asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"კიდევ ერთი პრეცედენტი ვადამდელი არჩევნებისა ნიშნავს, რომ არასოდეს იქნება აქ არავადამდელი არჩევნები"
"პროფესიონალიზმზე დიდი პარტრიოტიზმი არ არსებობს!"
"კიდევ ერთი პრეცედენტი ვადამდელი არჩევნებისა ნიშნავს, რომ არასოდეს იქნება აქ არავადამდელი არჩევნები"

2009-08-22 16:38:46



შოუმენი ნიკა ქავთარაძე ყველაზე დიდ პატრიოტიზმად პროფესიონალიზმს მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ, რაც დღეს ქვეყანაში ცუდი ხდება, სწორედ არაპროფესიონალიზმის დამსახურებაა. მისი ბრალია, რომ მოსამართლე ხელისუფლებისგან იმართება, არჩევნები ყალბდება და, რაც მთავარია, მედია კონტროლდება. შოუმენმა "სარკესთან" პოლიტიკაზე საუბარი 2003 წლის ერთი ამბის გახსენებით დაიწყო.
ნიკა ქავთარაძე: 2003 წლის ივნისში ვიყავით კავეენ–იდან ნიუ იორკში და ძალიან იმედგაცრუებულები დავრჩით, რადგან ვერ ვიპოვეთ ადამიანი, ვინც საქართველოს შესახებ იცოდა. მაშინ ბევრად უფრო რთული იყო ჩვენი მდგომარეობა, რადგან "არსაიდან ხმა და არსით ძახილი" იყო მათთვის ჩვენი ყვირილი. ახლა კი ჩვენ შესახებ ვიღაცეებს გავაგებინეთ.
– მერე რა გავაგებინეთ? გაცნობაცაა და გაცნობაც.
– მგონია, რომ ჩვენ გავეცანით, როგორც თვისუფლების მოყვარე ქვეყნის შვილები, რომელსაც დიდი ხანია ზედმეტად მტრულად განწყობილი მეზობელი აწუხებს, შეურაცხყოფს. ახლა კეთდება ეს ქვეყანა და ბევრი ცუდიც ხდება, მაგრამ უცხოელებისთვის ახალი და უცხო არაფერია. დემოკრატია არ ნიშნავს ა წერტილიდან ბ წერტილამდე მისვლას, ეს არის უწყვეტი პროცესი და ნებისმიერ დროს შეიძლება დაემუქროს საშიშროება.
– სხვათა შორის, უკვე ჩივიან, საფრთხის ქვეშ არისო.
– დემოკრატია ხალხის მმართველობაა, ანუ პროცესებში უნდა იყოს ხალხი ჩართული. ეს ზღაპრად კი არ უნდა მიიღოს ხალხმა და კი არ უნდა იძახოს, გლეხი კაცისთვის ვინ არისო. დემოკრატია ნიშნავს შენი ხმის გამოყენებას ქვეყნის აშენების საქმეში და გააზრებულად თუ არ ჩაერთვები ამ პროცესებში, დემოკრატიას ყოველთვის დაემუქრება საშიშროება. ჩვენს ქვეყანაში ხალხი ხშირად დაუფიქრებელ არჩევანს აკეთებს. 90 პროცენტიანი წარმატებები არჩევნებში კანდიდატისთვისაც დამღუპველია და ქვეყნისთვისაც. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება არის უპასუხისმგებლო და მან დაიჯერა კანდიდატის ყოვლისშემძლეობა. როგორც ყოველთვის, სააკაშვილიც ისეთ დროს აირჩიეს, როცა ვიღაცა ეზიზღებოდათ. ვადამდელი არჩევნები რომ ჩატარდეს, ახლაც რაღაც რაოდენობა ხალხის დაუფიქრებლად მისცემდა ხმას ნებისმიერ კანდიდატს. არ შეიძლება ყოველთვის ვნებათაღელვა იყოს არჩევანის გაკეთების წინ. დღევანდელისგან განსხვავებით, 2003 წელს, როცა ოპოზიციას მეტი შანსი ჰქონდა მოგების, იმას კი არ ამბობდა, არჩევნებში ჩვენ მოვიგეთო, ამბობდნენ, მეტი ხმა ავიღეთო. თავხედობის ის ხარისხი არ იყო, ჩვენ მოვიგეთ და სხვებმა ნოლი აიღესო. დღევანდელ რეალობაში იმის თქმა, რომ ამათ წააგეს და იმათ მოიგეს 100 პროცენტით, ეს არის იმ ადამიანების თვალებში ნაცრის შეყრა.
– სააკაშვილმაც ხომ აღიარა, რომ გაჩეჩილაძემ თბილისში მოუგო?
– ჩემთვის თბილისი არ არის იდეალური ქალაქი, ჩემთვის დღეს თბილისი არის ადამიანების ქალაქი, რომლებიც თავიანთ პრობლემებს საკუთარ თავს კი არა, პრეზიდენტს და მინისტრთა საბჭოს აბრალებენ. ოპოზიციამაც ერთი რამ ვერ გაიგო – ხალხის შეკრება კი არ არის მთავარი, მთავარი მიზნის განსაზღვრაა. უნდა გქონდეს განსაზღვრული, რა გინდა. მოლაპარკებებშიც მაქსიმუმის მოთხოვნა პოლიტიკოსების დაბალი დონის მაჩვენებელია. თუ ეს ერთადერთი მიზანი გაქვს და დანარჩენზე ხალხს ეუბნები, ესენი არ გინდაო, თუ იმას ვერ მიაღწევ, წააგებ, აბა, რა იქნება! ახლა ის 100 ათასი კაცი არის ამათი მტერი და ვერაფრით დააჯერებ, რომ სააკაშვილმა ან ვიღაც მინისტრმა მათ გარიგება არ შესთავაზა და ამაზე არ წავიდნენ.
– გგონიათ, შესთავაზა და არ წავიდნენ?
– მოლაპარაკების დროს რაღაც შეთავაზება იქნებოდა, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკის მცოდნე ადამიანი მიხვდებოდა, რა ძალას წარმოადგენდა ეს ოპოზიცია და დარწმუნებული ვარ, დიდ დივიდენდებს არ გასცემდა სამთავრობო მხარე. ოპოზიციამ ვერ მოახერხა, რომ წონითი კატეგორიები გაეთანაბრებინა ხელისუფლებასთან.
– ისე, როგორ თვლით, ვადამდელი არჩევნები საჭიროა?
– ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მისია, რაც აქვს ამ მთავრობას და ამ პრეზიდენტს, არის ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იყოს. კიდევ ერთი პრეცედენტი ვადამდელი არჩევნებისა ნიშნავს, რომ არასოდეს იქნება აქ არავადამდელი არჩევნები.
– თუ მის გარეშე ცვლილებები არ ხერხდება და ქვეყანას სჭირდება, მაშინ?
– ვადამდელი არჩევნები არ არის საჭირო, რომ ქვეყანაში რაღაცეები შეიცვალოს, საჭიროა სწორი პოლიტიკური პროცესი. ქვეყანაში არ არსებობს კარგი პოლიტიკური ფენა. დარწმუნებული იყავით, რომ არანაირი სწრაფი გადაწყვეტილება არ მოიტანს სწრაფ შედეგს. ეს ნებისმიერ შემთხვევაში დროში გაწელილი პროცესია და ამ პროცესში უნდა იყოს ყველა ჩართული. მაგრამ ამ მოლაპარაკებაში არანაირი შანსი არ აქვს ბურჯანაძეს, მას არავინ შესთავაზებს რამე თანამდებობას. არც ეკა ბესელიას ადგილი იქ არ არის და არც მათი, ვინც რადიკალობენ.
– რატომ, მათაც ხომ ჰყავთ საკმაო მომხრეები?
– მე ჩემს აზრს ვამბობ, აგერ მე და აგერ თქვენ, ნინოს პოლიტიკოსობა დამთავრდა!
– კარგი, შევეშვათ ამ პოლიტიკოსებს, მაგრამ ის ხალხი, ვინც ქუჩაში გამოვიდა, არც ისე ცოტაა.
– ამ სამთვიანი აქციების განმავლობაში 2 თვე ეს საკნები იყო ცარიელი და უბრალოდ ვერ ხვდებოდი, რატომ იდგა იქ ის სუნიანი საკნები ან რა იდეა ჰქონდა "კორიდორების" კეთებას. სალომე ზურაბიშვილმა მე როგორ უნდა მითხრას, რომ რაიმესი მრცხვენოდეს! როგორც იქნა, იქიდანაც ზოგიერთები მიხვდნენ, რომ უნდა გადავიდეთ პოლიტიური ბრძოლის ახალ ეტაპზე და ეს არის ლაპარაკი.
– ვერც იმათ გაამტყუნებ, ვინც ამაზე არ წავიდა. სააკაშვილთან მოლაპარაკებით აქამდე რაიმე გაკეთებულა? მე რატომღაც ვერ ვიხსენებ.
– მოლაპარაკებით კი არ უნდა გაკეთდეს რაღაც, ლაპარაკში უნდა გადავიდეს პოლიტიკა და არა – ყვირილში. ადამიანები ყოვედღე უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს და ელაპარაკებოდნენ. ეს ქმნის ერთიან პოლიტიკურ სისტემას. როცა ასეთი პოლიტიკური სამყარო შეიქმნება ქვეყანაში, ნაკლები შანსია, მეზობელმა ჯარი შემოგიყვანოს.
– თუ არის რამე, რაც ამ ხელისუფლების არ მოგწონთ?
– არა, არ არსებობს, ყველაფერი მოგწონდეს ხელისუფლების და არც უნდა მოგწონდეს.
– არ უნდა მოგწონდეთ თუ არ მოგწონთ?
– არ მომწონს და არც უნდა მომწონდეს, რადგან მეტი მინდა, ვიდრე ეს შესაძლებელია. მაგალითად, არ მომწონს სასამართლო, მაგრამ რისი ცვლილება გინახავთ რადიკალურად საქართველოში? თუ მოსამართლე არ არის დარწმუნებული, რომ ის არის მისი ადგილი და მისი მისიაა, იყოს მოსამართლე, აუცილებლად იქნება უნამუსო. მოსამართლემ არ უნდა გააკეთოს, თორემ ხელისუფლებას რომ მოუნდეს გაკონტროლება, ამაში რა არის გასაკვირი?! იგივეა არჩევნებთან დაკავშირებით. გაყალბება თუ ხდება, ხდება კონკრეტული რგოლის მიერ, თორემ პრეზიდენტი ხომ არ დარბის ჯიბეში ჩაყრილი ბიულეტენებით?! როცა ტიპი ამბობს, რომ მე ვარ გარანტი, თქვენი ხმები მივა იქ, სადაც საჭიროა და მერე ის აშავებს, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებშია პრობლემა. ესენი ვერ ხვდებიან, რომ ქვეყნის მტრები არიან. ამიტომაც ვამბობ, პროფესიონალიზმზე დიდი პარტრიოტიზმი არ არსებობს!
– მედიაზეც ასე ფიქრობთ?
– მიმაჩნია, რომ რაღაც რგოლებში მართლაც არ არის პროფესიონალიზმი. ეტყობა, ვიღაცას არ აწუხებს ის, რაც ქვეყანაში ხდება. ან დაიღალა, მობეზრდა საქმის კეთება და უნდა წყნარი ცხოვრება. თუ ეს დაანახე ტიპს, რომელსაც ძალაუფლება აქვს, ამას გამოიყენებს, აბა, რას იზამს?! ამას წინათ ჩემი ნათესავი იყო ჩამოსული უცხოეთიდან, რომელიც 1994 წლის მერე აქ არ ყოფილა და ვერაფრით მიხვდა, რა არის პრობლემა ამ ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ ტიპებს არ უნდათ მუშაობა.
– იმ თქვენმა ნათესავმა სამუშაო თუ იპოვა, სადაც იმ უმუშევრების დასაქმება შეიძლებოდა?
– სამუშაოს დეფიციტი ყველგან არის, მაგრამ ჯერ უნდა განსაზღვრო, რისი გაკეთება გინდა. შენ თუ ორი უნივერსიტეტი დაამთავრე და მუშაობ ტაქსისტად, დაფიქრდი, იქნებ სულაც არ უნდა დაგემთავრებია ის ორი უმაღლესი და თავიდანვე შესულიყავი ტაქსისტების კურსებზე. მე თქვენი ჟურნალით ვაცხადებ, რომ მივიღებ ნებისმიერი რაოდენობის სცენარისტს, რომლებიც კარგ სცენარებს დაწერენ და არა მათ, დიპლომში რომ უწერიათ სცენარისტი. მე ჩემს სფეროში სანთლით ვეძებ პროფესიონალებს, დარწმუნებული ვარ, თქვენც. ანუ ადგილები კი არა, პროფესიონალები არ არიან. ამის და სიყვარულის გარეშე, არაფერი გამოვა. მინიმუმ საკუთარი ქვეყნის სიყვარულია საჭირო, საკუთარი თავის არ კმარა. მილიონი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, ამას კონსოლიდაცია სჭირდება, კარგი გაგებით და არა – ერთ აზრზე ყოფნა. პოლიტიკოსებმა პოლიტიკა უნდა აკეთონ და არა – ლობიო. არ შეიძლება კარგ პოლიტიკოსად ითვლებოდეს კაცი, რომელიც დედას იგინება ან წივის, ან ცრემლი მოსდის... საბოლოოდ ყველაფერი მაინც დალაგდება. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო. ისეთი რამ გვაქვს გასაკეთებელი ამ ქვეყნის ისტორიაში, უაზრობაა ამ პატარა რაღაცეებისთვის ერთმანეთის კბენა და ღრენა. ჩვენ ის თაობა თუ ვართ, ვინც ქვეყანას გააერთიანებს, ეს შევა ისტორიაში და არა ის, ვინ მოიგო ადგილობრივი არჩევნები.
– მერედა ვართ ის თაობა, ვინც ამას გააკეთებს?
– მე ამისთვის ენერგიას არ დავიშურებ, მაგრამ პრობლემა რომ მოგვარდეს, ეს უნდა გვინდოდეს ყველაზე მეტად. ჩვენს ქვეყანაში მშივრები კვდებოდნენ, მაგრამ ერთი ადამიანი არ იყო, მტერს თავს რომ არ მოაჭამდა ერთი გოჯი მიწისთვის. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ზვიად ძიძიგური
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online