერეო. შეიძლება დიდი მომღერალი არ იყოს, მაგრამ ჟურნალისტების მეშვეობით პოპულარული გახდეს. არსებობენ მომღერლები, რომლებსაც არ სჭირდებათ სკანდალები პოპულარობისთვის. საქართველოში უნდა იყო კაი ტიპი, რომ პოპულარული გახდე. ვთქვათ, ის ნავში ჩავიდა შიშველი, პოპულარული გახდა, აგინებდა მთელი თბილისი, მაგრამ დღეს იმ კაცს უფრო იცნობენ, ვიდრე მე. მაგრამ მე მაგას არასოდეს გავაკეთებ, რადგან არ მჭირდება. სკანდალით პოპულარობა არ მინდა. ჯობია, ხელოვნებით გავხდე პოპულარული. ამისთვის საჭიროა ახალი შექმნა.
გამოდიან ჩემი კოლეგები და ამბობენ, რაღაც ახალი შევქმენითო, ამ დროს კი ხალხთან ინფორმაცია არ არის მისული. ისეთ ბრაზილიურ სიმღერას გადმოვიტან და გავუკეთებ ქართულ ტექსტს, ვერ მიხვდება საზოგადოება, მაგრამ მე ვხვდები და ასეთი მოპარულებით მე ვერ მომატყუებ, რადგან 24 საათი ვუსმენ რადიოსაც და ყველაფერს, რაც ახალი გამოდის. ჩემი ასაკის ტიპებს რომ შეეკითხები, გიპასუხებენ, ჯაზი მიყვარს, კლასიკაო. მე კი ვუსმენ ყველაფერს, რაც ნიჭიერადაა გაკეთებული.
– იარაღით რომ დაგემუქრნენ, იმღერეო და თქვენ არ იმღერეთ, ეს მართალია?
– კი, იარაღი დამადეს, იმღერეო, მაგრამ არ ვიმღერე. ცნობილ მომღერალ გოგონებთან ერთად ვიყავი, დღეს რომ ვარსკვლავები არიან. როცა გინდა, მაშინ უნდა იმღერო. ეს მხედრიონის დროს მოხდა.
ზოგს ჰგონია, რადგან დალევაზე ვმღერი, სულ მთვრალი ვარ. ვინც ჩემი ცხოვრების წესი არ იცის, გეტყვით, რომ არ ვარ ასეთი. ამის გამო სულ ვამტკიცებ, ლოთი არ ვარ–მეთქი. ყოველდღე სამსახურში ვარ, სხვა ცხოვრების წესი მაქვს და არ ვიცი, ასე რატომ ჰგონიათ.
– როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი კაცის. საერთოდ ხელოვანი კაცის ატანა რთულია. სახლში გვიან გიწევს მისვლა და თუ ეჭვიანი ცოლი გყავს, ოოო! მაგრამ ამაში მე გამიმართლა. მან ყოველთვის იცის, სად ვარ, როგორ ვარ. სიყვარულში თუ ნდობა არ არის, ის ოჯახი არ შედგება, როცა იქნება, მაინც დაინგრევა. ჩემი პირველი ოჯახი სულელური მიზეზის გამო დაინგრა. ამ დროს ეს სისულელე კი არ იყო, გროვდება ეს ყველაფერი, აჰყვები იმ სისულელეს და მორჩა.
– შვილებისთვის თუ იცლით?
– პირველი ქორწინებიდან 14 წლის ბიჭი, ნიკუშა მყავს, მეორე ქორწინებიდან – 3 წლის ოთო, რომელსაც ოთოთოს ვეძახით. ვფიქრობ, რომ მაგარი მამა ვარ, თუმცა ისეთი მამა, როგორიც მე მყავდა, ვერასოდეს ვიქნები. შვილებს ყველაფერს ვუსრულებ, ძალიან მიყვარს მათთან ყოფნა. ძალიან ლამაზი ბიჭი მყავს უფროსი, პატარა კი ძალიან საყვარელი და თავისებურია. მიყვარს თავისებური ბავშვები. ოთოთო ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყო. ძალიან თავისუფალია, ისეთ კითხვებს სვამს, გაგაოცებს! სამსახურის გამო ბავშვებისთვის ცოტა დრო მრჩება. რომ მივდივარ სამსახურში, ოთო კოცნით მაცილებს. უკვე ერთ საათში ძალიან მენატრება.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 